11 აპრილი 2020, 23:42 / სანდო წყარო

ინფექციურმა საავადმყოფომ ის პრეპარატი დაასახელა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტურად პირველად გამოიყენა

ინფექციური

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის სამკურნალოდ ტოცილიზუმაბი პირველად გამოიყენეს ეფექტურად.

ამის მაგალითად ინფექციურ საავადმყოფოს Facebook-ზე განთავსებულ ინფორმაციაში კონკრეტული მაგალითი მოჰყავს.კერძოდ, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში 25 მარტს შევიდა პაციენტი - ე.ბ., 41 წლის ქალი, COVID-19-ის დიაგნოზით (პაციენტი მანამდე ბინაზე მკურნალობდა სამი დღის განმავლობაში).

კლინიკაში შესვლის დროს პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მოთავსდა რეანიმაციის ბლოკში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

სწორედ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ტოცილიზუმაბის გამოყენების თაობაზე. პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა პრეპარატის ორჯერადი გადასხმა 12-საათიანი ინტერვალით, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა.

ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მოკლე დროში შესაძლებელი იქნება მისი კლინიკიდან ბინაზე გაწერა, (SARS-CoV-2 ზე პჯრ კვლევით ორი უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ).

„ეს შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა ტოცილიზუმაბის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ტოცილიზუმაბი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“, - აღნიშნავენ კლინიკის ხელმძღვანელები.

ამასთან, ინფექციურის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტის დასადგენად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემი სწორედ Tocilizumab-ია (Actemra), „რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს COVID-19-ის პათოგენეზში და ამ გზით გააუმჯობესოს დაავადების გამოსავალი.

„2020 წლის 26 მარტს აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გასცა რეკომენდაცია (approval) ტოცილიზუმაბის COVID-19-ით პაციენტებში კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაზე.საქართველოში ტოცილიზუმაბი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (მოზრდილებში) და იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები და შეზღუდვები და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა. ამიტომ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით პაციენტებში, როდესაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობა ნაკლებეფექტიანია. ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში, გამოცდილი სპეციალისტების გადაწყვეტილებით და მეთვალყურეობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 9 ადამიანით გაიზარდა და სულ 242 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 60-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 12:20

ეკონომიკა

„თიბისი“ ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს.

არჩილ თალაკვაძე

14 ივლისი 2020, 12:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე გოცირიძეს: თქვენი დარღვეული კანონების საფასურს საქართველოს მოქალაქეები დღემდე იხდიან

„სტრასბურგის სასამართლომ მილიონობით ჯარიმა დააკისრა სახელმწიფოს და თქვენ როგორ გველაპარაკებით, რომ კანონებს ჩვენ არ ვასრულებთ?!. სანამ ჩვენ დაგვეხმარებით, სჯობს პარტიაში შეაგროვოთ ფული და გადაიხადოთ ის დარღვევები, რომელიც სახელმწიფოს გადასახდელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შორენა კრაველიძე

14 ივლისი 2020, 12:12

საზოგადოება

მარნეულელი შორენა კრაველიძე, რომელიც თანდაყოლილი დაავადების გამო ქვედა კიდურებს ვერ ხმარობს, მაგრამ წარმატებისა და ოპტიმიზმის მაგალითია

„მე თითქოს უკვე არანაირად არ განვიციდი, შეჩვეული ვარ. რაც ძალიან მინდა, ყველაფერი გამომდის. ჩემს შეზღუდვასა და პრობლემას აღარ ვაქცევ ყურადღებას. მთავარია ჯანმრთელობა, კარგად ვიყო, არაფერმა შემაწუხოს და ამ პრობლემას იმდენად შევეგუე, რომ აღარ მაწუხებს არანაირად. ჩვეულებრივად ვრძნობ თავს- ამბობს შორენა კრაველიძე.

14 ივლისი 2020, 12:10

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით კიდევ 6 248 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 739 947-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 175 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 11 614-ს აღწევს. ამასთან, 512 825 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 12:04

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​ევროპარლამენტის ანგარიშში პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველო მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ პირველი ვიზიტი იმართება ბრიუსელში და ეს ვიზიტი დაემთხვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

14 ივლისი 2020, 12:02

სამართალი

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ყვარელში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელში „ოპელის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და სკამზე მსხდომ მოქალაქეებს დაეჯახა. შეჯახების შედეგად შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. რამდენიმე მათგანი კი საავადმყოფოში მიყენებული დაზიანებებით მოხვდა. მედიკოსებით თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

14 ივლისი 2020, 11:53

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად აქცია იმართება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესი დაიწყო. გასაუბრება 2 ვაკანტურ ადგილზე მიმდინარეობს და მასში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობს. დღეს სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი

14 ივლისი 2020, 11:42

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა. სამსახურის ინფორმაციით, მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კონპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

14 ივლისი 2020, 11:37

პოლიტიკა

საქართველომ გაეროში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიში წარადგინა

ეროვნული მიმოხილვა მოიცავს 2015-2019 წლების საანგარიშო პერიოდს და სამთავრობო პროგრამის კვალდაკვალ 3 პრიორიტეტული მიმართულებით წარიმართა: ეკონომიკური განვითარება, ადამიანური კაპიტალის განვითარება/სოციალური კეთილდღეობა და დემოკრატიული მმართველობა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს პროგრესის დეტალური ანალიზი და მიმოხილულია ქვეყნის მიღწევები, საუკეთესო გამოცდილებები და გამოწვევები.

14 ივლისი 2020, 11:33

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. მოწყობილია სპეციალური შტაბი. სამძებრო სამუშაოებში 20 მაშველია ჩართული.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 11:32

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, გიორგი რურუას საქმე არ არის ასახული ევროპარლამენტარების ანგარიშში

რა თქმა უნდა, ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი რურუაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ეს არ არის ასახული ანგარიშში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი კარგი შედეგი იმ თანამშრომლობისა და ურთიერთობის, რაც ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტთან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

დიეგო კოლასი

14 ივლისი 2020, 11:26

პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი: საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში მიღებული კანონის სრულად შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია

მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დებატების გამართვა, რაც საქართველოს წარმატების საწინდარი იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას განუცხადა.

14 ივლისი 2020, 11:10

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი მკურნალობს

„გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში იყო 25 დადასტურებული შემთხვევა, ახალი პაციენტი არ შემოსულა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და დღეს კლინიკაში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

14 ივლისი 2020, 11:09

რეგიონი

დღეიდან 18 ივლისამდე, მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი დაბა მესტიის პოლიციის შენობაში მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სერვისს მიაწვდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი, დღეიდან, 14 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში, დაინტერესებულ პირებს სააგენტოს სხვადასხვა სერვისს მიაწვდის, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად, დაბა მესტიის პოლიციის შენობაში გამოცხადდნენ პირბადით.

ბექა ლილუაშვილი

14 ივლისი 2020, 11:06

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზების შესაძლებლობა

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად, კერძო სექტორისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

მარინა ეზუგბაია

14 ივლისი 2020, 11:04

COVID19

კოვიდინფიცირების ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

„დაგვემატა მხოლოდ 4 ახალი შემთხვევა. ამ მონაცემების საფუძველზე კოვიდცენტრებში 142 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა 4-ვე შემოტანილია. ესენი არიან სატვირთო მანქანის მძღოლები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ნაია რივერა

14 ივლისი 2020, 10:59

კულტურა

გაუჩინარებული ამერიკელი მსახიობი, ნაია რივერა ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობის შვილის თქმით, მათ ერთად ცურვა გადაწყვიტეს, თუმცა დედა ნავში არ დაბრუნებულა. ადილობრივი შერიფის განცხადებით, ეს უბედური შემთხვევაა და არა თვითმკვლელობა. გამოძიების ვერსიით, რივერამ ბავშვის ამოყვანა მოასწრო, საკუთარი თავი კი ვერ გადაარჩინა.

14 ივლისი 2020, 10:45

რეგიონი

ზუგდიდის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. გიგა მანდარია კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს, ქალაქის მერთან, გეგა შენგელიასთან ერთად შეხვდა და დარჩენილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ნათია თურნავა

14 ივლისი 2020, 10:40

ეკონომიკა

ნათია თურნავა: პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშობას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვაგრძელებთ

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიაზე, რაც მოიცავს ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს, როგორც მაკროეკონომიკური ისე ფისკალურ და, რაც მთავარია სექტორულ ნაწილში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების წახალისებას ითვალისწინებს და ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეო კონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

14 ივლისი 2020, 10:35

საზოგადოება

დღეს „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეს „თეკლათის“ სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა.