imedi /  08 აპრილი 2020, 18:13 / სანდო წყარო

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: სავარაუდოდ კორონავირუსით საქართველოს მოსახლეობის 30% დაინფიცირდება

მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი აპრილი ბოლო რიცხვებიდან დაიწყება. როგორც ექიმმა „რუსთავი 2-ს“ განუცხადა, COVID 19-ით ქვეყნის მოსახლეობის 30% დაავადდება.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მკვეთრი აღმავლობა ინფიცირებულების, როგორიც იყო ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საქართველოში არ უნდა იყოს, ვინაიდან საწყისი იმპორტის შემთხვევების შეკავება დადებითად მოხდა. ამიტომ, არ ველით ჩვენ, რომ ერთბაშად მოხდება ინფიცირება,"- აცხადებს ინფექციონისტი.

მისივე თქმით, ვირუსის არიდების ყველაზე ეფექტიანი ხერხი სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკის ხერხია.

„როგორც იქნა მოხდა განხილვა იმისი, რომ მოხდეს სწრაფი და მრავალფეროვანი დიაგნოსტიკა, რასაც ექიმები ამდენ ხანს ვითხოვდით და ამირან გამყრელიძემაც გააჟღერა. მაგალითად, ყელცხვირნაცხით დიაგნოსტიკა მასობრივი კვლევისთვის არის ეფექტური. PC ტესტით შესაძლოა, საერთოდაც ვერ მოხდეს დიაგნოსტიკა იმ ადამიანის, რომელსაც დღეების განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს ეს დაავადება. ასევე, ანტისხეულებით დიაგნოსტიკაც შეიძლება ინდივიდისთვის არ იყოს ეფექტური“,- აცხადებს ექიმი.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 48 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

26 მაისი 2020, 00:46

ტექნოლოგიები

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან საქართველოს დროშის გამოსახულებით სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა.

ფრენკ სინატრა

26 მაისი 2020, 00:39

კულტურა

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ბრიტნი სპირსის ჰიტი Toxic ფრენკ სინატრას ხმით შექმნეს

ხელოვნური ინტელექტი სი ჯეი კარმა და ზაკ ზუკოვსკიმ შეიმუშავეს. პროგრამის საშუალებით, 9000-მდე მუსიკოსისა და მუსიკალური ჯგუფის ხმით გახდა შესაძლებელი ტრეკების ჩაწერა. ბაზაში დევიდ ბოუისა და The Beatles-ის ხმებიცაა შეყვანილი.

მაიკ პომპეო

26 მაისი 2020, 00:34

პოლიტიკა

მაიკ პომპეო: აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული

აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს მისიის ფარგლებში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი შესწიეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. მომდევნო წელს ჩვენ ველოდებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გამდიდრებას, რადგან საქართველო რეფორმებს ახორციელებს, რომლებიც მის დემოკრატიულ პროცესებსა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას აძლიერებს.

26 მაისი 2020, 00:17

რეგიონი

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებთ, ქუთაისში ოპერის თეატრის ფასადი საქართველოს დროშის ინსტალაციით განათდა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებთ, ქუთაისში ოპერის თეატრის ფასადი საქართველოს დროშის ინსტალაციით განათდა. სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებმა სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადენლები დაესწრნენ. მათ მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს.

26 მაისი 2020, 00:16

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5.3 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებკის 100 264 შემთხვევა დადასტურდა, რამაც კორონავირუსით ინფიცირებულთა გლობალური მაჩვენებელი 5 304 772-მდე გაზარდა.

იაცეკ ჩაპუტოვიჩი 

26 მაისი 2020, 00:00

პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: გზა, რომელსაც საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება, ქვეყანას ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციამდე მიიყვანს

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ, უჭერენ და მომავალშიც მხარს დაუჭერენ ქართველ მეგობრებს დემოკრატიული ფასეულობების არჩევაში და დასავლური სამყაროსადმი მათი კუთვნილების განმტკიცებაში“, - ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაცეკ ჩაპუტოვიჩი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მისალოც წერილში წერს.

ეკატერინე ზაჰარიევა

25 მაისი 2020, 23:56

COVID19

ბულგარეთი საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო 500 შეკვრა სპეციალურ აღჭურვილობას უგზავნის

„კოვიდ-19“-ის პანდემია ჯანდაცვის გლობალური კრიზისია, რომელმაც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და ძირეული ზიანი მიაყენა საზოგადოებებს. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ პანდემიის შედეგებთან წარმატებით გამკლავების ერთადერთი გზა გაერთიანება და ერთობლივი მოქმედებებით სოლიდარობის გამოვლენაა. დღეს ბულგარეთის დევიზი – „ძალა ერთობაშია“, ჭეშმარიტია როგორც არასდროს!“, – ნათქვამია წერილში.

ბოგდან აურესკუ

25 მაისი 2020, 23:45

პოლიტიკა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე აყვანა, მეტად გააღრმავებს საქართველოსთან თანამშრომლობას

წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ რუმინეთი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ელმარ მამადიაროვი

25 მაისი 2020, 23:40

პოლიტიკა

ელმარ მამედიაროვი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელს, დავით ზალკალიანს შესაბამის წერილს უგზავნის.

მევლუთ ჩავუშოღლუ

25 მაისი 2020, 23:33

პოლიტიკა

მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოს და თურქეთს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები მყარად ეფუძნება სტრატეგიულ პარტნიორობას

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს წერილს უგზავნის, სადაც პირადად მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.

25 მაისი 2020, 23:32

ეკონომიკა

EBRD-ი საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი საქართველოში 90 მლნ ევროს ღირებულების ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს, რომელიც სვანეთში, 500/220/35 კვ ნენსკრას ქვესადგურის, ნენსკრა-მესტიის ელექტროგადამცემი ხაზის, 500 კვ ლაჯანური-წყალტუბოს, 220 კვ წყალტუბო-ნამახვანისა და ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს

25 მაისი 2020, 23:32

COVID19

დიდ ბრიტანეთში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას

დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების მეორე ეტაპის ფარგლებში საცალო ვაჭრობის სექტორი 15 ივნისიდან განაახლებს მუშაობას. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ნათია თურნავა

25 მაისი 2020, 23:31

ეკონომიკა

რომელია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელთანაც ტურისტული მიმოსვლა აღდგება

ვფიქრობთ, ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ.

25 მაისი 2020, 23:09

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ტრავმის გამო საფეხბურთო კარიერა დაასრულოს

„მილანის“თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა ტრავმის გამო კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. Sky Sport-ის ინფორმაციით, 38 წლის ფორვარდს ვარჯიშზე სავარაუდოდ აქილევსის მყესი გაუწყდა. მსგავსი ტრავმებისგან რეაბილიტაცია რამდენიმე თვეს მოითხოვს, თუმცა ასაკის გათვალისწინებით, ზლატანს ტრავმა შესაძლოა კარიერის დასრულებად დაუჯდეს.

25 მაისი 2020, 22:32

ეკონომიკა

სახელმწიფო აუდიტი: 2019 წელს გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს ზრდის

აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. მოხსენებაში მთავრობის ვალთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ 2019 წელს გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს.

25 მაისი 2020, 22:29

COVID19

პირველად 11 მარტიდან ირლანდიაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პირველად 11 მარტიდან ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

25 მაისი 2020, 22:08

კულტურა

ცნობილი დრამერი ჯიმი კობი 91 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი ჯაზმენი ჯიმი კობი ნიუ იორკში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიოსადგური NPR იტყობინება. მუსიკოსი ფილტვების კიბოთი იყო დაავადებული. მუსიკალური კარიერა ჯიმი კობმა 20 წლის ასაკში დაიწყო. ის მსოფლიო ჯაზის ლეგენდებთან, მაილს დევისთან, ჯონ კოლტრეინთან, უესტ მონტგომერსა და დინა ვაშინგტონთან თანამშრომლობდა. მათთან ერთად კობმა ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი Kind of Blue ჩაწერა.

25 მაისი 2020, 21:58

COVID19

ჯანმო: ვირუსზე წნეხის მოხსნამ ოქტომბერში ან ნოემბერში მრუდის კვლავ ზევით აწევა შეიძლება გამოიწვიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, განაგრძონ ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელების ჩახშობისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილი

25 მაისი 2020, 21:57

პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი: ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ადამიანებს დავეხმაროთ

სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ პერევში ჩავიდა. ქეთევან ციხელაშვილი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა.

თენგიზ ცერცვაძე

25 მაისი 2020, 21:50

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ადგილზე, თანამდებობას დავტოვებდი

„ბოლო სამი დღის განმავლობაში სომხეთში არის 1185 შემთხვევა და 8 გარდაცვლილი, საქართველოშ 13 ახალი შემთხვევა და 0 გარდაცვლილი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.