imedi /  12 აპრილი 2020, 08:54 / სანდო წყარო

აშშ-მა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა

კორონავირუსი

აშშ-მა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით იტალიას გაუსწრო და ახლა პირველ ადგილს იკავებს. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს.

ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსი 529 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 20 608 გარდაიცვალა, 31 988 კი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება იტალიას, იქ 152 271 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 19 468 გარდაიცვალა, 32 534 კი გამოჯანმრთელდა.

11 აპრილს აშშ გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსს დღეში 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 26 მარტს აშშ-მა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

05 აგვისტო 2020, 11:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გვაქვს მოლოდინი რომ დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან ბინძური კამპანია აწარმოონ, ამიტომ არჩევნებზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი უნდა იყოს წარმოდგენილი

ეუთო-ოდირის მისიის წარმომადგენლები პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან. როგორც ანრი ოხანაშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, ყველა იმ საკითხზე ისაუბრებენ, რაც მისიის წარმომადგენლების ინტერესის საგანი იქნება. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი, რათა არჩევნები გამჭვირვალედ წარიმართოს.

05 აგვისტო 2020, 11:13

რეგიონი

ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე რეგიონში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში, საიდანაც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი და „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე ჩავიდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლები გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად იმ დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომლებიც მალე ოპტიკური ინტერნეტით დაიფარება.

მარინა ეზუგბაია

05 აგვისტო 2020, 11:08

COVID19

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან სამის ინფიცირების წყარო უცნობია

15 ახალი შემთხვევიდან 4 არის გაჩიანი, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალი, 4 კონტაქტები ინფიცირებულთან, 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

05 აგვისტო 2020, 10:53

საზოგადოება

გორის პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალურ პროგრამას ახორციელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გორის პროფესიულ კოლეჯში „განთიადი“ აგრარული მიმართულების დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩართულ პარტნიორ დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არსებული თანამშრომლობის შეფასება, სამომავლო გეგმების განხილვა და ახალი დუალური პროგრამების დანერგვის საჭიროებებზე მსჯელობა.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2020, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით

2012 წლის შემდეგ განვლილი წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები ყველა მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული პრობლემები და გამოწვევები რჩება. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

05 აგვისტო 2020, 10:41

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 გუშინდელი დადასტურებულის შემთხვევის, 51 წლის კაცის კონტაქტია და 2 კი თურქი მძღოლი, რომლებიც თავიანთი სურვილით მკურნალობას თურქეთში გააგარძელებენ.

05 აგვისტო 2020, 10:34

საზოგადოება

აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი და საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს თბილისში გამართულ მაღალი დონის საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრა გახსნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში, ვაჰაგ მურადიანმა.

05 აგვისტო 2020, 10:29

რეგიონი

ნუნუ მიცკევიჩი აჭარის რეგიონში სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან მერაბ ხალვაშთან ერთად აჭარის რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები დაათვალიერა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიცკევიჩი მათ მიღწევებს გაეცნო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან იმ საჭიროებებზე იმსჯელა, რაც მეცნიერების განვითარებისთვის აუცილებელია.

ანრი ოხანაშვილი

05 აგვისტო 2020, 10:19

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში არჩევნები გამჭვირვალე, სამართლიან და მაღალი დემოკრატიის პირობებში ჩატარდეს

„ჩვენ მათ მივაწვდით ყველა იმ ინფორმაციას რომელიც მათი ინტერესის საგანია და შევთავაზებთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი. ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ მაღალი რეიტინგის პირობებში, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს, რაც შეიძლება გამჭვირვალედ წარიმართოს საარჩევნო პროცესი, რადგან გვაქვს მოლოდინი, რომ დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან ბინძური კამპანია აწარმოონ და შესაბამისად ამისთვის გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების, ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2020, 10:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ არ არის მწვავე კრიტიკოსი, არამედ დესტრუქციული და ანტისისტემური პოლიტიკური ძალაა

„ეს არჩევნები იქნება საკვანძო იმ თვალსაზრისით, რომ სივრცეს, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად იკავებდა, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კვლევებში ისევ ჩანს, რომ მეორე ადგილს კვლავ ,,ნაციონალური მოძრაობა" იკავებს, თუმცა ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტად იზრდება დაშორება „ქართულ ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგებს შორის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

05 აგვისტო 2020, 09:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე ახლახან განახლდა.

05 აგვისტო 2020, 09:44

სამართალი

პოლიციამ თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. მას ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტივენ უომაკი

05 აგვისტო 2020, 09:31

პოლიტიკა

სტივენ უომაკი: 12 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და კრემლი, მსგავსი სახის აგრესიულ აქტებს კვლავ ახორციელებს ევროპაში

რესპუბლიკელი კონგრესმენი არკანზასის შტატიდან, სტივენ უომაკი 2008 წლის აგვისტოს ომს Twitter-ზე ეხმიანება. „12 წლის წინ, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და კრემლი, მსგავსი სახის აგრესიულ აქტებს კვლავ ახორციელებს ევროპაში. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ააშენეს ძლიერი პარტნიორობა და დემოკრატიის გზაზე ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ჩვენ ყოველმხრივ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის აგრესიას“, - წერს კონგრესმენი.

ჯონ კატკო

05 აგვისტო 2020, 09:15

პოლიტიკა

ჯონ კატკო: რუსეთის შეჭრა განხორციელდა არამხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ საქართველოს კიბერსივრცეშიც, ჩვენი მოკავშირის მზადყოფნის გაძლიერება დახმარების გაწევით უნდა მოხდეს

რესპუბლიკელი კონგრესმენი ნიუ-იორკის შტატიდან, ჯონ კატკო, 2008 წლის აგვისტოს ომს Twitter-ზე ეხმიანება: „ამ კვირაში აღინიშნება რუსეთის საქართველოში შეჭრის მე-12 წლისთავი. საქართველოს ტერიტორიის შემდგომი ანექსია და მიმდინარე ოკუპაცია წარმოადგენს მკაფიო შეხსენებას უცხოეთში, ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროების შესახებ, რომელთაგან ბევრი დამოკიდებულია შეერთებული შტატების დახმარებაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან ბრძოლაში“, - წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელში.

გიორგი გორგასლიძე

05 აგვისტო 2020, 09:01

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი თვე გიორგი გორგასლიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რაგბის კავშირს მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში, გიორგი გორგასლიძე უხელმძღვანელებს. გამგეობის წევრებმა გოჩა სვანიძის განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილეს, უფლებამოსილება შეუჩერეს და კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გორგასლიძე დაამტკიცეს, რომელიც აქამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.

05 აგვისტო 2020, 08:49

რეგიონი

ლაგოდეხის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. პარალელურად, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.

05 აგვისტო 2020, 08:39

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ის ექსპერტების ჩართვის საკითხზე დღეს შსს-ში ოჯახის წევრებთან შეხვედრა გაიმართება

თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის გადაწყვეტილებით, შსს-ში საქმეში FBI-ის ექსპერტების ჩართვის საკითხზე შეხვედრა დღეს 11:00 საათზე გაიმართება. ეს ბაჩალიაშილის მშობლების კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა. მანამდე ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტიდან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

05 აგვისტო 2020, 08:23

საზოგადოება

დღეიდან საქართველოსა და ლატვიას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დღეიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენები უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.

მცხეთის რაიონული სასამართლო

05 აგვისტო 2020, 08:14

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება. სხდომა გასულ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო. გადაისინჯა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და ძალაში დარჩა.

05 აგვისტო 2020, 08:06

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავდა 4 000 ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000 ადამიანი. ინფორმაციას aljazeera ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.