imedi /  09 აპრილი 2020, 01:18 / სანდო წყარო

ბექა ოდიშარია: ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ

ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, როდესაც ჩვენი დიპლომატების მუშაობას ჯეროვნად შევაფასებთ. ქართველი დიპლომატები, სალჩოები, საკონსულოები, რიგითი თანამშრომლები თუ პირველი პირები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ეს გახლავთ რეალობა. ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე გადის ის ძალისხმევა, რასაც დღეს ქართველი დიპლომატები იჩენენ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, პარლამენტარმა, ბექა ოდიშარიამ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრები, მათ შორის დიასპორის კომიტეტის წევრები ყოველდღიურად სტუმრობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან ისე იღებენ ინფორმაციას მათგან.

„დიასპორებში არის უკმაყოფილება და covid-19-ით გამოწვეული პანდემია უკმაყოფილებას მთელ პლანეტაზე იწვევს, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, რომელ ქვეყანაზე, რა შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ და როგორია ამ ქვეყნის ხელისუფლების მოქმედებებზე საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება. რა თქმა უნდა, იქნება გამონაკლისი შემთხვევები. იქნებიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ვერ ვაწვდით იმ სერვისებს, რასაც ჩვენი საელჩოები ჩვენს მოქალაქეებს სტანდარტულად სთავაზობენ და ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს საელჩოები და საკონსულოები ადამიანებს ყველა იმ მიმართულებით ეხმარებიან, რაც უმნიშვნელოვანესი და ძირითადია. ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და ადამიანურ მადლიერება ნამდვილად იმსახურებენ ისინი“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ყველა სიახლე

ავღანეთი

02 ივნისი 2020, 17:08

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

ასაფეთქებელი მოწყობილობა კუნდუზის პროვინციაში სატვირთო მანქანის ჩავლისას ამოქმედდა, რომელსაც მუშები გადაჰყავდა. აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

თეთრი სახლი

02 ივნისი 2020, 17:08

მსოფლიო

ვაშინგტონში თეთრი სახლის მიმდებარე ქუჩები ჩაიკეტა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა ჩაკეტა, რაც პრეზიდენტის რეზიდენციის გარშემო უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირედბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, გასულ ღამით ლაფაიეტის ეროვნული პარკის გარშემო 2,5 მეტრის სიმაღლის ლითონის ღობე აღმართეს.

საბავშვო მოედანი

02 ივნისი 2020, 17:04

საზოგადოება

გლდანის რაიონში შვიდ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო

გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი ზონები ეწყობა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები შვიდ მისამართზე უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი - დაიწყო. გასართობი ზონები ქერჩის N6 კორპუსის, გლდანის მესამე მიკრორაიონის კორპ N79 „ბ“, მეექვსე მიკრორაიონის N21 კორპუსის, მეორე მიკრორაიონის N42 ა კორპუსის, მერვე მიკრორაიონის N24-25 კორპუსების მიმდებარედ და „ა“ მიკრორაიონის N54, ასევე, მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო.

02 ივნისი 2020, 16:59

საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში აქციის ფარგლებში, 14 მისამართზე 16 ხე-მცენარე დაირგო

ჩუღურეთის რაიონში აქციის ფარგლებში, 14 მისამართზე 16 ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, რაიონის მასშტაბით სულ 86 ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.

02 ივნისი 2020, 16:56

მსოფლიო

პარიზში პოლიციელის მიერ 2016 წელს მოკლული შავკანიანი კაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია აკრძალეს

პარიზის პოლიციამ აკრძალა დემონსტრაცია, რომელიც 2016 წელს პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანი კაცის, 24 წლის ხსოვნას უნდა მიძღვნოდა. დემონსტრაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სურდათ, ასე გამოხმაურებოდნენ აშშ-ში მიმდინარე აქციებს, რომელიც ასევე პოლიციელის მიერ მოკლულ ჯორჯ ფლოიდს უკავშირდება.

ინდოეთი ციკლონი ევაკუაცია

02 ივნისი 2020, 16:55

მსოფლიო

ინდოეთის მთავრობამ ციკლონის გამო მუმბაიში ევაკუაცია დაიწყო

სტიქია ინდოეთის ფინანსურ დედაქალაქს სავარაუდოდ ოთხშაბათს დღისით დაატყდება თავს. ევაკუაციის პროცესს კორონავირუსის პანდემია ართულებს. მუმბაიში COVID-19-ის 53 ათას შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული.

02 ივნისი 2020, 16:54

მსოფლიო

New York Post: ნიუ-იორკში მასობრივი არეულობის მონაწილეებმა Rolex-ის მაღაზიიდან 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების საათები გაიტანეს

ნიუ-იორკში სოჰოს უბანში მასობრივი არეულობის მონაწილეებმა Rolex-ის მაღაზიიდან 2.4 მილიონი დოლარის ღირებულების საათები გაიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი ქალაქის პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

02 ივნისი 2020, 16:53

COVID19

ბოლო 24 საათში ბელგიაში კორონავირუსით 100-მდე ადამიანი დაინფიცირდა

გასულ დღე-ღამეში ბელგიაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 58 615-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში 19 პაციენტი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ინფექციამ 9 505 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროისთვის 15 919 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბრუნო ლე მერი

02 ივნისი 2020, 16:39

ეკონომიკა

საფრანგეთში წელს ეკონომიკის 11%-იან ვარდნას ელოდებიან

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის, ბრუნო ლე მერის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 11%-ს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

02 ივნისი 2020, 16:37

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა

უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 24 ათასს გადააჭარბა და 24,340 შეადგინა. ჯამში, ქვეყანაში ვირუსს 727 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის დამარცხება 10,078-მა ადამიანმა შეძლო. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კიდევ 328 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. გადაიცვალა 9 ადამიანი.

02 ივნისი 2020, 16:33

COVID19

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბელარუსი კორონავირუსი

02 ივნისი 2020, 16:29

COVID19

ბელარუსში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 44 ათასს გადააჭარბა

გასული 24 საათის განმავლობაში ბელარუსში კორონავირუსის 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ნათია თურნავა

02 ივნისი 2020, 16:26

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო უსაფრთხო დანიშნულების ადგილია და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ საერთაშორისო აეროპორტებსაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროცესს ასევე გაეცნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე.

დავით ჭიჭინაძე

02 ივნისი 2020, 16:24

პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე: პირადად მე, ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები აბსოლუტურად უშანსო იქნებიან

„პირადად მე, ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო, „ოცნებასთანაც“ რომ გაერთიანდნენ.“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა

აბას მუსავი

02 ივნისი 2020, 16:23

მსოფლიო

ირანის მთავრობის პრესმდივანი: აშშ-მა თავისი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო და აგრესიული ქმედებები უნდა შეწყვიტოს

ირანის მთავრობამ აშშ-ის ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე რეაგირების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო IRNA ავრცელებს. „ადამიანების მკვლელობების და რასობრივი დისკრიმინაციის გამო აშშ-ის ხელმძღვანელები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ“, - განაცხადა ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, იბრაჰიმ რაესიმ.

02 ივნისი 2020, 16:17

ეკონომიკა

სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. მან Imedinews განუცხადა, რომ ინფორმაცია ამ ბიზნესის გახსნის შესახებ ასოციაციას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.

ეკატერინე ტიკარაძე

02 ივნისი 2020, 16:13

პოლიტიკა

„დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს

როგორც ფრაქციის წევრები განმარტავენ, იმ შემთხვევაში თუკი მინისტრი კომიტეტზე არ ცხადდება, ვალდებულია გამოუცხადებლობის მიზეზი ფრაქციას კომიტეტამდე ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობოს და მისი მოსმენის სხვა თარიღი შეათანხმოს.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 16:11

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“

თუ ვერ იქნება მიღებული საარჩევნო ცვლილებები, ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემით, რაც გაგვაჩნია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხეებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ის, რითიც ოპოზიცია იმუქრება და მუშტებს გვიქნევს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მათ შვილებს და ჩვენს შვილებს არ შეექმნათ საფრთხე. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

02 ივნისი 2020, 16:09

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩასატარებლად ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიასთან დაკავშირებული რისკები

გადაწყვეტილებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს და კონსულტაციების რეჟიმიც ხმამაღლა ნათქვამია. ვფიქრობ, რომ ვადაში ჩავეტევით და როდესაც „ქართული ოცნება“ დაამთავრებს კონსულტაციებს, წარმოადგენს სიას და პროგრამას,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა საზოგადოების სხვადასხვა წრიდან. მოხდება. მისივე თქმით, ხელისუფლება მზადაა არჩევნების ჩატარებისთვის ისე, რომ გამოირიცხოს პანდემიის გავრცელების რისკები.

02 ივნისი 2020, 16:05

მსოფლიო

გერმანია ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრინციპებს მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, ქვეყანა ტურიზმთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო პრონციპებს (ე.წ. „გაიდლაინებს) მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს. უწყების ცნობით, შემუშავებული რეგულაციები იმაზე „რბილი“ იქნება, ვიდრე ეს ევროკავშირის მიერაა დადგენილი.