imedi /  13 აპრილი 2020, 20:39 / სანდო წყარო

თურქეთში კომენდანტის საათი ყოველ შაბათ-კვირას გამოცხადდება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ქვეყანაში კომენდანტის საათი ყოველ შაბათ-კვირას გამოცხადდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, კვლავ ავკრძალოთ სახლიდან გამოსვლა შაბათ-კვირას. აკრძალვა იმოქმედებს 18 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილის 00:00 საათამდე“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, შაბათ-კვირას კომენდანტის საათი მანი იმოქმედებს, ვიდრე ამის აუცილებლობა იქნება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 56 000 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 198 ადამიანი კი დაიღუპა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

04 მარტი 2021, 18:46

ეკონომიკა

აფბამ ესკოს იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბამ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო) 2016-2021 წლის განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების გასაჯაროების მოთხოვნით მიმართა.

ანდრია ბასილაია

04 მარტი 2021, 18:38

ეკონომიკა

ანდრია ბასილაია: პანდემიის პირობებში ბიზნესის გადასარჩენად მუნიციპალიტეტმა ყველა არსებული ინსტრუმენტი გამოიყენა

პანდემიის პირობებში ბიზნესის გადასარჩენად ყველა ის ინსტრუმენტი, რაც იყო დამოკიდებული მუნიციპალიტეტზე, ჩვენ გამოვიყენეთ, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ისაუბრა. „ჩვენ მოვუხსენით საიჯარო გადასახადები იმ ბიზნესებს, რომელთაც ჰქონდათ მუნიციპალიტეტისგან ნაქირავები ფართები. ჩვენ შევთავაზეთ მუნიციპალიტეტის ფართობთ სარგებლობა, რათა შეძლონ რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრებისთვის ემასპინძლათ. ასევე განვიხილეთ რამდენიმე ინდივიდუალური ვალდებულების გადადება, რომლის საჭიროებაც დადგა პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში და გავაგრძელებთ ამ კომუნიკაციაშა და ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ენტონი ფაუჩი

04 მარტი 2021, 18:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: შეზღუდვების გაუქმების თაობაზე ზოგიერთი შტატის გადაწყვეტილება გაუგებარია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შეზღუდვების გაუქმების თაობაზე ზოგიერთი შტატის გადაწყვეტილება გაუგებარია.

დავით ზალკალიანი

04 მარტი 2021, 18:36

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო ზაზა გახელაძის უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

დავით ჯავახაძე

04 მარტი 2021, 18:24

ეკონომიკა

დავით ჯავახაძე: ანაკლიის პროექტს აქვს გეოპოლიტიკური კომპონენტი, ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი დასავლური კომპანიის მოზიდვა იქნება

პანდემია ეკონომიკის ნებისმიერი დარგისთვის გამოწვევაა და საქართველოს გამონაკლისი არ არის. მიუხედავად ამისა, მე მჯერა, რომ ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კვლავ საკმარისი ინტერესია პროექტთან მიმართებაში, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ განაცხადა.

დავით ჯავახაძე

04 მარტი 2021, 18:14

ეკონომიკა

დავით ჯავახაძე: ადრეც და ახლაც მზადაა, ყველანაირად გვერდში დაუდგეს ანაკლიის პორტის ინვესტორს

პირველ რიგში, მიუღებელია ბრალდება, თითქოს, სახელმწიფო ხელს უშლიდა ამ პროექტს, პირიქით, ამ პროექტის ისტორია სულ სხვა რამეზე მეტყველებს, - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ადრეც და ახლაც მზად არის რომ ყველანაირად გვერდში დაუდგეს ინვესტორს.

04 მარტი 2021, 18:08

სამართალი

„ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონების დაზიანების ფაქტზე ოთხ პირს - გ.კ.-ს, თ.ა.-ს, თ.მ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა გ.კ.-მ, თ.ა.-მ, თ.მ.-მ და გ.ბ.-მ შეუწყნარებლობის მოტივით, დააზიანეს ქ. გორში გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონული ორგანიზაციის ქონება, რამაც 1500 ლარის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

დავით ჯავახაძე

04 მარტი 2021, 17:59

ეკონომიკა

დავით ჯავახაძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ მუშაობას ამ პროექტზე და უახლოეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას, ინვესტორის შერჩევის მიზნით, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით ჯავახაძემ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

04 მარტი 2021, 17:51

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღია რჩება

„ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელია, ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები. ჩემი მთავარი მესიჯია ამ ქვეყნებისთვის, რომ ფოკუსირებულნი იყვნენ რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში აქტიურად ვეხმარებით,“-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

04 მარტი 2021, 17:47

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: ნოდარ გიორგაძე თავის ყოფილ სკოლას მინი სტადიონს უშენებს, ვფიქრობ, სამაგალითოა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი 31-ე სკოლაში საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება. მისი თქმით, ნოდარ გიორგაძე თავის ყოფილ სკოლას სტადიონს უშენებს, გარშემო ბაღსაც გაუკეთებს და ეზოსაც მოუწესრიგებს.

სოზარ სუბარი

04 მარტი 2021, 17:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პოლიციელები, რომლებიც ასრულებენ უდიდეს საქმეს, უძლებენ უდიდეს წნეხსა და შეურაცხყოფებს

„მართლა წარმოუდგენელია ის შეურაცხყოფები, რასაც მათ აყენებენ ოპოზიციონერი ლიდერები, დაწყებული მიხეილ სააკაშვილიდან დამთავრებული გიგი უგულავათი. სხვებიც არ აკლებენ, მაგრამ განსაკუთრებით ეს ორი ადამიანი გადის ყველანაირ ზღვარზე მათი ოჯახის შეურაცხყოფის და მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს პროფესიონალიზმისა და მოთმინებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიგი უგულავა

04 მარტი 2021, 17:30

პოლიტიკა

გიგი უგულავა: არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს

არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვთვლი, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და მით უმეტეს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს ბევრი პლუსი აქვს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

04 მარტი 2021, 17:22

თავდაცვა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დეპუტატებს უმასპინძლეს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა DIBS-ის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

04 მარტი 2021, 17:22

რეგიონი

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.

სოზარ სუბარი

04 მარტი 2021, 17:22

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა იყოს საქმიანი, დეტალური, დროსა და სივრცეში კარგად გაწერილი

მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა კრიზისიდან გამოსვლის გეგმა იყოს საქმიანი, დეტალური, დროსა და სივრცეში კარგად გაწერილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით. „ეკონომიკური გეგმის შემუშავება და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს გეგმა იყოს საქმიანი, დეტალური, კარგად გაწერილი დროსა და სივრცეში.

04 მარტი 2021, 17:16

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 314 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 314 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 235,647 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,232 ადამიანი. ვირუსისგან 229,267 პაციენტი განიკურნა.

ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი

04 მარტი 2021, 17:11

მსოფლიო

99 წლის პრინცმა ფილიმპა გულის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორეს მეუღლემ, პრინცმა ფილიპმა გულის ოპერაცია წარმატებით გადაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას USA Today, ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 99 წლის ჰერცოგს გულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

კელი დეგნანი

04 მარტი 2021, 17:09

საზოგადოება

კელი დეგნანი: ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს

ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება.

04 მარტი 2021, 16:59

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხიდან COVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს.

ლოთარ მათეუსი

04 მარტი 2021, 16:54

ტაბლოიდი

ლოთარ მათეუსმა „ბაიერნს“ 20 წლის შემდეგ უპასუხა

კერძოდ, 59 წლის მათეუსმა „ალიანს არენაზე“ გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს თუ როგორ უვლის ის მინდვირს საკრეჭი მანქანით მოედანს. ლოთარ მათეუსმა მიუნხენის „ბაიერნის“ შენადგენლობაში ყველა ტურნირზე 406 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარში 100 ბურთი გაიტანა.