09 აპრილი 2020, 18:57 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ გადავრჩით

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ჩვენმა საზოგადოებამ, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ, ყველა მოქალაქემ, ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში იმის, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა. სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა.

„ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა მოქალაქემ, ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამ დღეებში იმისი, თუ როგორ შეიძლება მოვიქცეთ.

გონივრული ნაბიჯები ჩვენი ექიმების მხრიდან, ჩვენი მთავრობის მიერ დროულად გადადგმული ნაბიჯები, თვითშეგნება, რომელიც გამოჩენილი იყო მთელი საზოგადოების მიერ - ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა, მაგრამ ჯერ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ დასრულებულა. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გადარჩენილი ვართ. არ ვართ ჯერ გადარჩენილი. ეს მოითხოვს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯს და მოითხოვს ჩვენგან, რომ ჯერ კიდევ სახლში დავრჩეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში არის სოლიდარობა, რაც დღეს გამოვიჩინეთ და ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო საქართველოს კულტურისა და ღირებულებების დამახასიათებელი თვისება და საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი სოლიდარობა კიდევ დასჭირდება, ვინაიდან, წინ დიდი ეკონომიკური და სოციალური სირთულეებია.

„საზოგადოებამ გამოიჩინა, ჩვენმა კერძო სექტორმა გამოიჩინა, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინა სოლიდარობა. სოლიდარობა გამოვიჩინეთ მაშინ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე გავრცელდა ყველა საშუალება, რაც ჩვენ გვაქვს.

გამოვიჩინეთ სოლიდარობა ემიგრანტების მიმართ, როდესაც ვაბრუნებთ მათ. ეს არის ის საიდუმლო იარაღი, რაც საქართველოს გააჩნია.

ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურისა და ღირებულებების ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი. ის სოლიდარობა, რაც დღეს გამოვიჩინეთ არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს.

კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა იმიტომ, რომ ამ დიდ კრიზისს კიდევ მოყვება ძალიან დიდი ეკონომიკური და სოციალური სირთულეები. ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მზად უნდა ვიყოთ, რომ შემდეგ ეტაპსაც ერთიანად დავხვდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 00:53

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რომელიც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება

აშშ განაგრძობს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, რომელიც მას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად სჭირდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

ეკატერინე დგებუაძე

23 აპრილი 2021, 00:49

COVID19

ეკატერინე დგებუაძე: მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, წავლენ თუ არა მოსწავლეები სკოლაში

„უკვე მეორე წელია, რაც პანდემია სასწავლო პროცესს შეეხო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და გარდა იმისა, რომ სასწავლო პროცესი განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობს, მოსწავლეები რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათაც უნდათ მეტი სოციალიზაცია, უნდათ თავიანთ თანატოლებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა წრეზე სიარული და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გასათვალისწინებელია. კომპლექსურად რომ შევხედოთ, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა ის, რომ სპეციალისტთა რეკომენდაციებს მივყვეთ, რათა ხვალ უკეთესი მდგომარეობა იყოს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

23 აპრილი 2021, 00:44

რეგიონი

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დიაკონი ანანია ამბიონზე ავარდა და ამან გამოიწვია ხალხის გაღიზიანება. საბოლოო ჯამში, ჩოჩქოლში გადაიზარდა და ჩაიშალა ლოცვა. მერე თვითმარქვია წინამძღვარმა განაცხადა, რომ აღდგომამდე დაკეტილია მონასტერიო, მას არანაირი გადაწყვეტილების უფლება არ გააჩნია. მისი გადაწყვეტილებები არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილმა) საგანგებო განცხადებაში განაცხადა.

23 აპრილი 2021, 00:26

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 34 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 34 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 285 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ლეს მაკკუენი

23 აპრილი 2021, 00:26

კულტურა

ჯგუფ Bay City Rollers-ის ყოფილი ფრონტმენი ლეს მაკკუენი გარდაიცვალა

ჯგუფი Bay City Rollers-ი 1960-იან წლებში შეიქმნა და პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა. კოლექტივის საუკეთესო კომპოზიციებად Bye Bye Baby და Give a little love.

დავით ზალკალიანი

23 აპრილი 2021, 00:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი დაბრუნდა, მიუხედავად ამ პაუზისა, ჩვენი ურთიერთობა კვლავინდებურად გრძელდებოდა დისტანციურად

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ელჩი უკრაინაში უკვე შეხვდა მინისტრს.

22 აპრილი 2021, 23:51

რეგიონი

რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს

მათივე ცნობით, მუნიციპალურ, თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვა ფართების დაკავება დაუშვებელია, რადგან ამ შენობების უმრავლესობა, ავარიულ მდგომარეობაშია და მათი საცხოვრებელი მიზნით გამოყენება, საფრთხის შემცველია.

პაატა იმნაძე

22 აპრილი 2021, 23:43

COVID19

პაატა იმნაძე: მაისის პირველი-ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება

„მაისის პირველი-ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, რადგან შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. თუმცა, აქაც ვიტყვი, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ქცევას გამოვავლენთ, რამდენად გავიკეთებთ პირბადეს, რამდენად ავარიდებთ თავს სუფრებს და რამდენად არ მოვაწყობთ საფლავებზე ქეიფებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

22 აპრილი 2021, 23:03

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატამ კოლუმბიის ოლქის 51-ე შტატად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კოლუმბიის ოლქის 51-ე შტატად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი მიიღო. კანონპროექტს მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 208 კონგრესმენი წინააღმდეგ წავიდა.

 დევიდ მაკალისტერი

22 აპრილი 2021, 23:02

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართოს და მოუსმინოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას საქართველოდან

ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართოს და მოუსმინოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას საქართველოდან, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა. მისი თმით, „ლელოსთან“ პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა.

დევიდ მაკალისტერი

22 აპრილი 2021, 22:58

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით დოკუმენტის შესრულების პროცესს

„დემოკრატიაში კონკურენცია ნორმალურია, დემოკრატიაში ბევრ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ ფუნდამენტური პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დგება. მმართველმა პარტიამ უნდა გაატაროს რეფორმები და ამით შეასრულოს ამომრჩევლისთვის მიცემული პირობა. მაგრამ დემოკრატიაში ოპოზიციასაც აქვს პასუხიმგებლობა“, - განაცხადა მაკალისტერმა.

რომის პაპი ფრანცისკე

22 აპრილი 2021, 22:34

მსოფლიო

რომის პაპი: უფალი ყოველთვის პატიობს, ჩვენ, ხალხი, ზოგჯერ ვპატიობთ, ხოლო ბუნება არასდროს პატიობს

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ კაცობრიობამ პანდემიიდან გაკვეთილი უნდა გამოიტანოს, რათა ბუნება დაიცვას. ამის შესახებ რომის პაპმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

22 აპრილი 2021, 22:20

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „ტვ პირველის“ ეთერში 30 წუთის განმავლობაში ისმის ამერიკის ელჩის და დასავლელი პარტნიორების ლანძღვა- გინება. ეს არა არის გამიზნული ანტიდასავლური პროპაგანდა?

„ტვ პირველის“ ეთერში ბოლო 30 წუთია ისმის ამერიკის ელჩის და დასავლელი პარტნიორების ლანძღვა გინება,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი და გადაცემა ,,რეაქციაში“ შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

22 აპრილი 2021, 22:16

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი, რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავიშოღლუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრები რუმინეთ-პოლონეთ-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობას მიესალმნენ, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობისთვის.

იენს სტოლტენბერგი

22 აპრილი 2021, 22:11

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: მივესალმები საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

დიმიტრი სამხარაძე

22 აპრილი 2021, 22:05

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: რაც ახლა „ტვ პირველის“ ეთერში ხდება, არის სრული ლუსტრაცია ამ არხის სარედაქციო პოლიტიკის და მისი დამფინანსებელი ხაზარაძე-ჯაფარიძის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ვექტორის

„ტყუილის გავრცელების გამო ბევრჯერ ცინიკურად მიხუმრია ტელეკომპანია „პირველზე“, ბევრჯერ დამიწერია პოსტი პარტიული ტელევიზიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მხილებისთვის და ყოველთვის კონკრეტული მაგალითები მომყავდა და მომყავს ამ ყველაფრის დასადასტურებლად, მაგრამ რაც ახლა „ტვ პირველის“ ეთერში ხდება, ეს არის უბრალოდ სრული ლუსტრაცია ამ არხის სარედაქციო პოლიტიკის, ამ არხის დამფინანსებლების, ანუ ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური ვექტორის და „ნაციონალურ მოძრაობის“.

შალვა ნათელაშვილი

22 აპრილი 2021, 22:00

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს რუს დეპუტატს უწოდებს

ევროკავშირს თუ ივანიშვილთან მოკავშირეობა უნდა და საქართველო უნდა როგორც ტერიტორია, ასე არ გამოვა. აქ ხალხია და ეს ხალხი თავის სიტყვას ევროპისა და კაცობრიობის ისტორიაში კიდევ იტყვის. ევროპის ელიტა, პოლიტ ელიტა დროზე უნდა მოეგოს გონს, -ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. იგი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს რუს დეპუტატად მოიხსენიებს.

დევიდ მაკალისტერი

22 აპრილი 2021, 21:52

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას ხელი მოაწერონ დოკუმენტს

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ძალიან სწორად აღნიშნა როდესაც განაცხადა, რომ ეს არ არის დასასრული. ეს არის დასაწყისი და ახლა მთავარი მისი შესრულებაა. აუცილებელია რეფორმების გაგრძელება. ეს ნიშნავს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას, კანონის უზენაესობის განმტკიცებას, მართლმსაჯულების თავისუფლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ევროპარლამენტი მზადაა საქართველოში ამ პროცესის მხარდასაჭერად“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

შალვა ნათელაშვილი

22 აპრილი 2021, 21:48

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში

ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ,,ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იმის მაგივრად რომ ევროკაშირი სანქციებით იმუქრებოდეს, აქეთ ეუბნება, რომ პოლიტიკური პატიმრის ნაცვლად მე გადავიხდი გირაოსო.

დევიდ მაკალისტერი

22 აპრილი 2021, 21:34

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება

საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება, შესაძლოა, განიხილონ, როგორ იქნებიან ჩართული ამ არჩევნების დაკვირვების პროცესში.