imedi /  13 აპრილი 2020, 16:13 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: გუშინ არაერთ ადგილას დაირღვა შეზღუდვები, რაც არის მიუღებელი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

მოვუსმენთ ყველას, მოვუსმენთ ეკლესიის წარმომადგენლებს, ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. სწორედ ამას სჭირდება კონსულტაციები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შემდგომ დღეებზე, არა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზეა საუბარი, არამედ მის წინა დღეებზეც. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება საერთო ინტერესებს და საერთო ინტერესი არის ის, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საგანგებო რეჟიმის კონკრეტული წესები არის გაწერილი, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს დისტანცია ადამიანებს შორის შეკრების და თავშეყრის დროს. მისივე თქმით, ეს წესები უნდა იყოს დაცული ნებისმიერ დროს.

„ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება, როდესაც არაერთ ადგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები, რაც არის მიუღებელი და ასეთ დროს, რასაკვირველია, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება. სადაც იქნება საგანგებო რეჟიმის დარღვევა, იქ ბუნებრივია მოხდება რეაგირება და რეაგირების ზომაც არის გაწერილი შესაბამის სამართლებრივ აქტებში. რაც შეეხება მომდევნო დღეების განმავლობაში იმას, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესები, ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 266 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

23 აპრილი 2021, 14:12

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება, ერთმანეთის გვერდში დგომით წელს მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ

ეს პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთავრდება. ჩვენ ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით წელს უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60%, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ივლისის თვისთვის საჭიროა დღიურ 10,000-12,000 აცრამდე ასვლა, რაც საჭირო მიზნამდე მიგვიყვანს.

მიხეილ სარჯველაძე

23 აპრილი 2021, 14:12

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც დოკუმენტი პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესად არის აღიარებული, ამ ფონზე ახალი დისკუსიების გახსნა მიმართულია დესტრუქციული დღის წესრიგის შენარჩუნებისკენ

შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტში ყველა დარღვევაზეა საუბარი. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ფარგლები და შინაარსი მკაფიოდ განსაზღვრულია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

23 აპრილი 2021, 14:05

რეგიონი

ჭალადიდის დამშრობი მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივნისში დასრულდება.

23 აპრილი 2021, 13:59

რეგიონი

გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებმა ოჯახებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს

გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებმა ოჯახებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი წლების განმავლობაში სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, დიდმა ნაწილმა სასამართლოს გზით მოახერხა მიწების დარეგისტრირება, დაახლოებით 40 % კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. ისინი აჭარის მთავრობას პროცესის დაჩქარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის სახლთან აქციებს აანონსებენ.

23 აპრილი 2021, 13:57

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი ლიეტუვის ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ლიეტუველ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.

გურამ მაჭარაშვილი

23 აპრილი 2021, 13:55

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფაქტიური ლიდერი ცდილობენ ეს შეთანხმება ვერ შესრულდეს

საერთაშორისო დიპლომატიურ ენაზე სხვანაირად ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგები ვერ ეტყვიან ოპონენტებს, რომ როდესაც იღებ ვალდებულებას საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ის უნდა შეასრულო ისე როგორც იღებ ვალდებულებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

23 აპრილი 2021, 13:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.

თამარ გაბუნია

23 აპრილი 2021, 13:51

COVID19

თამარ გაბუნია: ჯერჯერობით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის

აღდგომის დღესასწაულამდე გარკვეული დროა დარჩენილი და ჩვენ დაველოდებით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია როგორ განვითარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

23 აპრილი 2021, 13:49

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებული ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებს წიგნები აჩუქა

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კამპანიის #აჩუქეწიგნის ფარგლებში, ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, საჩუქრად წიგნები გადასცა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასკოლო, მხატვრული და ილუსტრირებული გამოცემები მინისტრისგან საჩუქრად მიიღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებმა, ასევე მოზარდებმა, რომლებიც იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობენ და არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში საქართველოს მასშტაბით.

23 აპრილი 2021, 13:41

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა. მანამდე ვაქცინაციის ჩატარება რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იყო შესაძლებელი. ასევე ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიალიზის და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის დეპარტამენტიც დაათვალიერა.

პაატა მანჯგალაძე

23 აპრილი 2021, 13:37

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ყველაზე რეალისტური მოცემულ სიტუაციაში არის ამნისტია

არავინ არ აპირებს მელიასა და იმ ადამიანების გაიგივებას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა მათთან ვინც თვალი დათხარეს. თვალის დათხრაზე არსებობს კონვენციით დაცული მუხლები და ყველა ამ ადამიანზე ვერანაირად ვერ გავრცელება ამნისტია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

23 აპრილი 2021, 13:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში მისიას ამთავრებს და სამშობლოში ბრუნდება.

ეკატერინე ტიკარაძე

23 აპრილი 2021, 13:33

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელებთ თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს

„ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ორშაბათს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

23 აპრილი 2021, 13:29

სამართალი

დაზვერვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. სამსახურის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

ალეკო ელისაშვილი

23 აპრილი 2021, 13:26

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ნათელაშვილის განცხადებაზე: როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, რომ არ ყოფილიყვნენ დავხოცავდით ერთმანეთს

ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება. ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი კელი დეგნანთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, რომ არ ყოფილიყვნენ ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს „დახოცავდა“.

ნიკოლოზ სამხარაძე

23 აპრილი 2021, 13:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებისთვის, საქართველო ევროკავშირისგან მეტ მხარდაჭერას მიიღებს

„შორსმჭვრეტელი, იმედისმომცემი და პოზიტიური საუბრები მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და საქართველოს ათეულობით მეგობართან - BRX-ის პოლიტიკურ სპექტრთან, ბოლო 4 დღის განმავლობაში. ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებისთვის, საქართველო ევროკავშირისგან მეტ მხარდაჭერას მიიღებს“ - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

დავით ზალკალიანი დმიტრო კულება

23 აპრილი 2021, 13:20

პოლიტიკა

დმიტრო კულება: უკრაინა და საქართველო შავი ზღვის რეგიონში ნატოს წამყვანი პარტნიორები არიან

უკრაინა და საქართველო შავი ზღვის რეგიონში ნატოს წამყვანი პარტნიორები არიან, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

სალომე ზურაბიშვილი
მაია სანდუ

23 აპრილი 2021, 13:20

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

„მხარეებმა მოლდოვაში არსებული კომპლექსური პოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები მოიძებნება და საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საერთო მიზნებისა და პროექტების განსახორციელებლად ერთობლივი მუშაობის დაწყებას შეძლებენ. საუბარი ასევე შეეხო კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციას. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრეზიდენტი სანდუ საქართველოში დაპატიჟა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

23 აპრილი 2021, 13:17

სპორტი

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. თასის ამ სტადიაზე მყოფი 16 გუნდიდან, 7 კრისტალბეთ ლიგის, 6 კრისტალბეთ ლიგა 2-ის, 2 ლიგა 3-ის და 1 ლიგა 4-ის წარმომადგენელია. ყველა შეხვედრა 19 მაისს გაიმართება და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირების შედეგად გაირკვევა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 აპრილი 2021, 13:16

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო სექტორი გადატვირთულია

ასევე მიმდინარეობს როგორც ჟანგბადის მოცულობების სრული მობილიზაცია, ასევე მედიკამენტების. სექტორში ამ მხრივ სრული მზაობაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმის ჩანაცვლება და გადატვირთვა, რაც ჩვენს ექიმებს დღესდღეობით აქვთ, სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.