Imedi /  11 აპრილი 2020, 22:30 / სანდო წყარო

თელავის ცენტრალური ქუჩები სადეზიფექციო ხსნარით მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ამ წუთებში თელავის ცენტრალური ქუჩების სადენზიფექციო ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს.

პროსცესში ჩართულია თელავის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე - მაშველები და სახანძრო - სამაშველო ტექნიკა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, მთელი ღამის განმავლობაში დაგეგმილია ქალაქის ცენტრალური ქუჩების მორეცხვა. სამუშაოები ხვალ საღამოს კომენდანტის საათის დაწყებისთანავე სვა ქუჩების მორეცხვით გაგრძელდება.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თელავის მერი და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 21:37

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 59 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 59 187 შემთხვევა გამოვლინდა, 273 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, 52 104 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 3 962 760 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 34 455 ადამიანი, 3 424 733-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

13 აპრილი 2021, 21:26

პოლიტიკა

დავით ზალკალიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

13 აპრილი 2021, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan შემოდის

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, შედეგად, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას მაისიდან იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში პირდაპირი რეგულარული რეისები, თითოეულ მიმართულებაზე კვირაში 2 სიხშირით 2 მაისიდან განხორციელდება. ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე დღეიდან არის შესაძლებელი. https://flyarystan.com/en

13 აპრილი 2021, 21:10

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 292 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 100 ადამიანი გარდაიცვალა.

13 აპრილი 2021, 21:07

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 568 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა.

დავით სონღულაშვილი

13 აპრილი 2021, 21:03

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილის თქმით, IMF-ის პროგნოზს მთავრობის თანმიმდევრული ნაბიჯები და პრობლემებზე სწორი რეაგირება განაპირობებს

„იმიტომ რომ მთავრობას თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და პრობლემებზე სწორი რეაგირება შეუძლია. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმ პროგნოზს, რომელიც სავალუტო ფონდმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით შემდგომი 5 წლის განმავლობაში გააკეთა“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

13 აპრილი 2021, 21:02

COVID19

14 აპრილიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, 14 აპრილიდან თურქეთში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

გიგა ბოკერია

13 აპრილი 2021, 21:01

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ვადამდელი არჩევნების, რურუას გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება

„ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ამის შედეგად, ვადამდელი არჩევნების, რურუას გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის გაჩერების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება. ამიტომ, ჩვენი ამოცანა იგივე რჩება - მელიას, რურუას გათავისუფლება, ყველა ის პუნქტი, რომლიც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტშია მოცემული (უნდა დაკმაყოფილდეს). ამ ყველაფერის შესრულება არის აუცილებელი, იმისთვის რომ დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვიოლა ფონ კრამონი

13 აპრილი 2021, 20:59

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას

საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნებზე იყო ხარვეზები, მაგრამ არჩევნების ხელახლა ჩატარების აუცილებლობა არ დგას, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონი

13 აპრილი 2021, 20:52

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: თუ ახალი არაფერია, დანიელსონის საქართველოში დაბრუნების საჭიროებას ვერ ვხედავ

კრისტიან დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით ორივე მხარემ განაცხადა, რომ ის საკმარისად სრულყოფილი არ არის. კარგი, დადეთ მაგიდაზე ახალი შეთანხმება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

13 აპრილი 2021, 20:49

პოლიტიკა

განხეთქილება „ევროპულ საქართველოში - პარტიას ლიდერები ტოვებენ და მიზეზად აზრთა სხვადასხვაობას ასახელებენ

ლიდერებისგან დაცლილ პარტიაში პარტიულ რღვევაზე გულშემატკივრები საუბრობენ. ამ სტატუსით, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოში“ დაპირისპირება 2018 წლიდან იწყება. ამბობს იმასაც, რომ მისი ქმრის შედარება ლუკაშენკო-სააკაშვილთან არ მოსწონს. ის, ვინც ლიდერთა სამეულში მესამე იყო, ახლა „ევროპულ საქართველოში“ პირველია. ბაქრაძე, უგულავა, ბოკერიას პარტია გიგა ბოკერიას დარჩა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

13 აპრილი 2021, 20:49

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული „ვიზეარისა“ და ყაზახური „ფლაიარისტანის“ რეგულარული ფრენები შესრულდება

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, 18 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ შეასრულებს. აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. „ვიზეარი“ ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

ვიოლა ფონ კრამონი

13 აპრილი 2021, 20:48

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: თუ ხელისუფლება თანახმაა დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერაზე, ეს უნდა გააკეთოს

პოლიტიკურმა ძალებმა უნდა დააფიქსირონ უპირობო თანხმობა დოკუმენტის ხელმოწერაზე. თუ, მაგალითად, მმართველი პარტია თანახმაა ხელმოწერაზე, ეს ძალიან კარგია და მოაწერონ ხელი. ეს უნდა გააკეთონ იმის მიუხედავად, არის თუ არა თანახმა მეორე მხარე. შენ არ უნდა იფიქრო იმაზე, სხვა რას გააკეთებს. თუ სხვა არ მოაწერს დოკუმენტს ხელს, მაშინ იქნება მხოლოდ შენი ხელმოწერა და ეს ფაქტი ყველსთავის ისედაც ბევრისმთქმელი იქნება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

13 აპრილი 2021, 20:41

რეგიონი

ვითარება რიონის ხეობაში. დეტალურად

პოლიციას ისევ გადაკეტილი აქვს გუმათიდან ნამოხვანისკენ მიმავალი გზა, ისევე, როგორც აქციის მონაწილეებს გუმათში, აქტივისტებთან მისასვლელი ბილიკი. ამის მიუხედავად, აქტივისტებმა ნამოხვანისკენ გადაადგილება მაინც სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამიტომ აქციის მონაწილეებმა კომპანია „ენკასკენ“ გადაინაცვლეს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

13 აპრილი 2021, 20:40

ეკონომიკა

ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა

ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge ტექნიკური შეფერხება დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 20:39

ეკონომიკა

18 აპრილიდან Wizz Air საქართველოს ბაზარზე ფრენებს განაახლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

13 აპრილი 2021, 20:38

სამართალი

გიორგი კონდახაშვილი: ნიკა რჩება პოლიტიკურ პატიმრობაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ბრძოლა გრძელდება

„მოსამართლეს ჰქონდა მიღებული დირექტივა და საერთოდ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე გააჟღერა ეს გადაწყვეტილება, რა დირექტივაც ჰქონდა მიღებული. ნიკა რჩება პოლიტიკურ პატიმრობაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

13 აპრილი 2021, 20:34

პოლიტიკა

ნატო: კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე

ნატო კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისის შეხვედრაზე განაცხადა.

რაულ ლომთაძე

13 აპრილი 2021, 20:32

საზოგადოება

ე.წ. კანონიერი ქურდის, რომან ლომთაძის ძმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობას ადასტურებს

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში, რუსეთში მცხოვრები, ქურდულ სამყაროში „მუსუსას“ მეტსახელით ცნობილი, რომან ლომთაძის ძმა, რაულ ლომთაძეც მონაწილეობს. „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი დღეს თავად რაულ ლომთაძეს გაესაუბრა, რომელმაც აქციაში მონაწილეობა მართლაც დაადასტურა და პირად ინტერესებს დაუკავშირა.

არჩილ მაღალაშვილი

13 აპრილი 2021, 20:25

საზოგადოება

არჩილ მაღალაშვილი: რიონის ხეობაში არანაირი ურანის საბადო არ არის

რიონის ხეობაში, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი არანაირი ურანის საბადო არ არის, - ამის შესახებ გეოლოგმა, საბადოების სპეციალისტმა არჩილ მაღალაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. „სამწუხაროდ, ამ ბოლო პერიოდში გავრცელდა ძალიან ბევრი არაპროფესიონალური მოსაზრება, მათ შორის გასულ წელს, აბასთუმანთან დაკავშირებითაც იყო ასეთივე აზრი გავრცელებული, რომ იქაც ურანის საბადო გვაქვსო.