imedi /  11 აპრილი 2020, 18:45 / სანდო წყარო

მეუფე გერასიმე სასულიერო პირების ტესტირებაზე: არ შეიძლება ერთმა ეპარქიამ გააკეთოს და მეორემ უარი თქვას

მეუფე გერასიმე

მეუფე გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმემ სასულიერო პირების ტესტირებასთან დაკავშირებით კომენატარი გააკეთა. მისი თქმით ამ საკითხზე ეკლესია კონსულტაციებს გამართავს და ყველა ეპარქიმა მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიაქის კურთხევის მიხედვით იმოქმედებს.

„არ შეიძლება ერთმა ეპარქიამ გააკეთოს და მეორემ უარი თქვას. თუ იქნება, ყველას მიმართ უნდა იყოს, მგალობლების, მედავითნეების, სტიქაროსნების, მრევლის წევრების... თუ ეს ეხება ადამიანების ჯანმრთელობას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ამას", - განაცხადა მეუფემ.

მიტროპოლიტმა მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ბზა არ მოჭრან და სახლიდან თითო ტოტის მოტანაც საკმარისია. მისივე თქმით, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, როგორ შესრულდება სააღდგომო ღვთისმსახურება.

სასულიერო პირების ტესტირებას ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს.

საქართველოში კორონავირუსი 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

მარნეული ავტობუსი

29 მაისი 2020, 21:01

COVID19

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო მარნეული“ ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მძღოლმა რამდენიმე ადამიანს პირბადე დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დაბრუნება მოსთხოვა. სავარაუდოდ, მძღოლი ამ პირბადეებს შემდეგი მგზავრებისთვის გამოიყენებდა.

29 მაისი 2020, 20:58

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ევროკავშირის სპეციალურ სასანქციო სიაში რუსი ჰაკერების შეყვანას აპირებს

გერმანიის მთავრობამ შესაბამისი პროცედურა დაიწყო, რათა ევროკავშირის სპეციალურ სასანქციო სიაში რუსი ჰაკერები შეიყვანონ, რომლებსაც ოფიციალური ბერლინი ბუნდესტაგზე ჰაკერულ შეტევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ადებარმა განაცხადა.

ხუან გუაიდო

29 მაისი 2020, 20:49

მსოფლიო

ვენესუელის პარლამენტის სპიკერად ხუან გუაიდო ცნეს

ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ძალადაკარგულად ცნო ქვეყნის უზენაესი სასამართლოს დადგენილება, რომელიც ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს პარლამენტის სპიკერის პოსტიდან გადაყენებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

29 მაისი 2020, 20:23

კულტურა

პარიზში ლუვრის მუზეუმი 6 ივლისიდან გაიხსნება

პარიზში, ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის 6 ივლისს გაიხსნება, ამის შესახებ nationalpost მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

თეთრი სახლი

29 მაისი 2020, 20:14

მსოფლიო

თეთრი სახლი: Twitter-ი ტერორისტებს, დიქტატორებსა და უცხოელ პროპაგანდისტებს პლატფორმის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელი Twitter-ი იმაში დაადანაშაულა, რომ ტერორისტებსა და დიქტატორებს საკუთარი პლატფორმის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ განცხადება Twitter-ზე თეთრი სხახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 19:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: გავიგე, რომ წარსული ხართ, მაგრამ დღეს რასაც აკეთებთ არაკომპეტენტურობასთან ერთად არის მავნებლობა

გასაგებია, რომ ოპოზიციამ პიარ სტრატეგიად აირჩიეს სიღარიბე, იმიტომ რომ მართლაც მოწყვლადია ის ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირს, მაგრამ ეს ხომ გაზომვადია, ერთ დღეში ხომ არაფერი არ ხდება! ირაკლი კობახიძემ მათ შეახსენა სტატისტიკური მონაცემები და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - 2004-2011 წლებში უცვლელად 34% იყო სიღარიბის მაჩვენებელი მთელი თქვენი „მოღვაწეობის“ შედეგი, შემდგომ 2012 წელს, 4%-ით დაიკლო და 2018 წლის მონაცემით - 20%, 2019 წლის მონაცემებს კი რამდენიმე თვეში გამოქავეყნებს მსოფლიო ბანკი. ეს მონაცემები ყველაფერზე მეტყველებს - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

29 მაისი 2020, 19:43

საზოგადოება

მილსადენის დაზიანების გამო გლდანი-ნაძალადევის რაიონის 14 000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სანიაღვრე ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას თბილისის ცენტრალური, მაგისტრალური საშუალო წნევის D=500მმ–იანი გაზსადენი დააზიანა. ამ შემთხვევის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის დაახლოებით 14 000 აბონენტს. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

პაატა კვიჟინაძე

29 მაისი 2020, 19:39

პოლიტიკა

პაატა კვიჟინაძე: საქართველოს საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რასაც ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც

დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა დღის წესრიგთან, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ პოლიტიკური დებატებისას, რომელიც პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლას მოჰყვა. „ამიტომ, მე მხოლოდ ორ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას - ესაა საპენსიო რეფორმა და გადასახადების შემცირება. საპენსიო რეფორმა დღეს არ გაკეთებულა და არც გუშინ. ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი წლობით მუშაობდა ამ თემაზე საქართველოში, ექსპერტები წლობით იყვნენ საქართველოში და რაც მივიღეთ, ეს არის საუკეთესო ნიმუში, საუკეთესო პრაქტიკა ევროპული. ამას ადასტურებს სავალუტო ფონდის განცხადებებიც და ევროკავშირიც“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 19:22

პოლიტიკა

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, რომ ​​შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური

დარწმუნებული ვარ მოქალაქეების სიბრძნეში, მათ თანადგომაში. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და გადაწყვეტილებით, ​​შემდეგი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, შინაარსობრივი და კომპეტენტური, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 19:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეალურად ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე და ეს სახე არის ძალიან მძიმე

პრემიერის პასუხები იყო საქმიანი და ფაქტებზე დაფუძნებული. ეს იყო მასტერკლასის მიღმა საყმაწვილოს შამათი, რომელიც ჩაუსვა გიორგი გახარიამ ოპოზიციას, -ეს განცხადება მედიასთან პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

გიორგი კახიანი

29 მაისი 2020, 19:12

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე დაჯგუფების „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების გამოსვლებში ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმენთ

ორი დღის წინ, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში იყო და დასმულ შეკითხვებს ამომწურავი და სრული პასუხები გასცა. იმავდროულად, მეორე მხრივ, ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის უსუსურობა, რომლებიც, პრაქტიკულად, უსაგნო დებატებს გთავაზობდნენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ თითქმის თერთმეტი საათის განმავლობაში უსმინა პრემიერს, მქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია ინტერპელაციაზე უარი იტყოდა, რადგან ინტერპელაციის კითხვები ზუსტად იგივე იყო, რაზეც, ორი დღის წინ იყო საუბარი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ბუნებრივია, იყო განცდა, რომ შესაძლოა ახალი პოლიტიკური სპექტაკლის დადგმა უნდოდათ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

29 მაისი 2020, 19:11

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: 20 ივნისისთვის აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123 ათასამდე გაიზრდება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროგნოზით, ქვეყანაში 20 ივნისისთვის კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 123 ათასამდე გაიზრდება.

გიორგი გახარია

29 მაისი 2020, 19:07

პოლიტიკა

გიორგი გახარია: სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია უმძიმესი საყურებელია

უმძიმესი საყურებელია კომპენტეციისგან დაცლილი, შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს ბავშვების გაჭირვება, თითოეული მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 მაისი 2020, 19:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას“: 2008 წლიდან ასეთი მესიჯი გაქვთ - თუ ვინმე არ მოგეწონებოდათ, რუსულ იარლიყს აკრავდით

2008 წლიდან მესიჯი გაქვთ ასეთი: თუკი ვინმე არ მოგეწონებოდათ, რუსულ იარლიყს აკრავდით. რატომ იცით? იმიტომ, რომ ესაა ჩვენი პიარული ჩანაფიქრი და „გაღმა შეედავე“-პრინციპი, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 19:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი

ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, შეიძლება ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვა, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგა. დეპუტატი საპენსიო ფონდის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოდელი ქვეყანაში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას ემსახურება.

ალექსანდრე ქანთარია

29 მაისი 2020, 18:55

პოლიტიკა

ალექსანდრე ქანთარია ოპოზიციას: აბადა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში - ეს არის ბატონებო მთელი თქვენი ლაიტმოტივი

მოგმართავთ კითხვის დამსმელებს, „ნაც“ ანსამბლს, რომლებიც მოწყვეტილი ხართ რეალობას. ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მხოლოდ სინანულით. მსოფლიოში ყველგან, რაღაც შეიცვალა, ადამიანები შეიცვალნენ. რაღაცაზე დაფიქრდნენ, წუთისოფელზე, ერთმანეთზე. თქვენ რა გჭირთ ხალხო?! არაფერი არ იცვლება თქვენთან თუ მალავთ ამ ამბავს. რაშია საქმე?! ის რასაც ბოლო ორი დღე ვხედავ, საყმაწვილო ენით რომ ვთქვა არის: აბადა-უბდა გადასკუპდა, აქეთ ტაში, იქეთ ტაში, ასე გვიყვარს ჩვენ თამაში. ეს არის ბატონებო მთელი თქვენი ლაიტმოტივი - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 მაისი 2020, 18:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიამ, ჭადრაკის ენაზე, საყმაწვილო შამათი ჩაუსვა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას

ოპოზიცია მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ საპენსიო ფონდი არის მიუღებელი, ამ დროს ეს ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რომელიც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

გიორგი კანდელაკი

29 მაისი 2020, 18:49

პოლიტიკა

გიორგი კანდელაკი: შეკვეცეთ ხარჯები და მოქალაქეებს დაეხმარეთ მეტნაკლებად ადეკვატურად

დღეს დავასახელეთ ხარჯები, რომლის შეკვეცაც შეიძლება და რომელიც საშუალებას იძლევა მოქალაქეებს დავეხმაროთ, მეტნაკლებად ადეკვატურად და არა იმ სასაცილო 200 ლარით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

29 მაისი 2020, 18:46

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: თუ ხელისუფლებაში ყოფნისას მოქალაქეებზე ასე ზრუნავდით, რატომ გადაგირჩიათ საზოგადოებამ?

ოპოზიციის გამოსვლები იყო განმსჭვალული იმით, რომ მაგარ სახელმწიფოს აშენებდბნენ და მოქალაქეებზე ზრუნავდნენ. თუ ასეთი მაგრები იყავით, რატომ გადაგირჩიათ საზოგადოებამ? რატომ გამოგიტანათ განაჩენი? - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

29 მაისი 2020, 18:40

COVID19

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 15 ივნისამდე გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 15 ივნისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.