imedi /  15 აპრილი 2020, 11:36 / სანდო წყარო

კახა კალაძე: საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე

კახა კალაძე

კახა კალაძე

საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, წესების დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინო მოთხოვნები. იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ 10 დღის განმავლობაში სადაც არ უნდა წახვიდეთ, მოქმედებს ის წესები, რომელიც ამოქმედდება დღეს საღამოს 21:00 საათზე და რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გუშინ ვრცლად ისაუბრა. ამ შაბათ-კვირასაც იგივე წესები მოქმედებს, რაც სხვა დღეებში. მე მგონი, არავის სიამოვნებს იმ ვითარებაში, იმ მდგომარეობაში ცხოვრება, რაშიც დღეს გვიწევს, რა ვითარებაშიც ცხოვრობს მთელი მსოფლიო. არ გვსიამოვნებს, რა თქმა უნდა, იმ შეზღუდვების დაწესება, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მესმის, რომ ძალიან რთულია ასე ცხოვრება, ყველას გვიჭირს, მაგრამ ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ იმიტომ, რომ დავიცვათ ერთმანეთი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც კი გაგვაჩნია - ეს არის ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ, ყველა ვალდებულია, დარჩეს სახლში, დაიცვას კანონი. მეტიც - მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

13 მაისი 2021, 23:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 მაისის 22:00 საათიდან 15 მაისის 07:00 საათამდე თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

13 მაისი 2021, 23:03

მსოფლიო

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ადასტურებს.

13 მაისი 2021, 22:50

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 160 მილიონს გადააჭარბა.

13 მაისი 2021, 22:33

COVID19

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ

სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ გაიდლაინშია ნათქვამი.

13 მაისი 2021, 22:14

საზოგადოება

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

13 მაისი 2021, 22:06

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 745 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 745 256 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 262 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

13 მაისი 2021, 21:50

საზოგადოება

ესპანური მხარე საქართველოში, პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს გაეცნო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ცხვარაშვილი და მისი მოადგილე, გიორგი გიორგაძე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს დობლას ხიმენსსა და ესპანეთის პოლიციის ატაშეს საქართველოში ალკოლეა რუისს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

13 მაისი 2021, 21:47

COVID19

ბორის ჯონსონი: მთავრობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ინდური შტამი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მთავრობა შეშფოთებულია იმით, თუ როგორ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ინდოეთში გამოვლენილი შტამი.

13 მაისი 2021, 21:27

საზოგადოება

ილია მეორე: მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის

​​​​​​​სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.

13 მაისი 2021, 21:21

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: რეგიონში ამ ეტაპზე ეპიდვითარება კრიტიკული არ არის

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა და რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობისა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საწოლფონდის შესახებ იმსჯელეს.

13 მაისი 2021, 21:19

მსოფლიო

ისრაელი ღაზის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს

ისრაელი ღაზის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს, რათა პოტენციური სახმელეთო ოპერაციისთვის მოემზადოს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიდაი ზილბერმანმა განაცხადა.

ნათია თურნავა

13 მაისი 2021, 21:15

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, აჰმეთ ჩალიკს შეხვდა

ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ, ხოლო სადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 180 გეგავატი საათი იქნება. პროექტის მიხედვით, მშენებლობის პროცესში დასაქმდება 200, ხოლო ოპერირებისას - 25 ადამიანი.

ანრი ოხანაშვილი

13 მაისი 2021, 21:12

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, ფრაქციის შექმნით მოხდა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაციის აღიარება

გაყალბებულ და არალეგიტიმურ პარლამენტებში ფრაქციებს არ ქმნიან, არ შედიან საერთოდ. ფრაქციის შექმნით მოხდა საქართველოს პარლამენტის სრული ლეგიტიმაციის აღიარება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დავით სერგეენკო

13 მაისი 2021, 20:57

პოლიტიკა

დავით სერგეენკო მელიას, უგულავას და სააკაშვილის სარჩელებზე: საქმის წარდგენა სტრასბურგის სასამართლოში, მოგებას არ ნიშნავს

„ახლა მიდის იმის შესწავლა, დაიწყოს სტრასბურგმა ამის შესწავლა თუ არა. დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც ამ საკითხზე სამართლებრივი გადაწყვეტილებები უკვე მიღებული აქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

13 მაისი 2021, 20:43

საზოგადოება

კელი დეგნანმა ყვარლის ამერიკული თარო გახსნა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სახელმწიფო რწმუნებულ, ირაკლი შიოშვილთან და მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად ყვარლის ამერიკული თაროს გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ყვარლის ევროკლუბთან პარტნიორობით ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე

13 მაისი 2021, 20:42

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგში სარჩელი შეიტანეს ადამიანებმა, რომელთა ხელისუფლების მიმართაც ჩვენს მოქალაქეებს ათასობით საჩივარი ჰქონდათ

„ეს არის პოლიტიკური აქტი, რომლითაც ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ვიტამინები გადაისხან და პოლიტიკური ყურადღების ცენტრში დაბრუნდნენ, რაც ვფიქრობ, არ გამოუვათ. ჩვენ ვენდობით და ყოველთვის სრულ ნდობას ვუცხადებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაველოდოთ, ვფიქრობ, ისინი მიიღებენ სამართლიან პასუხებს საკუთარ საჩივრებზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

13 მაისი 2021, 20:41

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები: „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ფონზე, აშშ-მა ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგას ირანის პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად

42 „რესპუბლიკელი“ სენატორი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის უახლოესი მოკავშირის, ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

13 მაისი 2021, 20:20

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მორიგი გადაწყვეტილება მიიღეს

მინისტრთა კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის შეფერხებას და საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

მამუკა მდინარაძე

13 მაისი 2021, 20:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო შეუსაბამო, უხერხულია

„გეტყვით, როგორი შეუსაბამო და უხერხული რამ არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი წარსულიდან და სტრასბურგის სასამართლო. იმდენად რცხვენიათ სტრასბურგის ხსენება, რადგან დღე არ გავა, მათი ნამოქმედარის შეფასება არ ჩამოვიდეს ევროპული სასამართლოდან, მათ მძიმე წარსულს ახსენებს ხოლმე სტრასბურგი, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს, ჩვენ რომ გვაბრალებენ, სტრასბურგი აკეთებს ამას. საქართველოს უწევს პასუხისგება მათი ცოდვების გამო და ახლა ცდილობენ, ამის ჩამორეცხვას“.

ნინო ზამბახიძე

13 მაისი 2021, 19:59

საზოგადოება

ნინო ზამბახიძე: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით - ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება

ვხვდები რომ კომუნიკაცია კვლავ პრობლემა თუმცა, არც ჩვენ ვაკლებთ როცა ან არ გვინდა რომ სწორად გავიგოთ ან უბრალოდ არ გვესმის. არამერქნულზე ასეთი ამბავია: ნებისმიერ მოქალაქეს არამერქნული ტყის პროდუქტებით, როგორიცაა, ასკილი, მაყვალი, ფარსმანდუკი, სოკო და სხვა, სარგებლობა არ ეკრძალება, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში წერს.