IMEDI /  09 აპრილი 2020, 12:34 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკის პროგნოზით COVID-19-ის გამო საქართველოში ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდება

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ეკონომიკური ბიულეტენის 2020 წლის გაზაფხულის გამოცემის თანახმად, COVID-19-ის (კორონავირუსის) პანდემიის ზემოქმედების შესარბილებლად უმნიშვნელოვანესია, ისეთი გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს და ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ყველაზე მოწყვლადი პირებისთვის სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს.

"ასეთ განსაკუთრებულად რთულ დროს, აუცილებელია პოლიტიკის შემმუშავებლების გადამწყვეტი მოქმედებები", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერმა.

მისივე თქმით, "ეს ნიშნავს სწრაფ გადასვლას ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის ხელშეწყობაზე და ფინანსური სტაბილურობისა და ნდობის შენარჩუნებაზე - რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლისთვის".

პროგნოზები COVID-19-ით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან დაკავშირებით გაურკვეველია. ამიტომ, ანგარიში იძლევა სიმულაციებს ეკონომიკური ზრდის შედეგების დიაპაზონის საილუსტრაციოდ, რომელთა მატერიალიზაცია შეიძლება მოხდეს პანდემიის გამო.

სცენარები მიუთითებს, რომ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2020 წელს ადგილი ექნება ეკონომიკურ ვარდნას და ზრდის მაჩვენებელი მოექცევა -4.4 და -2.8 პროცენტს შორის, სანამ დაიწყებს აღმასვლას 2021 წელს დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებების გატარების, სასაქონლო ფასების თანდათანობითი აღდგენის და ვაჭრობის გაძლიერების შედეგად.

"სოციალური დისტანცირება, არაარსებითი მნიშვნელობის მქონე კომპანიებისა და სკოლების დახურვა საჭირო ღონისძიებებია პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. ამასთანავე, პოლიტიკა მინიმუმამდე უნდა ამცირებდეს აღნიშნული ღონისძიებების ეკონომიკურ ხარჯებს და უზრუნველყოფდეს სწრაფ და არა ხანგრძლივ აღდგენას პანდემიის დასრულების შემდეგ", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ასლი დემირგუჩ - კუნტმა.

ანგარიშის მიხედვით, ხელშეწყობის ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა ფულადი ტრანსფერები ან ჯანდაცვის სუბსიდიები მოწყვლადი მოსახლეობისა და ოჯახების დასახმარებლად, ასევე, მოკლევადიანი ბიზნესსესხები და კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ვარდნის შესამსუბუქებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ, შეძლებენ მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას მიზნობრივი სახელმწიფო სუბსიდიებიდან.

რაც შეეხება საქართველოს, მშპ-ის რეალური ზრდა, პროგნოზის თანახმად, მკვეთრად შემცირდება და 2020 წელს ნულოვან პროცენტს მიუახლოვდება, რამდენადაც COVID-19-ის ზემოქმედება დაემატება გამოწვევებით ისედაც აღსავსე საგარეო მდგომარეობას. ეს ნაწილობრივ შერბილდება ფისკალური სტიმულირებით მშპ -ის დაახლოებით 2 პროცენტით, კაპიტალური ხარჯვის სიჩქარის შეკავებით, საგადასახადო დავალიანების დაფარვის გადავადებით, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებით და დარგობრივი მხარდაჭერის აღმოჩენით ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოებისთვის, ისევე როგორც სოციალური ხარჯების ზრდით.

აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ფისკალურმა დეფიციტმა 2020 წელს მშპ-ის 5.2 პროცენტი შეადგინოს. საქართველოს ეკონომიკაზე მწვავე ზემოქმედება ექნება რამდენიმე ფაქტორს - სატრანსპორტო შეზღუდვები გავლენას ახდენს მოგზაურობაზე და ტურიზმზე, ხოლო შემაკავებელი ღონისძიებები ამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას.

"მსოფლიო ბანკი საქართველოს ძლიერ და ერთგულ პარტნიორად რჩება და მხარს დაუჭერს მთავრობის ღონისძიებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რომლებიც აუცილებელია ქვეყანასა და მოსახლეობაზე პანდემიით გამოწვეული ზემოქმედების შესასუსტებლად", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს ფართო, სწრაფ რეაგირებას განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად პანდემიაზე რეაგირების გაძლიერების მიზნით, დაავადებებზე დაკვირვების გასაზრდელად, ჯანდაცვის ინტერვენციების გასაუმჯობესებლად და კერძო სექტორის ხელშესაწყობად ოპერირებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში.

მსოფლიო ბანკი ფინანსური დახმარების სახით დაახლოებით 160 მლრდ. აშშ დოლარს გამოიყენებს მომდევნო 15 თვის განმავლობაში ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით, ღარიბი და მოწყვლადი ოჯახების დასაცავად, კომპანიების მხარდასაჭერად და ეკონომიკის აღდგენის გასაძლიერებლად.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 22:23

მსოფლიო

საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება

საფრანგეთის ქალაქ რამბუიეში პოლიციის კომისარიატის თანამშრომლის მკვლელობა ტერორისტულ აქტად განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ლევან კობერიძე

23 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

ლევან კობერიძე: გული მწყდება „ლელოზე“, ისინი, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ მძევლები გახდნენ

„ლელოზე“ გული მწყდება, ისინი, ფაქტობრივად, მძევლები გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, - ამის შესახებ „ლელოს“ ყოფილმა წევრმა, ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

23 აპრილი 2021, 22:03

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 49 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 49 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 343 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:56

მსოფლიო

ბელარუსში Skoda-ს ავტომობილების, Nivea-ს კოსმეტიკისა და Liqui Moly-ის ავტომობილის ზეთების შეტანა აიკრძალა

ბელარუსის მთავრობამ დროებით აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომწარმოებელ Škoda Auto-ს, ავტომობილის ზეთების მწარმოებელი კომპანია Liqui Moly-ისა და კოსმეტიკური ბრენდების მფლობელი კომპანია Beiersdorf-ის პროდუქციის შეტანა.

23 აპრილი 2021, 21:55

რეგიონი

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გამართა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გამართა. სპექტაკლი მოწვეულმა რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა, იგორ ბაუერსიმას ცნობილი და მსოფლიოში გახმაურებული პიესის - „ნორვეგია დღეს“ მიხედვით დადგა.

23 აპრილი 2021, 21:51

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 32 340 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 340 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 309 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გამართეს.

ჯორჯიან მანგანეზი

23 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაცია და პროფკავშირები დასაქმებულების ანაზღაურების მატებაზე შეთანხმდნენ

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაცია და პროფკავშირები დასაქმებულების ანაზღაურების მატებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

23 აპრილი 2021, 21:48

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 894 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 894 043 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:44

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 95 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 342 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:39

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 40 ადამიანი გარდაიცვალა.

შსს

23 აპრილი 2021, 21:34

სამართალი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

ჯო ბაიდენი

23 აპრილი 2021, 21:33

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სფეროში პროდუქტიულად თანამშრომლობა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და რუსეთი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ითანამშრომლებენ.

ცესკო

23 აპრილი 2021, 20:46

პოლიტიკა

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.

ჯინ შაჰინი

23 აპრილი 2021, 20:43

პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის

მსურს საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მივულოცო, თუმცა მძიმე სამუშაო ახლა იწყება, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

23 აპრილი 2021, 20:43

რეგიონი

აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდში, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ქალაქის მერი გიორგი შენგელია და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

23 აპრილი 2021, 20:42

სპორტი

ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრი 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. გადაცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.

ნუგზარ წიკლაური

23 აპრილი 2021, 20:35

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: არ გვინდა, რომ ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან დაკავშირებით გამონათქვამებთან რაიმე კავშირი გვქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მის პარტიას არ სურს, რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ გამონათქვამებთან, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

რონ ჯონსონი

23 აპრილი 2021, 20:27

პოლიტიკა

რონ ჯონსონი: მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკელი სენატორი, რონ ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.