IMEDI /  08 აპრილი 2020, 23:46 / სანდო წყარო

დავით ზალკალიანი: აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსურდული და მე ვიტყოდი მავნებლური ბრალდებაა, თითქოს ბილეთები შავ ბაზარზე იყიდება

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

ყველა ბილეთი არის სახელობითი, და ყველას ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია გაეცინება იმაზე, თითქოს არსებობს შავი ბაზარი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„შეუძლებელია რომ სხვისი სახელით ვინმემ შეიძინოს ბილეთი. შეიძინოს და შემდეგ გადაყიდოს სხვა მგზავრზე. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსურდული და მე ვიტყოდი მავნებლური ბრალდებაა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან. მე მინდა გთხოვოთ თქვენ და მედიას, დაბრუნებული მგზავრებიდან თუნდაც მოძებნოთ ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ 200 ევროზე მეტი გადაიხადა ბილეთში. მე მზად ვარ პასუხი ვაგო ჩემს სიტყვებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რატომ იყიდება ბილეთები ძალიან სწრაფად. ზალკალიანის განმარტებით, სპეცრეისებით ის ქართველი მოქალაქეებიც ბრუნდებიან, ვისაც ფრენა პანდემიის გამო გაუუქმდათ.

“არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც პანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა შეძენილი ბილეთი. რა თქმა უნდა ეს ბილეთი იყო შეძენილი კომერციულ ფასში, რადგანაც აირზენა დიდი ხნით ადრე ყიდის ამ ბილეთებს და შესაძლოა გაცილებით მაღალ ფასად ჰქონდათ შეძენილი. მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს ადამიანები ვისაც გაუუქმდათ ბილეთები, ეს ადამიანებიც დავაბრუნოთ. ამიტომ ხდება ამ ადამიანების განთავსებაც და გარკვეული რაოდენობის ბილეთების თავისუფალ გაყიდვაში ჩაშვება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2021, 11:01

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

21 აპრილი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 591 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 591 პირი, მათ შორის, თბილისში - 297, აჭარაში - 69, იმერეთში -82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 9, იმერეთში - 9. 575 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 303 - თბილისში, 255 - აჭარაში. 8 234 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 249 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 217, ხოლო აჭარაში - 5.

21 აპრილი 2021, 10:54

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება

მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით ხვალ, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. GWP-ის ინფორმაციით, დედაქალაქის სტაბილური და უსაფრთხო წყალმომარაგებისთვის ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მაგისტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთზე - მოციქულთასწორი ნინოს, წულუკიძის და დავითაშვილის ქუჩების მიმდებარედ, სპეციალურ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. ქსელზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები.

21 აპრილი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,33 %-ია

20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.33 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3.38%, ხოლო 7 დღის განმავლობაშ კი 4.16%.

21 აპრილი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1310 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 632 პაციენტი.

კორონავირუსი

21 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 299 038 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282 869, გარდაიცვალა 3 971 პაციენტი.

21 აპრილი 2021, 10:48

მსოფლიო

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა სატელეფონო თაღლითებს 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა

ჰონგ-კონგში 90 წლის ქალმა 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა სატელეფონო თაღლითებს, რომლებიც თავს ჩინელ საჯარო მოსამსახურეებად ასაღებდნენ. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს.

21 აპრილი 2021, 10:45

საზოგადოება

რა სერვისებით შეუძლიათ სარგებლობა მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გეგმური მომსახურების ფარგლებში

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეებს გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ოჯახის, უბნის ექიმისა და ექთნის ან სოფლის ექიმის დანიშნულებით შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით: ენოდკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგისა და ქირურგის კონსულტაციებით.

პრინცი ჰარი

21 აპრილი 2021, 10:45

ტაბლოიდი

მედია: პრინცი ჰარი აშშ-ში დაბრუნდა

პრინცის აშშ-ში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ის 21 აპრილს დედოფალ ელიზაბეტის 95-ე დაბადების დღეს არ დაესწრება.

21 აპრილი 2021, 10:44

სამართალი

სარფში არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ბ., რომელსაც გადაჰქონდა ტრანზიტული ტვირთი, რისკის პროფილის საფუძველზე, წითელი დერეფანი განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, 38 758 ლარის ღირებულების არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (78.53 კილოგრამი) გამოვლინდა.

21 აპრილი 2021, 10:36

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 481 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 73 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 481 ადამიანი კი გარდაიცვალა.

21 აპრილი 2021, 10:32

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 295 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 295 041 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ლაშა ხუციშვილი

21 აპრილი 2021, 10:32

პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი: მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას

„მიღწეულმა შეთანხმებამ და ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში და ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას“, - წერს საკუთარ Facebook-ზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც ეხმაურება მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

ლევან დავითაშვილი

21 აპრილი 2021, 10:30

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, ხამანწკებისა და მიდიების მწარმოებელ საწარმოში ,,მარიკულტურა გეორგია“ მუშაობის პროცესს გაეცნო. კომპანია „მარიკულტურა გეორგია“ ორ ობიექტს, აჭარაში - საზღვაო ფერმასა და გადამამუშავებელ საწარმოს, თბილისში - შოკური მეთოდით გაყინვის საწარმოს აერთიანებს. საზღვაო ფერმისა და გადამმუშავებელი საწარმოს მოსაწყობად, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. სახელმწიფოს დაფინანსებამ 470 000 ლარი შეადგინა.

იოსებ ხახალეიშვილი

21 აპრილი 2021, 10:24

რეგიონი

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მრჩეველთა საბჭო წარადგინა. მერის მრჩეველთა საბჭო საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეირჩა. მერმა მრჩეველთა საბჭოს ის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები გააცნო, რომელთა განხორციელება ქუთაისშია დაგეგმილი, ასევე ისაუბრა ქალაქში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე.

მიხეილ სარჯველაძე

21 აპრილი 2021, 10:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე, რომელსაც ასამბლეის თანა-თავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ გაიმართა დებატები თემაზე: „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, შედეგობისა და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

21 აპრილი 2021, 10:14

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ამიერიდან მთელი პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოგვარებაზე

„ამიერიდან, მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთლიანად ხელისუფლება ფოკუსირებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევების მოგვარებაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი არის შეუქცევადი. მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროპული მიმართულებით ძალიან თამამი ნაბიჯების გადადგმაზე, იმაზე რომ საქართველომ შეასრულოს ის მნიშვნელოვანი, ამბიციური გადაწყვეტილება, რაც 2024 წელს გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას უკავშირდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

21 აპრილი 2021, 10:07

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 24,884 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24,884 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 331 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,188,192 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 80,634 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარიამ ქვრივიშვილი

21 აპრილი 2021, 10:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო მომავალშიც ჩართული იქნება ციფრული ეკონომიკის დაბეგვრასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებში

საქართველო მომავალშიც ჩართული იქნება ციფრული ეკონომიკის დაბეგვრასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაოებში და ჩვენ, როგორც განვითარებად ქვეყანას, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე,მტკიცედ გვწამს, რომ ამ სამუშაოს შედეგები, რომლებიც მიმართულია მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ, სარგებლის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

21 აპრილი 2021, 10:01

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე, რომელსაც ასამბლეის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ, გაიმართა დებატები თემაზე: „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“. ამ დებატებში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის დელეგაციის წევრმა საქართველოს პარლამენტიდან მარიამ ქვრივიშვილმა.