imedi /  10 აპრილი 2020, 13:14 / სანდო წყარო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში ათი ოჯახი თვითიზოლაციაშია

50-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში ვანის კლასტერის გამო მოექცა, - ამის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოს რწმუნებულმა, დავით გოგიბერაშვილმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, ვანში მცხოვრები ინფიცირებული ქალის სიძე, რომელსაც თავადაც დაუდასტურდა კორონავირუსი, თერჯოლაში იმყოფებოდა. მას შეხება ჰქონდა მეზობლებთან, სწორედ ამის განო ისინი თვითიზოლაციაში მოექცნენ. მათ მედიკოსები აკვირდებიან.

კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს ვანში ინფიცირებულების ოჯახის წევრებს, მათ პირველადი ანალიზით კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ვანში დაინფიცირებული 75 წლის ქალის 30-მდე კონტაქტი თვითიზოლაციაში იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

თამთა მეგრელიშვილი

21 აპრილი 2021, 12:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს

​„ნიკა მელიამ თქვა გუშინ, ჩემით ივაჭრეს და შეურაცხყოფილი ვარო. კი, შეურაცხყოფილი უნდა იყოს ნამდვილად, ოღონდ იმიტომ კი არა რომ ვინმემ ივაჭრა, იმიტომ რომ სააკაშვილმა გამოიყენა, მოექცა როგორც დასაქოქ თოჯინას და მერე უცებ შეუცვალა პოზიცია, ხელი მოვაწეროთო ნაცებს უთხრა. ამიტომ ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს. დარჩი ციხეში და ვაჟკაცურად მოიხადე ეგ სასჯელი, ან არადა გმირობანას თამაშს თავი დაანებე და საქმე იმას გაურჩიე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო!“, - წერს თამთა მეგერლიშვილი.

21 აპრილი 2021, 12:12

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თ.ი. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 აპრილი 2021, 12:09

COVID19

სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა. საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი გამოუვლინდა ამავე სოფლის საჯარო სკოლის ორ მასწავლებელსა და დამლაგებელს. სკოლა სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს.

21 აპრილი 2021, 11:58

მსოფლიო

ახალ სამხრეთ უელსში 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს

ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროსთან 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს, რაც სავარაუდოდ ახალი რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინა რეკორდის შემთხვევაში 148-კილოგრამიანი თევზის დაჭერა მოხერხდა, თუმცა ამ შემთხვევაში მეთევზეებმა 123 კილოგრამით უფრო მძიმე თინუსის დაჭერა მოახერხეს.

ანრი ოხანაშვილი

21 აპრილი 2021, 11:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არ გამიკვირდება, თუ მელია უარს იტყვის ამნისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს

ნიკა მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს, არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

21 აპრილი 2021, 11:43

რეგიონი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას დეტალურად გამოიკვლევენ და არეალს ნარჩენებისგან დაასუფთავებენ

ზღვისპირა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ. სწორედ ამას ეხება მემორანდუმი რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა.

მამა დანიელი; მეუფე სტეფანე

21 აპრილი 2021, 11:41

რეგიონი

სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფე სტეფანეს კარი დაკეტილი დახვდა

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მორიგი დაპირისპირება ამჯერად სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა. სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები, ასევე მრევლის ნაწილი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ.

21 აპრილი 2021, 11:41

რეგიონი

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ. ბოლო დღეებში მათ რამდენიმე ხის საყრდენი ბოძი დაამონტაჟეს. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზეა განთავსებული უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრში. ამ მონაკვეთზე 2012 წლიდან მოყოლებული სულ 3 ბანერია დამონტაჟებული.

თორნიკე რიჟვაძე

21 აპრილი 2021, 11:36

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება

„დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა რიჟვაძემ

სუპერლიგა

21 აპრილი 2021, 11:29

სპორტი

ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად შეჩერებულია

ინგლისური კლუბების მიერ სუპერლიგის დატოვების შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა პროექტი ოფიციალურად შეაჩერეს.

21 აპრილი 2021, 11:25

COVID19

ჯანმო: გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

21 აპრილი 2021, 11:24

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,033 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,033 ადამიანს დაუდასტურდა, 25 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 210,518 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,944 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 190,271.

21 აპრილი 2021, 11:21

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,162 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,162 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 429 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,974,118 შემთხვევა დადასტურდა, 40,796 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,514,472 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ლევან მახალდიანი

21 აპრილი 2021, 11:20

COVID19

ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი განმარტავს, რომელი პაციენტები იმყოფებიან თრომბოზის მაღალი რისკის ქვეშ

„დიდი ხანია ცნობილი, ვინ არის თრომბოზის მაღალი რისკის ქვეშ. ბევრ კლინიკას აქვს სპეციალური კითხვარი. ყველა პაციენტი, რომელიც სტაციონარში ხვდება, აუცილებლად უნდა შეფასდეს. ეს კოვიდპანდემიამდეც ასე იყო. კითხვარის შევსების შედეგად შეგვეძლო, პაციენტი მიგვეკუთვნებინა თრომბოზის მაღალ რისკს. ასეთ შემთხვევაში პაციენტს სისხლის გამათხელებლებს უკეთებენ, მიუხედავად იმისა ანალიზებში, კოაგულოგრამაში, პროთრომბინის ინდექსი ან დედიმერი ექნება მაღალი თუ არა. ეს მაჩვენებლები საერთოდ არ არის საჭირო, რომ პაციენტი ასეთ რისკს მიაკუთვნო.

ზაალ ანჯაფარიძე

21 აპრილი 2021, 11:14

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური თამაშობებით, მამაძაღლობით და სხვისი დაკვეთის შესრულებით ვერ გახდება ნიკანორ მელია გმირი

„მოკლედ, ვერ იძერწება მელიასგან გმირი. მასალა გამოდგა უვარგისი“, - წერს ანჯაფარიძე.

21 აპრილი 2021, 11:09

სამართალი

პოლიციამ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა და 7 კილოგრამამდე „ჰეროინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 10 პირი დააკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2021, 11:07

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება

უკრაინას დასავლეთის ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერა აქვს, თუმცა გაცილებით მეტი შეიძლება დაგვჭირდეს, ვიდრე პარტნიორების დიპლომატიური შეშფოთება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

21 აპრილი 2021, 11:07

თავდაცვა

22-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაასრულა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითი ბატალიონის პირად შემადგენლობას პროგრამის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიულოცეს.

21 აპრილი 2021, 11:03

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოვლინდა. როგორც შსს იუწყება, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 პირი დააჯარიმა. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

21 აპრილი 2021, 11:01

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 798 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 310 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 798 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 39, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 113, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.