imedi /  11 აპრილი 2020, 10:54 / სანდო წყარო

მარინა ეზუგბაია: საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

ამ ეტაპზე გვყავს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ მათგან 3 შემოტანილია უცხოეთიდან: 2 სომხეთიდან და 1 თურქეთიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ამ ეტაპზე გვყავს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ მათგან 3 შემოტანილია უცხოეთიდან: 2 სომხეთიდან და 1 თურქეთიდან. ამ ადამიანებს კორონავირუსი იქ დაუდასტურდათ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან და აქ გაივლიან მკურნალობას. ეს 3 შემთხვევა ცალკე უნდა განიხილებოდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ 24 საათის განმავლობაში გვყავს 2 ახალი შემთხვევა. დღე-ღამის განმავლობაში 15 პაციენტდან ჩატარდა ტესტირება და ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ ახლა გვყავს 35 დადასტურებული შემთხვევა გვყავს და 38 უკვე განიკურნა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, 3 პრობლემური პაციენტი გვყავს, მაგრამ მათი მდგომარეობა არ უარესებულა. ჩვენთან მხოლოდ 3 პაციენტის წყარო არაა ცნობილი, მაგრამ ისინი ძველი პაციენტების კონტაქტები არიან. დღეს ვატარებთ მონიტორინგს იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე გატარებული დღეების მიხედვით გამოჯანმრთელება უწევთ და ვნახოთ, როგორი იქნება შედეგები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 11:36

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: როდესაც მთელი მსოფლიო ვირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, უსაფრთხო მიმართულებად დასახელებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

31 მაისი 2020, 11:34

მსოფლიო

Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა

საცალო კომპანია Target-მა ამერიკაში მიმდინარე პროტესტების გამო, 175 მაღაზია დახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ჩვენ ფოქუსირებულნი ვართ, ჩვენი გუნდის უზრუნველყოფასა და დახმარებაზე“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. მინესოტაში 71 ობიექტი დაიხურა, კალიფორნიაში 49, ნიუ იორკში 12 და დანარჩენი მაღაზიები კი სხვადასხვა შტატში.

ანდრია ბასილაია

31 მაისი 2020, 11:29

ეკონომიკა

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია.

მარიამ ქვრივიშვილი

31 მაისი 2020, 11:19

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმი ფრთხილად უნდა გავხსნათ, რათა საქართველოს უსაფრთხო მიმართულების სტატუსი შევინარჩუნოთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას, თუმცა აუცილებელია დავრჩეთ ერთგულნი იმ ფრთხილი და ეტაპობრივი გეგმის, რომელიც მთავრობისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული.

პრინცი ხოაკიმი

31 მაისი 2020, 11:13

COVID19

ბელგიის პრინცმა კარანტინი დაარღვია და კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის პრინცი კორონავირუსით მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც კარანტინის დროს ესპანეთში წვეულებას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სამეფო სასახლე ავრცელებს. BBC-ის ინფორმაციით, 28 წლის პრინცი, 26 მაისს, ბელგიიდან ესპანეთის მიმართულებით სტაჟირებისთვის გაემგზავრა, 2 დღის შემდეგ ხოაკიმი კორდობაში წვეულებაზე მივიდა და სწორედ იქ დაინფიცირდა.

მარინა ეზუგბაია

31 მაისი 2020, 10:54

COVID19

26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა

26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინო სივრციდან, 4 კი საბურთალოს კლასტერიდანაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ამერიკის საელჩო

31 მაისი 2020, 10:52

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით

„პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს“.

31 მაისი 2020, 10:41

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

მილანი

31 მაისი 2020, 10:33

სპორტი

მედია: „მილანს“ „რეალის“ 4 ფეხბურთელის შეძენა სურს

მილანის ხელმძღვანელობას ედერ მილიტაოს, მარტინ ოდიგაარდის, ლუკას ვასკესის და ლუკა იოვიჩის შეძენა სურს. ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს, იტალიური კლუბი ამ ფეხბურთელებიდან რამდენიმეს შეძენას გეგმავს.

კორონავირუსი

31 მაისი 2020, 10:22

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 6 063 725 ადამიანი დაინფიცირდა, 2 566 048 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

ნათია თურნავა

31 მაისი 2020, 10:19

საზოგადოება

ნათია თურნავა ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2020, 09:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა G7-ის სამიტი გადადო და მასზე კიდევ 4 ქვეყნის მიწვევის სურვილი გამოთქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა.

კორონავირუსი ჩვილი

31 მაისი 2020, 09:38

COVID19

ბრაზილიაში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. 5 თვის დომ ანდრადემ საავადმყოფოში 54 დღე გაატარა, აქედან 32 დღეს ის კომაში იმყოფებოდა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.

31 მაისი 2020, 09:25

მსოფლიო

საპროტესტო აქციების გამო 25 დიდ ამერიკულ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდულია შემდეგ ქალაქებში: ლოს-ანჯელესი და ბევერლი-ჰილზი (კალიფორნია), დენვერი (კოლორადო), მაიამი (ფლორიდა), ატლანტა (ჯორჯია), ჩიკაგო (ილინოისი), ლუისვილი (კენტუკი), მინეაპოლისი და სენტ-პოლი (მინესოტა), როჩესტერი (ნიუ-იორკი), ცინცინატი, კოლუმბუსი, დეიტონი, ტოლედო და კლივლენდი (ოჰაიო), პორტლენდი და იუჯინი (ორეგონი), ფილადელფია და პიტსბურგი (პენსილვანია), ჩარლსტონი და კოლუმბია (სამხრეთ კაროლინა), ნეშვილი (ტენესი), სოლტ-ლეიკ-სიტი (იუტა), სიეტლი (ვაშინგტონი) და მილუოკი (ვისკონსინი).

დერეკ შოვინი

31 მაისი 2020, 09:04

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელის წინააღმდეგ მანამდე 18 საჩივარი იყო შესული

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მოკლული ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის წინააღმდეგ მანამდე ქალაქის პოლიციის დეპარტამენტში 18 საჩივარი იყო შესული. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. საჩივრების შინაარსზე პოლიციაში არ საუბრობენ. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დერეკ შოვინი პოლიციიდან გაათავისუფლებს, 29 მაისს კი დააკავეს.

რიად მარეზი

31 მაისი 2020, 08:54

სპორტი

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის რიად მარეზის სახლი გაქურდეს

„მანჩესტერ სიტის“ ალჟირელი შემტევის, რიად მარეზის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. ქურდები 29 წლის ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც იქ არავინ იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა ძვირადღირებული საათები, სამკაულები და მარეზის კოლექციაში არსებული საფეხბურთო მაისურები წაიღეს.

ნიკოლ ფაშინიანი

31 მაისი 2020, 08:47

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: მივესალმებით საქართველოს მზაობას, დაგვეხმაროს ვირუსთან ბრძოლაში, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროება არაა

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ფაშინიანის თქმით, საქართველო და სომხეთი მოძმე ქვეყნები არიან და ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ერთმანეთის დასახმარებლად.

ლოს ანჯელესი პოლიცია

31 მაისი 2020, 08:40

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე ლოს-ანჯელესის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ლოს-ანჯელესში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვა ნივთები დაუშინეს, დაიწვა პოლიციის ერთ-ერთი ავტომობილი. საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პრინცი ჰარი

31 მაისი 2020, 08:21

ტაბლოიდი

ჟურნალისტებმა Facebook-ზე პრინცი ჰარის საიდუმლო გვერდი იპოვეს

ბრიტანელი პრინცი ჰარი რამდენიმე წლის განმავლობაში სპაიკ უელსის სახელზე დარეგისტრირებული Facebook-გვერდით სარგებლობდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror-ი წერს. ჟურნალისტებმა Facebook-გვერდი პრინცისა და მისი ყოფილი შეყვარებულის, ჩელსი დევის საერთო ფოტოების საშუალებით აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, ზედმეტი სახელი „სპაიკი“ („წვეტი“) ჰარის ვარცხნილობას უკავშირდება და ასე პრინცს ოჯახის წევრები და მეგობრები მიმართავენ.

კორონავირუსი

31 მაისი 2020, 08:10

COVID19

ჩინეთმა კორონავირუსის წარმოშობის ახალი ვერსია დაასახელა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუმ კორონავირუსის წარმოშობის ახალი ვერსია დაასახელა, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ქალაქ უხანის ბაზრობაზე არ გაჩენილა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.