imedi /  15 აპრილი 2020, 12:54 / სანდო წყარო

შიდა კლასტერების გაფართოების გამო ხელისუფლება პიკის ფაზისთვის ემზადება

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და იმ კავშირების დადგენა, რომლებიც ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ.

„ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი დღის მონაცემებით, უკვე ქვეყანაში გვყავს კოვიდინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, როლებიც უკვე ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ კი 4 დიდ ქალაქში, თბილისში რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დღეს, 21:00 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 00:50

ტაბლოიდი

იაპონიაში დეპუტატი კაცები ორი დღის განმავლობაში ხელოვნურ მუცლებს ატარებდნენ

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ექსპერიმენტები უბრალოდ სპექტაკლია და მთავრობამ ორსულების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო მტკიცე ნაბიჯები უნდა გადადგას.

მეგობრები

12 აპრილი 2021, 00:15

კულტურა

მეთიუ პერიმ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გადაღებებიდან პირველი ფოტო გამოაქვეყნა

პანდემიის გამო გადაღებები რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდი HBO Max-ზე წელს გავა.

თეა წულუკიანი

11 აპრილი 2021, 23:43

კულტურა

იქნება თუ არა თეატრებში ცენზურა - თეა წულუკიანის განმარტება

„მე არ მაქვს ამის სურვილი. ერთადერთი, რაც მე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც არის სამინისტროს აპარატში, ვინც არის საჯარო მოხელე, მათ უფრო მეტად შრომა ევალება სწორედ მსახიობებისთვის, რაც არ უნდა იყოს მათი მოსაზრება, მხატვრებისთვის, მწერლებისთვის, ყველასთვის, იქნება ის ჩვენი ორგანიზაციის ნაწილი თუ თავისუფალი შემოქმედი. საჯარო მოხელეებმა, ვინც აპარატში იმუშავებს, უფრო მეტი პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინონ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ნინო ლომჯარია

11 აპრილი 2021, 23:26

პოლიტიკა

სახალხო დამცველი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამ დრომდე ხეობაშია, მათ შორის იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა და უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა მხარეებთან“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

თეა წულუკიანი

11 აპრილი 2021, 23:09

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „პოლიტიკური მგელი“ ჩემთვის ბიძინა ივანიშვილია, იმ გაგებით, რომ სხვები მიაჩოჩ-მოაჩოჩა და სახელმწიფოს ინტერესი მაინც გადაარჩინა

ქართულ პოლიტიკაში, თუ დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდს ავიღებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ „მგელი“ ნამდვილად იყო, თუმცა მას „მელას“ უწოდებდნენ, ესაა შევარდნაძე, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“განაცხადა.

თეა წულუკიანი

11 აპრილი 2021, 23:00

კულტურა

თეა წულუკიანი: არ მგონია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იგივეა, რაც იუსტიციის სამინისტრო

„იმედის მაქვს, ეს სამინისტრო საშუალებას მოგვცემს, რომ ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა იყოს ურთიერთგაცვლის რეჟიმში, ისე რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ერთ მიზანს - გვქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, გვქონდეს წვდომა კულტურაზე, მათ შორის სოფლებში და ასევე ეს ყველაფერი კეთდებოდეს არა უბრალოდ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ვაკეთოთ, არამედ მომავალი თაობებისთვის“, აღნიშნა მინისტრმა.

11 აპრილი 2021, 22:49

კულტურა

ზუგდიდის თეატრი 153 წლისაა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 153 წელი შეუსრულდა. ისტორიულ საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ „ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი“, ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა.

მეგი ბაქრაძე

11 აპრილი 2021, 22:30

COVID19

რას აცხადებენ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები

რეგულირების სააგენტო ასევე ცდილობს დაადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მეგი ბაქრაძის მდგომარეობის დამძიმებასა და ვაქცინას შორის. ამ შემთხვევით დაინტერესდა AstraZeneca-ც. ადვოკატების ინფორმაციით, კომპანიამ უკვე გამოითხოვა საქმის მასალები და ვაქცინის ამპულა.

თენგიზ ცერცვაძე

11 აპრილი 2021, 22:26

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადის უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში

საქართველო გზაგასაყარზეა, დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდია, რადგან გამოჩნდა მესამე ტალღის აჩრდილი, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

11 აპრილი 2021, 22:01

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, PACE რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების შესახებ რეზოლუციას ქართული დელეგაციის მხარდაჭერის გარეშეც მიიღებდა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად დააბრალა საკუთარ სახელმწიფოს ის პოზიცია და ის შემადგენლობა, რომელიც ამ მუხლშია ასახული. დიახ, ამ რეზოლუციაში არსებობს ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პუნქტი, მაგრამ არ იყო აუცილებელი, რომ ამ ყველაფერს ჰქონოდა ქართული დელეგაციის მხარდაჭერა, რაც მთლიანად რეზოლუციის და უშუალოდ ამ პუნქტის მხარდაჭერას გულისხმობს. ამ რეზოლუციას ისედაც მიიღებდნენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

შალვა პაპუაშვილი

11 აპრილი 2021, 21:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სერგი კაპანაძის განცხადებაზე: გასაოცარი იყო, რომ ასეთ რაღაცას აბრალებს საკუთარ ქვეყანას

„დღეს, როცა ცდილობენ ახსნან საკუთარი საქციელი, საუბრობენ სხვა პუნქტებზე, რომლებშიც საუბარია ოკუპაციაზე და იმ კარგ ჩანაწერებზე, რომელიც ამ რეზოლუციაში არის. თითქოს ამ ჩანაწერების გამო ამ კომპრომისზე წავიდნენ. უპირველეს ყოვლისა, რანაირი კომპრომისია, როცა კომპრომისის აქეთ მხარეს დგას ის, რომ საკუთარ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას, აბრალებ კასეტური ბომბების გამოყენებას. ეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კომპრომისის ნაწილი იყოს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

11 აპრილი 2021, 21:44

პოლიტიკა

გიორგი საბედაშვილი: გალის მოსახლეობა ენგურის გამოყენებით, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის, რათა თავი აარიდოს კონტაქტს საოკუპაციო რეჟიმთან

მდინარე ენგურის გამოყენებით, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ერთადერთი მიზნით ხორციელდება. ეს მიზანია, რომ თავი აარიდონ კონტაქტს საოკუპაციო რეჟიმთან, - ამის შესახებ „იმედის კვირაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა განაცხადა.

სულხან თამაზაშვილი

11 აპრილი 2021, 21:23

რეგიონი

სულხან თამაზაშვილის თქმით, ნამოხვანთან კარვების აღების პროცესი მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მეტეოროლოგები ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას გვიწინასწარმეტყველებენ, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა. აქედან გამომდინარე დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კარვები იქიდან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამის საფუძველზე ვიმოქმედეთ და მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება. აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ, რომ ჩვენ დავეხმარებოდით. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათთან ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ, დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

11 აპრილი 2021, 20:38

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ! ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია! საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას ვუსურვებ!

გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია!, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას უსურვებს.

მამუკა ხაზარაძე

11 აპრილი 2021, 20:29

პოლიტიკა

„ლელოს“ ლიდერები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდნენ

„კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ „ლელოს“ პოზიცია, რომ ხუთი პუნქტიდან ჩვენ სამ პუნქტს ვეთანხმებით. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზე. დეტალებში ვერ შევალ, თუმცა მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია. დიდი მცდელობაა, რომ საქართველოში საბოლოოდ გადატვირთვა მოხდეს და ეს გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა. ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომელიც თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას დაეტყობა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

11 აპრილი 2021, 20:20

საზოგადოება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ახალ დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა ერთი მანქანა და დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, გზა გადაკეტილი იყო.

11 აპრილი 2021, 20:18

რეგიონი

გურჯაანი-ყვარლის გზაზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

გურჯაანი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რა დროსაც „ოპელის“ მარკის ავტომობილი გადაბრუნდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა.

ქრისტეს ქანდაკება

11 აპრილი 2021, 20:07

მსოფლიო

ბრაზილიაში მაცხოვრის ახალ ქანდაკებას აშენებენ, რომელიც „მხსნელ ქრისტეზე“ მაღალი იქნება

ქანდაკების აგების ინიციატორი ადგილობრივი პოლიტიკოსი ადროალდო კონზაძი იყო, რომელიც მარტში კორონავირუსით გარდაიცვალა. მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 350 ათასი დოლარია. ის კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით ფინანსდება.

კახა კალაძე

11 აპრილი 2021, 19:58

სპორტი

კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას

თბილისის მერი, კახა კალაძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის წარმატებას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

არჩილ თალაკვაძე

11 აპრილი 2021, 19:57

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძემ ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

„ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას! ატაცში 222 კილოგრამის აწევა მსოფლიოს ახალი რეკორდია!“ - წერს თალაკვაძე.