imedi /  11 აპრილი 2020, 13:42 / სანდო წყარო

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 1000-ს მიუახლოვდა

კორონავირუსი

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 966-ს მიაღწია. ინფორმაციას ამსი შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საერთო ჯამში ტესტირება 6484 ადამიანს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მკურნალობას 780 პაციენტი აგრძელებს. 173 ადამიანი განიკურნა, 13 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

31 მაისი 2020, 22:37

მსოფლიო

Washington Post-ისა და ABC News-ის გამოკითხვით, ჯო ბაიდენი რეიტინგით ტრამპს უსწრებს

გამოკითხვის შედეგებით, ბაიდენს მხარს რესპოდენტთა 53 პროცენტი უჭერს, ტრამპს კი ხმას გამოკითხულთა 43 პროცენტი აძლევს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

31 მაისი 2020, 22:24

ტაბლოიდი

Crew Dragon-ის ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა. ვიდეო

19-საათიანი ფრენის და ხომალდის სადგურთან წარმატებული მიერთების შემდეგ მათ სკს-ს მოქმედი ეკიპაჟი - რუსი კოსმონავტები ანატოლი ივანიშინი და ივან ვაგნერი და ამერიკელი კრის კესიდი დახვდნენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გაატარებენ ასტრონავტები სადგურზე.

საფრანგეთი კორონავირუსი

31 მაისი 2020, 22:09

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსისგან 31 ადამიანი გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 188 752 შემთხვევა დადასტურდა. უკვე ზედიზედ მეთერთმეტე დღეა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს არ აღემატება.

ლუკ კოფი ნატო

31 მაისი 2020, 21:57

პოლიტიკა

ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატომ საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს

„ასეთი ცენტრის ნატოს არა-წევრ ქვეყანაში შექმნის პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ ლეგალურად ამის გაკეთებას არაფერი კრძალავს. ეს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს გაამყარებს და იმის დემონსტრაცია იქნება თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა შავი ზღვის რეგიონი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ცენტრი მნიშვნლოვანი დიალოგის და წვრთნების ჩატარების საშუალებას და შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევასთან გამკლავების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე ცენტრი საქართველოში ნატოს დროშის აფრიალების მორიგი შესაძლებლობა იქნება“, - წერს კოფი.

ბექა ლილუაშვილი

31 მაისი 2020, 21:52

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: გახსნილ ობიექტში ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული

თითოეულ გახსნილ ობიექტში მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელსაც ჯანდაცვის შესაბამისი უწყებები გასცემენ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ როგორც კი დაინახა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

სტრასბურგის სასამართლო

31 მაისი 2020, 21:36

სამართალი

2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან სამართლის ძიება 5416-მა მომჩივანმა წამოიწყო

სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი საჩივრების სტატისტიკა და შინაარსი მოწმობს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ სისტემური დანაშაული წაახალისა. 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან სამართლის ძიება 5416-მა მომჩივანმა წამოიწყო, მათ შორის ყველაზე მეტი, 2122 საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2009 წელს გაიგზავნა. მოქალაქეები სახელმწიფოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარვევისთვის უჩიოდნენ.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2020, 21:27

მსოფლიო

აშშ მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს

„ვულოცავ ჩვენს ეროვნულ გვარდიას შესანიშნავ სამუშაოს, რომელიც გასულ ღამეს, მინეაპოლისში ჩასვლისთანავე ჩაატარეს. ანარქისტები „ანტიფას“ მეთაურობით შევაჩერეთ. მერს ეს პირველივე ღამეს უნდა გაეკეთებინა და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა“, - დაწერა ტრამპმა.

გასახდელი

31 მაისი 2020, 21:02

საზოგადოება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები შესაძლოა 1 კვირაში ამოქმედდეს

„არის რიგი შეზღუდვები. ეს შეეხება დისტანციას, პირბადეებით შესვლას. ხელთათმანები საჭირო არ არის, ხელის სანიტაიზერებია დაყენებული ყველგან. მაღაზიების დეზინფექცია ყოველდღიურად მოხდება. ჩვენს ქსელში, პირველ კვირას, დროებით გავაუქმებთ გასახდელებს. ვინაიდან გასახდელების დეზინფექცია ორ საათში ერთხელაა საჭირო, ხალხის ნაკადს დავაკვირდებით და თუ რაოდენობა მოგვცემს ამის საშუალებას, გავხსნით გასახდელებს. სხვა ყველა რეკომენდაციაც შესრულებულია ჩვენს ქსელში“, - განმარტა მაღალაშვილმა.

უვავერა ომოზუვა

31 მაისი 2020, 20:37

მსოფლიო

ნიგერიაში ახალგაზრდა ქალი ეკლესიაში მოკლეს

ინციდენტი ბენინ სიტიში მოხდა. უვავერა მის სახლთან მდებარე ეკლესიაში წასაკითხად ხშირად დადიოდა, რადგან იქ თავს მშვიდად გრძნობდა. 3 დღის წინ, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ეკლესიაში კითხულობდა, იქ რამდენიმე კაცი შევიდა, რომლებმაც გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლსაქრობი ჩაარტყეს. ქალი საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.

თეა წულუკიანი

31 მაისი 2020, 20:24

საზოგადოება

თეა წულუკიანმა განმარტა, როდის დასრულდება საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაცია

მიწის რეგისტრაცია ორნაირი არსებობს, ერთია სპორადული რეგისტრაცია, როდესაც მიდიხართ თქვენი საბუთებით და თუ ყველაფერი წესრიგშია სახელმწიფო გირეგისტრირებთ მიწას, ხოლო მეორე არის სისტემური რეგისტრაცია - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „რა დროს ძილია“-ში განაცხადა. მისი განმარტებით, სისტემური რეგისტრაციის დროს მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ხდება იმის აღწერა, ვის რა მიწა ეკუთვნის.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 20:00

რეგიონი

ქობულეთში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

,,სიმბოლურია, რომ დღეს გლობალური გამოწვევის კვალდაკვალ, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო დღემდე ებრძვის პანდემიას, საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენი რეგიონისთვის და განსაკუთრებით ქობულეთისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ჩვენ ძალიან მალე უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნოთ განვითარების იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც აქამდე გვქონდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღმშენებლობა გრძელდება არა მხოლოდ ბათუმში, არამედ გრძელდება ქობულეთში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც. იმ კონკრეტულმა ღონისძიებებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაატარა ვირუსთან ეფექტურად ბრძოლის ფარგლებში, მოგვცა საშუალება, რომ ძალიან მალე დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა, დავიწყოთ ტურისტების მიღება, გაგრძელდეს საინვესტიციო პროექტები და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენა პოლიციის დღე

31 მაისი 2020, 19:44

კულტურა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ვირტუალური გამოფენა „ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში“ მოამზადა

ექსპოზიციაზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს-ს საქმიანობს ამსახველი ფოტო მასალაა წარდგენილი.

დემონსტრაცია ჯორჯ ფლოიდი

31 მაისი 2020, 19:26

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები ლონდონსა და ბერლინშიც გაიმართა

ამერიკელ დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობა ლონდონსა და ბერლინში ასობით ადამიანმა გამოხატა. ლონდონში დემონსტრანტები ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ, პარლამენტის შენობასთან მივიდნენ და დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოსთან დაასრულეს.

კორონავირუსი დიდი ბრიტანეთი

31 მაისი 2020, 19:10

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 113 ადამიანი გარდაიცვალა

რაც შეეხება კორონავკირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 1 936 შემთხვევა დადასტურდა, რამაც ინფიცირებულთა საერთო ფრაოდენობა 274 762-მდე გაზარდა.

31 მაისი 2020, 19:05

საზოგადოება

მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში გადმოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

31 მაისი 2020, 18:54

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 5 494 შეადგინა. დაიღუპა 63 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 428 პაციენტი.

ბრაზილია კორონავირუსი

31 მაისი 2020, 18:38

COVID19

ბრაზილიამ კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობით საფრანგეთსაც გადაუსწრო

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსისგან 956 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში ქვეყანაში ვირუსს 28 834 პაციენტი ემსხვერპლა.

თორნიკე რიჟვაძე

31 მაისი 2020, 18:28

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: შუახევიჰესის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, გავამყაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოდამოუკიდებლობა

თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ერთად, ენერგოპროექტი შუახევიჰესი დაათვალიერა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შუახევიჰესს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და მსგავსი პროექტების განხორციელებით შესაძლებელი გახდება, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ეკონომიკის გაძლიერება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

31 მაისი 2020, 18:20

ტექნოლოგიები

Space X-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა

Space X-ის ხომალდი Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან სადგურს თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე მიუერდა.

ესპანეთი კორონავირუსი

31 მაისი 2020, 18:06

COVID19

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით მიმართა

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება, თუმცა შეზღუდვები პანდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად არის საჭირო. პარლამენტი სანჩესის თხოვნას ოთხშაბათს განიხილავს.