imedi /  10 აპრილი 2020, 22:06 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სპეციალური რადიაციულ-ბიოლოგიური დანაყოფი, რომელმაც 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და 620 ათასი მოქალაქის თერმოსკრინინგი ჩაატარა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

12 ქალაქში კორონავირუსის პრევენციისთვის გვაქვს მოწყობილი 61 საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დღეის მდგომარეობით ჩართულია 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. რომლებიც აჩვენებენ მაღალ პროფესიონალიზმს. გამორჩეულ დისციპლინას და მაღალ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები აქტიურად არიან ჩართული თერმოსკრინინგის პროცესშიც.

„22 მარტიდან 9 აპრილამდე ჩვენმა სამხედროებმა მოახდინეს 250 ათასი სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია და თერმოსკრინინგი ჩაუტარეს 620 ათას მოქალაქეს. ჩვენ გვყავს სპეციალური რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური დანაყოფი შესაბამისი აღჭურვილობით. დატრენინგებული პერსონალი. ამ დანაყოფის მომზადებაში დიდი როლი შეასრულა ამერიკის მთავრობამ. ნატოს შესაბამისი სტანდარტის აღჭურვილობით არის წარმოდგენილი შესაბამისი დანაყოფი,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

11 აპრილი 2021, 14:51

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენი გუნდი ანრი ოხანაშვილსა და ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს მხარს უჭერს

„ესაა მიზანმიმართული კამპანია. ანრიმ ღირსეული განცხადება გააკეთა და მოითხოვა შესაბამისი ტელევიზიებისგან, რომ წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ტვ ფორმულა“ და „მთავარი არხი“ მის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.

სანდრო რაქვიაშვილი

11 აპრილი 2021, 14:45

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: თუ დავინახეთ, რომ დიპლომატებიც ვერ დაგვეხმარნენ მაშინ ჩვენი გეგმა ამოქმედდება

რამდენიმე დღე დავაკვირდებით თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ვიცით, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან აქტიურად მიდის ორივე მხარის მხრიდან მუშაობა და სავსებით შესაძლებელია, რომ ცვლილებები მოხდეს. თუ დავინახეთ, რომ დიპლომატებიც ვერ დაგვეხმარნენ მაშინ ჩვენი გეგმა ამოქმედდება, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

გივი მიქანაძე

11 აპრილი 2021, 14:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: უახლოეს დღეებში საბოლოო მსჯელობა იქნება, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება, გამოწვეული ელჩის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, უახლოეს დღეებში იქნება საბოლოო მსჯელობა, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება გამოწვეული ელჩის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

11 აპრილი 2021, 14:34

მსოფლიო

მედია: ირანში, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა

ირანში, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა. მიზეზი ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემაა. ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის ინსპექტორები აკონტროლებენ.

გივი მიქანაძე

11 აპრილი 2021, 14:32

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ვიმედოვნებთ, ოპონენტებს შორის არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმას შეძლებენ

მოლაპარაკების რეჟიმში გახსნილი კარის პირობები გვაქვს დაანონსებული მუდმივად და მზად ვართ, ჩავერთოთ, ეს მოლაპარაკებები თუ იქნება კონსტრუქციულობაზე და სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მზად არიან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში მიიღონ მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში.

ბექა ფერაძე

11 აპრილი 2021, 14:13

საზოგადოება

ბექა ფერაძე: მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს სუბიექტს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ მიიღონ მონაწილეობა არანებადართულ საქმიანობაში

შრომის ინსპექცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქესა და ბიზნეს სუბიექტს, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს არანებადართულ საქმიანობაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მაღალი რისკის შემცველია ჩვენი თითოეული მოქალაქისთვისა და საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ შრომის ინსპექციის სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

11 აპრილი 2021, 14:06

სამართალი

სოციალური ღონისძიებისა და არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის სამი პირი დაჯარიმდა

საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილების მიხედვით, აკრძალულია ფართის მესაკუთის მიერ, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით, ფართის გაქირავება. ეს აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ერთსა და იმავე ფართზე სხვადასხვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, სხვადასხვა პირი ატარებდა სოციალურ ღონისძიებებს.

მეუფე იაკობი

11 აპრილი 2021, 13:50

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩავიხედოთ ყველამ ჩვენს სულებსა და გულებში, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა, მაგალითი უნდა ვიყოთ სხვებისთვის და ვაღიაროთ, ცუდი რაც ჩავიდინეთ

„როდესაც ჩვენი ძმები ასე მძიმედ იქცევიან, სულ ტკივილით მივდივართ. ჩვენი ცოდვები არ გვეყოფა თითოეულ ჩვენგანს, კიდევ გარეთ ამას ვუყუროთ ეკლესიის დასანგრევად როგორ მოუწოდებენ და ბოროტ ძალებს როგორ ემორჩილებიან“, - ამის შესახებ ბოდბელი ეპისკოპოსმა ხირსის მონასტერში ქადაგებისას ისაუბრა. მეუფე იაკობი სასულიერო პირებს ამბიონიდან მიმართავს აღიარონ დანაშაული და სხვებისთვის სამაგალითონი გახდნენ.

11 აპრილი 2021, 13:36

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,702 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,702 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,641,390-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 337 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 102,986-მდე გაიზარდა.

მეუფე იაკობი

11 აპრილი 2021, 13:33

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან

ბოდბელი ეპისკოპოსი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ანტიკამპანიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განმარტა, რომ მათი ეს ქმედება საქართველოს დაშლისკენ არის მიმართული.

შოთა ბურჯანაძე

11 აპრილი 2021, 13:09

COVID19

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი: ვიღაცების კუნტრუშმა არ უნდა გადაიყოლოს ქვეყნის ფასეულობები

„წვეულებების გამართვა იქნება, თუ ივენთის, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ იქ მყოფი ადამიანების პრობლემა, რომლებიც თავის ნათესავის მეგობრებს საფრთხეს უქმნიან, არამედ ეს არის საზოგადოების პრობლემა და ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ბიზნესოპერატორი. ვიღაცების რაღაც კუნტრუშმა არ უნდა გადაიყოლოს ქვეყნის ფასეულობები," - განაცხადა საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.

მეგან მარკლი

11 აპრილი 2021, 12:56

ტაბლოიდი

მეგან მარკლი პრინცი ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

მეგან მარკლი ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება. მიზეზი მარკლის ორსულობაა. „სასექსის ჰერცოგი დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს, ჰერცოგინიას კი ექიმმა ურჩია, არ იმგზავროს. შესაბამისად, ის დაკრძალვას ვერ დაესწრება“ - განმარტავს სამეფო კარი.

პრინცი ფილიპი

11 აპრილი 2021, 12:37

მსოფლიო

პრინც ფილიპს 17 აპრილს დაკრძალავენ

ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპს 17 აპრილს, უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ, - ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. ცერემონია 15:00 საათზე, წუთიერი დუმილით დაიწყება.

ნინო თანდილაშვილი

11 აპრილი 2021, 12:12

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

11 აპრილი 2021, 12:12

COVID19

კასპის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და ეპიდკვლევა გრძელდება

სამთავისთან, იგოეთსა და ქვემო ჭალასთან პოლიციის 4 საკონტროლო პუნქტი 2 აპრილიდან მოეწყო, გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესებული არ არის, თუმცა შსს-ს თანამშრომლები ამ სოფლებში შემსვლელებსა და გამომსვლელებს თერმოსკრინინგს უტარებენ. საჭიროების შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მქონე პირებს უტარდებათ ტესტირებაც.

გიორგი მიქაუტაძე

11 აპრილი 2021, 11:51

სპორტი

„სერენმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით მოიგო. ვიდეო

„სერენმა“ გიორგი მიქაუტაძის გოლით მოიგო. ბელგიის „პრო ლიგის“ 26-ე ტურში, „სერენი“, „დეინზეს“ დაუპირისპირდა და ქართველი ფორვარდის მე-14 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

11 აპრილი 2021, 11:47

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზის გაწმენდის შემდეგ, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტიოს მოძრაობა აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თემურ ქეცბაია

11 აპრილი 2021, 11:43

სპორტი

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ტოვებს

თემურ ქეცბაია „ანორთოსისს“ ტოვებს. საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად, კვიპროსული „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ფამაგუსტური კლუბიდან წასვლა დააანონსა. 57 წლის სპეციალისტმა, აღნიშნულის შესახებ პრესასთან, 10 აპრილს, „ლიმასოლთან“ სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

11 აპრილი 2021, 11:39

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,112 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,112 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 235 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,853,249 შემთხვევა დადასტურდა, 37,014 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,410,860 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

11 აპრილი 2021, 11:37

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 650 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 650 ადამიანს დაუდასტურდა, 15 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 202,817 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,735 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 181,963.