imedi /  11 აპრილი 2020, 20:42 / სანდო წყარო

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში: სამი გამოჯანმრთელებული გვყავს, 45 ანალიზიდან ყველას პასუხი უარყოფითია

ვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

კორონავირუსის გავრცელების კუთხით იმერეთში არსებულ ვითარებაზე მხარის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სოფელ შუბანში კარანტინში 2 ადამიანია გადაყვანილი, ასევე არიან თვითიზოლაციაში.

ამის მიზეზი ახალგაზრდა კაცთან კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ზვიად შალამბერიძის განმარტებით, შემთხვევას ეპიდემიოლოგები აკონტროლებენ და ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამასთან, ეს არ არის მასშტაბური შემთხვევა.

ყველა სიახლე

ლევან გოფოძე

03 ივნისი 2020, 12:02

COVID19

ლევან გოფოძე: გარდაცვლილ მეცამეტე პაციენტს კორონავისრუსთან ერთად მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

ერთი პერიოდი მიღწეული იქნა შედარებით სტაბილიზაცია, დისტრესის დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა შემდეგ კვლავ დამძიმდა პაციენტის მდგომაროება და გუშინ საღამოს გაჩერდა გული. მიუხედავად რეანიმაციული ღონისძიებებისა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

03 ივნისი 2020, 12:00

მსოფლიო

2020 წლის პირველ კვარტალში Lufthansa-მ 2.1 მილიარდი ევროს ზარალი განიცადა

2020 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანია Lufthansa-მ 2.1 მილიარდი ევროს ზარალი განიცადა. ამის შესახებ ავიაკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

03 ივნისი 2020, 11:59

საზოგადოება

აჭარის ტელევიზიასთან გიორგი კოხრეიძის გადაგომის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა მეექვსე დღეა შიმშილობს

ალექსანდრე მილორავა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას აპროტესტებს. მისი თქმით, ტელევიზიაში გიორგი კოხრეიძე ხელისუფლების ინტერესებს ატარებს, სწორედ ამიტომ ითხოვს დირექტორის გადადგომას.

03 ივნისი 2020, 11:55

რეგიონი

გურიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე დასრულდება ყაზბეგის ქუჩის და სოფელ მაკვანეთის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარეობს გოთუასა და ნაკაშიძის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 ივნისი 2020, 11:53

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია

ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ღამის კურიერში" განაცხადა, რომელმაც ისაუბრა, იქნება თუ არა ჯარი საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, არც მმართველი გუნდის და არც სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

03 ივნისი 2020, 11:53

ეკონომიკა

ინფლაციის დონემ საქართველოში მაისში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა

2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა.

03 ივნისი 2020, 11:50

COVID19

სომხეთში 4 წლის კოვიდინფიცირებულ ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა

სომხეთში 4 წლის კოვიდინფიცირებულ ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა, - ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვში კავასაკის დაავადების შემთხვევა დადგინდა. იმედი მაქვს, რომ ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება. ექიმების შეფასებითმ მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“ - წერს არსენ ტორისიანმა.

რუსეთი კორონავირუსი

03 ივნისი 2020, 11:45

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8 536 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო დღე-ღამეში ინფექციით 178 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანობაში პანდემიას ქვეყანაში 5 215 ადამიანი ემსხვერპლა, 195 957 კი - გამოჯანმრთელდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 ივნისი 2020, 11:43

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ჩვენი ჯარი ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს

ჩვენს უწყებას ნატოსთან აბსოლუტურად წარმატებული თანამშრომლობა აქვს. ყველა სიახლე და განახლება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - მოვახერხოთ ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტებზე გადაყვანა. ამ მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ჩვენი ჯარი და ჩვენი უწყების მიერ გატარებული რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.

03 ივნისი 2020, 11:40

COVID19

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსი 515 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა 10 524 გაუტოლდა. დაიღუპა 12 პაციენტი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კახა კალაძე გლდანი სკვერი

03 ივნისი 2020, 11:37

საზოგადოება

გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარი გამოიყო

„დაახლოებით 1 ჰექტარი ტერიტორიაა, სადაც ფაქტობრივად ყველაფერი იცვლება. ახალი ხე-ნარგავები იქნება განთავსებული, სარწყავი სისტემები კეთდება, განათების სისტემები. ბავშვებისთვის სპეციალური კუთხე იქნება ატრაქციონებით მოწყობილი. ასევე იქნება სპეციალური ზონა, სადაც ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი. ანუ ყველაფერი კეთდება კომპლექსურად, თავისი საფეხბურთო-საკალთბურთო მოედნებით, რომ ადამიანებს ღირსეულად დასვენების შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - აღნიშნა მერმა.

ანრი ოხანაშვილი

03 ივნისი 2020, 11:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: იმ კონსენსუსს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მივაღწიეთ - ბოლომდე მივიყვანთ

„უკვე შექმნილია შესაბამისი ჯგუფი, საქართველოს კონსტიტუციაში რეგისტრირებული ცვლილებები და შემდეგი ეტაპი არის საყოველთაო სახალხო განხილვა იმ რეჟიმში, რაც არის გაჟღერებული. დანარჩენი დამოკიდებულია ოპოზიციური ჯგუფების პასუხისმგებლობაზე“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

03 ივნისი 2020, 11:33

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს რამდენიმე ასეული, ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას ვგეგმავთ

„წელს ვგეგმავთ რამდენიმე ასეული ნატოს სტანდარტების ახალი სპეცტექნიკის შეძენას და არსებულის ჩანაცვლებას“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღამის კურიერის“ ეთერში თავდაცვის ძალებში მიმდინარე სიახლეებზე საუბრისას განაცხადა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, თუმცა ამ პროცესში გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც გამოიკვეთა.

03 ივნისი 2020, 11:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა იოანე პავლე მეორის ტაძარში ილოცა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი იოანე პავლე მეორის ტაძარს ეწვივნენ. აშშ-ის პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად ტაძარში ილოცა.

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა

03 ივნისი 2020, 11:31

სპორტი

„დინამო თბილისი“ მომავალ სეზონშიც წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

„დინამო თბილისი“ მომავალ სეზონშიც წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ევროპის საწყლოსნო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა. ტურნირში 16-ის ნაცვლად 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დინამო იმ ათ გუნდს შორის მოხვდა, რომელთაც „უაილდ ქარდი” მიიღეს. კიდევ ორი საგზურისთვის კი ოთხი გუნდი ფლეი ოფში იბრძოლებს.

03 ივნისი 2020, 11:29

საზოგადოება

ვაკის პარკის შადრევნები შესაძლოა მდინარე ვერეს აუზიდან მომარაგდეს

„მე არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. შეიცვალა სამუშაოების განხორციელების ტემპი, თუმცა საფრთხე არცერთი მათგანის ბოლომდე მიყვანას არ შექმნია“.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 11:20

საზოგადოება

კახა კალაძემ მოსახლეობას სერვის-ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დაცვის აუცილებლობა შეახსენა

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ძალიან სწრაფად მოხდეს წერილების ჩაბარება, რომ ადამიანებს არ მოუწიოთ რიგში დგომა. თუმცა აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს და გათვალისწინებულია სოციალური დისტანცია, აუცილებელია პირბადეების მოხმარება. თქვენ იცით, რომ ასევე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი უწყებების მხრიდან გაჟღერდა და მაქსიმალურად დავიცვათ ეს წესები“,- აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 11:13

ეკონომიკა

თბილისის მერია ღია კაფეებს მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართობების გამოყენების უფლებას აძლევს

შეზღუდვების მოხსნამდე, თბილისის მერია ღია კაფეებს მიმდებარედ არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართობების გამოყენების უფლებას აძლევს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

03 ივნისი 2020, 11:07

სამართალი

პროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცა

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ. და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

03 ივნისი 2020, 11:05

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, საკარანტინო ზონიდან კოვიდინფიცირებული კაცი გადაიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, 60 წლამდე კაცი ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს.