imedi /  10 აპრილი 2020, 12:27 / სანდო წყარო

ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33-ს მწვავე პნევმონია აქვს

ლევან რატიანი

ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33-ს მწვავე პნევმონია აქვს, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ორი პაციენტის კოვიდინფექციაზე ტესტირების პასუხი უარყოფითია და ისინი კლინიკას რამდენიმე საათაში დატოვებენ.

„რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე შვიდი პაციენტი გვყავს. მათგან სამი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ჟანგბადზე დამოკიდებულები არიან და სიმპტომურ მკურნალობას აგრძელებენ. ასევე, იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არანაირ სიმპტომურ ჩარევას არ საჭიროებენ. იცით, ასევე გვყავს ორი ორსული ქალბატონი. ერთი უკვე 24 კვირის გახდა, როგორც ნაყოფის, ასევე ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პარამეტრებს შეესაბამება. ასევე მეორე, რომელიც 8 კვირის შემოვიდა კლინიკაში, უკვე ცხრა კვირის ორსულია. მისი და ნაყოფის მდგომარეობა ამ მომენტამდე ფიზიოლოგიურ პირობებშია. კლინიკაში სულ 55 პაციენტიდან, 33 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. მწვავე პნევმონია აქვთ“, - გნაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2021, 10:54

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.68%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.82 %.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 292 244 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 279 389, გარდაიცვალა 3 908 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:47

საზოგადოება

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენასთან ერთად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება

მათივე ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:39

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 462 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 75 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 462 ადამიანი კი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 10:34

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 200 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 038 ადამიანი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 10:34

სამართალი

ქუთაისში ,,ნამახვანჰესის” აქციაზე მყოფ პირებზე, ჯგუფური ძალადობისა და ფიზიკური დაზიანებების მიყენების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ქალაქ ბათუმში 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

15 აპრილი 2021, 10:34

პოლიტიკა

ევროპის საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შესახებ 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს

„განხილვის პროცესში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ევროპის საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყნისგან. მოხსენებაში აღნიშნულია ის მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის და ამაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. მოხსენებაში ხაზგასმულია ყველა ის მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება როგორც უკანონო ბორდერიზაციის, ასევე დაკავებების პროცესს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

15 აპრილი 2021, 10:27

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-მა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 10:24

თავდაცვა

მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული 12-დღიანი საველე წვრთნები დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა 12-დღიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასწავლო სასროლეთზე ჩატარდა.

15 აპრილი 2021, 10:22

რეგიონი

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მე-2 ეტაპს ახორციელებს, რომლის ფარგლებში, სრულად აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტი, ქ. ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთს მოიცავს, სადაც სულ 16 უბანზე უნდა ჩატარდეს სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები 8 უბანზე მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე პარალელურ რეჟიმში დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

15 აპრილი 2021, 10:14

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 29,426 შემთხვევა გამოვლინდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29,426 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 293 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,073,442 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 79,381 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გიორგი ჩხაიძე

15 აპრილი 2021, 10:01

სპორტი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

15 აპრილი 2021, 09:52

რეგიონი

„ნამახვანჰსის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან გუმათისკენ გადაადგილებას გეგმავენ

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს დღეებში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათი პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. კერძოდ, გაიმართება აქციები რეგიონებში, გადაიკეტება მაგისტრალები და დედაქალაქისკენაც დაიძვრებიან.

ჯუანშერ ბურჭულაძე

15 აპრილი 2021, 09:37

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა როგორც მტკიცე და ძლიერი მეკავშირე

„საქართველოს თავდაცვის ძალებმა, 2004 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მის რიგებში საიმედო და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სამხედროები არიან. თითოეულ ქართველს ეამაყება წლების მანძილზე ის შეფასებები, რაც ხშირად მოგვისმენია ნატოს მაღალი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირების მხრიდან. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ სამხედროს, რომელიც ამ მისიაში მონაწილეობდა და განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ დაღუპულ გმირ მეომრებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს გლობალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას. საქართველოს თავდაცვის ძალები მუდამ მზად არის და მომავალშიც იქნება, მის პარტნიორებთან ერთად, განაგრძოს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამინდი

15 აპრილი 2021, 09:23

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერის +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ირაკლი ჩიქოვანი

15 აპრილი 2021, 09:09

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო, რომელშიც პარტიები იღებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მუშაობენ საქართველოს პარლამენტში

„მე არ ვიტყვი იმას, რომ რაიმე ფორმით ოდესმე შემცირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების როლი მოლაპარაკებების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ყოველთვის მოქმედებს იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საქართველო მოსახლეობისთვის და საქართველოს სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

არმენ სარქსიანი

15 აპრილი 2021, 08:44

პოლიტიკა

დღეს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. იგეგმება შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

კახა კუჭავა

15 აპრილი 2021, 08:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები და რჩევები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იხილონ ძლიერი საქართველო, სადაც დემოკრატია კიდევ უფრო ვითარდება. ისინი რა თქმა უნდა, შეეხნენ ქვეყანაში მიმდინარე ყველა საკითხს. ისინი ისურვებდნენ, რომ შეთანხმება საბოლოოდ დასრულდეს, ისურვებდნენ რომ ოპოზიცია საბოლოოდ იხილონ პარლამენტში და ხელისუფლებამაც აიღოს პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენი მხრიდან თანხმობა იყო გაცხადებული. ვისაუბრეთ დეტალებზეც თუ რა ნაბიჯებია გადადგმული და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ხელისუფლება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ირაკლი კობახიძე

15 აპრილი 2021, 08:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება

„სამწუხაროა, რაც ჩვენ ვნახეთ. ეს არ იყო სწორი მოქმედება, ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ მანამდე არავითარი საუბარი, კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება. შესაბამისად, ყველაფერს არასწორი დასაწყისი ჰქონდა და მე მგონია, რომ გაგრძელებაც იქნება შესაბამისი. ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.