imedi /  10 აპრილი 2020, 12:44 / სანდო წყარო

ავთანდილ თალაკვაძე: გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7 100 თანამშრომელი სრულ მზადყოფნაშია

„ახალი სამუშაო დღე. როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3 მილიონზე მეტ მოქალაქეს ჩვენი იმედი აქვს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 7 100 თანამშრომელი სრულ მზადყოფნაშია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ თავის facebook გვერდზე დაწერა.

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 52 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ადამ კინზინგერი

15 აპრილი 2021, 22:11

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: შეშფოთებული ვარ, რომ თეთრი სახლი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის დაწესებული სანქციების იმპლემენტაციას აყოვნებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ადამ კინზინგერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

ლაშა ხუციშვილი

15 აპრილი 2021, 22:08

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება და საპროცენტო განაკვეთმა 2,75%. შეადგინა

„მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. ხვალ მედიასთან დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე“, - წერს ფინანსთა მინისტრი.

15 აპრილი 2021, 21:45

მსოფლიო

პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ალექსანდრე მოწერელია

15 აპრილი 2021, 21:32

პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია: არავინ უარყოფს, რომ მაჟორიტარების რეიტინგი გარკვეულწილად „ქართულმა ოცნებამაც“ განაპირობა

სამივე მაჟორიტარი 5-6 პროცენტით უსწრებს პარტიის ხმებს. ასევე, ყველა კვლევები ადასტურებს გიორგი გახარიას რეიტინგს და არა მხოლოდ გიორგი გახარიას რეიტინგს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

შალვა კერესელიძე

15 აპრილი 2021, 21:28

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: მაჟორიტარად წარდგენილი ვიყავი „ქართული ოცნების“ მიერ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი გამარჯვება მთლიანად „ქართული ოცნების“ დამსახურებაა

„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ წვლილი არის, მაგრამ ასევე ძალიან დიდი წვლილია გიორგი გახარიასი იმ პროცენტში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში აიღო. ორი წლის განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვიყავი. ჩემი ავტორიტეტი, რესურსი და მოსახლეობის მხარდაჭერა მქონდა. მე ვარ მაჟორიტარი დეპუტატი. წარდგენილი ვიყავი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაკი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გავიმარჯვე, ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ დამსახურებაა“, -განაცხადა შალვა კერესელიძემ.

არჩილ თალაკვაძე

15 აპრილი 2021, 21:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი, მთავარია, ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული

ევროპული დემოკრატია პარტიების შეჯიბრია და ფაქტია, არჩევნებშიც და საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევებშიც „ქართულ ოცნებას“ პარტიებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს გუნდური შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი

15 აპრილი 2021, 21:06

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.

გრიგოლ გეგელია

15 აპრილი 2021, 21:04

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ჩვენც გვინდა, რაც შეიძლება დროულად ვიყოთ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წვერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციასაც სურს, რაც შეიძლება დროულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. მისი თქმით, იმისთვის რომ შეთანხმება შედგეს, ორმა მხარემ ერთნაირი ძალისხმევითა და სულისკვეთებით უნდა იმუშაოს.

15 აპრილი 2021, 21:01

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 61 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 61 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გურამ მაჭარაშვილი

15 აპრილი 2021, 20:57

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გვსურს, შეთანხმება შედგეს და რადიკალური ფრთის ხმა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში

„არა მარტო აპატურაის, არამედ ბევრი ამერიკელი და ევროპელი მაღალი თანამდებობის პირის მოწოდება გახლავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ფრთამ შეძლოს და კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს - მათი ხმა გაჟღერდეს საქართველოს პარლამენტში, რადგან ეს არის არა მათი, არამედ მათი ამომრჩევლის ხმა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

15 აპრილი 2021, 20:49

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 9 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 126 ადამიანი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 20:44

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დავით ზალკალიანი

15 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება

ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ავღანეთში ჩვენ ნატოს ჯარებთან ერთად შევედით და იქიდან გამოსვლაც ერთობლივად მოხდება.

მიხეილ ჩხენკელი

15 აპრილი 2021, 20:33

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკაში ევროპის გოგონათა ოლიმპიადის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა

„მინდა გულითადად მივულოცო ოლიმპიადის გამარჯვებულებს და მონაწილეებს. თქვენი შესაძლებლობები მართლაც გამორჩეულია. აუცილებლად გააგრძელეთ საყვარელ საგანში უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი წარმატება გელით საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და კონკურსებში,“ – მიმართა მიხეილ ჩხენკელმა ოლიმპიადის მონაწილეებს.

15 აპრილი 2021, 20:30

რეგიონი

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ასევე დეპუტატები, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გუბერნატორები, ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე დეპუტატები, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ხვდებიან.

არმენ სარქისიანი
სალომე ზურაბიშვილი

15 აპრილი 2021, 20:27

ეკონომიკა

საქართველოს პრეზიდენტი: სომხეთის პრეზიდენტთან ბიზნესაქტორების ხელშეწყობის რამდენიმე ინიციატივა განვიხილეთ, რათა მათ კონკრეტულ პროექტებზე ერთობლივად ფიქრი და მუშაობა დაიწყონ

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ახლობლური, მეგობრული ურთიერთობა დროთა განმავლობაში შენარჩუნდა და შენარჩუნდება!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შალვა ნათელაშვილი

15 აპრილი 2021, 20:26

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: „ნამახვანჰესის“ ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხს აგებენ

„ნამახვანჰესის“ ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის სასტიკად აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე, - ამის შესახებ „ლეიბორისტულ პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

15 აპრილი 2021, 20:23

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 805 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 805 444 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 036 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

15 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: დღეს გალიდან ჩამოსული ახალგაზრდები მოვინახულეთ, რომლებსაც მხედველობის კორექციის ლაზერული ოპერაციები გაუკეთდათ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღეს გალიდან ჩამოსული ახალგაზრდები მოინახულა, რომლებსაც მხედველობის კორექციის ლაზერული ოპერაციები ჩაუტარდათ.

15 აპრილი 2021, 20:18

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 974 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 974 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 380 ადამიანი გარდაიცვალა.