IMEDI /  14 აპრილი 2020, 20:28 / სანდო წყარო

ზვიად შალამბერიძე: ქუთაისი მზად არის იმისთვის, რომ ხვალ, 21:00 საათიდან ჩაიკეტოს შემოსასვლელ-გასასვლელები

ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

ქუთაისი მზად არის იმისთვის, რომ ხვალ, 21:00 საათიდან ჩაიკეტოს შემოსასვლელ-გასასვლელები, ქალაქის შიგნით მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე გადაადგილდებოდნენ არასაკომენდატო საათის პერიოდში, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

„ქუთაისი მზად არის იმისთვის, რომ ხვალ, 21:00 საათიდან ჩაიკეტოს შემოსასვლელ-გასასვლელები. ჩვენ ისედაც გვაქვს მოწყობილი ბლოკ-საგუშაგოები ყველა შემოსასვლელ-გასასვლელში და შესაბამისად, უბრალოდ გამკაცრდება კონტროლი. ქალაქის შიგნით მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე გადაადგილდებოდნენ არასაკომენდატო საათის პერიოდში. რაც შეეხება სასაფლაოებს, აქაც რეკომენდაციაა და აუცილებლად იქნება შეზღუდული სასაფლაოებზე მისვლა და მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ასევე, რომ თავშეყრის ადგილებზე, რომელიც შეიძლება იყოს ეკლესიებთან, იყოს ყველა წესი დაცული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, დავრჩეთ სახლში. უფრო დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ ჩვენს მოქალაქეებს ამ დღეებში და სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლომდე დახურული, ვირუსი რომ არ გავრცელდეს და სიტუაცია არ გახდეს უკონტროლო, ამის გამო იღებს სახელმწიფო ამ ზომებს“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, ყველა სასიცოცხლო ობიექტი გააგრძელებს მუშაობას როგორც აქამდე, თუ ქალაქის გარედან იქნება მომარაგება საჭირო, ყველა მაღაზია თუ კლინიკა მას შეუფერხებლად მიიღებს.

„ყველა მოქალაქე, რომელიც ქუთაისში დადის სამსახურისთვის, შეუფერხებლად შეძლებს ქალაქში შემოსვლას, დისტრიბუტორებთან დაკავშირებითაც იქნება განსაზღვრული, რომ აუცილებლად შემოვლენ ისინი, რომელთა შემოსვლაც აუცილებელია პროდუქტებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ 7 მოქალაქეს, მათ კორონავირუსზე ტესტი უკვე აუღეს და ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. სოფელში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 15 პირი იმყოფება“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 აპრილიდან, 21:00-საათიდან, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესვლა და გამოსვლა აიკრძალოს, 10 დღით.

ყველა სიახლე

დავით სერგეენკო

18 მაისი 2021, 14:56

რეგიონი

დავით სერგეენკო დმანისის მოვლენებზე: ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტია

დმანისის ინციდენტი სამწუხარო და მძიმე სანახავი იყო. არავინ ელოდა რომ ასეთი განვითარება მოჰყვებოდა ცალსახად ყოფით საკითხს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან დმანისის მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

თეა წულუკიანი

18 მაისი 2021, 14:50

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თეა წულუკიანი ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ორი სიახლის შესახებ ისაუბრა.

18 მაისი 2021, 14:49

საზოგადოება

ევროკავშირის მხარდაჭერით განათლების სამინისტრო 2022-32 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“ მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

დევიდ მაკალისტერი

18 მაისი 2021, 14:48

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში

საქართველოს სჭირდება სრულყოფილად ფუნქციონირებადი პარლამენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა არჩეულ პარლამენტარს, აიღონ პასუხისმგებლობა და შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა. მისი თქმით, კომპრომისი, რომელსაც პარტიებმა ევროკავშირის მედიაციით მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის დასასრული.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 14:38

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ამ წუთის მონაცემებით, ცესკოს წევრების შეცვლასთან დაკავშირებით კონსესუსი არ არსებობს

„ამ წუთის მონაცემებით კონსესუსი, რომ შეიცვალოს ცესკოს წევრები არ არსებობს. ამის წინააღმდეგი მეც ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ის ხალხი დანიშნულია გარკვეული ვადით. ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული მტკიცებულება თუ არ გვაქვს მის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მე ასეთი უხეში ჩარევები საკანონმდებლო ორგანოდან არ მომწონს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

18 მაისი 2021, 14:25

პოლიტიკა

არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან, - ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გივი მიქანაძე

18 მაისი 2021, 14:19

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: არჩევნების საკითხი კომისიის მანდატიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება შესწავლილი და გამოძიებული

სამოქმედო გეგმა, რომელზეც დღეს ჩვენ გვექნება მსჯელობა და რომელსაც იმედია, რომ დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, - ამის შესახებ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი

18 მაისი 2021, 14:16

პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში აზრს თავიდანვე ვერ ვხედავდი, რადგან კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია ყალბი მოტივებით შეიქმნა.

დავით ზილფიმიანი

18 მაისი 2021, 14:15

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი: საარჩევნო კომისიისგან ოთხი ათასივე ოქმი უნდა გამოვითხოვოთ

„4 ათასი ოქმი ეს არის დასტა, ამაში ისეთი არაფერია, ეს არის ერთგვერდიანი ოქმები და აქვე ვთხოვოთ იმ სამუშაო ჯგუფს, რომ ამ ოქმებზე მოხდეს შესწორებული და შეუსწორებელი ოქმების გაყოფა. ჩვენ მოვახდენთ ანონსირებას პოლიტიკური პარტიებისა და დაინტერესებული პირების, რომ ვისაც აქვს რაიმე საპრეტენზიო ოქმი, მოგვაწოდოს და ჩვენ იმ ოქმს შევადარებთ საარჩევნო კომისიიდან მოსულ ოქმებს“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

იაგო ხვიჩია

18 მაისი 2021, 14:13

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ საგამოძიებო კომისია

დროებითი საგამოძიებო კომისიას არანაირი შინაარსი არ აქვს. არც მაშინ ჰქონდა, როცა ის შექმნეს. ორი თვეა, კომისია არსებობს და ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, როცა კომისიას შინაარსი ჰქონდა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

18 მაისი 2021, 14:05

პოლიტიკა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება

პარლამენტში, ამ წუთებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. გაიწერა ერთი თვის სამუშაო გეგმა. ოპოზიცია კი, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას არ აპირებს და კომისიის მუშაობაში არ ერთვება.

18 მაისი 2021, 13:59

კულტურა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. კულტურის სამინისტრო ამ დღეს ორი მთავარი სიახლით აღნიშნავს. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 მაისი 2021, 13:53

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველაფერს აკეთებს ყირიმის დასაბრუნებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლი დაიბრუნოს.

18 მაისი 2021, 13:44

საზოგადოება

მსჯავრდებულები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების მიერ გადამზადდებიან

კიდევ ერთი ახალი პროექტი იწყება მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის. №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის.

18 მაისი 2021, 13:42

კულტურა

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი სიცოცხლე - საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობა გრძელდება

ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და თიბისი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პოპულარიზაციის მიზნით, მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას აგრძელებენ.

უფლისციხე

18 მაისი 2021, 13:41

კულტურა

მუზეუმების საერთაშორისო დღე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ​აღინიშნა

USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან, შიდა ქართლის გუბერნატორთან მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ასევე ადგილზე მოინახულეს უკვე განხორციელებული პროექტები.

18 მაისი 2021, 13:36

COVID19

თამარ გაბუნიამ განმარტა, საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის მესამე დოზა

„ფაიზერიც“, „სინოფარმიც“ და სხვა მწარმოებლებიც უკვე აქტიურად საუბრობენ ვაქცინის მესამე, გამაძლიერებელ დოზაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 13:34

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია რომ უარს ამბობს იმ ბრალდებების გამოძიებაზე, რაც მათ ჰქონდათ, ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო

დღეს ოპოზიცია რომ უარს ამბობს იმ ბრალდებების შეფასებასა და გამოძიებაზე, რომელიც მათ ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე ბრალდება აბსურდული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

18 მაისი 2021, 13:29

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საკითხი განიხილეს.

18 მაისი 2021, 13:14

COVID19

თამარ გაბუნია: პირველი დოზით აცრილი მოქალაქისთვის, მეორე დარეზერვებულია

კითხვები და ნერვიულობა უსაფუძვლოა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ მეორე დოზა იქნება თუ არა გარანტირებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.