IMEDI /  15 აპრილი 2020, 21:24 / სანდო წყარო

აღდგომის დღესასწაულზე მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე შევა და დილის 6 საათზე გამოვა

ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძე

აღდგომის დღესასწაულზე მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე გამოვა - ამის შესახებ დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ საპატრიარქოსთან განაცხადა.

ჯაღმაიძის განმარტებით, ეკლესია ცდილობს ყველა რეკომენდაციისა და კანონის დაცვით მოახერხოს მოწესრიგებულად იზეიმოს აღდგომის დღესასწაული.

„გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს ყველა ის მითითება რაც ჯანდაცვის შესაბამისმა სამსახურებმა მოგვაწოდეს. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ სააღდგომო მსახურების დროს, მრევლი ტაძარში მივიდეს ცხრა საათამდე და გამოვიდეს დილის ექვს საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლმა შეძლოს სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სხვა შეზღუდვები, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს ჩვენ. ეს შეეხება ასაკობრივ ჯგუფს. ეს შეეხება ყველა იმ ადამიანს ვინც რისკჯგუფში შედის. იქნება ეს დაავადების თუ რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს. ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორიც მითითებული არის, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები, ზედმიწევნით გაითვალისწინონ. ასევ აუცილებლად გასათვალისწინებელი არის მათთვის, ვისაც სახლში ჰყავს ასეთი რისკჯგუფში შემავალი ადამიანები. უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის დაავადება, რომლის შესახებაც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, შესაძლოა მათთვის არა, მაგრამ მათი ახლობლებისთვის. ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს რომ, როგორც ადრე იცავდა მრევლი სოციალურ დისტანციას, ზუსტად ასევე დაიცავენ. დიდ ტაძრებში საუბარია ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში მრევლი მაქსიმალურად უნდა იყოს ეზოში. და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს წირვა ჩაატაროს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც. მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში დიდი ხნით ტაძარში ყოფნა, მიეცემა საშუალება, რომ დილის წირვასაც დაესწროს. ასე გადანაწილდება მრევლი და უფრო იოლი იქნება დისტანციის შენარჩუნება“- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

04 დეკემბერი 2020, 23:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 482 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 87-ს ინფექცია აღმოაჩნდა. ამასთანავე, 2 პაციენტი გარდაიცვალა. დღე-ღამეში ვირუსისგან 241 ადამიანი განიკურნა.

04 დეკემბერი 2020, 23:03

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მარიხუანას ფედერალურ დონეზე დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.

04 დეკემბერი 2020, 22:59

მსოფლიო

გერმანიაში 92 წლის ქალს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის პატიმრობა მეორედ მიესაჯა

ბერლინის, ტირგარტენის რაიონის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 92 წლის ურსულა ჰავერბეკს, რომელიც ჰოლოკოსტის უარყოფისთვის მისჯილი პატიმრობიდან მიმდინარე წლის ოქტომბერში გათავისუფლდა. გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ურსულა ჰავერბეკმა ციხეში 2,5 წელი გაატარა.

კორონავირუსის ტესტირება

04 დეკემბერი 2020, 22:58

რეგიონი

კახეთში კორონავირუსის 309 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ სულ 5 ათას გადააჭარბა. ეპიდემიოლოგებმა ახალი დადასტურებული შემთხვევების 198 კონტაქტი უკვე მოიძიეს. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. პარალელურად ცხელების ცენტრს დღეს 90-მა პაციენტმა მიმართა.

ლევან დავითაშვილი

04 დეკემბერი 2020, 22:32

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია

ქვეყანაში ხორბლის 2 თვეზე მეტის მარაგია. წლის განმავლობაში ჩვენ ეს მარაგები გავზარდეთ ზუსტად იმის გამო, რომ არაორდინალური სიტუაციაა მსოფლიოში, არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ გლობალურადაც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

04 დეკემბერი 2020, 22:28

COVID19

ტედროს გებრეიესუსი: ჯანმო შეშფოთებულია გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ჯანმო შეშფოთებულია მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულდა.

ზვიად შალამბერიძე

04 დეკემბერი 2020, 21:53

რეგიონი

კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება იმერეთის 65 სამედიცინო ცენტრში იქნება შესაძლებელი

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გუშინ და დღეს გამართულ შეხვედრებზე ყველა ის საკითხი განიხილეს, რაც სწრაფ ტესტირებას უკავშირდება.

დევიდ ბიზლი

04 დეკემბერი 2020, 21:53

მსოფლიო

გაერო: 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობის ზრდის გამო, 2021 წელი ჰუმანიტარულ კატასტროფად შეიძლება იქცეს.

04 დეკემბერი 2020, 21:30

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 745 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 214 ადამიანი გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2020, 21:24

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 32 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 193 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კორონავირუსით გარდაცვალება

04 დეკემბერი 2020, 21:22

COVID19

კახეთში კორონავირუსით 30-ე პაციენტი გარდაიცვალა

ხანდაზმული გურჯაანის დასუფთავების სამსახურში მძღოლად მუშაობდა. ის გურჯაანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიით სამი დღის წინ მოათავსეს, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადიოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

04 დეკემბერი 2020, 21:19

COVID19

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ეუთო

04 დეკემბერი 2020, 21:11

პოლიტიკა

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალზე საქართველოს მეგობართა ჯგუფმა (ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, აშშ) საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურებულია სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

04 დეკემბერი 2020, 21:04

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 24 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 814 ადამიანი გარდაიცვალა.

ძიუდო

04 დეკემბერი 2020, 21:02

სპორტი

შესაძლოა, საქართველოში ძიუდოში „თბილისის გრან პრის“ ნაცვლად „გრანდ სლემი“ ჩატარდეს

როგორც წესი, ქვეყნები თავად ითხოვენ საერთაშორისო ფედერაციისგან „გრანდ სლემის“ ჩატარებას, თუმცა ამჯერად უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და საქართველომ შეთავაზება მიიღო.

04 დეკემბერი 2020, 20:54

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 16 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 504 ადამიანი გარდაიცვალა.

რემა ჟვანია

04 დეკემბერი 2020, 20:40

საზოგადოება

ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ჟვანიამ დაწერა.

სერგეი ლავროვი

04 დეკემბერი 2020, 20:40

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: თურქეთის ნატოში წევრობა რუსეთის თურქეთთან ურთიერთობებში პრობლემას არ წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქეთის ნატოში წევრობა რუსეთის თურქეთთან ურთიერთობებში პრობლემას არ წარმოადგენს.

04 დეკემბერი 2020, 20:36

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ოთხ პირობაზე დათანხმება მოგვთხოვა, ოთხივეზე ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ მას, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ორი დღის წინ ოთხი პირობა გაუგზავნა, რომელზე დათანხმებაც მოსთხოვა. როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ოთხი პირობიდან ერთ-ერთს „მოწევისთვის“ თავის დანებება წარმოადგენდა.

04 დეკემბერი 2020, 20:28

COVID19

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წინადადებით გამოდის, ქვეყანაში ლოკდაუნი იანვრის დასაწყისში დაწესდეს.