imedi /  15 აპრილი 2020, 19:06 / სანდო წყარო

ლევან რატიანი: კორონავირუსის დროს ზოგჯერ პაციენტებს არ უჭირთ სუნთქვა, მაგრამ მოულოდნელად ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი ვითარდება

ლევან რატიანი

ლევან რატიანი

ჩვენც გვაქვს შიდა კვლევები და ვეთანხმებით სხვა მოსაზრებებსაც, რომ ეს არ არის ვირუსი, რომელმაც ერთი ტიპის გართულება შეიძლება მოგვცეს ადამიანებში და მას სხვადასხვა მიმდინარეობა აქვს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, ყველა დაავადება რთულდება ერთი რამით, როდესაც პაციენტები აპარატზე გადადიან და მულტიორგანული უკმარისობაა.

„აქ არ არის კლასიკური სუნთქვის უკმარისობა. აქ არის ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, რომელიც მოკლე პერიოდში ვითარდება. როდესაც პაციენტები მძიმდებიან, მათ არ უჭირთ სუნთქვა. თითქოს გეკონტაქტებიან, მაგრამ უეცრად გადადიან დეკომპენსირებულ მდგომარეობაში და მართვით სუნთქვაზე. ბევრი ინფორმაცია დაიწერა, მაგრამ კაცობრიობისთვის ერთი რამ არის ცნობილი, რაც პანდემიებისა და ეპიდემიების ისტორიას მოიცავს, დასაწყისშივე ნებისმიერი გამომწვევი ბობოქარია. ასევე ბობოქარია ადამიანის ორგანიზმიც“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, ამ ომის მოგება მხოლოდ დროის გახანგრძლივებითაა შესაძლებელი. „დრო გავახანგრძლივოთ იმით, რომ უჯრედი დასუსტდეს და ადამიანის ორგანიზმმა იმუნური სისტემა განაწყოს ისე, რომ ვირუსის შეჭრის შემთხვევაში სწრაფი ანტისხეულები გამოიმუშავოს იმისათვის, რომ დაავადება რაც შეიძლება ატრავმულად გადავლახოთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ყველა სიახლე

ლევან კობერიძე

23 აპრილი 2021, 22:15

პოლიტიკა

ლევან კობერიძე: გული მწყდება „ლელოზე“, ისინი, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ მძევლები გახდნენ

„ლელოზე“ გული მწყდება, ისინი, ფაქტობრივად, მძევლები გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, - ამის შესახებ „ლელოს“ ყოფილმა წევრმა, ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

23 აპრილი 2021, 22:03

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 49 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 49 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 343 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:56

მსოფლიო

ბელარუსში Skoda-ს ავტომობილების, Nivea-ს კოსმეტიკისა და Liqui Moly-ის ავტომობილის ზეთების შეტანა აიკრძალა

ბელარუსის მთავრობამ დროებით აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომწარმოებელ Škoda Auto-ს, ავტომობილის ზეთების მწარმოებელი კომპანია Liqui Moly-ისა და კოსმეტიკური ბრენდების მფლობელი კომპანია Beiersdorf-ის პროდუქციის შეტანა.

23 აპრილი 2021, 21:55

რეგიონი

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გამართა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სპექტაკლის პრემიერა გამართა. სპექტაკლი მოწვეულმა რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა, იგორ ბაუერსიმას ცნობილი და მსოფლიოში გახმაურებული პიესის - „ნორვეგია დღეს“ მიხედვით დადგა.

23 აპრილი 2021, 21:51

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 32 340 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 340 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 309 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრები გამართეს.

ჯორჯიან მანგანეზი

23 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაცია და პროფკავშირები დასაქმებულების ანაზღაურების მატებაზე შეთანხმდნენ

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაცია და პროფკავშირები დასაქმებულების ანაზღაურების მატებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

23 აპრილი 2021, 21:48

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 894 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 894 043 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 აპრილი 2021, 21:44

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 95 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 342 ადამიანი გარდაიცვალა.

23 აპრილი 2021, 21:39

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 40 ადამიანი გარდაიცვალა.

შსს

23 აპრილი 2021, 21:34

სამართალი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს.

ჯო ბაიდენი

23 აპრილი 2021, 21:33

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის სფეროში პროდუქტიულად თანამშრომლობა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ და რუსეთი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ითანამშრომლებენ.

ცესკო

23 აპრილი 2021, 20:46

პოლიტიკა

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ

„გირჩის“ საარჩევნო სიის წევრებს 8-დან 129 ნომრის ჩათვლით რეგისტრაცია გაუუქმდათ. შესაბამისი განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა.

ჯინ შაჰინი

23 აპრილი 2021, 20:43

პოლიტიკა

ჯინ შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის

მსურს საქართველოს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა მივულოცო, თუმცა მძიმე სამუშაო ახლა იწყება, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

23 აპრილი 2021, 20:43

რეგიონი

აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა

ზუგდიდში, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, ქალაქის მერი გიორგი შენგელია და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ (Action Against Hunger) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

23 აპრილი 2021, 20:42

სპორტი

ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ვაკის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გახსნა. სფფ-ს ვაკის საფეხბურთო ცენტრი 2019 წლის დეკემბერში სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან გადაეცა. გადაცემის პროცესს მხარს უჭერდა სპორტის უნივერსიტეტი.

ნუგზარ წიკლაური

23 აპრილი 2021, 20:35

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: არ გვინდა, რომ ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან დაკავშირებით გამონათქვამებთან რაიმე კავშირი გვქონდეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მის პარტიას არ სურს, რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ გამონათქვამებთან, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

რონ ჯონსონი

23 აპრილი 2021, 20:27

პოლიტიკა

რონ ჯონსონი: მოხარულნი ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს

ამერიკელი სენატორი, რონ ჯონსონი აცხადებს, რომ მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

დავით ზალკალიანი

23 აპრილი 2021, 20:22

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ნიკა მელია იქნება თავისუფალი

შეთანხმებაში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ისაუბრა. „თუ მათ ეს სურთ, ეს ყველაფერი შეთანხმებაშია და შეთანხმების იმპლემენტაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ ის იქნება თავისუფალი. ეს ქმედება ყოვლად წარმოუდგენელია და ვფიქრობ, არის აშკარა მცდელობა შეთანხმების გადასინჯვის, რასაც არავინ დაეთანხმება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.