imedi /  08 აპრილი 2020, 17:00 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა ჩამოიყვანოს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ეტაპობრივად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ სამშობლოში უკვე 5 000-ზე მეტი ემიგრანტი ჩამოიყვანა.

„ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები. ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა ჩამოიყვანოს და მოხდეს მათი დაბინავება საკარანტინო პირობებში.

ყველა სიახლე

მარია ზახაროვა

05 ივნისი 2020, 10:05

მსოფლიო

მარია ზახაროვა აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებაზე: ეს არის ვაშინგტონის მორიგი მცდელობა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას

უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადება, თითქოს შეერთებულ შტატებში ძალადობას გარე ძალები ახალისებენ, ვაშინგტონის მორიგი მცდელობაა, საკუთარი პრობლემები გარე ფაქტორებით ახსნას.

დონალდ ტრამპი

05 ივნისი 2020, 10:02

მსოფლიო

Bloomberg: დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვას სავარაუდოდ არ დაესწრება

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

05 ივნისი 2020, 10:01

საზოგადოება

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. კამპანიის „ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში“ ფარგლებში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დასუფთავების აქციაში მონაწილეობა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - მსახიობებმა, სპორტსმენებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

შსს

05 ივნისი 2020, 09:55

სამართალი

ბაგებში რამდენიმე დღის წინ ჯგუფურ ძალადობასა და დაჭრაში ბრალდებულები დააკავეს

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის, ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს.

NBA

05 ივნისი 2020, 09:55

სპორტი

NBA 31 ივლისს განახლდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 31 ივლისს განახლდება. კლუბებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, NBA-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ყველა თამაში ორლანდოში გაიმართება და 30 გუნდის ნაცვლად 22 ითამაშებს.

05 ივნისი 2020, 09:55

სამართალი

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციით უკანონოდ მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულთათვის კომპენსაციით უკანონოდ მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა ბოროტად ესარგებლა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის პროგრამით.

კახეთი

05 ივნისი 2020, 09:35

სამართალი

კახეთში სპეცოპერაციის შედეგად საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაციის შედეგად, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ეარბალტიკი

05 ივნისი 2020, 09:22

ეკონომიკა

საქართველო ავიაკომპანია „ეარბალტიკის“ სტატიაში ზაფხულის სეზონის საუკეთესო მიმართულებებს შორისაა

ავიაკომპანია „ეარბალტიკი“ ტურისტული სეზონის საუკეთესო მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას. ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიის ბლოგზე სტატია გამოქვეყნდა.

ჯორჯ ფლოიდი

05 ივნისი 2020, 09:05

მსოფლიო

ნიუ-იორკში კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს

ნიუ იორკში პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის ბრალდებით რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ქალაქ აიოვაში. აქ სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. საპროტესტო აქცია გაიმართა ვაშინგტონში, სადაც კომენდანტის აღარ დაწესებულა.

კორონავირუსი

05 ივნისი 2020, 09:03

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 144 პაციენტია ინფიცირებული

ინფექციური საავადმყოფო ხუთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ამის შესახებ „ქრონიკას“ ბოქსირებული გაყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა. პირველ საუნივერსიტეტოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს. ერთია რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატულ სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

კენი უესტი

05 ივნისი 2020, 08:44

ტაბლოიდი

კანიე უესტმა ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს სწავლა დაუფინანსა

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს კოლეჯში სწავლის საფასური გადაუხადა. ამის შესახებ ABC News იტყობინება.

გიორგი კახიანი

05 ივნისი 2020, 08:33

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა

„ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ ამ პროცესში. საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებსა და კონსენსუსზე, რომელიც, თუ უახლოესი ათწლეულების საპარლამენტო ცხოვრებას გადავხედავთ, ჯერ არ ყოფილა. პირველად არის ასეთი კონსენსუსი მიღწეული. უბრალოდ, ამას სჭირდება რეალიზება“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

სინძო აბე

05 ივნისი 2020, 08:28

მსოფლიო

იაპონიის პრემიერი მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს არ დაესწრება

იაპონიის მთავრობა განმარტავს, რომ გამარჯვების აღლუმს რუსეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ატარებს და სინძო აბე მოსკოვში ჩასვლას არ აპირებს. აღლუმი რუსეთში 9 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 24 ივნისისთვის გადაიდო.

ირაკლი კობახიძე

05 ივნისი 2020, 08:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 113-ზე მეტი ხმა არის, შესაბამისად, კონსტიტუციური ინიციატივა საფრთხის ქვეშ არ დგას

„ოპოზიციის ნაწილი ამ განხილვას არ ესწრებოდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არსებითად არაფერს შეცვლის. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.

ირმა ინაშვილი

05 ივნისი 2020, 08:09

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დარტყმებს, რაც შეიძლება ცვლილებების ჩაგდების შედეგად მივიღოთ

„ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დარტყმებს, რაც შეიძლება, ცვლილებების ჩაგდების შედეგად მივიღოთ“, ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.

უკრაინა

05 ივნისი 2020, 08:02

მსოფლიო

უკრაინაში კრიმინალურ ავტორიტეტებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით

ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება. ახალი კანონმდებლობით, კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა და მათი ხელმძღვანელობა 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. 7-დან 12 წლამდე პატიმრობა კი ე.წ. კრიმინალური შეკრების ორგანიზებისთვის განისაზღვრა.

სერგი კაპანაძე

05 ივნისი 2020, 01:02

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: მთავარ საკითხად რჩება, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს

საკონსტიტუციო განხილვები არაა მნიშვნელოვანი თემა. რაც იქ განიხილება, შეთანხმებული ყველასთან. ჩვენთვის ეს ტექნიკური საკითხია, კანონი ითვალისწინებს ამის განხილვას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავარ საკითხად რჩება, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს.

05 ივნისი 2020, 01:02

კულტურა

New Yorker-მა ჰემინგუეის დღემდე უცნობი მოთხრობა გამოაქვეყნა

„დევნა როგორც ბედნიერება“-ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომლის მთავარი გმირიც მეგობრებთან ერთად გიგანტური თევზის დაჭერას ცდილობს. სიუჟეტი ძალიან ჰგავს ჰემინგუეის ცნობილ მოთხრობას, „მოხუცი და ზღვა“, რომელიც მწერალმა 1952 წელს დაწერა. დღემდე უცნობი მოთხრობა ჰემინგუეის შვილიშვილმა შონმა ბოსტონში ჯონ კენედის მუზეუმში აღმოაჩინა.

05 ივნისი 2020, 00:59

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებულ სამ ყოფილ პოლიციელს სასამართლომ გირაოს სახით 1 მილიონი დოლარი შეუფარდა

მინეაპოლისის პოლიციის სამ ყოფილ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სასამართლომ გირაოს სახით 1 მილიონი დოლარი შეუფარდა.

გრიგორე ლუპი

05 ივნისი 2020, 00:54

ტაბლოიდი

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანცირების დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ შექმნა ფეხსაცმელი, რომელიც ადამიანებს სოციალური დისტანცირების წესების დაცვას გაუადვილებს. ამის შესახებ გამოცემა Independent-ი წერს. ქალაქ კლუჟის მკვიდრის, გრიგორე ლუპის მიერ შექმნილი ფეხსაცმლის ზომა ევროპული ფორმატით 75-ს უდრის.