imedi /  15 აპრილი 2020, 16:28 / სანდო წყარო

გია ვოლსკი: სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სხდომა 22-23 აპრილს შედგება

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

ვფიქრობ, რომ ოპოზიციას პოლიტიკური საქმიანობის ასპარეზი ნაკლებად დარჩა და ცდილობს, რაღაც თემები ხელოვნურად წამოწიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით სხდომა 22-23 აპრილს შედგება. გაუგებარია ოპოზიციის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებუთ, რომ კონკრეტული გეგმა უნდა იყოს და არ უნდა იყოს რაღაც უპირობო თანხმობა ამაზე. არც არავის უთქვამს, რომ თანხმობა უპირობო უნდა იყოს, არც ჩვენ გვქონია უპირობო გადაწყვეტილება მიღებული. საკმაოდ სერიოზული კონსულტაციების შემდეგ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა. რასაკვირველია, არავინ არის შეზღუდული, რომ თავისი აზრი გამოხატოს და ეს აბსოლუტურად ნორმალური იქნება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ოპოზიციას პოლიტიკური საქმიანობის ასპარეზი ნაკლებად დარჩა და ცდილობს, რაღაც თემები ხელოვნურად წამოწიოს. თუმცა, არც მინდა რომ ასეთი მწარე ბრალდებით შემოვიფარგლო. მთავრობაც და უმრავლესობაც მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ბიძინა კულუმბეგოვი

12 აპრილი 2021, 11:37

COVID19

რა არის იშვიათი თრომბოზები და ვინ არის რისკჯგუფში. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად დიდ ბრიტანთში დაიწყო, შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიც ჩაერთო. დანიასა და შემდეგ, ნორვეგიაში, შეამჩნიეს, რომ რამდენიმე ადამიანს განუვითარდა იშვიათი თრომბოზები, ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის [CVST] იშვიათი შემთხვევები.ზოგად პოპულაციაში, თრომბოზი ისედაც არსებობს“.

ბიძინა კულუმბეგოვი

12 აპრილი 2021, 11:36

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი დაასახელა

მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ისეთი ტიპის ტალღა, როგორც იყო შემოდგომაზე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დღეისთვის პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი პირბადის გამოყენებაა.

მძიმე პაციენტები

12 აპრილი 2021, 11:27

COVID19

საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტი იმყოფება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 43, იმერეთში - 63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 106 - აჭარაში. 4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 11:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების რისკი დიდია

„ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების დიდი რისკია. შეიძლება ვთქვათ, რომ ის დაწყებულია, თუმცა ფართო მასშტაბი ჯერჯერობით არ აქვს მიღებული. ყველა ინდიკატორი, რომელიც აფასებს ეპიდსიტუაციას, სამწუხაროდ, გაუარესებულია. ეს მცირე აფეთქებები დაიწყო დიდი თავშეყრებიდან, ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ დროებით ხელი უნდა ავიღოთ ამ დიდ თავშეყრებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

12 აპრილი 2021, 11:22

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 245 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

12 აპრილი 2021, 11:18

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოავლინა

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1116 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 149 ფაქტი გამოვლინდა.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

12 აპრილი 2021, 11:16

მსოფლიო

ირანმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა.

ენტონი ბლინკენი

12 აპრილი 2021, 11:02

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა.

12 აპრილი 2021, 10:58

COVID19

რა შემთხვევაშია აუცილებელი სამედიცინო პირბადის გამოყენება და როდის შეიძლება ნაჭრის პირბადის მოხმარება. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„მსოფლიოში, ძირითადად, ორი ტიპის პირბადეა გავრცელებული; ნაჭრის პირბადე და სამედიცინო, ანუ ქირურგიული პირბადე. ნებისმიერმა ადამიანმა, რომლის ასაკი 60 წელი და ზემოთაა, ასევე, მათ, ვისაც აქვთ ერთი თანმხლები დაავადება მაინც - სასუნთქი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება, დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსივნე, აუცილებლად უნდა ატარონ სამედიცინო პირბადე. სხვა კატეგორიის ადამიანებმა, თუ პირბადე სტანდარტებს შეესაბამება, შესაძლებელია, ატაროს ნაჭრის პირბადეც“.

12 აპრილი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

12 აპრილი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი.

BAFTA

12 აპრილი 2021, 10:40

კულტურა

BAFTA 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ცერემონია ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ოთხ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული „ნომადლენდი“ გახდა - ფილმის ავტორი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს, მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი საუკეთესო მსახიობ ქალად, ჯოშუა ჯეის რიჩარდსი კი საუკეთესო ოპერატორად. თვითონ სურათი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

დავით სერგეენკო

12 აპრილი 2021, 10:40

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, სჯერა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა - პარტიული.

12 აპრილი 2021, 10:36

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 824 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 38 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 824 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ოთარ ტატიშვილი

12 აპრილი 2021, 10:32

COVID19

ოთარ ტატიშვილი მოქალაქეს, რომელსაც პანდემიის არსებობის არ სჯერა, ბოქსირებული და რეანიმაციული განყოფილებების დათვალიერებას სთავაზობს

„იმედის დილის“ წამყვანი და ექიმი, ოთარ ტატიშვილი მოქალაქეს, რომელმაც ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვისას თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის არსებობის არ სჯერა, ბოქსირებული და რეანიმაციული განყოფილებების დათვალიერებას სთავაზობს. გამოკითხვისას მოქალაქემ თქვა: „ბევრი ნაცნობი მყავს, იმათაც ვეკითხები: „ვინმე დაიღუპა ჩვენ გარშემო?“.

12 აპრილი 2021, 10:31

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 168 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 168 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 904 ადამიანი გარდაიცვალა.

12 აპრილი 2021, 10:29

რეგიონი

აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს. შესრულებული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშივლმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 10:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართავს.

ლევან დავითაშვილი

12 აპრილი 2021, 10:07

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მიზანია, მიმდინარე წლიდან, პრიორიტეტი გახდეს ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, დარგის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივები და რთველი 2021-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა.

12 აპრილი 2021, 09:53

საზოგადოება

აპრილიდან სკოლის მოსწავლეებთან განათლების სისტემის სოციალური მუშაკები იმუშავებენ

კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.