imedi /  11 აპრილი 2020, 10:15 / სანდო წყარო

აშშ-დან საქართველოში დაბრუნებული მოსწავლეები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

მოსწავლეები დაბრუნება

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომლებიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სავალდებულო თერმოსკრინინგი გაიარეს, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით თბილისსა და კახეთში არსებულ ორ საკარანტინო ზონაში გაემგზავრნენ, სადაც 14 დღეს დარჩებიან. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ. სომხეთის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამშობლოში გაემგზავრნენ.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეებია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ახალი, დამატებითი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

ამერიკიდან სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 79 მოქალაქე 10 აპრილს დაბრუნდა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 მაისი 2020, 20:59

სამართალი

BBC: ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული

ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. ამ სათაურით სტატიას BBC აქვეყნებს. 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს 5 წლის შვილის თვალწინ ცოლის ცემაში ადანაშაულებენ.

25 მაისი 2020, 20:57

COVID19

იტალიაში 29 თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 230 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

ირაკლი ხახუბია

25 მაისი 2020, 20:49

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ფოთში ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით ისარგებლონ

როგორც ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ განაცხადა, 2020 წლის ბოლოსთვის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შესაძლებელი იქნება ქირურგიული ოპერაციებისა და კვლევების ჩატარება, გაიხსნება რეანიმაციის, ემერჯენსის, ხელოვნური თირკმლის და ინფექციური განყოფილებები, დაიდგმება კომპიუტერული ტომოგრაფი და ციფრული რენტგენი.

მარიამ კუბლაშვილი

25 მაისი 2020, 20:43

სამართალი

მარიამ კუბლაშვილი: საბედნიეროდ, წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური მხარე არ არის, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა

„თავიდან იყო მცდელობები, რომ მისთვის წინასწარ განაჩენი გამოეტანათ, მაგრამ მთელი შეგნებული საზოგადოების აზრი აშკარად შემოტრიალდა და დღეს ის საპირისპიროს ამტკიცებს“, - ამის შესახებ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი Facebook-ზე წერს.

25 მაისი 2020, 20:42

სამართალი

თუ სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილს გაამართლებს, მაშინ რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოძალადე არ არის. თუ სასამართლო ბასილაშვილს გაამართლებს, მაშინ ჩოგბურთელი რეპუტაციის შელახვისთვის ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

25 მაისი 2020, 20:33

COVID19

ჯანმომ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის გამოცდა დროებით შეაჩერა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოცდა დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

25 მაისი 2020, 20:18

სამართალი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილი ცოლისთვის მორიგების აქტით გათვალისწინებული $100 000-ის გადახდა შეაჩერა

ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნეკა დოროყაშვილს აღარ გადაუხდის.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

25 მაისი 2020, 20:14

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ივლისში ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს. აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერმა „ლიკუდის“ საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე გააკეთა.

მთავრობის ადმინისტრაცია

25 მაისი 2020, 20:12

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. გიორგი გახარია მუსლიმ სასულიერო ლიდერებს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

მარინა ენდელაძე

25 მაისი 2020, 20:10

COVID19

მარინა ენდელაძე: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება დეზინფორმაციაა

„ამ საკითხზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. არ მგონია, რომ თუნდაც რომელიმე მინისტრმა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთოს. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ეს განცხადება აბსოლუტურად დეზინფორმაცია იყო. ჩვენს ქვეყანაში არც ერთი პაციენტის შესახებ არაფერი დამალულა“, - აღნიშნა ენდელაძემ.

25 მაისი 2020, 19:54

COVID19

შვედეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა

შვედეთში, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო რბილი მიდგომა იყო მიღებული, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4 ათასს გადააჭარბა.

ანდრია ჯაღმაიძე

25 მაისი 2020, 19:42

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ

საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი, დავით კვერნაძე

25 მაისი 2020, 19:35

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი: მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ ნიკოლოზი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა

მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია. როდესაც შეჯიბრზე დავყვებოდი ყველა მეკითხებოდა, რატომ იყო ის ასეთი წყნარი. მას შეეძლო წაგებულ თამაში საერთოდ არ ენერვიულა და მეორე დღეს ეს თამაში მოეგოო, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადმა მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:34

საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კონკრეტული შედეგები მოგვიანებით იქნება ცნობილი, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:28

საზოგადოება

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

25 მაისი 2020, 19:21

COVID19

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირების შეძენის გამო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექვსი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებმაც ექიმებისთვის უხარისხო დამცავი ეკიპირება შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

25 მაისი 2020, 19:20

ეკონომიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ

საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია ეკონომიკური აქტივობების ნელ-ნელა დაწყების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი

25 მაისი 2020, 18:58

COVID19

დიმიტრი პესკოვი საავადმყოფოდან გაწერეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომელსაც აქამდე კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა სააგენტო ТАСС-ს განუცხადა.

25 მაისი 2020, 18:53

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 141 შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ს სულ 4 340 ადამიანი ემსხვერპლა. ინფექცია 156 827 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 118 694 გამოჯანმრთელდა.

25 მაისი 2020, 18:47

COVID19

ჩეხეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში პირბადის ტარების მოთხოვნა მოხსნა

ჩეხეთის მთავრობამ საჯარო ადგილებში პირბადის ტარების მოთხოვნა გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.