imedi /  13 აპრილი 2020, 15:37 / სანდო წყარო

კელი დეგნანი: საქართველოში კორონავირუსთან საბრძოლველად USAID-ი $1.1 მილიონს გამოყოფს

კელი დეგნანი

კელი დეგნანი

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ახალი პროგრამისთვის 1.1 მილიონ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საელჩო Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

საელჩოს ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ ელჩი კელი დეგნანი COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე საუბრობს.

ელჩი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის მიმდინარე კრიზისთან ბრძოლაში. მან ისაუბრა ამერიკელი ხალხის $140 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარებაზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოსთვის უნარიანი, მტკიცე და პროფესიონალური ჯანდაცვის ეროვნული სისტემის შექმნისკენ. ასევე, ელჩმა აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უახლესი დახმარება, $1.1 მილიონი, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება. ეს ყურადრებით შერჩეული დახმარებაა, რომელიც საქართველოს მთავრობის, მოქალაქეების, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სხვა დონორების მნიშვნელოვან საქმიანობას შეემატება.

საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2021, 11:55

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.66 %-ია

12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.46%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.58 %.

13 აპრილი 2021, 11:53

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 10 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 294 ადამიანი გარდაიცვალა.

დავით მათიკაშვილი

13 აპრილი 2021, 11:48

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან მათი ბელადის დირექტივებით არ იხელმძღვანელებს და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია. „თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კიევიდან მათი ბელადის დირექტივებით არ იხელმძღვანელებს და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს, ცხადია მოლაპარაკება მათთანაც შესაძლებელია, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი

13 აპრილი 2021, 11:45

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მაქვს მოლოდინი, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო საქმიანობის დაწყების შესახებ

მოლოდინი მაქვს, რომ რადიკალურ ოპოზიციაშიც გამოჩნდებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ან ინდივიდუალურად ან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ საკანონმდებლო საქმიანობა დაიწყონ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

13 აპრილი 2021, 11:44

ეკონომიკა

საქსტატი: მარტში ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა

ექსპორტის ზრდა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე. ამასთან, მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც.

გიორგი ამილახვარი

13 აპრილი 2021, 11:36

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან რიგ საკითხებზე მოლაპარაკება შედგეს

„ამ დღეებში მიმდინარეობდა ელჩებთან შეხვედრები, როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების. არის გარკვეულ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა და შემიძლია, გითხრათ, რომ ვფიქრობ, უახლოეს დღეებში შესაძლებელია, გარკვეულ ოპოზიციურ სპექტრთან მაინც რიგ საკითხებზე შედგეს მოლაპარაკების პროცესი, იმ საკითხებზე, რომლებიც ბატონმა დანიელსონმა დააყენა“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

სერგო ჩიხლაძე

13 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: შეთანხმების დოკუმენტში, შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი ხუთივე პუნქტი უნდა აისახოს

პოლიტიკური დიალოგის წარმართვისთვის მხარეთა პოზიციები შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ისაუბრა. „ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ დიპლომატებთან და მათი პოზიციაც არის, რომ ხუთივე პუნქტი, რომელიც ჯერ კიდევ შარლ მიშელის, ღარიბაშვილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ არის ხელმოწერილი, ხუთივე პუნქტი უნდ იყოს ასახული“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

შალვა პაპუაშვილი

13 აპრილი 2021, 11:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ

ჩვენი ევროპელი კოლეგები ძალისხმევას არ იშურებენ ოპოზიციის დასარწმუნებლად, რომ მნიშვნელობა აქვს კონსენსუსსა და შეთანხმებას, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ჩვენი ოპონენტები შეთანხმებასა და დათანხმებას შორის სხვაობას ვერ ხედავენ. მათ სურთ, რომ დავეთანხმოთ ყველაფერში და არა ის, რომ შევთანხმდეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

13 აპრილი 2021, 11:27

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მათ არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, არც რიგგარეშე, არც მორიგი და არც განმეორებითი

ამათ არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, არც რიგგარეშე, არც მორიგი და არც განმეორებითი, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, რომ დაძაბულობა პიკამდე მიიყვანონ, რათა შემდგომ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები განავითარონ.

გიორგი კონდახაშვილი

13 აპრილი 2021, 11:25

სამართალი

ადვოკატი: ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, რადგან არ არსებობს რისკი იმისა, რომ მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს

ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მასთან მიმართებით უნდა გაუქმდეს ყველა აღკვეთი ღონისძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა.

სალომე სამდაშვილი

13 აპრილი 2021, 11:22

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მზად ვართ მოლაპარაკებები გავაგრძელოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არიან. მისივე თქმით, მოლაპარაკების პუნქტებთან მიმართებით მათი პოზიცია უცვლელია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2021, 11:15

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთი მზად არის, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

13 აპრილი 2021, 11:07

სამართალი

შსს-მ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოვლინდ

13 აპრილი 2021, 11:00

რეგიონი

ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრების გადაადგილება იყოს უსაფრთხო.

ზაალ ანჯაფარიძე

13 აპრილი 2021, 10:58

საზოგადოება

ზაალ ანჯაფარიძე ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტზე: 169 დღე რომ ვიჯდე კარავში, არსებობისთვის ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „ერთი კითხვა მაქვს. პროტესტის ნიშნად 169 დღე ვიჯდე კარავში, არ ვმუშაობდე, შემოსავალს არ ვიღებდე, მაგრამ არსებობა, ჭამა -სმა და სხვა რამ ხომ მჭირდება? ამას კი სჭირდება ფული. ვინ უნდა გადამიხადოს და საიდან?“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ალესანდრა გალონი

13 აპრილი 2021, 10:57

მსოფლიო

პირველად Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში მთავარ რედაქტორად ქალი დაინიშნა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ალესანდრა გალონი ახალ მთავარ რედაქტორად დაასახელა. ალესანდრა გალონი Reuters-ის 170-წლიან ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს.

13 აპრილი 2021, 10:54

თავდაცვა

მეორე განახლებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაპირებისამებრ, პირველი მოდერნიზებული თვითმფრინავის სუ-25-ის რემონტის შემდგომი პირველი საგამოცდო ფრენა 6 მარტს განხორციელდა, ხოლო მეორე საფრენი აპარატის გამოცდა დღეს მოხდა.

13 აპრილი 2021, 10:51

რეგიონი

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

რუსთავში, 80 ოჯახს, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს მთავრობამ მიიღო და საცხოვრებელი ფართები, აღნიშნულ ოჯახებს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცათ.

13 აპრილი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 756 თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

13 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.