imedi /  15 აპრილი 2020, 15:09 / სანდო წყარო

გერმანელი მეცნიერები მთავრობას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ურჩევენ

ბერლინი კორონავირუსი

გერმანიის მეცნიერებათა აკადემიამ ქვეყნის მთავრობას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების რეკომენდაცია მისცა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე გაიხსნება სკოლები, თუმცა ჰიგიენის ნორმების დაცვა მათში მკაცრად გაკონტროლდება. ასევე გაიხსნება მაღაზიები და რესტორნები, მხოლოდ იმ პირობით, რომ მათში სოციალური დისტანციის წესი იქნება დაცული.

მეცნიერთა კიდევ ერთი რჩევა საჯარო სივრცეებში პირბადის ტარებაა. მათი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება 19 აპრილიდან შეიძლება. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკლემა განაცხადა, რომ მეცნიერების რჩევებს გაითვალისწინებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

15 აპრილი 2021, 12:18

საზოგადოება

კახა კალაძე: თავს კარგად ვგრძნობ და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ლაივ ჩართვისას განაცხადა, მან დამატებითი გამოკვლევები ჩაიტარა.

15 აპრილი 2021, 12:04

მსოფლიო

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, იაპონიაში ოლიმპიადის გაუქმებას არ გამორიცხავენ

იაპონიის მმართველი „ლიბერალ დემოკრატიული პარტიის“ გენერალური მდივანი, ტოშიჰირო ნიკაი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმებას არ გამორიცხავს, თუკი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება.

15 აპრილი 2021, 11:55

საზოგადოება

CO-თი ინტოქსიკაციისა და გაზის აფეთქების შემთხვევების გახშირების გამო, „თბილისი ენრეჯი“ მოქალაქეებს აფრთხილებს

კომპანია „თბილისი ენრეჯი“ მოქალაქეებს მოუწოდებს ბუნებრივი აირი უსაფრთხოების წესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოიხმარონ. კომპანიამ დღეს გამაფრთხილებელი ბრიფინგი გამართა, სადაც ითქვა, რომ ბოლო წლებში CO-თი ინტოქსიკაციისა გაზის აფეთქების შემთხვევები გაზრდილია. დედაქალაქის მასშტაბით, ბოლო თვეში 23 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი კი ფატალურად, მსხვერპლით დასრულდა. „თბილისი ენრეჯი“ მოუწოდებს აბონენტებს, არ გამოიყენონ მათ მიერ დალუქული მოწყობილობა, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაზის სუნის შემჩნევის შემთხვევაში დარეკონ 144-ის ცხელ ხაზზე.

15 აპრილი 2021, 11:54

კულტურა

ფილმის „ფორსაჟი 9“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნდა

სურათის პრემიერა, რომლის რამდენიმე სცენა საქართველოში გადაიღეს, 2021 წლის 25 ივნისს შედგება. თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ ვინ დიზელი, შარლიზ ტერონი, მიშელ როდრიგესი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკადრისი, ტაირიზ გიბსონი, ნატალი მანუელი. ამასთან, ფილმში პოპულარულმა რესლერმა, ჯონ სინამ ითამაშა.

დიმიტრი ხუნდაძე

15 აპრილი 2021, 11:53

საზოგადოება

ბავშვთა სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით პარლამენტში ხვალ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება

პარლამენტის ინფორმაციით, იმის გამო, რომ პანდემიის შემდეგ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს ეკონომიკა ვარდნას განიცდის, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს შინამეურნეობების ბიუჯეტზე, ბავშვების წინაშე არსებული რისკები შემცირების ნაცვლად იზრდება და ისინი უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე. 2009 წლიდან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 13%-დან 6.2%-მდე შემცირდა. 2015 წელს 3%-იც კი იყო.

15 აპრილი 2021, 11:42

რეგიონი

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებით სხვადასხვა თემაზე პროტესტს, იმედგაცრუებულ, გაბრაზებულ ადამიანებს, რომლებსაც შედეგი არ აქვთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა

15 აპრილი 2021, 11:38

პოლიტიკა

გიგი უგულავა: მოწადინებული ვართ, რომ იყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი

აბსოლუტურად მართალია, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში, ნებისმიერი პოლიტიკური დებატების ადგილი არის პარლამენტი. მაგრამ არის ერთი მთავარი ასპექტი, ნატოს წევრ ქვეყნებში პარლამენტის არჩევნებს არ აყალბებენ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

ადამ კინზინგერი

15 აპრილი 2021, 11:33

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანა წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს წინდაუხედავი გადაწყვეტილება და მძიმე შეცდომაა.

პაატა მანჯგალაძე

15 აპრილი 2021, 11:33

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: 9 წლის განმავლობაში ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით ვერ მიაღწია იმას, რასაც ჩვენ ვაღწევთ იმით, რომ არ შევედით რამდენიმე ხანი პარლამენტში

„დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე მედიაციაში ჩართულ ელჩებს, რომლებიც ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ, რომ საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება შედგეს. ვსაუბრობთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად 5 ფუნდამენტურ ცვლილებაზე, რაც ფუნქციონირებად დემოკრატიას სჭირდება. 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციამ პარლამენტში ყოფნით ვერ მიაღწია იმას, რასაც ჩვენ ვაღწევთ იმით, რომ არ შევედით რამდენიმე ხანი პარლამენტში. ეს არის სერიოზული მონაპოვარი, ამას უნდა ბოლომდე მიყვანა და როგორც კი ამ საკითხებზე შედგება შეთანხმება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შევა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლაშა დამენია

15 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

ლაშა დამენია: პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის

„პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციის თვითმიზანი არ არის, თუმცა როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში არ უცხადებენ პარლამენტის ბოიკოტს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებში არჩევნები ასე ტოტალურად არ ყალბდება. ნატოს წევრ ქვეყნებში არ ჰყავთ პოლიტპატიმრები, ოპოზიციურ პარტიებს ოფისებში არ უვარდებიან და მათ ოფისებს არ წვავენ. ამიტომ აქედან ერთადერთი გამოსავალია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები“, - განაცხადა დამენიამ.

გიორგი ბოტკოველი

15 აპრილი 2021, 11:27

პოლიტიკა

გიორგი ბოტკოველი აპატურაის განცხადებაზე: მთავარი რჩევა ქართველმა ხალხმა უნდა მოგვცეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ქუჩაში ყოფნა მათი თვითმიზანი ნამდვილად არაა, მაგრამ ეს პარლამენტი ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს.

15 აპრილი 2021, 11:21

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,014 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,014 ადამიანს დაუდასტურდა, 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 206,142 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,817 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 185,125.

15 აპრილი 2021, 11:20

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16,427 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 433 ადამიანი ემსხვერპლა.

ნეიმარი

15 აპრილი 2021, 11:14

სპორტი

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს

ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. ამის შესახებ Sky Sports-ის ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.

15 აპრილი 2021, 11:12

COVID19

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაშია გამოვლენილი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 538 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 30, გურია - 24, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ს

15 აპრილი 2021, 11:07

თავდაცვა

არჩილ თალაკვაძე: მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი თალაკვაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

15 აპრილი 2021, 10:59

საზოგადოება

გლდანის რაიონის მცხოვრებლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

15 აპრილი 2021, 10:58

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

15 აპრილი 2021, 10:58

მსოფლიო

Bloomberg: არჩევნებში ჩარევისა და კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და კომპანია SolarWinds-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 10:58

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 446 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე 446 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 ავადმყოფი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.