imedi /  13 აპრილი 2020, 19:46 / სანდო წყარო

კელი დეგნანი: ამერიკის მთავრობა საქართველოს 100 ათასი ლარის პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას და 2 ათას ერთეულ სწრაფ ტესტებს გადასცემს

კელი დეგნანი

კელი დეგნანი

ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო 100 ათასი ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენას და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საელჩო Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

კელი დეგნანმა მიმართვაში ისაუბრა, თუ როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში.

ელჩის თქმით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 ათას ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტებს, რომელთაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია.

„ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, რომელიც აგრძელებს ფართო სპექტრის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახანს გამოაცხადა 1,1 მლნ დოლარის ოდენობით, საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად. ახალი დახმარების პროგრამა ხელს უწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას. ასევე, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას. პროგრამის ფარგლებში გათვალსიწინებულია ტექნიკური დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს, საქართველოს რეაგირებისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობის გაუმჯობესებას. ასევე, საგანგებო ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. საგულდაგულოდ შედგენილი დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს, შეავსოს ის მნისვნელოვანი საქმე, რასაც საქართველოს მთავრობა, მოქალაეების, ჯანდაცვის მუშაკები და დონორები ასრულებენ. საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს, 100 ათასი ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენას და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ის რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან. ეს კი ორმაგად მომგებიანია. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 ათას ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა. და რა თქმა უნდა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებენ მნიშვნელოვან სამუშაოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისსტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით. მათი საქმიანობა ხელს უწყობს კოვიდ 19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში“, - აცხადებს კელი დეგნანი.

საქართველოში კორონავირუსი 230 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:42

პოლიტიკა

შარლ მიშელი პარლამენტში დეპუტატებს ხვდება

კანონმდებლებთან შეხვედრამდე შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:38

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით საფუძველი, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა

„ჩვენ, ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით შევქმენით ყველა ის საფუძველი, მანამდეც იყო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში. ახლა ჯერი არის ოპოზიციასა და მათ ქმედებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შარლ მიშელი
ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:38

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მედიაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:37

პოლიტიკა

შარლ მიშელი ნიკა მელიაზე: არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება, რათა გადაიდგას ნაბიჯები სწორი მიმართულებით

დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ მრავალი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან ძლიერი სიგნალი და გზავნილი, თუმცა ეს საკმარისი არაა. პოლიტიკურმა ლიდერებმა და ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლონ, რათა შესრულდეს ის, რაც წერია შეთანხმებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რითაც „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:29

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ

ევროკავშირი საქართველოს უძლიერესი პარტნიორია. ჩვენ საერთო ფასეულობები და ინტერესები გვაქვს დემოკრატიისა და რეფორმების განხორციელებაში, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიისა და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია

საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია. ბატონ შარლ მიშელს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთგულება ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს განსაზღვრავს და ამავდროულად, ჩვენი დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:28

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პოლიტიკურმა ლიდერებმა და ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლონ, რათა შესრულდეს ის, რაც წერია შეთანხმებაში

დარწმუნებული ვარ, რომ გუშინ მრავალი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ძალიან ძლიერი სიგნალი და გზავნილი, თუმცა ეს საკმარისი არაა. პოლიტიკურმა ლიდერებმა და ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლონ, რათა შესრულდეს ის, რაც წერია შეთანხმებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ერთი მთავრობის ან პოლიტიკური გუნდის არჩევანი, ეს ქართველი ხალხის არჩევანია

საქართველოს ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ერთი მთავრობის ან პოლიტიკური გუნდის არჩევანი, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმალურად მოწოდებული ვართ, რომ მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ხელი მოვაწერეთ

„ჩვენი გუნდის სახელით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან არავითარი შეყოვნება არ იქნება, ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულდეს ყველა ის პირობა, რომელზეც ჩვენ ხელი მოვაწერეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 18:22

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირი საქართველოსთვის უძლიერესი პარტნიორია, ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები

ევროკავშირი საქართველოსთვის უძლიერესი პარტნიორია. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან კმაყოფილება გამოთქვა ოპოზიციის მისამართით იმ ერთგულებისთვის, რომელიც მათ თავიანთ პოლიტიკური ინტერესებთან ერთად გამოხატეს.

ვაქცინაცია

20 აპრილი 2021, 18:11

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს კორონავირუსზე 50 პედაგოგი აიცრა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს კორონავირუსზე 50 პედაგოგი აიცრა. ამის შესახებ Facebook-ზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 აპრილი 2021, 18:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია - პრეზიდენტი მიშელი გულწრფელ მადლობას იმსახურებს

ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი ჩართულობისთვის. მისი დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 18:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი რასაც აკეთებს მის მიერ წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევაა

„ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ - ეს არის ტრადიციული გამოთქმა. ამ შემთხვევაში სააკაშვილი რასაც აკეთებს მის მიერ წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევაა. ეს ხატოვნად რომ გამოვხატოთ. რეალურად მის განცხადებებს ფასი არ აქვს. მას შეუძლია ისაუბროს რაც უნდა. მთავარია ჩვენ მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ეს შეთანხმების გაფორმებაა. პოლიტიკური პროცესი გადადის საპარლამენტო სივრცეში, რაც ძალიან არ უნდოდა მიხეილ სააკაშვილს და ზოგადად, ეს არ უნდოდა რადიკალურ ფრთას ოპოზიციაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ნინო ლომჯარია

20 აპრილი 2021, 18:06

სამართალი

ნინო ლომჯარია ნიკა მელიას ხვდება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხვდება. როგორც სახალხო დამცველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ნიკა მელიას გათავისუფლების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის გირაოს გადახდის გარეშე.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2021, 17:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის სტრატეგიული გეგმა ემთხვევა იმ გეგმას, რაც რუსეთს გააჩნია

მან ისაუბრა იმ სამ პარტიაზე, რომლებიც პარლამენტში შესასვლელად ხელს არ აწერენ. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობაზე“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიაზე“. ვოლსკიმ აღნიშნული პარტიების ერთმანეთისგან განმასხვავებელ ნიშნებზე ვრცლად ისაუბრა და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზებული დარჩა და სურს ბრძოლოს ველზე არა კონსტრუქციულად, რევოლუციური იდეით დაბრუნდეს. მისი თქმით, ევროკავშირი, ევოკავშირის გზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანი არ არის.

სერგეი მარჩენკო

20 აპრილი 2021, 17:45

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: სააკაშვილი დიდ გზაზე მდგარი შულერია - არაფერი გამოუვიდა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს დიდ გზაზე მდგარი შულერი უწოდა.

20 აპრილი 2021, 17:39

რეგიონი

ზესტაფონში მოზარდს მატარებელი დაეჯახა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ჭოგნართან მოხდა. დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შარლ მიშელი

20 აპრილი 2021, 17:37

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის

ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მე მადლობას გადავუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2021, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას

საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მელიასგან პოლიტპატიმრის, წამებულის, „ახალი ნავალნის“ გამოყვანა უნდათ, ეს ყველაფერი ისევ დღის წესრიგში დგას. აქედან გამომდინარე, ეს შეთანხმება უნდა იყოს ჯანსაღი პროცესის დასაწყისი და ვფიქრობ, რომ ბევრი პოლიტიკოსი ჯანსაღად მიუდგება ამას და იფიქრებს ქვეყანაზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

20 აპრილი 2021, 17:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ეს ქვეყანა არის საზოგადოების და არა - პოლიტიკური პარტიების

რასაკვირველია, საქართველოს ისტორიის განმავლობაში უფრო მეტი საკვანძო, მძიმე თემა ყოფილა - ომები, სხვისი თუ საკუთარი ომები, მაგრამ რაც დღეს ხდება და რისი თანამონაწილეებიც გავხდით, არის გარკვეული ისტორიული მომენტი, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს.