imedi /  10 აპრილი 2020, 15:32 / სანდო წყარო

BBC: ნიუ-იორკში სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაცვლილებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს. როგორც BBC იუწყება, გარდაცვლილები სავარაუდოდ, კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.

დრონით გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, როგორ მარხავენ სპეციალურად ჩაცმული ადამიანები გვამებს დიდ ორმოში. კადრები Hart Island-შია გადაღებული. სავარაუდოდ ასე იმ ადამიანებს კრძალავენ, ვისაც არავინ მიაკითხა.

უკანასკნელი მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში, კორონავირუსით სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ნიუ იორკში დაახლოებით 162,000 ადამიანია კოვიდინფიცირებული, აქედან 7,067 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

07 ივნისი 2020, 08:51

მსოფლიო

ლონდონში არეულობისას 23 პოლიციელი დაშავდა

ლონდონში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შესახებ 23 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციის პრეს-სპიკერმა ჯო ედვარდსმა განაცხადა. „სხეულის დაზიანება მიიღო 23 პოლიციელმა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და საზოგადოებრივ წესებს იცავდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია,“-აღნიშნა ედვარდსმა.

07 ივნისი 2020, 08:43

COVID19

მეცნიერები: კორონავირუსი არაა უკანასკნელი პანდემია

ჩვენ შევქმენით „შესანიშნავი შტორმი“ იმ დაავადებებისთვის, რომელიც ველური ბუნებიდან ადამიანებზე გადადის და სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიში. ადამიანის შეჭრა ბუნებრივ გარემოში ამ პროცესს აჩქარებს, - აცხადებენ გლობალური ჯანდაცვის ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ, თუ საიდან ჩნდება ახალი დაავადებები.

07 ივნისი 2020, 08:31

მსოფლიო

ვაშინგტონში რასიზმის გასაპროტესტებლად გამართულ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა

აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში ათასობით ადამიანი რასიზმის გასაპროტესტებლად ქუჩაში გავიდა. აქციის მონაწილეები კაპიტოლიუმის შენობასთან, ლინკოლნის მემორიალთან და ლაფაიეტის პარკთან შეიკრიბნენ, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა მათ თეთრ სახლამდე მისასვლელი ყველა გზა ჩაუკეტეს.

დონალდ ტრამპი

07 ივნისი 2020, 08:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში დემონსტრანტების რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია

თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მანიფესტანტთა რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია და ძალოვან სტრუქტურებს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის. „კოლუმბიის ოლქში გაცილებით ნაკლები ხალხია გამოსული. ეროვნულმა გვარდიამ, უსაფრთხოების სამსახურმა და პოლიციამ ფანტასტიკურად იმუშავეს. მადლობა!“-წერს ტრამპი Twitter-ის გვერდზე.

რამადან შალაჰი

07 ივნისი 2020, 08:11

მსოფლიო

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი რამადან შალაჰი გარდაიცვალა

პალესტინის ისლამური ჯიჰადის ყოფილი ლიდერი, რამადან შალაჰი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 62 წლისა გარდაიცვალა. შალაჰი ისლამურ ჯიჰადს 1995 წლის 27 ოქტომბრიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა. დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული აშშ-ის, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ისრაელის მთავრობების მიერ.

წმინდა პეტრეს ტაძარი

07 ივნისი 2020, 08:00

მსოფლიო

რომის პაპის საქველმოქმედო ფონდიდან თანხის გაფლანგვისთვის იტალიელი კაცი დააკავეს

დააკავეს იტალიელი კაცი, რომელიც ვატიკანის წარმომადგენლებს ლონდონში ძვირადღირებული ქონების შეძენაში ეხმარებოდა. ჯანლუიჯი ტორზის ბრალად გამოძალვა, გაფლანგვა, თაღლითობა და ფულის გათეთრება ედება. ის ასრულებდა შუამავლის როლს, რომელიც ვატიკანის $200 მილიონიან გარიგებებში იყო ჩართული.

სულთმოფენობა

07 ივნისი 2020, 05:04

საზოგადოება

დღეს სულთმოფენობაა

დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია, წმინდა სამების დღე. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე, დაიწყებს.

07 ივნისი 2020, 01:05

ტაბლოიდი

ვიეტნამში კაცმა სახლის ღობე Iphone-ების კორპუსებით მორთო

კორპუსები ნამდვილია და არა სტიკერები. უბრალოდ კაცი სერვის-ცენტრში მუშაობს და სწორედ აქედან აქვს ამდენი კორპუსი, რომელიც აღარავის სჭირდება. ღობეში ძირითადად მეექვსე და მეშვიდე Iphone-ების ნაწილებია გამოყენებული.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2020, 00:42

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, მაგრამ ჰუმანიტარული კატასტროფისთვის ჯერ არ მიგვიღწევია

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მოწოდებების მიუხედავად, ისევ გაჩნდებოდა მოარული ჭორები, რომ კორონავირუსი არ არსებობს და არ ვრცელდება. ჩვენ ამ მოარული ჭორების შედეგების ნაყოფს ვიმკით“, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩინეთი მსუქანი ბიჭი

07 ივნისი 2020, 00:33

ტაბლოიდი

ჩინეთში კარანტინის შემდეგ ბიჭს ფორმის შეკვრა გაუჭირდა და ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. ვიდეო

ჩინეთში სკოლის მოსწავლეებმა კორონავირუსის გამო კარანტინში 4 თვე გაატარეს და ამ დროის განმავლობაში ბევრ მათგანს ტანსაცმლის ზომა შეეცვალა. ერთი ბიჭი ადგილობრივი სოცქსელების გმირი გახდა, მას შემდეგ რაც Weibo-ზე (Twitter-ის ჩინური ანალოგი) აიტვირთა ვიდეო, რომელზეც ის სასკოლო ფორმის ჩაცმას ცდილობს.

07 ივნისი 2020, 00:21

ტაბლოიდი

კრიშტიანო რონალდუმ ​მდიდრული ვილა იყიდა. ფოტო

ტურინის „იუვენტუსის“პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელში თავისი ახლად შეძენილი სახლის ფოტოები გამოაქვეყნა.

ლონდონი

07 ივნისი 2020, 00:05

მსოფლიო

ლონდონში ანტირასისტული აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ლონდონში, აქციაზე, სადაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. Reuters-ის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან, დაუნინგ სთრითზე დემონსტრანტების პატარა ჯგუფმა პოლიციას ბოთლები დაუშინა. თავის მხრივ, პოლიციამ დემონსტრანტებს უკან დახევა აიძულა.

06 ივნისი 2020, 23:46

მსოფლიო

შეზღუდვების მიუხედავად, პარიზში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ვიდეო

საფრანგეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო ანტირასისტული აქციების ჩატარება აკრძალა. ამის მიუხედავად, პარიზის ქუჩებში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები მაინც მივიდნენ.

06 ივნისი 2020, 23:16

COVID19

სომხეთში, პენიტენციურ სისტემაში СOVID19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი მსჯავრდებულს დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე ლუსინე მარტიროსიანზე დაყრდნობით წერს.

06 ივნისი 2020, 23:10

თემა

რა არის SPF-ი? იცავს თუ არა ის ადამიანს კიბოსგან და დღეში რამდენჯერ არის საჭირო მისი წასმა?

მზის აბაზანა მხოლოდ D ვიტამინს, კარგ განწყობასა და ლამაზ რუჯს არ გულისხმობს. ამ ყველაფრის პარალელურად ნაადრევი ფოტოსიბერე, იმუნური სისტემის აქტიურობის დაქვეითება, კატარაქტისა და კანის კიბოს განვითარების რისკი დგას. ამის მიზეზი კი ულტრაიისფერი გამოსხივებაა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 23:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ტურისტი არ ჩამოვა, თუ ორი კვირა კარანტინში გააჩერე

თუ უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ წავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად, კარანტინი საჭირო არ არის, მაგრამ ტურისტებსაც უნდა განემარტოთ ის უნივერსალური ზომები, რასაც ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივნისი 2020, 22:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა

ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბერ-ნოემბრიდან და ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა კორონავირუსს სეზონური ბუნება.

ნიკოლ ფაშინიანი

06 ივნისი 2020, 21:48

COVID19

სომხეთში ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება

სომხეთში, ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას აქვს ვალდებულება, ილაპარაკოს სიმართლე, რამდენადაც სასტიკი არ უნდა იყოს ის.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 21:45

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ნათია თურნავა

06 ივნისი 2020, 21:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისული სტრატეგია მზადების პროცესშია და გვაძლევს საფუძველს, რომ 2021 წელი პოზიტიური იქნება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, 2020 წლის მარტსა და აპრილში ეკონომიკის ვარდნა ლოგიკური იყო. „ის ნეგატიური მონაცემები რაც ჩვენ მარტსა და აპრილში გვქონდა არის გლობალური კრიზისით და პანდემიით გამოწვეული. სწორედ ამ თვეებში ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ მობილობა და ეკონომიკური აქტივობა, იმის გამო, რომ არ დაგვეშვა ეპიდემიის გავრცელება და პრევენციული ზომები გამოგვეყენებინა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.