imedi /  14 აპრილი 2020, 19:11 / სანდო წყარო

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე პარლამენტი სავარაუდოდ 21 აპრილს იმსჯელებს

პარლამენტი

საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. თუ ეს მიმართვა პარლამენტში შემოვიდა 21 აპრილს, არ გამოვრიცხავ, რომ სხდომა 22 აპრილსაც ჩატარდეს, მაგრამ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ეს იყოს 21 აპრილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა, ბუნებრივია, მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.

„დღეს ჩვენ შევდივართ კრიზისულ პერიოდში და ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ ისეთივე წარმატებით, როგორც ეს წინა კრიზისულ პერიოდებში მოახერხა ხელისუფლებამ, მოახერხეს ექიმებმა და რაც ყველაზე მთავარია, მოახერხა საზოგადოებამ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ახლა საზოგადოება სახელმწიფოს და სახელმწიფო საზოგადოებას მაქსიმალურად გვერდით უნდა დაუდგეს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება მინიმალური რისკით გავიაროთ ეს პერიოდი. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენ ეს რისკები შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიყვანეთ და მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 21:18

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესები და ამომრჩევლის სურვილები ყველაფერზე მაღლა დააყენა

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის განცხადებით, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესები და ამომრჩევლის სურვილები ყველაფერზე მაღლა დააყენა.

რუსთაველის თეატრი

16 აპრილი 2021, 21:09

საზოგადოება

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ის თეატრში რჩება, თუმცა გამოძიების დასრულებამდე სცენაზე არ გამოჩნდება. ბესო ზანგურის როლებიდან მოხსნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

16 აპრილი 2021, 21:07

პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოში ყველა მხარეს მოვუწოდებ, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას შეუერთდეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

16 აპრილი 2021, 20:54

COVID19

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ნინოწმინდას“ მებაჟე ოფიცრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 11 მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

16 აპრილი 2021, 20:40

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 804 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 804 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 955 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 აპრილი 2021, 20:36

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 598 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

16 აპრილი 2021, 20:31

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 15 943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 429 ადამიანი გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 20:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და ველოდებით ოპოზიციას

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, თუმცა ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოთქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 20:28

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 34 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის მერია

16 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად შეცვლიან.

16 აპრილი 2021, 20:16

მსოფლიო

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის საზღვრებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

იაგო ხვიჩია

16 აპრილი 2021, 20:14

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: დოკუმენტს გავეცნობით, თუ „გირჩის“ გეგმა შესრულდა, რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო

დოკუმენტი იყო შეთანხმების, ანუ შერიგების ქართული პოლიტიკური სპექტრის. ჩვენ, ანუ „გირჩი“ არა ვართ მთავარი მოჩხუბარი მხარე, რომელსაც სჭირდება შერიგება ამ დოკუმენტით, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ეს მათი შერიგების დოკუმენტია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:58

მსოფლიო

ამერიკის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

16 აპრილი 2021, 19:56

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მოვუსმინოთ საპატრიარქოს, რომ ნამახვანჰესის საკითხზე ერთადერთი გზა დიალოგია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო ერთგვარი ორიენტრი მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ეხება ნამახვანჰესთან და დავით გარეჯთან დაკავშირებით ძალიან მწვავე საკითხებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა „ქრონიკას“ განუცხადა.

16 აპრილი 2021, 19:54

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს

„ქართულ ოცნებას“ რეფორმებთან დაკავშირებულ სამ საკითხზე კომპრომისზე წასვლა მოუწია, მაგრამ შეთანხმება უნდა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განცხადა.

სერგო ჩიხლაძე

16 აპრილი 2021, 19:52

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: ის, რაც არჩილ თალაკვაძემ გააჟღერა, შეთანხმების მისაღწევად საკმარისი არ არის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზადაა.

გაბი აშკენაზი

16 აპრილი 2021, 19:51

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბი აშკენაზიმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს.

მარიო დრაგი

16 აპრილი 2021, 19:34

COVID19

იტალიაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება 26 აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა.

16 აპრილი 2021, 19:34

სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

16 აპრილი 2021, 19:29

პოლიტიკა

კახა კახიშვილი: ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სარისკო ობიექტების უსაფრთხოება კერძო დაცვის სამსახურის სავალდებულო სწავლება გავლილმა თანამშრომლებმა ან პოლიციამ უნდა დაიცვას

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს.