imedi /  16 აპრილი 2020, 14:49 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: თუ ეს 4 დღე ვიქნებით ძალიან ფრთხილად, არ გვექნება დრამატული ზრდა

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

„თუ ეს 4 დღე ვიქნებით ძალიან ფრთხილად, არ გვექნება დრამატული ზრდა, დამიჯერეთ“, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გადაცემაში „დღის კურიერი“ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამით თავიდან იქნება აცილებული ინფექციის გავრცელების დრამატული ზრდა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც შეძლებს გამოწვევასთან გამკლავებას.

„თუ შესრულდება ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დღეს სახელმწიფო იძლევა და ეს 4 დღე ვიქნებით ძალიან ფრთხილად, გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვექნება დრამატული ზრდა. დამიჯერეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ანდრიუს კუბილიუსი

21 აპრილი 2021, 00:22

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: კვლევა აჩვენებს, რომ მიღწევების კუთხით, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არ განსხვავდებიან - ბევრ შემთხვევაში, საქართველო ლიდერობს კიდეც

გვსურს ევროკავშირი უფრო ღია იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ამბიციების მიმართ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიის დასრულების შემდეგ, ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

21 აპრილი 2021, 00:09

სპორტი

„მანჩესტერ სიტი“ სუპერლიგას გამოეთიშა

„სიტი“ ერთ-ერთი იყო იმ 6 ინგლისური კლუბიდან, რომლებმაც ახალი საერთაშორისო ტურნირის დაფუძნების შესახებ 2 დღის წინ განაცხადეს.

თინა ხიდაშელი

21 აპრილი 2021, 00:06

საზოგადოება

თინა ხიდაშელი: მდგომარეობა გაუარესდა - საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება

„საავადმყოფოში მომიწია დაბრუნება, ვინაიდან, სახლში ყოფნის დროს, მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ორივე ჯერზე საიმედო ხალხის ხელში დროულად აღმოვჩნდი, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ, ძალიან გაიწელა ეს ყველაფერი“.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 23:52

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: შარლ მიშელის დოკუმენტმა ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ ექვსთვიანი ტყვეობიდან იხსნა

ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ ექვსთვიანი ტყვეობიდან იხსნა შარლ მიშელის დოკუმენტმა. ოთხი რაუნდი ჩატარდა ელჩების მონაწილეობით, იყო არაერთი ღია თუ დახურული შეხვედრა, ისმოდა ღია მოწოდებები პარლამენტში შესვლისკენ, იყო IRI-ისა და NDI-ის დასკვნები, თუმცა ისინი ვერ უძლებდნენ იმ წნეხს, ახლა კი გაუძლეს იმიტომ, რომ ამ პროცესის მიღმა იდგა შარლ მიშელი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ნიკა ჩიტაძე

20 აპრილი 2021, 23:48

პოლიტიკა

ნიკა ჩიტაძე: დიდი იმედი მაქვს, შეიქმნება საფუძველი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობაც“ ასევე ვიხილოთ პარლამენტში

„რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, შეიქმნება საფუძველი იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობაც“ ასევე ვიხილოთ პარლამენტში და ჩვენ გვყავდეს პლურალისტური პარლამენტი. ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მმართველ ძალას ეკისრება. არ მისცეს საერთაშორისო საზოგადოებას საფუძველი, გაგვაკრიტიკონ. შემდეგ ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული „ქართული ოცნება“ მიიღებს 43%-ზე ნაკლებს თუ მეტს. თავისთავად, რაც შეეხება მიღწეულ შეთანხმებას მისასალმებელია“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს

„არა თუ 43%-იანი, ბევრად უფრო მაღალი ზღვრის გადალახვა შეუძლია ძალიან მარტივად „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები არის გამორიცხული. „ქართული ოცნება“ რა თქმა უნდა დამაჯერებლად მოიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამის საფუძველზე სათანადოდ გაგრძელდება პოლიტიკური პროცესი. ამაში შეგვიძლია მთელი საზოგადოება დავარწმუნოთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ვლადიმერ ბოჟაძე

20 აპრილი 2021, 23:39

პოლიტიკა

ვახტანგ ძაბირაძე: დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში

დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ „ნაცმოძრაობა“ შევა პარლამენტში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 აპრილი 2021, 23:37

მსოფლიო

ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ რადიკალების ადგილი ქართული პოლიტიკაში აღარ იქნება

„თუ ვინმეს აქვს გარკვეული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რადიკალების ხელახლა აღზევებას, ეს შფოთვა არ არის რაიმე საყრდენზე დაფუძნებული და ამაში შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო. რადიკალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება და ამის გარანტი იქნება სწორედ ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ოპოზიციასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. რადიკალიზმი საქართველოში დასრულდება და ერთხელ და სამუდამოდ, ამ შეთანხმების საფუძველზე ქართულ პოლიტიკაში უნდა დამკვიდრდეს სიმშვიდე და სტაბილურობა, რაზეც პასუხისმგებელი არის „ქართლი ოცნება“, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია და ამ პირობას საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, დავდებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

„ის, რომ გარკვეული კომიტეტების თავმჯდომარეები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ის, რომ მეტი თანამდებობა აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებში ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და სწორედ ეს იყო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ამოცანა, რომ საუკეთესო დასავლური პრაქტიკა შემოეტანათ საქართველოში. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უხერხულობები უკავშირდებოდა ამ საკითხის აღსრულებას, ჩვენ შეთანხმების ამ პუნქტს დავეთანხმეთ. ესაა მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენთან პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში შეიცვალოს და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი ჩამოყალიბდეს. ეს იყო ჩვენი ამოცანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი

არამარტო დღეს, არამედ ზოგადად ასეა, რომ ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი. მელიას არ ეყო ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ არ ემოქმედა სააკაშვილის მარტივი თამაშის შესაბამისად. თავის დროზეც, როდესაც მელიამ საკუთარი თავი ჩაისვა ციხეში, ეს იყო სააკაშვილის მარტივი თამაში, რომელიც არ შედიოდა მელიას ინტერესებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებშია

„ეს არის არასწორი ქმედება, თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს იმ შედეგს, რომელიც შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით დადგა. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა. მთავარია, რომ ოპოზიციური პარტიებისა და დეპუტატების კრიტიკული რაოდენობა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. დანარჩენი არის სააკაშვილისა და სხვა რადიკალი პოლიტიკოსების თამაშები, რომლებსაც უკვე არავითარი წარმატების პერსპექტივა არ აქვთ. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებით ისარგებლებს სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარტიებს, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თვალი უჭირავთ არა ამერიკის, არამედ ჩრდილოეთისკენ

შეთანხმებას არ მოაწერა ხელი „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. სწორედ ამ პარტიებს უჭირავთ თვალი არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთის მიმართულებით. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

20 აპრილი 2021, 23:12

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 114 ადამიანი გარდაიცვალა.

თამთა მეგრელიშვილი

20 აპრილი 2021, 23:11

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: შენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს, გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს

„საზღვარი არ აქვს შენს უტიფრობას და გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს. პრეზიდენტზე საუბრობ და რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს იყენებ, ომი საქართველომ დაიწყოო, არადა იმ პარტიის წევრი ხარ, რომლის ლიდერებმა და შენმა პირადმა მეგობრებმა, ჯერ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში, ხოლო სულ ახლახან საქართველოს დააბრალეს, თითქოს კასეტური ბომბები გამოიყენა საქართველომ. სამარცხვინო საქციელია!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

20 აპრილი 2021, 23:08

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 390 ადამიანი გარდაიცვალა.

20 აპრილი 2021, 23:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 23:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ

საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.

20 აპრილი 2021, 22:56

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 197 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2 197 ადამიანს გამოუვლინდა, 1 946 გამოჯანმრთელდა, 34 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 303 858 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4 203 ადამიანი. ვირუსისგან 267 485 პაციენტი განიკურნა.

20 აპრილი 2021, 22:47

მსოფლიო

ნიუ-იორკში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით სასურსათო მაღაზიაში, Stop & Shop-ში შეიჭრა, მაღაზიის ზედა სართულზე, მენეჯერის კაბინეტში შევარდა და ცეცხლი გახსნა.