IMEDI /  08 აპრილი 2020, 16:31 / სანდო წყარო

იტალიური ვოგის აპრილის გარეკანი თეთრი და ცარიელია

იტალიური ვოგის აპრილის გარეკანი თეთრი და ცარიელია.

ნომრის დაგეგმვის პროცესში, შემოქმედებითმა გუნდმა არტისტებს სთხოვა, რომ დღევანდელი რეალობით შთაგონებული სურათები გაეგზავნათ.

ჟურნალმა აპრილის ნომერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა და თან რედაქტორის, ფერდინანდო ვერდერის განმარტება დაურთო.

„თავის ხანგრძლივ ისტორიაში, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის, ვოგმა გაიარა ომები, კრიზისები, ტერორისტული აქტები და მისი საუკეთესო ტრადიციაა, არ გამოიყურებოდეს სხვანაირად. ორი კვირის წინ ჩვენც არ ვფიქრობდით, რომ შევცვლიდით გეგმებს. მაგრამ ილაპარაკო რამე სხვაზე, როცა ხალხი იღუპება, როცა ექიმები და ექთნები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ და როცა მსოფლიო სამუდამოდ იცვლება, ეს არ არის ვოგ იტალიას დნმ. ამიტომ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პროექტი და დავიწყეთ წაშლით. ჩვენს ისტორიაში პირველად, სრულად თეთრი გარეკანის დაბეჭდვის გადაწყვეტილება მივიღეთ. არა იმის გამო, რომ სურათები არ გვყოფნის, პირიქით, ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ თეთრი, რადგან ეს ერთდროულად ბევრ რამეს ნიშნავს. თეთრი პირველ რიგში პატივისცემაა. თეთრი ხელახლა დაბადებაა, სინათლე სიბნელის შემდეგ, ყველა ფერის ჯამი. თეთრი იმ ადამიანების უნიფორმების ფერია, რომლებიც, ახლა წინა ხაზზე საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, იმიტომ, რომ ჩვენი გადაგვარჩინონ. თეთრი ნიშნავს სივრცესა და დროს ფიქრისთვის, ასევე ჩუმად ყოფნას.
თეთრი მათთვისაა, ვინც ამ ცარიელ დროსა და სივრცეს ავსებს იდეებით, ფიქრებით, ამბებით, მუსიკით და სხვებზე ზრუნვით. თეთრი გვახსენებს, რომ, 1929 წლის კრიზისის შემდეგ, ეს უზადო ფერი გამოიყენეს ტანსაცმლისთვის, როგორც სისპეტაკის (სისუფთავის) გამოხატულება ახლანდელ დროში და როგორც იმედის ნიშანი მომავალში. თეთრი არ ნიშნავს დანებებას, ეს არის ცარიელი ფურცელი, რომელიც ჩანაწერებს ელოდება, ეს არის სატიტულო ფურცელი ახალი ისტორიისა, რომელიც ახლა იწყება“, - წერს ვერდერი.

View this post on Instagram

The Vogue Italia April Issue will be out next Friday 10th. 🤍🤍🤍 “In its long history stretching back over a hundred years, Vogue has come through wars, crises, acts of terrorism. Its noblest tradition is never to look the other way. Just under two weeks ago, we were about to print an issue that we had been planning for some time, and which also involved L’Uomo Vogue in a twin project. But to speak of anything else – while people are dying, doctors and nurses are risking their lives and the world is changing forever – is not the DNA of Vogue Italia. Accordingly, we shelved our project and started from scratch. The decision to print a completely white cover for the first time in our history is not because there was any lack of images – quite the opposite. We chose it because white signifies many things at the same time. 🤍🤍🤍 White is first of all respect. White is rebirth, the light after darkness, the sum of all colours. White is the colour of the uniforms worn by those who put their own lives on the line to save ours. It represents space and time to think, as well as to stay silent. White is for those who are filling this empty time and space with ideas, thoughts, stories, lines of verse, music and care for others. White recalls when, after the crisis of 1929, this immaculate colour was adopted for clothes as an expression of purity in the present, and of hope in the future. Above all: white is not surrender, but a blank sheet waiting to be written, the title page of a new story that is about to begin.” #EmanueleFarneti @EFarneti #imagine #FarAwaySoClose #WhiteCanvas --- Read the full Editor’s letter via link in bio. Full credits: Editor in chief @Efarneti Creative director @FerdinandoVerderi

A post shared by Vogue Italia (@vogueitalia) on

ყველა სიახლე

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

05 ივნისი 2020, 22:52

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკაში რეტესტის მეორე უარყოფითი პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს. შუახნის კაცი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ქუთაისში ზესტაფონის კლინიკიდან გადაიყვანეს. გამოჯანმრთელებული სამედიცინო დაწესებულებას ხვალ დატოვებს.

05 ივნისი 2020, 22:50

მსოფლიო

Reuters: აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ვაშინგტონიდან სამხედროების გამოყვანის განკარგულება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა საპროტესტო აქციების ფონზე ვაშინგტონში გადასროლილი სამხედროების გამოყვანის განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

05 ივნისი 2020, 22:45

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების მოლაპარაკებებზე: კინო ახლა იწყება

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დათმობაზე უნდა წავიდეს. ანალოგიურად ფიქრობს „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც.

კახა კალაძე

05 ივნისი 2020, 22:31

საზოგადოება

თბილისის მერმა პარლამენტის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღი დაასახელა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „სამუშაოები ჩვეულ ტემპში მიმდინარეობს. პანდემიის გამო გარკვეული შეფერხებები იყო, ისევე როგორც სხვა პროექტებში, თუმცა ახლა სამუშაოები მიმდინარეობს მაქსიმალური ჩართულობით, ყოველგვარი პრობლემების გარეშე და ვფიქრობ, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

05 ივნისი 2020, 22:26

ეკონომიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებულ გზების მოვლის სამუშაოებში ხარვეზები აღმოაჩინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ზამთრის პერიოდში განხორციელებულ გზების მოვლის სამუშაოებში ხარვეზები აღმოაჩინა.

05 ივნისი 2020, 22:25

მსოფლიო

ვაშინგტონში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და Black Lives Matter ეწოდა

ვაშინგტონში თეთრი სახლისკენ მიმავალი ქუჩის ნაწილს სახელი გადაერქვა და Black Lives Matter (ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია) ეწოდა. ამის შესახებ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა განაცხადა.

გიგა ბოკერია

05 ივნისი 2020, 22:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: წინა ხელისუფლების დროს მედია არ იყო თავისუფალი და მე ამაში უარყოფითი როლი მქონდა შესრულებული

წინა ხელისუფლების დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში მედია არასაკმარისად თავისუფალი იყო. ბეჭდური მედია იყო თავისუფალი, ცენტრალური ტელევიზიები მთლიანად პროსახელისუფლებო პოზიციებზე იდგნენ და მე ამაში უარყოფითი როლი მქონდა შესრულებული, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

05 ივნისი 2020, 22:08

რეგიონი

სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოში ბომბი ვერ იპოვეს

სოხუმში რუსეთის ე.წ საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შენობაში არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ „საელჩოს“ სამორიგეო ნაწილში ანონიმური წერილი შევიდა. ადგილზე ე.წ. სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი, თუმცა შენობაში ბომბი ვერ იპოვეს.

05 ივნისი 2020, 22:02

COVID19

დიდ ბრიტანეთში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა

დიდ ბრიტანეთში „RECOVERY კვლევის“ ფარგლებში ჰიდროქსიქლოროქინის კვლევები კორონავირუსის მკურნალობისას მისი არაეფექტურობის გამო შეწყდა.

ამირან გამყრელიძე

05 ივნისი 2020, 21:59

COVID19

ამირან გამყრელიძე: მზად ვართ დავეხმაროთ სომხეთს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ურთიერთდახმარებაზე არასდროს უკან არ ვიხევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ქართულმა მხარემ სომხეთს კორონავირუსთან დაკავშირებით მხარდაჭერა შესთავაზა და თუ სომხეთს დახმარება სჭირდება, საქართველო ამისთვის მზად არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

05 ივნისი 2020, 21:59

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დახმარების ფონდმა 13 მილიონი დოლარი შეაგროვა

მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ოჯახის დახმარების ფონდმა 13 მილიონი დოლარი შეაგროვა. ამის შესახებ გამოცემა TMZ იტყობინება. ფონდის ინფორმაციით, ოჯახს თანხა მსოფლიოს 125 ქვეყნიდან ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაურიცხა. 46 წლის ჯორჯ ფლოიდი პოლიციელებმა მინეაპოლისში 25 მაისს მოკლეს, რასაც აშშ-ში მასობრივი არეულობები მოჰყვა.

გიორგი გახარია

05 ივნისი 2020, 21:57

რეგიონი

გიორგი გახარია: წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრილიანტი

შეიძლება, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, დროში ცოტა ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდგომი ბრილიანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გეოგრაფიულად, დღეს, წყალტუბო, ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები. „ყველაფერთან ერთად, ყველაზე მიმზიდველი, ბევრი თვალსაზრისით, ჯერ ერთი, წყალტუბოს ტრადიციებით. წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი, უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

05 ივნისი 2020, 21:52

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტები აუცილებლად განხორციელდება, როგორც ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი

მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი ქმედებით, ჩვენი ცვლილებებით, ჩვენი დამოკიდებულებით თუნდაც წინა ინვესტორთან, იმას ვავლენდით, რომ ყველანაირად მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მედიასთან კომენტარისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, დღესაც მიდის მზადება ახალი ტენდერისთვის, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ნათია თურნავას თქმით, ამ მიზნით მუშაობა გრძელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მიდის კონსულტაციები, რომ სწორ დროს მოხდეს ამ ტენდერის გამოცხადება.

05 ივნისი 2020, 21:47

COVID19

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი უფასო იქნება

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ავიფავირი“ სადაზღვეო პოლისის მქონე პაციენტებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეპარატის მოხმარება რუსეთის კლინიკებში 11 ივნისიდან დაიწყება. „ავიფავირის“ ამბულატორიული ტესტირება 180-მდე პაციენტზე ჩატარდა და 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. დიმიტრიევის ინფორმაციით, პრეპარატით დაინტერესება უკვე გამოთქვა მსოფლიოს 10-მა ქვეყანამ.

ტოივო კლაარი

05 ივნისი 2020, 21:42

პოლიტიკა

ტოივო კლაარი: აუცილებელია პამდემიის გამო შეჩერებული ჟენევის მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირეების მექანიზმის შეხვედრები მალე განახლდეს

ჩვენ გავაუქმეთ ჟენევის მოლაპარაკებების გაზაფხულზე დაგეგმილი რაუნდი. ასევე ვერ გავმართავთ ივნისში ჩანიშნულ შეხვედრას შვეიცარიაში, რაც ძალიან ცუდია. მნიშვნელოვანია პირისპირ შეხვედრები. თანათავმჯდომარეებმა გავაკეთეთ ყველაფერი და ძალიან ვეცადეთ, რომ პანდემიის დროს კონტაქტი შეგვენარჩუნებინა მოლაპარაკების ყველა მონაწილესთან გვქონდა რეგულარული შეხვედრები ზუმის და სხვა საშუალებების გამოყენებით. ამით პულსზე ხელი გვეჭირა - ამის შესახებ Imedinews ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკების თანათავჯდომარემ ტოივო კლაარმა განუცხადა.

05 ივნისი 2020, 21:25

COVID19

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მოსახლეობას: თავი შეიკავეთ ანტირასისტულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან, ვინაიდან კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ანტირასისტულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან, ვინაიდან კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 21:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამაყმა გუბერნატორებმა ძალადობის აღსაკვეთად ეროვნული გვარდია უნდა დაიხმარონ

თეთრი სახლის ლიდერი გუბერნატორებს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად კვლავ ეროვნული გვარდიის გამოყენებისკენ მოუწოდებს. „ზოგიერთმა ამაყმა გუბერნატორმა უარი უნდა თქვას სიამაყეზე და საქმე აკეთოს. უმჯობესი იქნება დასახმარებლად ეროვნულ გვარდიას მიმართოთ და მეც ხშირად დამირეკოთ“, - განაცხადა ტრამპმა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები აშშ-ში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რის გამოც ათობით ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს.

05 ივნისი 2020, 21:20

რეგიონი

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები იმოძრავებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. Shuttle bus-ები იმოძრავებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა. „მოვაგვარეთ ეს, შევთანხმდით და „შატლები“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს, ისევე როგორც რკინიგზის სადგური გარემონტდება, რომელიც 1.5 კმ.-ით არის დაშორებული აეროპორტიდან და ქალაქისთვისაც კარგი იქნება, იმ „შატლს“ დაუკავშირდება ეს რკინიგზის სადგურიც და ჩვენი შტადლერები, რომლებიც მოძრაობს, ქუთაისშიც გაჩერდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ხათუნა ზახაშვილი

05 ივნისი 2020, 21:17

COVID19

ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ კარაოკე ბარში წასვლისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებდა

„ამ ეტაპზე კარაოკე ბარში წასვლისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი. რაც შეეხება რესტორნებსა და კაფეებში პირბადის ტარებას, ეს ვალდებულება მხოლოდ მომსახურე პერსონალს ეკისრება. ნიღბით რომ ადამიანი სასმელსა და საკვებს ვერ მიირთმევს, ეს ყველასთვის გასაგებია“, - აცხადებს ზახაშვილი.

05 ივნისი 2020, 21:09

რეგიონი

სოფელ ტაძრისში 700მ სიგრძის რკინა-ბეტონის კაპიტალური გზა იგება

სოფელ ტაძრისში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის ერთ-ერთ უბანში 700მ სიგრძის რკინა-ბეტონის კაპიტალური გზა იგება. ეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და ეზოების შესასვლელი მონაკვეთები. პროექტს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე ბუბა ბერიძე გაეცნენ. გზის მოწყობის სამუშაოები აღნიშნულ უბანში პირველად ხორციელდება. პროექტის შედეგად, ადგილობრივები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.