imedi /  14 აპრილი 2020, 20:49 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის კვირები რთული იქნება, მაგრამ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში კანონით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. დიდხანს ვიბრძოდით, რათა სამართლებრივი ქვეყანა გვქონოდა. სამართლებრივი ქვეყანა ისაა, სადაც კანონს ემორჩილება ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე და ყველა. ესაა სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„კვირას გვექნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაული - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელსაც ჩვენც და მთელი მსოფლიო ზეიმობს. დასამალი არაა, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები ეკლესიასთან, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე უფრო მაღალრეიტინგული და აღიარებული ინსტიტუციაა. მან გამოიარა ათასწლეულები და ყოველთვის ხელს უწყობდა ერის განვითარებას, ჯანმრთელობას და განათლებას. ეს ორი კვირა - ვნების და ბრწყინვალე შვიდეულის - იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არაა. უნდა გავითავისოთ, როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენგანი ამ ორი კვირის განმავლობაში. როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში თუ სასაფლაოებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქროს შუალედი და კონსენსუსი გამოიძებნება და ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას და არ შეუწყობს ხელს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყებას. მე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, პრევენციული მედიცინის წარმომადგენელი და, რაც მთავარია, ექიმი, მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ქვეყანაში კანონით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. დიდხანს ვიბრძოდით, რათა სამართლებრივი ქვეყანა გვქონოდა. სამართლებრივი ქვეყანა ისაა, სადაც კანონს ემორჩილება ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე და ყველა. ესაა სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2020, 09:10

COVID19

ბრაზილიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 11 598 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირისით ინფიცირების შემთხვევები 11 598-ით გაიზარდა და 526 447-ს მიაღწია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 623 ადამიანი გარდაიცვლა, პანდემიამ კი მთლიანობაში 29 937 ადამიანი იმსხვერპლა.

02 ივნისი 2020, 08:53

საზოგადოება

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის ლაბორატორიის სპეციალისტებთან ერთად, მდინარე მტკვარზე წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო. აღებულ სინჯებში ადგილზე განისაზღვრა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება.

ენდრიუ კუომო

02 ივნისი 2020, 08:42

მსოფლიო

ნიუ იორკის გუბერნატორი: ტრამპს ამ მოვლენებისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს

„მას ამ მოვლენებისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს ღმერთსა და ქვეყანაზე. ის ჯერ მოუწოდებს სამხედროებს დემონსტრანტების დარბევისკენ, შემდეგ კი ეკლესიაში მიდის სალოცავად. ის იყენებს სამხედროებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი აქციები დაშალოს და შემდეგ ეკლესიასთან ფოტოებს იღებს. პრეზიდენტი სამხედროებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს და ეს სამარცხვინოა,“-აღნიშნა კუომომ.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 08:32

მსოფლიო

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. ეს ეკლესია წინა ღამეს არეულობისას დემონსტრანტებმა დააზიანეს. ტრამპს ხელში ბიბლია ეჭირა. ეკლესიასთან მისვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა გვაქვს. მე მას კარგად და უსაფრთხოდ შევინარჩუნებ“.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2020, 08:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩვენი ქვეყანა ხელში ანარქისტებმა და მოძალადეებმა ჩაიგდეს

ბოლო დღეებში შეერთებული შტატები ხელში ჩაიგდეს პროფესიონალმა ანარქისტებმა და მოძალადეებმა - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, თუ შტატების გუბერნატორები და მერები უარს იტყვიან საკუთარი მოქალაქეების დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მაშინ ის სამხედროებს გამოიყენებს.

02 ივნისი 2020, 08:00

საზოგადოება

დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

02 ივნისი 2020, 01:01

ტაბლოიდი

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები სახლთან დამაკავშირებელ საიდუმლო გვირაბს აშენებენ

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი ცოლი ჯგუფ Spice Girls ყოფილი წევრი ვიქტორია საიდუმლო გვირაბის აშენებას გეგმავენ. ამის შესახებ Express წერს.

02 ივნისი 2020, 00:57

სამართალი

ნოჯიხევთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი მანქანა სოფელ ბიიდან ნოჯიხევის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მრავაწლოვან ხეებს შეეჯახა და მანქანაში მყოფი ორივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

02 ივნისი 2020, 00:45

ტაბლოიდი

ლედი გაგა ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ფოტო

პოპულარული ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ბიუსჰალტერით გამოჩნდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემამ 34 წლის მომღერლის ფოტოები გაავრცელა, სადაც მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია. ფოტოებზე ჩანს, რომ ლედი გაგამ წონა აკრიფა. ის კაფეში ყავის დასალევად თავის აღმასრულებელ დირექტორთან მაიკლ პოლანსკისთან ერთად მივიდა.

02 ივნისი 2020, 00:40

მსოფლიო

დამოუკიდებელი ექსპერტიზა: ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამის შესახებ ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა, ბენ კრამპმა განაცხადა.

02 ივნისი 2020, 00:30

ეკონომიკა

ანგარიში: 2020 წელს მთავრობა ეკონომიკის 4%-ით შემცირებას პროგნოზირებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

02 ივნისი 2020, 00:18

მსოფლიო

ჩინეთში იშვითი სახეობის მაიმუნები აღმოაჩინეს

ჩინეთში ჰაინანის კუნძულზე იშვიათი სახეობის მაიმუნები, ე.წ. ჰაინანური გიბონები აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. ორი მაიმუნი ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებმა ტყის სიახლოვეს ჯერ კიდევ შარშან შენიშნეს, რის შესახებაც ხელისუფლებას აცნობეს. რამდენიმე დღის წინ კი მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა.

02 ივნისი 2020, 00:09

სპორტი

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა. სამივე ოქროს მედალი მოროუმ 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე სირბილსა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა.

02 ივნისი 2020, 00:05

ტაბლოიდი

ინდოეთში ქალმა თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონი არ უყიდა

ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში ქალმა თავი მოიკლა, სავარაუდოდ, მას შემდეგ რაც ქმარმა სმარტფონის ყიდვაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Nations-ი ავრცელებს. 29 წლის ჯიოტი ქმარს სმარტფონის ყიდვას სთხოვდა, რომელიც მათ შვილებს ონლაინრეჟიმში მეცადინეობისთვის სჭირდებოდა. მას შემდეგ რაც კაცმა სმარტფონის ყიდვაზე უარი თქვა, ჯიოტიმ თავი მოიკლა.

Forbes

01 ივნისი 2020, 23:59

COVID19

Forbes-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა

„საქართველო ახლოსაა იმასთან, რომ იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა თბილისიდან, ქალაქიდან, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე. დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდე კი დატკბით საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით.

01 ივნისი 2020, 23:55

COVID19

მოსკოვში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა

1-ლი ივნისის მონაცემებით, მოსკოვში COVID19-მა 71 ადამიანი იმსხვერპლა. რუსული მედიის ცნობთ, ყველა პაციენტს კოვიდინფექცია დადასტურებული ჰქონდა.

კახა კალაძე

01 ივნისი 2020, 23:50

საზოგადოება

თბილისის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა ყაზბეგის გამზირზე ახლად რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ლივერპული

01 ივნისი 2020, 23:33

მსოფლიო

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს

„ლივერპულის“ ფეხბურთელებმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს. მერსისაიდული კლუბის 29 ფეხბურთელმა სტადიონზე წრე შეკრა და გარდაცვლილის მიმართ პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატა. აქცია ეგიდით „ერთობა ჩვენი ძალაა“ ჩატარდა.

ტომ კოტონი

01 ივნისი 2020, 23:29

მსოფლიო

სენატორი ტომ კოტონი: ვნახოთ, „ანტიფას“ ტერორისტები რამდენად მაგრები იქნებიან, როდესაც 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიას დაუპირისპირდებიან

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტომ კოტონი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში განვითარებულ ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემთხვევებს გამოეხმაურა. სენატორის თქმით, „არეულობა, ანარქია და ძარცვა დღეს საღამოს უნდა მორჩეს“.

01 ივნისი 2020, 23:27

სპორტი

„რეალმა“ სრული შემადგენლობით ივარჯიშა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „რეალი“ 14 ივნისს „ეიბართან“ გამართავს. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 27 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილის ლიდერ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება.