imedi /  13 აპრილი 2020, 16:42 / სანდო წყარო

ექსპერტის აზრით, 2003 წელს ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსული ინფექციები ღამურასთან კონტაქტს უკავშირდებოდა

„კვირის პალიტრამ“ კორონავირუსთან დაკავშირებით ინფექციური დაავადებების, მოლეკულური ეპიდემიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის ექსპერტს მამუკა კოტეტიშვილს ჩამოართვა ინტერვიუ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში მუშაობდა. კერძოდ, ის მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის კათედრის ასისტენტ-პროფესორი იყო.

2007 წელს ცნობილ ამერიკულ ჟურნალში „კლინიკური მიკრობიოლოგია“, რომლის სარედაქციო საბჭოს წევრი და რეცენზენტი მამუკა კოტეტიშვოლიც იყო, გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ ჩინეთში ღამურებისა და ეგზოტიკური ცხოველების საკვებად მოხმარება კორონავირუსის ინფექციების აღმოცენების საფრთხეა.

„ეს გახლდათ მწვავე რესპირატორული სინდრომის გამომწვევი კორონავირუსების შესახებ სამეცნიერო ცოდნის მიმოხილვა. ამ სტატიაში განსაკუთრებით აღნიშნული იყო ბიოუსაფრთხოების ზომების სიმწირე ჩინეთის ე.წ. სველ ბაზრებში,­ საიდანაც, ფაქტობრივად, გავრცელდა კორონავირუსი 2003 წელს. ამ ბაზრებში დღესაც ვაჭრობენ ცოცხალი ცხოველებით, მათ შორის - ეგზოტიკურითაც. 2003 წელს ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსული ინფექციები უკავშირდებოდა ღამურასთან კონტაქტს, რამაც შემდგომ (2019 წელს), ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შედეგად, 26 ქვეყანაში 8000-ზე მეტი ადამიანი დააინფიცირა. მაშინდელი პუბლიკაციის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ SARS-CoV-ის მსგავსი ვირუსების ფართო რეზერვუარი ღამურებში და ეგზოტიკური ცხოველების საკვებად მოხმარების კულტურა ერთად არის ბომბი მომავალში კორონაინფექციების ასაფეთქებლად. ჩინეთში ეს გაფრთხილება უყურადღებოდ დარჩა, რაც დღეს ძალიან ძვირად უჯდება მთელ მსოფლიოს“- აცხადებს კოტეტიშვილი.

როგორც ექპერტი ამბობს, დღეს განსაზღვრულია კორონავირუსის 3000-ზე მეტი გენოტიპი. ასევე დადგენილია სხვადასხვა ზედაპირზე კორონავირუსის შტამების სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობაც.

კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა ვირუსი ქარითაც გავრცელდეს, მამუკა კოტეტიშვილის მოსაზრება ასეთია: თუ გავითვალისწინებთ გარემო ფაქტორების მიმართ კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობას, ვფიქრობ, აეროზოლების დალექვის შემდეგ ის მტვერთან ერთად შეიძლება გავრცელდეს, თუმცა, ძნელი სათქმელია, როგორია­ ამ გზით ინფიცირების რისკი. ამის შესახებ ცნობები ჯერ არ მოიპოვება, მაგრამ ამ რისკს აშშ-ის ზოგიერთი ცნობილი მეცნიერიც არ გამორიცხავს.

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ არაორგანიზებული ვაჭრობა ან ინფიცირებულის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა შეიძლება დაავადების გავრცელების მიზეზი იყოს, ის მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი­ არ არის სურსათისმიერი პათოგენი, ამ აგენტით დაბინძურებული სურსათის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს დაინფიცირება.

„სურსათისმიერ გავრცელებაზე ინფორმაცია არ მოგვეპოვება, თუმცა, ვფიქრობ, ამ გზით ინფიცირების რისკი (შეიძლება დაბალი) მაინც არსებობს. რაც შეეხება პროდუქტის გარეცხვას საპნითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით, ასე შეიძლება გაირეცხოს მხოლოდ სქელკანიანი ხილი ან ბოსტნეული, რომელთაც შემდეგ გავთლით. სხვაგვარად, შეიძლება ქიმიური ნაერთი აკუმულირდეს პროდუქტის ზედაპირზე და მისმა მოხმარებამ კორონაინფექციაზე მეტი ზიანი მოგვაყენოს“- აცხადებს მამუკა კოტეტიშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 21:48

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 894 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 894 043 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:44

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 95 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 342 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:39

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 40 ადამიანი გარდაიცვალა.

შსს

23 აპრილი 2021, 21:34

სამართალი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

ჯო ბაიდენი

23 აპრილი 2021, 21:33

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სფეროში პროდუქტიულად თანამშრომლობა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და რუსეთი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ითანამშრომლებენ.

ცესკო

23 აპრილი 2021, 20:46

პოლიტიკა

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.

ჯინ შაჰინი

23 აპრილი 2021, 20:43

პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის

მსურს საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მივულოცო, თუმცა მძიმე სამუშაო ახლა იწყება, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

23 აპრილი 2021, 20:43

რეგიონი

აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდში, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ქალაქის მერი გიორგი შენგელია და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

23 აპრილი 2021, 20:42

სპორტი

ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრი 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. გადაცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.

ნუგზარ წიკლაური

23 აპრილი 2021, 20:35

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: არ გვინდა, რომ ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან დაკავშირებით გამონათქვამებთან რაიმე კავშირი გვქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მის პარტიას არ სურს, რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ გამონათქვამებთან, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

რონ ჯონსონი

23 აპრილი 2021, 20:27

პოლიტიკა

რონ ჯონსონი: მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკელი სენატორი, რონ ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

დავით ზალკალიანი

23 აპრილი 2021, 20:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ნიკა მელია იქნება თავისუფალი

შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა. „თუ მათ ეს სურთ, ეს ყველაფერი შეთანხმებაშია და შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ის იქნება თავისუფალი. ეს ქმედება ყოვლად წარმოუდგენელია და ვფიქრობ, არის აშკარა მცდელობა შეთანხმების გადასინჯვის, რასაც არავინ დაეთანხმება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შალვა პაპუაშვილი

23 აპრილი 2021, 20:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ ცდილობენ დაფარონ ის, რასაც ნათელაშვილი პირდაპირ ამბობს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ანტიდასავლურ განცხადებებს გამოეხმაურა.

ჯიმ რიში

23 აპრილი 2021, 20:19

პოლიტიკა

ჯიმ რიში: საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად

საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ჯიმ რიშმა.

არჩილ თალაკვაძე

23 აპრილი 2021, 20:19

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გუშინ „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან

გუშინ ტელეკომპანია „ტვ პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ წინა თვეებში გაკეთებული მცდარი და უსაფუძვლო განცხადება, თითქოს ჩემი ძმა რაიმე შემხებლობაშია მასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

23 აპრილი 2021, 20:06

მსოფლიო

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ივნისში ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირი-აშშ-ის სამიტი ივნისში ბრიუსელში გაიმართება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ნიკა მელია

23 აპრილი 2021, 20:01

COVID19

ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომლის ადვოკატ ბექა ბასილაიას დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ imedinews-ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

23 აპრილი 2021, 19:58

პოლიტიკა

სენატორებმა რიშმა, შაჰინმა და ჯონსონმა 19 აპრილის შეთანხმების სრულად შესრულების მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

დავით თვალაბეიშვილი

23 აპრილი 2021, 19:40

ეკონომიკა

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიაზე მოთხოვნას 100%-ით ვერ დავიკმაყოფილებთ, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს - დღეს არსებული 35% საგანგაშოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა მონაწილეობა მიიღეს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო ონლაინ დისკუსიაში, რომელშიც გამახვილდა ყურადღება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის მიღების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე.