imedi /  08 აპრილი 2020, 02:38 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: ჯანმოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების საკითხს შევისწავლით

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გაკეთების შეჩერების საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჯანმომ აშშ-სგან დიდი ოდენობით თანხები მიიღო. მათ გააკრიტიკეს ჩემი გადაწყვეტილება, როდესაც აშშ-ში მოგზაურობა ავკრძალე. ბევრ რამეზე ცდებოდნენ. ჩინეთზე ძალიან ორიენტირებულნი არიან. უნდა შევისწავლოთ ეს სიტუაცია. ჯანმოზე დახარჯული თანხების გამოყოფის შეჩერებას შევისწავლით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

7 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ძირითადად აშშ-ის მიერ ფინანსდება.

„ჯანმომ მართვის სადავეები ხელიდან გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმოს ძირითადად აშშ აფინანსებს, იგი ჩინეთზეა ძალიან ორიენტირებული. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით ამას. საბედნიეროდ, თავიდანვე უარი ვთქვი მათ რჩევაზე, ჩინეთთან ჩვენი საზღვარი ღიად დაგვეტოვებინა. რატომ მოგვცეს ასეთი მცდარი რეკომენდაცია?“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

09 მაისი 2021, 00:53

ტაბლოიდი

ნიუ-იორკის სასამართლომ სპილოს სახელით გამოგზავნილი სარჩელი წარმოებაში მიიღო

ნიუ-იორკის სასამართლომ სარჩელი სპილო ჰეპის სახელით წარმოებაში მიიღო. სპილო ბრონქსის ზოოპარკის ბინადარია. სარჩელი სასამართლოში ცხოველთა დაცვის ფონდის (Nonhuman Rights Project) წარმომადგენლებმა შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი, ვებგვერდზე ავრცელებს.

09 მაისი 2021, 00:45

ტაბლოიდი

ინდოეთში პატარძალმა ქორწილი უცნაური მიზეზით ჩაშალა

ინდოეთში, პატარძალმა ქორწილი იმიტომ ჩაშალა, რომ სიძემ გამრავლების ტაბულა არ იცოდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Inquirer წერს. გამოცემის ცნობით, ქორწინების რიტუალი 1 მაისს უნდა გამართულიყო. ქალს ეჭვი შეეპარა საქმროს განათლებაში და 1-დან 9-მდე ციფრების გამრავლება თანმიმდევრობით სთხოვა. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა კაცმა ამის გაკეთება ვერ შეძლო, პატარძალმა მას ცოლობაზე უარი უთხრა.

კურტ კობეინი

09 მაისი 2021, 00:20

მსოფლიო

FBI-მ კურტ კობეინის გარდაცვალების საქმეზე ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) ამერიკელი როკ-მუსიკოსის კურტ კობეინის გარდაცვალების საქმის შესახებ 10 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ Deadline წერს. ამერიკელი როკ-მუსიკოსი 1994 წელს გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე

09 მაისი 2021, 00:15

COVID19

ამირან გამყრელიძე: უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა, დანის პირზე გავდივართ, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება

უქმე დღეების მიუხედავად, არაა შემცირებული მობილობა, დანის პირზე გავდივართ, რომ არ მივიღოთ ძლიერი ნახტომისებური ეპიდაფეთქება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ბოლო მონაცემებით 76 პროცენტია, რაც არ არის ცუდი მაჩვენებელი.

08 მაისი 2021, 23:40

COVID19

საკოორდინაციო საბჭოს კოვიდპასპორტის ვერსია შესაძლოა, მომავალ კვირაში წარედგინოს

ვფიქრობ, მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება კოვიდპასპორტის ვერსია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. „კოვიდპასორტის ელექტრონული ვერსია გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგინეთ. იქ არის მოთხოვნები, რომ ზოგიერთი საკითხი კიდევ დაზუსტდეს. ამიტომ ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფი ორშაბათიდან ამ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ. იურიდიული საკითხებია

08 მაისი 2021, 23:05

COVID19

ამირან გამყრელიძე: ადამიანებს არ უნდა სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან რეგიონებში წასვლა

მეტად უნდა დავაჩქაროთ ვაქცინაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. „45 000 ადამიანია დამატებით ამ თვის ბოლომდე აცრებზე ჩაწერილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა დუშეთში, თიანეთში, გურჯაანში და ა.შ. იქ უნდა აიცრას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. მე ვფიქრობ, მომავალ კვირაში ჩვენ თბილისის საკითხი წესით და რიგით უნდა მოვაგვაროთ. მიწოდების დეფიციტი თბილისში აცრებზე აღარ უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

08 მაისი 2021, 22:55

COVID19

ამირან გამყრელიძე: გვინდა, რომ მომავალ კვირაში 40-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატოს, რათა მაისში დაახლოებით 55 000 დღიურ აცრამდე ავიდეთ

გვინდა, რომ მომავალ კვირაში 40-მდე ამცრელი კაბინეტი დაემატოს, რათა მაისის თვეში დაახლოებით 55 000 დღიურ აცრამდე ავიდეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

08 მაისი 2021, 22:46

სპორტი

ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამო“ დაამარცხა

ბათუმის ახალ არენაზე ერთმანეთს ბათუმისა და თბილისის „დინამოები“ დაუპირისპირდნენ. გუნდები ეროვნული ლიგის მე-12 ტურში შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი გოლი ბათუმის დინამოს ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, თამაშის დაწყებიდან 42-ე წუთზე. თბილისის დინამომ გოლის გატანა ვერც მეორე ტაიმში შეძლო.

პოლ ვან დორენი

08 მაისი 2021, 22:34

ეკონომიკა

Vans-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლ ვან დორენი 90 წლისა გარდაიცვალა

კომპანია Vans-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოლ ვან დორენი 90 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Instagram-ის გვერდზე ავრცელებს. პოლი არ იყო მხოლოდ მეწარმე, ის იყო ნოვატორი. კომპანია Van Doren Rubber Company გახდა მისი ცხოვრების მთავარი კულმინაცია. ეს იყო ექსპერიმენტები და მძიმე შრომა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოებაში.

ჯეფ ბეზოსი

08 მაისი 2021, 22:07

ტაბლოიდი

ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა ფარულად შეუკვეთა

​​​​​​​Amazon-ის დამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯეფ ბეზოსი 127 მეტრი სიგრძის აფრებიან იახტას ყიდულობს. მან იახტა ნიდერლანდებში Oceanco-ს ფარულად შეუკვეთა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

მიხეილ სარჯველაძე

08 მაისი 2021, 21:30

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რა შემთხვევაში გავრცელდება ნიკა მელიაზე ამნისტია

თუ ნიკა მელია პოზიციას არ დააფიქსირებს, ასეთ შემთხვევაში მასზე ამნისტია გავრცელდება, მაგრამ თუ მას სურვილი აქვს, რომ განსაჯოს სასამართლომ, ის მიიღებს მართლმსაჯულებას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

08 მაისი 2021, 21:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიამ ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს, ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს, ამნისტიაზე ვერ დამითანხმებთო, არც მაგაზე იტყვის უარს

რა აურაცხელ სტატუსში იხარჯება „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ვირტუალური ლეგიონი, რომ ნიკა მელიას მიერ გირაოზე დათანხმება, რომელზე არდათანხმების გამოც იყო წინასწარ პატიმრობაში, რამენაირად ციხიდან ღირსეულ გამოსვლად გააფორმონ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი წერს .

08 მაისი 2021, 21:20

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან შოთა გვილავას გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერან, 99 წლის შოთა გვილავას ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა. შოთა გვილავა 57 წლის განმავლობაში აფხაზეთის განათლების სისტემაში მუშაობდა.

მიხეილ სარჯველაძე

08 მაისი 2021, 21:13

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია თვეების განმავლობაში რაღაც ნიღბების მორგებით იყო დაკავებული და ამას ყველა ხედავდა

გაუგებარი იქნება ევროკავშირისთვის. იმ ფონზე, როგორ შეფასდა, იმ ფონზე, რომ ყველასგან კომპრომისი იქნა მოთხოვნილი. ვფიქრობ ევროპის მხრიდან კრიტიკული იქნება დამოკიდებულება და პრინციპში ამის დასტური უკვე ვიხილეთ. მოვისმინეთ ევროპარლამენტარის შეფასება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა გადახდილია, ყველა წინაპირობა მოხსნილია და ყველაფერი მიდის შესრულებისკენ, მისი სურვილია, რომ პარლამენტარები, რომელთაც მიიღეს მანდატი, შევიდნენ პარლამენტში და იმოღვაწეონ საკანონმდებლო საქმიანობაში, - ასე უპასუხა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკის“ შეკითხვას, რა გზავნილი ექნება საქართველოს ევროკავშირისთვის, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“, კვლავ უარს იტყვის შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე.

მიხეილ სარჯველაძე

08 მაისი 2021, 20:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია რომ პოლიტპატიმარი ყოფილიყო, ევროპული ფონდი გირაოს არ გადაუხდიდა

ევროპელებიც ვერ მიხვდნენ იმ ახირებულ დამოკიდებულებას, რაც გირაოს გადახდის საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიას ჰქონდათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

08 მაისი 2021, 20:30

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნიკა მელიას მხრიდან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის მიღება, თავისთავად ნიშნავს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას

გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მხრიდან ამ პირობების მიღება, ევროკავშირის გირაოს გადახდის მიღება თავისთავად ნიშნავს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას. მე ასე მგონია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

იაგო ხვიჩია

08 მაისი 2021, 20:28

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის შეთანხმება ფუნდამენტურად რომ შედგეს, საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ თანხმობა

პარლამენტში შესვლაზე, ახლა მთავარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

08 მაისი 2021, 19:59

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები

მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები, - ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. „და მაინც ნაციონალურმა მოძრაობამ ნიკანორის გმირობა 40 000 ლარად გაყიდა. რევოლუციური სცენარის ავტორი - მიხეილ სააკაშვილი, მთავარ როლში - ნიკანორ მელია, მეორეხარისხოვან როლებში ოპოზიციური

08 მაისი 2021, 19:44

ეკონომიკა

Dogecoin-ი ექვს თვეში რეკორდულად გაძვირდა

კრიპტოვალუტა Dogecoin-ი, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, ბოლო 6 თვეა ინვესტიციის კარგი საშუალებაა. ვალუტის კურსი 26 ათასი პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ CNBC წერს. ბოლო მონაცემებით, Dogecoin-ის ფასი $0,72-ია. აპრილის დასაწყისში კრიპტოვალუტა $0,1 ღირდა.

იაგო ხვიჩია

08 მაისი 2021, 19:43

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: პრეზიდენტის მიერ ჩამოთვლილი ყველა არგუმენტი, იყო ვეტოს დასადები არგუმენტი

მე რომ ვისმენდი პრეზიდენტის გამოსვლას, ბოლო წუთამდე მეგონა, რომ ვეტოს ადებდა ამ კანონპროექტს. ყველა მის მიერ ჩამოთვლილი არგუმენტი, იყო ვეტოს დასადები არგუმენტი. შესაბამისად, არ ვეთანხმები იმაში, რომ ტუ ეს არგუმენტები პრეზიდენტს ესმოდა და გაიაზრა, როგორ შეიძლებოდა ამაზე ვეტო არ დაედო - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.