imedi /  12 აპრილი 2020, 18:30 / სანდო წყარო

ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გულის ქრონიკული უკმარისობით მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც კლინიკა დროებით დაიხურა

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ჰოსპიტალი დროებით დაიხურა. პაციენტი კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს.

ჰოსპიტალის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკა სანიკიძემ განაცხადა, რომ პაციენტს არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი ინფიცირებულთან და დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ მიუღიათ შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო კორონავორუსი დაუდასტურდა, ჩატარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხიც იყო ნეგატიური.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტი გამოიკვლიეს არა იმიტომ, რომ რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, არამედ იმის გამო, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა.

„ჩვენთან შემოვიდა პაციენტი, 72 წლის ქალი, 6 აპრილს, გულის ქრონიკული უკმარისობით, ფილტვებში შეგუბებით, მუცლის ღრუში შესაბამისად სითხით, ჰიდროთორაქსით, ტკივილით და ა.შ. სუნთქვის უკმარისობით, რაც ახასიათებს გულის ქრონიკულ უკმარისობას და მის გამწვავებას.

ჩატარდა შესაბამისად პროტოკოლის მიხედვით კარდიალურად, რა თქმა უნდა, ყველაფერი. არ ჰქონდა ცხელება და ჰქონდა მკაფიოდ გამოხატული თავის ძირითადი დაავადება, ეს არის ასევე შაქრიანი დიაბეტი, გარდა კარდიალურისა. სამწუხაროდ, დიაბეტის გამო აქვს სიბრმავე.

ბუნებრივია ქალი იყო სარეანიმაციო. გაიარა ტრიაჟი. ვინაიდან არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდა არანაირი შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კოვიდინფექცია, სწრაფი ტესტით იყო ნეგატიური. ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმ ტრიაჟის დარბაზიდან გადავიდოდა ინფექციურში. ბუნებრივია, მოთავსდა ძირითადი დაავადებით და წავიდა კარდიალური და თანმხლები პათოლოგიების მკურნალობა.

მის მეუღლეს დაუდგინდა „კოვიდ 19“ და ეს როგორც კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პროტოკოლის მიხედვით გამოიკვლია. კონტაქტი რომ მოიძია, სახლში არ დახვდათ, დახვდათ კლინიკაში გადაყვანილი. ვინაიდან ის დაავადების ცენტრმა გამოიკვლია, როგორც კონტაქტი, გამოიკვლია არა სწრაფი ტესტით, არამედ გამოიკვლია „პისიარ“ მეთოდით ანუ ძირითადი, ოქროს სტანდარტით.

მინდა გითხრათ, რომ ტესტის სპეციფიურობა და სენსისტიურობა, ანუ მგრძნობელობა და ფასეულობა არ არის 100%-იანი სწრაფი ტესტით. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც სწრაფი ტესტით ნეგატიურია, მაგრამ „პისიარით“, ანუ ოქროს სტანდარტით არის დადებითი. სწორედ ეს მოხდა. ჩვენ სწრაფი ტესტით გვქონდა ნეგატიური. დღეს მოვიდა ლუგარიდან პასუხი დადებითი

ქალის მეუღლეს ორივე ქვემო კიდური აქვს ამპუტირებული, ის იყო სახლში, არ ვიცი ვინ შეუტანა და დააინფიცირა ეს ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ველოდებით პასუხს, ვისგან შეიძლება იყოს ინფიცირებული“, - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, კლინიკის ადმინისტრაციამ სია შეადგინა, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა ამ პაციენტს. ეკა სანიკიძის ინფორმაციით, ასეთი სია მცირეა, რადგან კლინიკას რეანიმაციის მიმღები პერსონალი სხვა პერსონალისგან ერთმანეთისგან გამოყოფილი ჰყავს.

ამ დროისთვის კლინიკა დახურულია. სანიკიძის თქმით, როგორც კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეტყვით, რომ შეუძლიათ კლინიკა გახსნან, ჰოსპიტალი გაიხსნება. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 63 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

21 აპრილი 2021, 12:49

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,271 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,727,125-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

21 აპრილი 2021, 12:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა განმარტა რა დრო დასჭირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას

„ეს შეეხება როგორც ნიკა მელიას, ისე მასთან ერთად ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებს, ასევე პოლიციელებს“, - განმარტა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

21 აპრილი 2021, 12:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის გარკვეულწილად

მიკვირს, რომ ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“, ვინც მის გარშემო არიან შემოკრებილნი უარს აცხადებენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც ევროკავშირი დგამს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დაეთანხმება თუ არა ამნისტიას.

21 აპრილი 2021, 12:24

სამართალი

სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ნ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

21 აპრილი 2021, 12:24

ეკონომიკა

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ხვალ ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართება

ორგანიზატორთა განცხადებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში იხსნება ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენა. ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კომპეტენციები დასაქმებისათვის” ფარგლებში World Vision საქართველოს მიერ ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან" (APD) ერთად. ღონისძიების პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN).

21 აპრილი 2021, 12:18

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარეკ შჩიგელთან გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში. მან მისიის ხელმძღვანელს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

თამთა მეგრელიშვილი

21 აპრილი 2021, 12:15

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს

​„ნიკა მელიამ თქვა გუშინ, ჩემით ივაჭრეს და შეურაცხყოფილი ვარო. კი, შეურაცხყოფილი უნდა იყოს ნამდვილად, ოღონდ იმიტომ კი არა რომ ვინმემ ივაჭრა, იმიტომ რომ სააკაშვილმა გამოიყენა, მოექცა როგორც დასაქოქ თოჯინას და მერე უცებ შეუცვალა პოზიცია, ხელი მოვაწეროთო ნაცებს უთხრა. ამიტომ ნიკანორ, სადაც ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობ, იქ წესით შენს პატივს და ღირსებას არც „ოცნების“ მიერ გადმოგდებული ამნისტია და შეწყალება უნდა ეკადრებოდეს. დარჩი ციხეში და ვაჟკაცურად მოიხადე ეგ სასჯელი, ან არადა გმირობანას თამაშს თავი დაანებე და საქმე იმას გაურჩიე, ვინც ამ დღეში ჩაგაგდო!“, - წერს თამთა მეგერლიშვილი.

21 აპრილი 2021, 12:12

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, თ.ი. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 აპრილი 2021, 12:09

COVID19

სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა. საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვირუსის შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი გამოუვლინდა ამავე სოფლის საჯარო სკოლის ორ მასწავლებელსა და დამლაგებელს. სკოლა სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს.

21 აპრილი 2021, 11:58

მსოფლიო

ახალ სამხრეთ უელსში 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს

ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროსთან 271-კილოგრამიანი თინუსი დაიჭირეს, რაც სავარაუდოდ ახალი რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაციას Lad Bible-ი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინა რეკორდის შემთხვევაში 148-კილოგრამიანი თევზის დაჭერა მოხერხდა, თუმცა ამ შემთხვევაში მეთევზეებმა 123 კილოგრამით უფრო მძიმე თინუსის დაჭერა მოახერხეს.

ანრი ოხანაშვილი

21 აპრილი 2021, 11:52

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არ გამიკვირდება, თუ მელია უარს იტყვის ამნისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს

ნიკა მელია ევროკავშირის გირაოზე უარს ამბობს, არ გამიკვირდება, თუ უარს იტყვის ამნისტიაზე იმ მოტივით, რომ მას „ოცნების“ საპატიებელი არაფერი სჭირს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

21 აპრილი 2021, 11:43

რეგიონი

ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას დეტალურად გამოიკვლევენ და არეალს ნარჩენებისგან დაასუფთავებენ

ზღვისპირა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ. სწორედ ამას ეხება მემორანდუმი რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმდა.

21 აპრილი 2021, 11:41

რეგიონი

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ

დირბი-ტახტისძირის მონაკვეთზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ. ბოლო დღეებში მათ რამდენიმე ხის საყრდენი ბოძი დაამონტაჟეს. ბოძები 400 მეტრის სიგრძეზეა განთავსებული უკვე არსებული ე.წ. სასაზღვრო ბანერებიდან რამდენიმე მეტრში. ამ მონაკვეთზე 2012 წლიდან მოყოლებული სულ 3 ბანერია დამონტაჟებული.

მამა დანიელი; მეუფე სტეფანე

21 აპრილი 2021, 11:41

რეგიონი

სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფე სტეფანეს კარი დაკეტილი დახვდა

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება. მორიგი დაპირისპირება ამჯერად სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა. სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები, ასევე მრევლის ნაწილი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ.

თორნიკე რიჟვაძე

21 აპრილი 2021, 11:36

COVID19

თორნიკე რიჟვაძე: შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება

„დღეს გვექნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრული ლოკდაუნები არ განიხილება. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები“, - განაცხადა რიჟვაძემ

სუპერლიგა

21 აპრილი 2021, 11:29

სპორტი

ევროპის სუპერლიგა ოფიციალურად შეჩერებულია

ინგლისური კლუბების მიერ სუპერლიგის დატოვების შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა პროექტი ოფიციალურად შეაჩერეს.

21 აპრილი 2021, 11:25

COVID19

ჯანმო: გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

21 აპრილი 2021, 11:24

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,033 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,033 ადამიანს დაუდასტურდა, 25 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 210,518 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,944 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 190,271.

21 აპრილი 2021, 11:21

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 12,162 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12,162 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 429 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1,974,118 შემთხვევა დადასტურდა, 40,796 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1,514,472 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ლევან მახალდიანი

21 აპრილი 2021, 11:20

COVID19

ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი განმარტავს, რომელი პაციენტები იმყოფებიან თრომბოზის მაღალი რისკის ქვეშ

„დიდი ხანია ცნობილი, ვინ არის თრომბოზის მაღალი რისკის ქვეშ. ბევრ კლინიკას აქვს სპეციალური კითხვარი. ყველა პაციენტი, რომელიც სტაციონარში ხვდება, აუცილებლად უნდა შეფასდეს. ეს კოვიდპანდემიამდეც ასე იყო. კითხვარის შევსების შედეგად შეგვეძლო, პაციენტი მიგვეკუთვნებინა თრომბოზის მაღალ რისკს. ასეთ შემთხვევაში პაციენტს სისხლის გამათხელებლებს უკეთებენ, მიუხედავად იმისა ანალიზებში, კოაგულოგრამაში, პროთრომბინის ინდექსი ან დედიმერი ექნება მაღალი თუ არა. ეს მაჩვენებლები საერთოდ არ არის საჭირო, რომ პაციენტი ასეთ რისკს მიაკუთვნო.