imedi /  09 აპრილი 2020, 14:46 / სანდო წყარო

საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა უცხოელი პარტნიორები საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ახალ პაკეტებზე მუშაობენ

აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა - განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე.

ეს არის წერილი, რომლითაც საქართველოს მთავრობას და ხალხს უცხოელი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელები მიმართავენ.

მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი და ქართველი ხალხი პანდემიას ძალზე მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ.

მისივე თანახმად, COVID-19-ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობასა და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.

„ვირუსის გავრცელებისთანავე განხორციელებულმა სწრაფმა და გადამწყვეტმა ქმედებამ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად და დამსახურებულად მიიღო საერთაშორისო შექება.

დაიწყო დახმარების სქემების შემუშავება ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად და მიმდინარეობს მათი მხარდაჭერის გეგმების შემუშავება.

ფისკალური რესურსების გონივრულმა გამოყენებამ და ბოლო წლების განმავლობაში რეზერვების დაგროვებამ საქართველოს ეკონომიკა უკეთესად მოამზადა კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. წარმატებით გატარებული სტრუქტურული რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებელია კრიზისზე მტკიცე რეაგირება, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.

მიუხედავად ამისა, ამ კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.

ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა - განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე.

განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის.

როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად ”ძალა ერთობაშია”, - ნათქვამია წერილში, რომელზეც ხელს აწერენ: სელიმ შეკირი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში; დიეგო კოლასი, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; მაჩიე ჩურა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში.

ასევე კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის
კავკასიის რეგიონული დირექტორი; კარლ ჰარცელი ელჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; ჰუბერტ ქნირში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; სებასტიან მოლინუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში; შეინ როზენტალი
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში; სიუპი ტერავანინტორნი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საინვესტიციო ოპერაციების დეპარტამენტი - რეგიონი II, გენერალური დირექტორი.

ყველა სიახლე

18 აპრილი 2021, 01:10

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 18 აპრილს, 00:46 საათზე, ხობთან, დასავლეთით 8 კილომეტრის დაშორებით, სოფელი გამოღმა ქარიატასთან დაფიქსირდა ბიძგების სიმძლავრე, ცენტრის პირველადი მონაცემებით, 4.5 მაგნიტუდას შეადგენდა.

18 აპრილი 2021, 01:05

მსოფლიო

მედია: უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა

უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა, - ამის შესახებ DW წერს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის მხრიდან რუსეთის მიმართ ბრალდება, რომ სასაზღვრო ზონაში სამხედრო ძალების ზრდა შეინიშნება, მოსკოვი კი აცხადებს, რომ მანევრები დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ნაწილია.

რაულ კასტრო

18 აპრილი 2021, 00:22

მსოფლიო

რაულ კასტრომ კუბის კომპარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა რაულ კასტრომ თანამდებობა დატოვა. 89 წლის პოლიტიკოსმა განცხადება კომუნისტური პარტიის მერვე ყრილობაზე გააკეთა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

17 აპრილი 2021, 23:55

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დააკავეს ჯგუფის წევრები, რომელიც მასზე და მის შვილებზე თავდასხმას გეგმავდნენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებიც მასზე და მის შვილებზე მკვლელობის მიზნით თავდასხმას გეგმავდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია belta.by-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკავშირი ამერიკის საელჩო

17 აპრილი 2021, 23:47

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმებიან ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამირან სალუქვაძე

17 აპრილი 2021, 23:33

საზოგადოება

ამირან სალუქვაძე საპატრიარქოს განცხადებაზე: თუ ეკლესია ამბობს, რომ შესაბამის უწყებებს, საკითხის მშვიდად მოგვარება უნდა ვადროვოთ, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებს

„თუ ეკლესია ამბობს, რომ უნდა ვადროვოთ საკითხის მშვიდად მოგვარება შესაბამის უწყებებს, რაც არაა ერთი ან ორი დღის საქმე, ვინ უნდა იყოს ქვეყანაში, ვისაც ეს თემა საპატრიარქოზე მეტად ადარდებდეს და რატომ უნდა ავწიოთ ეს თემა აქციაზე? რასთან გვაქვს საქმე? ესაა ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის აწევის მცდელობა, სამეზობლოში ვითარების დაძაბვის სურვილი თუ რა? - ასე ეხმიანება ესქპერტი ამირან სალუქვაძე საპატრიარქოს განცხადებას, რომელშიც საუბარია დავით გარეჯისა და ნამოხვანჰესის საკითხების გამიჯვნაზე.

17 აპრილი 2021, 23:10

ტექნოლოგიები

WhatsApp-ის სერვისით მომხმარებელთა ნაწილმა შესაძლოა შეზღუდულად ისარგებლოს

WhatsApp-ის მომხმარებლების ნაწილი, რომელიც 15 მაისამდე სერვისის ახალ წესებს არ მიიღებს, მესენჯერით შეზღუდული რეჟიმით ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაცია WhatsApp-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

17 აპრილი 2021, 22:35

მსოფლიო

მედია: ჩეხეთიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებენ

ჩეხეთის ხელისუფლება ქვეყნიდან 18 რუს დიპლომატს გამოაძევებს. ამის შესახებ რუსული მედია პრაღაში რუს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს. „დიახ, ჩეხეთის მხარემ გვაცნობა, რომ რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს“, - აცხადებენ საელჩოში.

17 აპრილი 2021, 21:56

სამართალი

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის კრიტიკულმა რაოდენობამ ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, დანარჩენი მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

პრინცი ფილიპი

17 აპრილი 2021, 21:30

მსოფლიო

პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი უინძორის სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალეს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი ფულით და მედიარესურსით ახერხებს ვითარების კონტროლს ოპოზიციის შიგნით

„ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რომ საქმე შეთანხმებით დასრულდეს, თუმცა ოპოზიცია დესტრუქციულია, რასაც აქვს კონკრეტული მიზეზი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 21:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შემოუერთდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შეუერთდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, „ქრონიკაში“ განაცხადა. „ჩვენ ამისთვის ყველა ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი სურვილია, რომ ეს პოლიტიკური პარტია სრულფასოვნად შემოუერთდეს პარლამენტს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

17 აპრილი 2021, 21:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყოველგვარი საბაბი მოგვესპო, ოპოზიციას შევთავაზეთ ლეგიტიმაციის 40%-იანი ზღვარი

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერას ჰქონდა მყარი საფუძველი. „ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა იმის დაფიქსირება, რომ ვმოქმედებთ სათანადო პასუხისმგებლობით და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია, საჭიროებს ცვლილებას და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. სწორედ ამის გამოძახილია ის, რომ ჩვენ არ მარტო ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წარმოადგინა დანიელსონმა შარლ მიშელისა და ევროკავშირის სახელით, არამედ ამის მიღმა ოპოზიციას შევთავაზეთ 40%-იანი ზღვრის გამოყენება“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ისინი იყვნენ გახარიას თანამშრომლები, მეგობრები, კლასელები და ამის იქით პერსპექტივა არ აქვთ

„ჩვენი ამოცანა თვითმმართველობის არჩევნებზე არის მინიმუმ იმ შედეგის განმეორება, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გვქონდა, როდესაც 48%-ზე მეტი მივიღეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რომ ეს შედეგი არ დადგეს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ

„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რა თქმა უნდა გაგრძელდება შესაბამისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს და მის ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვთ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა

„იმიტომ გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს და ბოლოს, იმიტომ არ გადაიხადა გირაო, რომ ის თამაშობდა რუსულ თამაშს. საბოლოო ჯამში, მან თავად დაიჭირა თავისი თავი და ესეც იყო რუსული თამაში. თავად მიიყვანა პროცესი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილმა და შემდეგ, ნიკანორ მელიამ. ეს არის რა თქმა უნდა, რუსული თამაში. ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ რუსული თამაშის გაგრძელების საშუალება. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი იმ დოკუმენტს, რომელიც არის შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან. ახლა, ზუსტად ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, ის განაგრძობს რუსულ თამაშს, თუ სურს ქართული თამაშის დაწყება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ მოაწერა ხელი „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს

რაც შეეხება იმას, თუ რის საფუძველზე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს... ჩვენთვის მთავარია ვიმოქმედოთ სათანადო პასუხისმგებლობით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების წინაშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2021, 20:18

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის უარი ალოგიკურია

„ოპოზიციის უარი ალოგიკურია, თუმცა მაინც მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ოპოზიცია ალოგიკურ ნაბიჯებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომელიც შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს არ აწერს.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2021, 20:05

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დელეგაციას ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა უხელმძღვანელებს.