imedi /  08 აპრილი 2020, 19:58 / სანდო წყარო

მარინა ეზუგბაია: თუ დღეში საშუალოდ 10-ზე მეტი პაციენტი არ დაგვემატება, პიკის თავიდან აცილებას შევძლებთ

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

პიკი პიკია, მაგრამ თუ ჩვენ შემთხვევების ასეთი ზომიერი და კონტროლირებადი მატება გვექნება. კერძოდ, თუ ასე გაგრძელდება და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაის თქმით, ასეთი სტატისტიკით პიკური მდგომარეობისგან თავის არიდება შესაძლებელი იქნება.

„მატება გვექნება, მაგრამ ისეთი არა, რომლის გამკლავება გაგვიჭირდება. პიკისგან თავის აცილება ეს პრევენციული ღონისძიებაა, ამიტომაც უნდა დავრჩეთ სახლში, თავი უნდა ავარიდოთ თავყრილობებს და ყველა შეჩერების ღონისძიებას, სრულყოფილად უნდა დავემორჩილოთ“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ბექა ლილუაშვილი

01 ივნისი 2020, 14:52

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ბიზნესის ვალდებულებაა, დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს

ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა მივიყვანეთ იქამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ მას, ამიტომ ჩვენ დღეს დავიწყეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

სკრიპალები სერიალი

01 ივნისი 2020, 14:45

კულტურა

სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოქვეყნდა

ტელეკომპანია BBC-მ სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. სამეპიზოდიანი სერიალი „მოწამვლა სოლსბერიში“ ტელეარხ BBC One-ის ეთერში 14-16 ივნისს გავა. სერგეი სკრიპალის როლს უეინ სვონი, იულია სკრიპალის როლს კი ჯილ უინთერნიცი ასრულებს. სერიალის აღწერაში აღნიშნულია, რომ ის რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

01 ივნისი 2020, 14:40

მსოფლიო

გერმანიაში ე.წ. კანონიერი ქურდი ვახტანგ ჯავახაძე გარდაცვლილი იპოვეს

გერმანიაში საცხოვრებელ სახლში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 47 წლის ვახტანგ ჯავახაძე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეული გულის უკმარისობა სახელდება. წარმოშობით ქუთაისელ ჯავახაძეს კრიმინალურ წრეებში „ყურშას“ მეტსახელით იცნობენ.

მიხეილ კალანდია

01 ივნისი 2020, 14:31

სამართალი

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო. კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევისა და 150 მოწმის თავიდან გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართავს.

01 ივნისი 2020, 14:30

საზოგადოება

მდინარე მტკვრის დონე თბილისში, 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

მდინარე მტკვრის დონე თბილისში, 1 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება. 2 ივნისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ორთაჭალჰესზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები გაგრძელდება 1 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს ორთაჭალჰესის 1 დღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით.

01 ივნისი 2020, 14:23

საზოგადოება

პენიტენციურ დაწესებულებებში ყაზარმული სისტემა ნარჩუნდება, თუმცა თანამშრომლები ორი კვირით იმორიგევებენ

ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში იქნებიან - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, იქნება როტაცია და ყაზარმული პერიოდი თანამშრომლებს ორ კვირაზე მეტი ხნით არ მოუწევთ.

თურქეთის ავიახაზები

01 ივნისი 2020, 14:21

COVID19

თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა

თურქეთმა შიდა ფრენები განაახლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 28 მარტის შემდეგ იყო შეჩერებული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს. პირველ ეტაპზე ფრენები სტამბოლიდან იზმირის, ანტალიის, ტრაბზონისა და ანკარის მიმართულებით განხორციელდება. დანარჩენი აეროპორტები მუშაობას მოგვიანებით განაახლებენ. ყველა გახსნილ აეროპორტში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს.

მეუფე იაკობი

01 ივნისი 2020, 14:20

საზოგადოება

მეუფე იაკობი: სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ

სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, თეოლოგები ფიქრობენ, რომ ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მას შენიშვნას მისცემენ, მეუფე იაკობმა მთავარი არხის კორესპონდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ეშინია, როცა ჟურნალისტს ამ კითხვით მასთან გზავნიან.

პეტერ მიკისკა

01 ივნისი 2020, 14:18

საზოგადოება

ჩეხეთის ელჩი: გარემოს დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის წარმატებული თანამშრომლობა სამაგალითოა

მინდა, მოგილოცოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დოკუმენტის „ტყის კოდექსის“ მიღება და ჩემი ქვეყნის სახელით გამოვხატო მხარდაჭერა სამომავლო თანამშრომლობისთვის,- ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

01 ივნისი 2020, 14:16

COVID19

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთში ინფიცირებულების წყარო უცნობია

სოფელ მარეთში COVID-19 ერთი ოჯახის სამ წევრს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. სოფელში მეორე დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ამ წუთებში ინფიცირებულების საცხოვრებელ კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პრინცი იოახიმი

01 ივნისი 2020, 14:14

COVID19

ბელგიის პრინცმა ბოდიში მოიხადა წვეულებაში მონაწილეობისთვის, რომლის დროსაც კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის პრინცმა იოახიმმა ბოდიში მოიხადა ესპანეთში დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლით წვეულებაში მონაწილეობისთვის, რომლის დროსაც ის კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვი

01 ივნისი 2020, 14:11

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს აშშ-ში განვითარებულ მოვლენებთან - ჩვენ არასდროს ვერეოდით ამერიკის საქმეებში

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ში განვითარებული არეულობა აშშ-ის შიდა საკითხია და რუსეთი არ ერევა ამ პროცესში.

ირაკლი ჩიქოვანი

01 ივნისი 2020, 14:11

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით

ცხადი ხდება, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც შეზღუდული ტურისტული შესაძლებლობებია, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს საერთაშორისო ტურისტებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების შესაძლებლობას შესთავაზებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი The Washington Post-ის სტატიას, რომელშიც საუბარია საქართველოს წარმატებაზე კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში.

ბოდბელი ეპისკოპოსი

01 ივნისი 2020, 14:08

საზოგადოება

მეუფე იაკობი: სინოდის მორიგ სხდომაზე ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება სხდომის ჩანიშვნას უნდა დაელოდოს

„სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე, შეხედეთ, ვინ ვისი იარაღია. მე სამართლიანად მივიღე ის, რაც მივიღე. ეგენი თავს თვითონ ისჯიან, ღმერთი კი არ სჯის, არც ჩვენ არ ვსჯით. ჩვენ სასჯელები არ გვაქვს, ჩვენ შეიძლება ეპიტემია დავადოთ-ხოლმე, როცა ვეღარ ხვდებიან მერე, ღმერთს რომ თვითონ მიატოვებენ. მადლის გარეშე რჩებიან საწყლად და ცოტა ხანში გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ თქვენ თუ სხვები და დააგდებთ, მერე აღარც გაგახსენდებათ", - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა პეტრე ცაავას მიერ მის მიმართ კრიტიკული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 14:06

ეკონომიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის დახმარება გაცემულია 72 000-ზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს

„მონაცემების დამუშავება ამ წუთებშიც მიმდინარეობს, კომისია, განიხილავს დამატებით შემოსულ საბუთებს, 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება დოკუმენტაციის მიღება, რომელსაც კომისია ეტაპობრივად განიხილავს და შესაბამისად მოხდება ეტაპობრივი გადარიცხვები. რაც შეეხება დაგვიანებებს, მოცულობა იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, დიდია და შესაბამისად, კომისიის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ დახმარება იყოს დროული და შეუფერხებელი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

თურქეთი

01 ივნისი 2020, 14:02

COVID19

თურქეთში დღეიდან რესტორნები, კაფეები, საცურაო აუზები და დასასვენებელი პარკები გაიხსნა

თურქეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მორიგ ეტაპზე რესტორნები, კაფეები, საცურაო აუზები და დასასვენებელი პარკები გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. რესტორნებისა და კაფეების მფლობელებს ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა მოეთხოვებათ. მაგიდები ერთმანეთისგან 1,5 მეტრის მოშორებით უნდა იდგეს, პერსონალს კი მთელი სამუშაო ცვლის განმავლობაში პირბადეები და ხელთათმანები უნდა ეკეთოს.

01 ივნისი 2020, 13:56

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან პირბადეების გამოყენების წესი და სოციალური დისტანცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის ღია მაღაზიამ, სავაჭრო ცენტრებმა, ღია და დახურული ტიპის ბაზრობებმა და ღია სივრცის მქონე რესტორნებმა. ამასთანავე, 29 მაისიდან მოძრაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია შესაბამისი წესების და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები პერიოდულად გააკონტროლებენ.

01 ივნისი 2020, 13:55

საზოგადოება

რა ბედი ეწევათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგით 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ - ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დევნილი ოჯახების სახლები

01 ივნისი 2020, 13:54

საზოგადოება

კერძო სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი დაიწყო

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეეძლოთ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

მეუფე გერასიმე

01 ივნისი 2020, 13:51

საზოგადოება

მეუფე გერასიმე: ჩემი პოზიცია იქნება ის, რა გადაწყვეტილებასაც სინოდი მიიღებს

ჩემი პოზიცია იქნება ის, როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს სინოდი - ასე გამოეხმაურა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს. „შეიკრიბება სინოდი და მას შემდეგ გაიგებთ სინოდის გადაწყვეტილებას, რადგან სინოდის საკითხები მის დაწყებამდე არ საჯაროვდება, ამიტომ ვერ გავაჟღერებ თუ რა საკითხებზე ვიმსჯელებთ და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩემი პოზიციაც იქნება ის, როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს სინოდი“, - განაცხადა მეუფემ. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშიებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ, საზეიმო წირვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოჭანეს დედათა მონასტერში აღავლინა. მეუფემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას დღევანდელი დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. „უდიდესი არის ღვაწლი წმინდა ნინოსი, მისი თავდადება, რამეთუ თუ არა ღვთის დიდი წყალობა, ყოვლადღვთისმშობლის მფარველობა, რთული იქნებოდა ამ მისიის აღსრულება. იმ გზას გავდივართ ჩვენ რაც წმინდა ნინომ გაგვიკვლია და თითოეული ჩვენგანი ხარობს, რადგან ამ გზით დავდივართ, გზა ვიწროა, ეკლიანი, მაგრამ ეს გზა ცათა სასუფეველში მიგვიყვანს, იქ სადაც ჩვენი დიდი წმინდანები, არიან გაბრწყინებული. ცათა სასუფეველში, სადაც დიდმა მეფეებმა, სასულიერო პირებმა ყველაფერი გააკეთეს, ჩვენთვის ეს სარწმუნოება შეუბღალავად დაეცვათ“, - აღნიშნა ქადაგებისას მეუფემ.