imedi /  09 აპრილი 2020, 11:21 / სანდო წყარო

Times: ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს

Times

ბრიტანეთს კორონავირუსზე ანტისხეულების მილიონობით ტესტი აქვს, თუმცა ეს მეთოდი არ ამართლებს, - ამ სათაურით სტატიას The Times-ი აქვეყნებს.

მთავრობის მიერ შეკვეთილი ანტისხეულების ტესტებიდან არც ერთია - გამოყენებისთვის ვარგისი - აღიარა ტესტირების მიმართულების ახალმა უფროსმა.

ჯონ ნიუტონის ინფორმაციით, ჩინეთში შეკვეთილი ტესტებით ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული იმუნიტეტის სწორი განსაზღვრა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს მწვავე დაავადება აქვს გადატანილი და ამდენად ბრიტანეთი აღარ აპირებს მილიონობით კომერციული სატესტო მასალის შეძენას.

„ამის ნაცვლად, სამთავრობო სექტორში დასაქმებული მეცნიერები კომპანიებთან აპირებენ მუშაობას ანტისხეულების ტესტების ქმედითობის გაუმჯობესებაზე. პროფესორი ნიუტონი აცხადებს, რომ ოპტიმისტია, რადგან ამ შედეგს რამდენიმე თვეში ელის.

თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ლედი დეირდრე ჰაინის, რომელიც 2009 წელს ე.წ. ღორის გრიპის პანდემიისას გამოყენებული მოდელირებული სისტემის კრიტიკული ნაკლოვანებების განმხილველ ოფიციალურ საბჭოს თავმჯდომარეობდა, არ ესმის, რატომ არ განიზრახა მთავრობამ მეტი ტესტირების ჩატარება.

მეცნიერებმა, რომლებსაც მთავრობამ ანტისხეულების ტესტების შეფასება დაავალა, განაცხადეს, რომ მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება ჯეროვანი ტესტების მწარმოებლის პოვნას და მილიონობით ადამიანისთვის მის შეთავაზებას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სამეფო რანგის პროფესორმა, სერ ჯონ ბელმა წერილობითი ფორმით განაცხადა. რომ „სამწუხაროდ, დღემდე რაც ვნახეთ ყველა ტესტი უხარისხოა“.

„ბევრი უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა (არადა დაავადებების გადატანის შემდეგ ჩაუტარდათ ადამიანებს. შესაბამისად, მათ იმუნიტეტი უკვე გამომუშავებული ჰქონდათ. არადა, ტესტებმა ანტისხეულები ვერ იპოვეს). ყალბი დადებითი პასუხებიც ვიხილეთ. დადასტურებული ტესტებიდან ვერც ერთი ვერ გაივლიდა სამედიცინო და სამკურნალო პროდუქციის მარეგულირებელი ორგანოს ხარისხის კონტროლს. ასეთი შედეგი არც მომწოდებლისთვის არის კარგი და არც ჩვენთვის“, - განაცხადა პროფესორმა.

სერ ჯონ ბელი აღიარებს, რომ „ამიტომ არის ფართომასშტაბიანი ტესტირების სტრატეგია მნიშვნელოვანი მომდევნო თვეებში ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად“.

ის ასევე წერს, რომ „მთავრობა ითანამშრომლებს ახალ და ძველ მომწოდებლებთან, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ და ბრიტანელი ხალხის ანტისხეულების ტესტირება მასშტაბური გავხადოთ. ამას მინიმუმ ერთი თვე მაინც დასჭირდება“.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელს, პროფესორ ნიუტონს გასულ კვირას დაევალა ტესტირების საკითხების ხელმძღვანელობა, რადგან ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთიუ ჰენოკმა მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მიიღო და ამ საკითხის დელეგირება პროფესორზე მოხდა.

კრიტიკა კი იმან გამოიწვია, რომ მინისტრმა ვერ შეძლო ტესტების დროული შემოწმების უზრუნველყოფა ვიდრე კერძო ლაბორატორიებს ჩართავდა პროცესში, რომლებსაც ხალხი ამ თვეშივე მიაწყდებოდა და დღეში 100 000 ტესტის ჩატარება მოხდებოდა.

პროფესორი ნიუტონი აცხადებს, რომ მის პრიორიტეტს სამი „მეგა ლაბორატორია“ წარმოადგენს და ჯანდაცვის ეროვნული სისტემის თანამშრომლების ტესტირება ამ სამ ლაბორატორიაში მოხდება. მას ამ პროცესში არ აქვს საუნივერსიტეტო და კომერციული ლაბორატორიების საჭიროების მოლოდინი.

„ეს ძალიან მკაფიო გზავნილია. ჩვენ არ ვსაჭიროებთ ბევრი ადამიანის დახმარებას იმის მისაღწევად, რაც საჭიროა და ამან ჩვენ არ უნდა გაგვიფანტოს ყურადღება“.

„ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს კონკრეტული მიმართიულებით [იგულისხმება ჯანდაცვის ეროვნული სისტემის თანამშრომლების ტესტირება]. ამდენად, ყველა ეს კომპანია, რომელიც თავის შესაძლებლობებს გვთავაზობს, შეიძლება სულაც ვერ პასუხობდეს უშუალოდ ამ მოწოდებას და ამიტომ, მათი დახმარება ამ ეტაპზე გამოსადეგი ვერ იქნება“.

ანტისხეულებზე ტესტი ცხადყოფს, ვინ გადაიტანა ვირუსი და ეს მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლების სამსახურში დასაშვებად - თუ ისინი ვირუსის მატარებლები არ იქნებიან სამსახურში გამოცხადების უფლება ექნებათ; ცალკე ჩატარდება ტესტირება, რათა გავიგოთ ვინ გამოჯანმრთელდა ინფექციისგან და ამის მიხედვით დავასრულოთ სახლებში ხალხის გამოკეტვა.

მთავრობამ ანტისხეულებზე მილიონობით სატესტო მასალა შეუკვეთა, თუმცა ჰენკოკი აცხადებდა, რომ „მაინც არ გვაქვს გამოსაყენებლად ვარგისი სატესტო მასალა“.

პროფესორი ნიუტონი აცხადებს, რომ ვერც ერთმა სატესტო მასალამ ვერ გაიარა ხარისხის კონტროლი და „არცერთი არ გამოდგება ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩასატარებლად“.

ზოგიერთი სატესტო მასალა უვარგისი არც იყო, თუმცა მისივე განცხადებით, „ჩინეთში შექმნილი სატესტო მასალები ისეთი პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც მწვავე დაავადება აქვთ გადატანილი ძალიან დიდი ვირუსული დატვირთვის შედეგად, რის გამოც ანტისხეულები მრავლად აქვთ ორგანიზმში...

„ჩვენ კი ამ სატესტო მასალის გამოყენება გვსურს ინფიცირების სხვადასხვა დონეზე - მათ შორის იმ ხალხზე, ვინც მხოლოდ მსუბუქად იყო ინფიცირებული. ამდენად, ჩვენი ამოცანის მიზნებისთვის ისეთი სატესტო მასალა გვჭირდება, რომელიც ამათზე უკეთ იმუშავებს“.

მთავრობა კვლავ ცდილობს, ჯეროვანი კომერციული სატესტო მასალის პოვნას, თუმცა უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ მასშტაბურ ტესტირებამდე თვეები აშორებს.

ადრე ოფიციალურად იმაზე საუბრობდნენ, რომ მილიონობით სატესტო მასალის სახლში გამოყენების შესაძლებლობა ხალხს რამდენიმე დღეში ექნებოდა, თუმცა პროფესორი ნიუტონი ამბობს, რომ „ამის უკან ის ლოგიკა იყო, რომ უკვე არსებულ სატესტო მასალებს თუ შევისყიდიდით, მოსახლეობისთვის მათი სახლებში გამოყენება რამდენიმე დღეში შესაძლებელი ნამდვილად იქნებოდა, თუმცა ეს საუკეთესო გამოსავალი არ იყო: „გვირჩევნია, მათი გაუმჯობესება ვცადოთ მწარმოებლებთან თანამშრომლობით“.

პროფესორი იქვე აღნიშნავს, რომ „მათი შეფასების პროცესში ჩართული ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები მწარმოებლებთან თანამშრომლობენ.

„ისინი მათ ეუბნებიან, რომ გამოყენების საფუძველზე დადგინდა, რომ ჯეროვნად ვერ მუშაობს ტესტი და ამიტომ სთავაზობენ საკუთარ ცოდნას სატესტო მასალის გასაუმჯობესებლად. ეს ამ ეტაპზე ცოტათი გაურკვეველია, მაგრამ არსებობენ კომერციული პარტნიორები, რომლებსაც ჩვენთან მუშაობა ძალუძთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

ლედი დეირდრე ჰაინი, რომელიც ე.წ. ღორის გრიპის ოფიციალური მიმოხილვის საბჭოს თავმჯდომარეობდა, აცხადებს, რომ უჭირს გაერკვეს ანტიგენსა და ანტისხეულებზე ტესტირების დაწყების ასეთი გაჭიანურების მიზეზებში“.

ლედი დეირდრე ჰაინის ანგარიშში 2010 წელს ეწერა, რომ მინისტრებსა და ოფიციოზს „არარეალისტური მოლოდინი ჰქონდათ რეაგირების მოდელირებაზე, რომელიც ვერანაირად ვერ იქნებოდა სანდო ადრეულ ეტაპზე, როდესაც მონაცემების ნაკლებობას განვიცდიდით: „მოდელირება ზედმიწევნით სწორი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც უკეთესი მონაცემები მოგვეპოვება“.

მას მიაჩნია, რომ თუ ამ ეტაპზე რაიმე შეიძლება გაუმჯობესდეს რეაგირების ზომებში, ეს უკეთესი ტესტირება იქნება“.

მთავრობა დგას სამხრეთ კორეელი მწარმოებლებიდან კვირაში 400 000 ტესტის შეძენის შესაძლებლობის დაკარგვის რისკის წინაშე, რადგან მიიჩნევა, რომ ოფიციოზი ამ შეთავაზებაზე პასუხს ვერ სცემს.

ათი დღის წინ ბრიტანელმა ბიზნესმენმა მიმართა ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებს, როდესაც ბრიტანეთში კონტაქტების მქონე კორეელმა ინვესტორმა ხუთი მწარმოებელი დაარწმუნა გაერთიანებული სამეფოსთვის დიაგნოსტიკური ტესტების მიყიდვის მართებულობაში.

სტივ უოტლი, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების ბიზნესს ფლობს, აცხადებს რომ „მხოლოდ წერილი გვჭირდება, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ სატესტო მასალის ვარგისიანობის შემთხვევაში გაერთიანებული სამეფო კვირაში რაღაც ოდენობის მასალებს შეიძენს რაღაც პერიოდის განმავლობაში.“

არადა, რისკის ქვეშ მყოფ ექიმებს კვლავ ალოდინებენ. ახალი კორონავირუსის სიმპტომების მქონე ექიმების ერთ მესამედზე ნაკლებს შეუძლია, ტესტირება ჩაიტარონ სამეფო სამედიცინო კოლეჯის კვლევის თანახმად (აცხადებს კეტ ლეი).

კვლევით ასევე დგინდება, რომ ხუთიდან ერთს არ ჰქონდა წვდომა პერსონალური დაცვის საშუალებებზე, არადა ეს საჭირო იყო ახალი კორონავირუსით დასნებოვნებული პაციენტების უსაფროთხო მკურნალობისთვის.

სამეფო სამედიცინო კოლეჯის პრეზიდენტი ენდრიუ გოდარდი აცხადებს, რომ 2 513 რესპოდენტის კვლევის მიგნებები „ცალსახად მიგვითითებს იმაზე, რომ სულ უფრო რთულ სიტუაციაში უწევთ ეროვნული ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს მუშაობა“.

მეთიუ ჰენოკი „Sky News“-ის ეთერში აცხადებდა, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის 8 პროცენტი თვითიზოლაციაში იმყოფება და სამსახურში არ დადის. თუმცა, სამეფო სამედიცინო კოლეჯის კვლევა ცხადყოფს, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია და რეალურად 14 პროცენტს შეადგენს.

სახლში დარჩენილი სამედიცინო პერსონალიდან ბევრი რჩება იზოლაციაში, რადგან მათი ოჯახის წევრს სიმპტომები აღენიშნება. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ათიდან თითქმის ცხრა ექიმს შეიძლება ვერ ჩაუტარდეს ტესტირება ახალ კორონავირუსზე, რადგან ამ სიტუაციაში იმყოფებიან.

პროფესორი გოდარდი ასევე აღნიშნავს, რომ „ეროვნული ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებისთვის ტესტირების ჩატარების და მათი სამსახურში დაბრუნების მიმართ მთავრობის ამჟამინდელი სტრატეგია აშკარად არ ამართლებს“.

ის მთავრობას საკუთარი გეგმების, ვადების და მოსალოდნელი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

11 აპრილი 2021, 14:51

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენი გუნდი ანრი ოხანაშვილსა და ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს მხარს უჭერს

„ესაა მიზანმიმართული კამპანია. ანრიმ ღირსეული განცხადება გააკეთა და მოითხოვა შესაბამისი ტელევიზიებისგან, რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ტვ ფორმულა“ და „მთავარი არხი“ მის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

სანდრო რაქვიაშვილი

11 აპრილი 2021, 14:45

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: თუ დავინახეთ, რომ დიპლომატებიც ვერ დაგვეხმარნენ მაშინ ჩვენი გეგმა ამოქმედდება

რამდენიმე დღე დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ვიცით, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან აქტიურად მიდის ორივე მხარის მხრიდან მუშაობა და სავსებით შესაძლებელია, რომ ცვლილებები მოხდეს. თუ დავინახეთ, რომ დიპლომატებიც ვერ დაგვეხმარნენ მაშინ ჩვენი გეგმა ამოქმედდება, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

გივი მიქანაძე

11 აპრილი 2021, 14:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: უახლოეს დღეებში საბოლოო მსჯელობა იქნება, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება, გამოწვეული ელჩის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, უახლოეს დღეებში იქნება საბოლოო მსჯელობა, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება გამოწვეული ელჩის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

11 აპრილი 2021, 14:34

მსოფლიო

მედია: ირანში, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა

ირანში, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა. მიზეზი ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემაა. ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის ინსპექტორები აკონტროლებენ.

გივი მიქანაძე

11 აპრილი 2021, 14:32

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ვიმედოვნებთ, ოპონენტებს შორის არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას შეძლებენ

მოლაპარაკების რეჟიმში გახსნილი კარის პირობები გვაქვს დაანონსებული მუდმივად და მზად ვართ, ჩავერთოთ, ეს მოლაპარაკებები თუ იქნება კონსტრუქციულობაზე და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მზად არიან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში.

ბექა ფერაძე

11 აპრილი 2021, 14:13

საზოგადოება

ბექა ფერაძე: მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს სუბიექტს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ მიიღონ მონაწილეობა არანებადართულ საქმიანობაში

შრომის ინსპექცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს სუბიექტს, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს არანებადართულ საქმიანობაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მაღალი რისკის შემცველია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვისა და საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ შრომის ინსპექციის სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

11 აპრილი 2021, 14:06

სამართალი

სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის სამი პირი დაჯარიმდა

საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილების მიხედვით, აკრძალულია ფართის მესაკუთის მიერ, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით, ფართის გაქირავება. ეს აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ერთსა და იმავე ფართზე სხვადასხვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა პირი ატარებდა სოციალურ ღონისძიებებს.

მეუფე იაკობი

11 აპრილი 2021, 13:50

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩავიხედოთ ყველამ ჩვენს სულებსა და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ

„როდესაც ჩვენი ძმები ასე მძიმედ იქცევიან, სულ ტკივილით მივდივართ. ჩვენი ცოდვები არ გვეყოფა თითოეულ ჩვენგანს, კიდევ გარეთ ამას ვუყუროთ ეკლესიის დასანგრევად როგორ მოუწოდებენ და ბოროტ ძალებს როგორ ემორჩილებიან“, - ამის შესახებ ბოდბელი ეპისკოპოსმა ხირსის მონასტერში ქადაგებისას ისაუბრა. მეუფე იაკობი სასულიერო პირებს ამბიონიდან მიმართავს აღიარონ დანაშაული და სხვებისთვის სამაგალითონი გახდნენ.

11 აპრილი 2021, 13:36

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,702 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,702 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,641,390-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 337 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 102,986-მდე გაიზარდა.

მეუფე იაკობი

11 აპრილი 2021, 13:33

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან

ბოდბელი ეპისკოპოსი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ანტიკამპანიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განმარტა, რომ მათი ეს ქმედება საქართველოს დაშლისკენ არის მიმართული.

შოთა ბურჯანაძე

11 აპრილი 2021, 13:09

COVID19

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი: ვიღაცების კუნტრუშმა არ უნდა გადაიყოლოს ქვეყნის ფასეულობები

„წვეულებების გამართვა იქნება, თუ ივენთის, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ იქ მყოფი ადამიანების პრობლემა, რომლებიც თავის ნათესავის მეგობრებს საფრთხეს უქმნიან, არამედ ეს არის საზოგადოების პრობლემა და ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ბიზნესოპერატორი. ვიღაცების რაღაც კუნტრუშმა არ უნდა გადაიყოლოს ქვეყნის ფასეულობები," - განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

მეგან მარკლი

11 აპრილი 2021, 12:56

ტაბლოიდი

მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

მეგან მარკლი ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება. მიზეზი მარკლის ორსულობაა. „სასექსის ჰერცოგი დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს, ჰერცოგინიას კი ექიმმა ურჩია, არ იმგზავროს. შესაბამისად, ის დაკრძალვას ვერ დაესწრება“ - განმარტავს სამეფო კარი.

პრინცი ფილიპი

11 აპრილი 2021, 12:37

მსოფლიო

პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ

ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპს 17 აპრილს, უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ცერემონია 15:00 საათზე, წუთიერი დუმილით დაიწყება.

ნინო თანდილაშვილი

11 აპრილი 2021, 12:12

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

11 აპრილი 2021, 12:12

COVID19

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ეპიდკვლევა გრძელდება

სამთავისთან, იგოეთსა და ქვემო ჭალასთან პოლიციის 4 საკონტროლო პუნქტი 2 აპრილიდან მოეწყო, გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესებული არ არის, თუმცა შსს-ს თანამშრომლები ამ სოფლებში შემსვლელებსა და გამომსვლელებს თერმოსკრინინგს უტარებენ. საჭიროების შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მქონე პირებს უტარდებათ ტესტირებაც.

გიორგი მიქაუტაძე

11 აპრილი 2021, 11:51

სპორტი

„სერენმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით მოიგო. ვიდეო

„სერენმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით მოიგო. ბელგიის „პრო ლიგის“ 26-ე ტურში, „სერენი“, „დეინზეს“ დაუპირისპირდა და ქართველი ფორვარდის მე-14 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

11 აპრილი 2021, 11:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზის გაწმენდის შემდეგ, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტიოს მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თემურ ქეცბაია

11 აპრილი 2021, 11:43

სპორტი

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ტოვებს

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ტოვებს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად, კვიპროსული „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ფამაგუსტური კლუბიდან წასვლა დააანონსა. 57 წლის სპეციალისტმა, აღნიშნულის შესახებ პრესასთან, 10 აპრილს, „ლიმასოლთან“ სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

11 აპრილი 2021, 11:39

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,112 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,112 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 235 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,853,249 შემთხვევა დადასტურდა, 37,014 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,410,860 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

11 აპრილი 2021, 11:37

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 650 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 650 ადამიანს დაუდასტურდა, 15 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 202,817 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,735 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 181,963.