IMEDI /  09 აპრილი 2020, 10:55 / სანდო წყარო

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსით 10 პაციენტია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული COVID-19-ით ათი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის არიან ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ათი პაციენტიდან ოთხი მძიმეა, აღენიშნებათ ორმხრივი პნევმონია. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი საეჭვო პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშების პასუხს ელოდებიან. სამი შემთხვევის დაინფიცირების პირველწყარო ამ დრომდე უცნობია და მიმდინარეობს კვლევა.

ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან სამმა დადებითი პასუხი აჩვენა. ერთი შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. 50 წლამდე მამაკაცის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ჰელენ მაკკრორი

16 აპრილი 2021, 22:11

კულტურა

„ალესილი კეპების“ ვარსკვლავი 52 წლისა გარდაიცვალა

სერიალ „ალესილი კეპების“ ვარსკვლავი ჰელენ მაკკრორი 52 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

16 აპრილი 2021, 22:04

პოლიტიკა

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპულ საბჭოში განუცხადეს.

16 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

ქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე 17 აპრილის 09:00 სთ-მდე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 16 აპრილის 20:50 სთ-დან 17 აპრილის 09:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გიორგი ცუცქირიძე

16 აპრილი 2021, 21:43

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა

სტატისტიკაში ასახულ, მიმდინარე წლის სამი თვის, შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, რაც 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

16 აპრილი 2021, 21:40

პოლიტიკა

აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. „პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის პროცესზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა.ბუნებრივია, მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ავრცელებს.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 21:35

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ახლა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიბაძონ მმართველ პარტიას და მოაწერონ ხელი დოკუმენტს

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, ახლა მოლაპარაკებებში ჩართულმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მიბაძონ მმართველ პარტიას და მოაწერონ ხელი დოკუმენტს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

ვაჟა მარგველაშვილი

16 აპრილი 2021, 21:30

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენმა ვაჟა მარგველაშვილმა 66-კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვაჟამ ტურნირი ესპანელ ნიეტო ჩინაროსთან, იპონით დაიწყო. შემდეგ იყო 1/4 ფინალი, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა, ბელარუსიელი სპორტსმენი დმიტრი მანკუ, დამატებით დროში დაამარცხა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 21:24

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: მთელი გულით მივესალმები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ეს იყო აუცილებელი

ეს არის უდიდესი ნაბიჯი და მინდა შევაქო საქართველოს მმართველი პარტია ამ გადაწყვეტილების გამო, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა. ევროპარლამენტარი შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 21:18

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესები და ამომრჩევლის სურვილები ყველაფერზე მაღლა დააყენა

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესები და ამომრჩევლის სურვილები ყველაფერზე მაღლა დააყენა.

16 აპრილი 2021, 21:12

კულტურა

ნინიკო მორბედაძის „ზღაპარი” ლონდონის ფილიპსის აუქციონზე 22,680 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

ნინიკო მორბედაძის „ზღაპარი” ლონდონის ფილიპსის მე-20 საუკუნის და თანამედროვე ხელოვნების დღის აუქციონზე 22,680 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ჩაქუჩის ფასმა (Hammer Price) - 18,000 ფუნტი სტერლინგი, საბოლოო ფასმა კი, მყიდველის პრემიუმის ჩათვლით - 22,680 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს ნინიკო მორბედაძის მეორე ნამუშევარია, რომელიც საერთაშორისო აუქციონზე წარმატებით გაიყიდა. 2020 წლის ზაფხულში ნამუშევარი სახელწოდებით „დროის მიღმა” 20,625 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა (ჩაქუჩის ფასი: 16,500 ფუნტი სტერლინგი).

რუსთაველის თეატრი

16 აპრილი 2021, 21:09

საზოგადოება

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ის თეატრში რჩება, თუმცა გამოძიების დასრულებამდე სცენაზე არ გამოჩნდება. ბესო ზანგურის როლებიდან მოხსნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

16 აპრილი 2021, 21:07

პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ყველა მხარეს მოვუწოდებ, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

16 აპრილი 2021, 20:54

COVID19

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 11 მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

16 აპრილი 2021, 20:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 804 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 804 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 955 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 აპრილი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

16 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 429 ადამიანი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 20:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციას

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, თუმცა ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოთქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 20:28

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 34 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

16 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად შეცვლიან.

16 აპრილი 2021, 20:16

მსოფლიო

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.