13 აპრილი 2020, 18:09 / სანდო წყარო

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციით, უნდა იყოს მიღებული ეფექტური ზომები ვირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდის თავიდან ასაცილებლად, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, დადგეს აკრძალვების რამდენიმე თვით გახანგრძლივების აუცილებლობა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში ისედაც არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და მათი დატვირთვის დონე, ასევე - თავისუფალი საწოლების რაოდენობა და სამედიცინო პერსონალის მზადყოფნის ხარისხი. კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენისა და მართვის სისტემის ეფექტურობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ სხდომაზე წარადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა გაიზარდოს სერვისის ხარისხი ბრძოლის წინა ხაზებზე - 112-ის ოჯახის ექიმის მომსახურების კუთხით, „ცხელების კლინიკებსა“ და სტაციონარებში.

აქტიურად გაკონტროლდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ეფექტურობა და უწყვეტობა. ამასთან, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება კლინიკების მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. პროცესი მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ოპერაციულ შტაბთან სრულ კოორდინაციაში განხორციელდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონიტორინგის შედეგებზე მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რაც ასევე სისტემატურად გადამოწმდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, იმპორტი დივერსიფიცირებულია და სასურსათო პროდუქციის შემოტანა უპრობლემოდ გაგრძელდება.

აღინიშნა, რომ რეგიონებში, მათ შორის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, აქტიურად გრძელდება კონტროლი, მათ შორის მოსახლეობის თერმოსკრინინგი. ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, შესაძლოა, საბჭომ ზომები დამატებით გაამკაცროს.

ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირება გრძელდება და ყველა კომპანიას, შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამუშაო პროცესის გაგრძელების უფლება ეძლევა.

შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე, რომელთა გახსნაზე გადაწყვეტილებები ინდივიდუალური მონიტორინგის შედეგად მიიღება.

ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, დაინიშნა ორი ახალი რეისი, 30 აპრილს - მადრიდი-თბილისი, ხოლო 2 მაისს - პრაღა-თბილისი, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. სპეციალური რეისები ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მოისმინეს ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან. ამიტომ, საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 67 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 439 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ყველა სიახლე

24 ოქტომბერი 2020, 19:10

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 500-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 141 000-ს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 1 141 567 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 42 055 863 ადამიანი დაინფიცირდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 ოქტომბერი 2020, 19:04

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის საჩოგბურთო ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა. საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 104-ე ადგილზეა, ორ სეტში, 6:7, 2:6 წააგო.

24 ოქტომბერი 2020, 18:43

მსოფლიო

ავღანეთში საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ქაბულში, საგანმანათლებლო ცენტრზე თვითმკვლელი ტერორისტის ტავდასხმას, სულ მცირე, 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერი, საიდ ჯემი აცხადებს, რომ შემთხვევისას კიდევ 30 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

24 ოქტომბერი 2020, 18:29

მსოფლიო

მთიან ყარაბაღში სამხედრო ობიექტების განადგურების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა

სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს ვიდეოკადრებს, რომელიც საჰაერო თავდასხმას ასახავს. არსებული ინფორმაციით, კადრებში სომხეთის სამხედრო ობიეტების განადგურება ჩანს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

ეკატერინე მიქაბაძე

24 ოქტომბერი 2020, 18:10

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე ჩვენი რეგიონიდან არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ საქართველო მიიწვიეს, რაც ჩვენი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის დისკუსია სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 18:08

საზოგადოება

2004 წლის სპეცოპერაციას შეწირული უდანაშაულო ადამიანები - კადრები არქივიდან, რომელიც გიორგი ბარამიძის მინისტრობისას ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას ასახავს

გუნდი, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ივიწყებს იმას, თავად როგორ მოქმედებდა მსგავს ვითარებაში. არქივს ახსოვს ის, რის გახსენებაც ნაციონალურ მოძრაობას არ სურს და რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიხსენა. მაგალითად, 2004 წლის სპეცოპერაცია. გიორგი ბარამიძე, რომელიც ბოლო დღეებში ზუგდიდის მოვლენების შემფასებლად იქცა, მაშინ შს მინისტრი იყო. სპეცოპერაციის დაშვებულ შეცდომებს უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ, მათ შორის ორსული ქალი.

გაერო

24 ოქტომბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

საგარეო უწყება: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს 75 წლის იუბილეს ეხმაურება. უწყება ორგანიზაციას Twitter-ის საშუალებით საქართველოს სახელით ულოცავს. საქართველოს სახელით გილოცავთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ და გამოვხატავთ მზაობას, გავაგრძელოთ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

24 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,070 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 385,980 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 309,219-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,205 ადამიანი ემსხვერპლა.

24 ოქტომბერი 2020, 17:42

COVID19

კახეთში ორი პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა

კახეთში, კიდევ ორი პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა. წნორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ვირუსი ლაბორატორიულად დღეს დაუდასტურდათ. COVID-19 დაუფიქსირდა საქობოში მცხოვრებ ერთ მოქალაქეს. ეპიდემიოლოგების შეფასებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ისინი მკურბალობის კურსს ბინაზე გადიან.

24 ოქტომბერი 2020, 17:27

მსოფლიო

თურქეთში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის საქმეზე, კიდევ 40 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთში, ალკოჰოლით მოწამვლის ათობით შემთხვევის გამო, სულ მცირე, 40 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ 100-მდე პირია დაკავებული. მხოლოდ მიმდინარე წელს, თურქეთის პოლიციამ კუსტარულად დამზადებული და სარეალიზაციოდ გამზადებული 1 მილიონ ლიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმელი ამოიღო.

კამერუნი

24 ოქტომბერი 2020, 17:04

მსოფლიო

კამერუნში, სკოლაზე თავდასხმას ბავშვები ემსხვერპლნენ

კამერუნში, სკოლაზე თავდასხმისას 5 ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი მდებარე რეგიონში, ქალაქ ქუმბაში მოხდა.

ლუკა ტონი

24 ოქტომბერი 2020, 17:04

სპორტი

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი დააყაჩაღეს

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი დააყაჩაღეს. Football Italia-ს ინფორმაციით, მძარცველები მის სახლში გუშინ საღამოს შეიჭრნენ, როდესაც ოჯახის ყველა წევრი შინ იყო და საბედნიეროდ თითოეული მათგანი უვნებელი გადარჩა.

24 ოქტომბერი 2020, 17:04

მსოფლიო

განაში ეკლესიის ნგრევას 22 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ განაში, ასენ-მანსოს დასახლებაში, ექვსართულიანი ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა რვა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, ნანგრევებიდან 20-ზე მეტი ცხედრის ამოყვანა მოუწიათ, - აცხადებენ განას საგანგებო სიტუაციების ეროვნულ ორგანიზაციაში.

24 ოქტომბერი 2020, 16:45

COVID19

ევროპა გახდა მეორე რეგიონი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა

ლათინური ამერიკის შემდეგ, ევროპა გახდა მეორე რეგიონი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა. 22 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, ევროპაში კოვიდინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 200 ათასი შეადგინა, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი მონაცემია.

24 ოქტომბერი 2020, 16:39

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 792 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 792 ადამიანს გამოუვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ივანე მაჭავარიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:30

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, წამყვანი მომხსენებელი ყოფილიყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო წამყვანი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სსფ-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრის შეფასებისას.

ბექა დავითულიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:29

საზოგადოება

ბექა დავითულიანი: 2024 წლისთვის საქართველო ყველაზე სტარტაპ- და IT-მეგობრული ქვეყანა უნდა გახდეს

ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნებას“ 3 ძირითადი პრიორიტეტი აქვს. პირველი - შეიქმნას ჯანსაღი გარემო ახალგაზრდების განვითარებისთვის; უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ახალმა თაობებმა თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შეძლონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ჯონ ბრეკეველდტი

24 ოქტომბერი 2020, 16:22

პოლიტიკა

ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან კარგი შეხვედრა შედგა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაცია მთავრობასთან, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს კარგი შეხვედრა შედგა. ევროპის ბიზნესასოციაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაციის წარმოება მთავრობასთან და კონკრეტული სფეროების ჭრილში საუბარი, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ, - ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნათია თურნავა

24 ოქტომბერი 2020, 16:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსთან დაკავშირებითრომ ცვლილებები მზადდება უკვე წაახალისა ამერიკული გლობალური კომპანია EPAM-ი, რომელიც უკვე შემოვიდა საქართველოში

სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ სექტორებში მოქმედი კომპანია, რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს, ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე - მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

24 ოქტომბერი 2020, 16:10

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 285 შემთხვევაა რეგისტრირებული

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 285 შემთხვევაა რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტების მიხედვით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ასეთია: ახმეტა -28, გურჯაანი -53, დედოფლისწყარო -11, ყვარელი -53, სიღნაღი - 30, ლაგოდეხი - 32, თელავი - 72 და საგარეჯო - 6.