imedi /  15 აპრილი 2020, 12:29 / სანდო წყარო

Georgian Airways-ი განმარტავს, ვის შეუძლია 16 აპრილს დაგეგმილ საფრანგეთის ავიარეისზე ბილეთების შეძენა

ავიაკომპანია Georgian Airways-ი, მგზავრებისთვის, რომლებსაც 16 აპრილს დაგეგმილ საფრანგეთის ავიარეისზე ბილეთების შეძენა სურთ, ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანია განმარტავს, რომ მგზავრებს, რომელთაც სურთ, შეიძინონ ბილეთები საფრანგეთის მიმართულებით 16 აპრილის რეისზე, უფლება აქვთ შევიდნენ ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან:

საფრანგეთის მოქალაქეები, ან მათი ოჯახის წევრები;

საფრანგეთში მცხოვრები ნებისმიერი სხვა მოქალაქე (აქვს საფრანგეთის, ან ევროპის ბინადრობის ნებართვა ან საფრანგეთის D-ტიპის ვიზა) – მათ უნდა ჰქონდეთ მუდმივი საცხოვრებელი საფრანგეთში;

უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ტრანსპორტირებს საერთაშორისო საქონელს;

უცხო ქვეყნის მოქალაქე, ადამიანები ჯანდაცვის სფეროდან, ვინც მოგზაურობს „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ადამიანები, ვინც მიემგზავრებიან სამშობლოში საფრანგეთის გავლით, უნდა იყვნენ:

ევროკავშირის / შენგენის ქვეყნების, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე;

ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ანდორა, ნორვეგია, ვატიკანი, სან მარინო, შვეიცარია – ქვეყნების მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები;

ნებისმიერი სხვა მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ზემოხსენებულ ქვეყნებში (აქვს ბინადრობის ნებართვა, D ტიპის ტიპის ვიზა ან ევროკავშირის ოჯახის წევრის ნებართვა).

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 10 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნიდან 6 ავიარეისი შესრულდება და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

28 მაისი 2020, 12:29

ეკონომიკა

1800 დევნილი ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი ბინას სამი წლით ადრე მიიღებს

1800 დევნილი ოჯახი, დახლოებით 6000 ადამიანი ბინას სამი წლით ადრე მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კახა კალაძე

28 მაისი 2020, 12:29

ეკონომიკა

კახა კალაძის თქმით, მთავრობა დაუმთავრებელი მშენებლობით დაზარალებულ მოქალაქეებს მაქსიმალურად დაეხმარება

„ჩვენ ყველას მაქსიმალურად დავეხმარებით, ხელს შევუწყობთ და დღევანდელი პრეზენტაცია არის მიმართული იმისთვის, რომ ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს ხელი შევუწყოთ და არ დავტოვოთ ბინების და საკუთარი ფართების გარეშე“, - განაცხადა კალაძემ.

პეტრო პოროშენკო

28 მაისი 2020, 12:26

მსოფლიო

პეტრო პოროშენკო უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაიბარეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 29 მაისს გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაიბარეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი გამოძიების სახელმწიფო ბიუროში თავდაპირველად 26 მაისს იყო დაბარებული, თუმცა გამოუცხადებლობის გამო ის უწყებაში ხელმეორედ დაიბარეს. „ევროპული სოლიდარობის“ ლიდერი გამოძიების სახელმწიფო ბიუროში ორ საქმეზე მოწმის სახით არის დაბარებული.

ავტობუსი

28 მაისი 2020, 12:25

საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია: ყველა ავტობუსში ფანჯრები გახსნილი იქნება

თბილისში მოძრავ ყველა საზოგადოებრივ ავტობუსში ფანჯრები გახსნილი იქნება, - ამის შესახებ Imedinews თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კონდიცირების გამოყენება საზოგადოებრივ ავტობუსებში აკრძალულია. ამდენად, ყველა ავტობუსში ფანჯრები იქნება ღია.

სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული კადრი

28 მაისი 2020, 12:20

მსოფლიო

მედია: თურქეთში სავარაუდოდ მეტეორი ჩამოვარდა

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე პროვინციიდან შენიშნეს „სინათლის ბურთი“, რომელიც ტრაპიზონიდან ყველაზე კარგად შეინიშნებოდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სავარაუდოდ, მეტეორი ჩამოვარდა, თუმცა ცაში აფეთქდა და ნაწილებად დაიშალა.

28 მაისი 2020, 12:18

მსოფლიო

მედია: დონალდ ტრამპი განკარგულებას გამოსცემს, რომელიც სოციალური მედიის კომპანიებისათვის მინიჭებულ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს შეზღუდავს

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კეილი მაკინენის განცხადებით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს განკარგულებას სოციალური მედიის კომპანიებთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია

28 მაისი 2020, 12:15

ეკონომიკა

პრემიერმა განმარტა, ვისზეა გათვლილი სამშენებლო სექტორის მხარადასაჭერი ანტიკრიზისული გეგმა

„რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობა ვერანაირად ვერ მივატოვებთ ამ ხალხს შუა გზაზე და ვერ მივატოვებთ ამ სამშენებლო კომპანიებსაც აი ასე ბედის ანაბარა. ამიტომ, მეოთხე ანტიკრიზისული გეგმა მიძღვნილია დეველოპმენტისა და სამშენებლო კომპანიებისადმი. ამიტომ ვდგამთ ჩვენ ამ ნაბიჯს მოქალაქეებისთვის, რომლებმაც განიზრახეს ან უკვე შევიდნენ პროცესში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ან უკვე კონტრაქტული ვალდებულებები აქვთ, ან უკვე რაღაც დანაზოგი აქვთ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის“, - განმარტა მინისტრმა.

28 მაისი 2020, 12:14

ეკონომიკა

ADB-ის $100-მილიონიანი სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

გიორგი გახარია

28 მაისი 2020, 12:14

ეკონომიკა

მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებს

მთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს ყველა იმ იპოთეკური სესხის 4%-ს, რომელსაც 2020 წლის ბოლომდე აიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ბოლო 2 წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია გაფორმებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ. ვერ მივატოვებთ ვერც სამშენებლო კომპანიებს ბედის ანაბარა. დავეხმარებით მოქალაქეებს, რომელთაც განიზრახეს, ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში; ან უკვე საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ, ან უკვე აქვთ რამე დანაზოგი, რომლითაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

28 მაისი 2020, 11:58

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსი 165 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 165 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 4 568 შეადგინა. დაიღუპა 54 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 897 პაციენტი.

28 მაისი 2020, 11:55

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი შეიყვანეს. ახალგაზრდა კაცს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. ის სატვირთო მანქანის მძღოლია და ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცანტრიდან გადაიყვანეს. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ორი პაციენტი მკურნალობს. საქართველოში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 573 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მუჰამედ ბაქერ  ქალიბაფი

28 მაისი 2020, 11:53

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერად მუჰამედ ბაქერ ქალიბაფი აირჩიეს

2017 წელს ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი მმართველის, ჰასან როუჰანის მთავარი კონკურენტი იყო, მუშაობდა თეირანის მერის თანამდებობაზე.

მოსკოვის კორონავირუსი

28 მაისი 2020, 11:46

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 174 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო რუსეთში სულ 4 142 პაციენტი გარდაიცვალა.

28 მაისი 2020, 11:36

ეკონომიკა

Nissan-მა ბარსელონაში მდებარე საწარმოს დახურვა გადაწყვიტა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Nissan-მა (Nissan Motor Co) ბარსელონაში მდებარე საწარმოს დახურვა გადაწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო 3 ათასამდე ადამიანი უმუშევრად რჩება. ესპანეთის მთავრობა განმარტავს, რომ Nissan-ისთვის ეს მსოფლიო რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია.

ჩინეთის პარლამენტი

28 მაისი 2020, 11:35

მსოფლიო

ჩინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე პეკინისადმი დაუმორჩილებლობას კრძალავს

სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი რეგულაციების გამო ჰონგ-კონგმა შესაძლოა ავტონომია დაკარგოს. ამასთან, ჩინეთს საშუალება მიეცემა ისტორიაში პირველად რეგიონში უშიშროების თავისი აგენტები განაწესოს.

28 მაისი 2020, 11:23

COVID19

GORBI: გამოკითხულთა 86%-ის აზრით, საქართველო კორონავირუსის პანდემიას სხვა ქვეყნებზე უკეთ უმკლავდება

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (GORBI) მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოკითხა. კითხვაზე „როგორ უმკლავდება საქართველო კორონავირუსს - სხვა ქვეყნებზე უკეთესად თუ უარესად?“ გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ უკეთესად, უარესად კი მიაჩნია მხოლოდ 3%-ს.

28 მაისი 2020, 11:18

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3-ბალიანი ღელვა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა, მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

სომხეთი კორონავირუსი

28 მაისი 2020, 11:15

COVID19

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის 442 შემთხვევა დადასტურდა, 15 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

28 მაისი 2020, 11:10

საზოგადოება

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და 28 ახალ სტიპენდიატს წარმატება მიულოცა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი.

რომინა აშრაფი

28 მაისი 2020, 11:09

მსოფლიო

ირანში 14 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით მისი მამა დააკავეს

მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მან შვილი 35 წლის შეყვარებულთან ერთად გაქცევის გამო მოკლა, რადგან მათ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა.