IMEDI /  16 აპრილი 2020, 16:11 / სანდო წყარო

ფონდი „ქართუ“ ჯანდაცვის სექტორისთვის 4 მილიონ პირბადეს შეიძენს

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა ბიძინაივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

„მოგეხსენებათ, COVID-19 გლობალური გამოწვევაა, რომელმაც ბევრი ახალი, სამწუხარო სიახლე შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდით უნდა მივეჩვიოთ ყოველდღიურად პირბადით, ხელთათმანებით ცხოვრებას. თუმცა, ასევე, ამ გამოწვევის შედეგია, რომ დღეს, ისეთ ელემენტარულ ნივთზე, როგორიცაა სამედიცინო პირბადე, გლობალური დეფიციტია შექმნილი. ქართულმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა დანადგარი, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე აწარმოებს ერთჯერად სამედიცინო პირბადეს, რომელიც ასე გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მედიკოსებს. კომპანია უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ დამატებით ხაზს აამოქმედებს და შეძლებს დღეში დაახლოებით 250 000 ერთჯერადი პირბადის წარმოებას. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ „ქართუ“ ჯგუფმა აიღო ვალდებულება და ამ საწარმოში წარმოებულ პირველ 4 მილიონ პირბადეს, სახელმწიფოს, მთავრობას აჩუქებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პირბადეები მოხმარდება ჩვენს სამედიცინო სექტორს, მათ, ვინც წინა ხაზზეა კოვიდ-19-თან ბრძოლაში. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს“. ის, როგორც ყოველთვის, გვერდში უდგას სახელმწიფოს და ყოველთვის გვეხმარება იქ, სადაც ყველაზე უფრო გვჭირდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, StopCov-ფონდში იმ 100 მილიონის გადმორიცხვისთვის, რომელიც ასევე გამოყენებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო.

„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას იმ კუთხით, რაც გამოწვეული იყო მსოფლიო მასშტაბით არსებული პირბადეების ზოგადი დეფიციტით. არ შეიძლება, არ აღინიშნოს ფონდ „ქართუს“ ძალიან დიდი წვლილი. „ქართუ“ დგამს კიდევ ერთ უპრეცედენტო ნაბიჯს და 4 მლნ პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ტვირთს, რომელიც დღეს გაგვაჩნია COVID-19-ის ინფექციასთან ბრძოლიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, რომ სამედიცინო ნიღბების საქართველოში წარმოება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების წვლილს.

„დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ებრძვის ახალ, უხილავ მტერს, მსოფლიო პანდემია COVID-19-ს, გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ბრძოლაში. ფონდმა „ქართუმ“ გადაწყვიტა, შეიძინოს და სახელმწიფოს გადასცეს საქართველოში წარმოებული 4 მილიონი სამედიცინო პირბადე. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, შპს რესპირატორი, რომელმაც მოახერხა ამ ხაზის უმოკლეს დროში გამართვა და მწყობრში მოყვანა. ფონდმა „ქართუმ“, როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ 100 მილიონი ჩარიცხა, კოვიდ-19-თან ბრძოლის ფონდში და ამასთან ერთად ახორციელებს შემდგომ დახმარებას სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საწარმოსგან აღნიშნულ პირბადეებს შევიძენთ და გადავცემთ სახელმწიფოს, რომელიც მას მოიხმარს როგორც ჯანდაცვის, ისე სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებში. ვიმედოვნებთ, ამით აღმოიფხვრება ის დეფიციტი, რომელიც მთელს მსოფლიოშია და ბუნებრივია, საქართველოშიც გაჩნდა სამედიცინო დაცვის საშუალებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2021, 11:50

საზოგადოება

სოციალურ ქსელში ვიდეომასალის უნებართვოდ გასაჯაროების გამო ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ Youtube პლატფორმაზე ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციის, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი, სოციალურ ქსელში საკუთარი არხის პოპულარიზაციის, მნახველების მოზიდვისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, იღებდა და Youtube-ზე ათავსებდა იუმორისტული ხასიათის ვიდეომასალას.

12 აპრილი 2021, 11:50

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 202 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 14, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

12 აპრილი 2021, 11:47

COVID19

ინგლისში შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო

ინგლისში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო.

12 აპრილი 2021, 11:46

სპორტი

ბითაძის 7 ქულა, 6 მოხსნა და 5 დაფარება მემფისში მოგებულ მატჩში

ინდიანა პეისერსმა, რომლის ღირსებასაც 21 წლის გოგა ბითაძე იცავს, NBA-ში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ინდიანელები დასავლეთ კონფერენცის საპლეიოფო ზონაში მყოფ მემფისს ესტუმრნენ და 132:125 დაამარცხეს. ქართველი ცენტრისთვის, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თავისი ამერიკული კარიერის რეკორდულად ბევრი ქულა – 14) ჩააგდო, ეს ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი იყო.

12 აპრილი 2021, 11:44

COVID19

კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.62 %-ს შეადგენს

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.62%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში არის 2.31%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.51%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2021, 11:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2010 წელს, როდესაც სააკაშვილმა პუტინიზაცია გადაწყვიტა, ამის წინააღმდეგ აქტიურად გამოვედი, რის გამოც თსუ-ში თანამდებობაზე უარი მითხრეს

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ მოვრიდებულვარ პრინციპულ ვითარებაში, ჩემი პოზიციის დაფიქსირებას. ვიცით, რა რეაქცია იყო მაშინ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ბიძინა კულუმბეგოვი

12 აპრილი 2021, 11:37

COVID19

რა არის იშვიათი თრომბოზები და ვინ არის რისკჯგუფში. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება თავდაპირველად დიდ ბრიტანთში დაიწყო, შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებიც ჩაერთო. დანიასა და შემდეგ, ნორვეგიაში, შეამჩნიეს, რომ რამდენიმე ადამიანს განუვითარდა იშვიათი თრომბოზები, ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის [CVST] იშვიათი შემთხვევები.ზოგად პოპულაციაში, თრომბოზი ისედაც არსებობს“.

ბიძინა კულუმბეგოვი

12 აპრილი 2021, 11:36

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვმა პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი დაასახელა

მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ისეთი ტიპის ტალღა, როგორც იყო შემოდგომაზე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისი თქმით, დღეისთვის პანდემიის მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი პირბადის გამოყენებაა.

კარლ ჰარცელი

12 აპრილი 2021, 11:32

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ჯერ კიდევ ველოდებით თუ რა დასკვნებს წარმოადგენს პრეზიდენტი მიშელი ბრიუსელში

„ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით თუ რა დასკვნებს წარმოადგენს პრეზიდენტი მიშელი ბრიუსელში. ამ დისკუსიების თემას კი ძირითადად განსაზღვრას ის ფაქტორი თუ რა დასკვნა გამოიტანა სხვადასხვა მხარემ მეორე რაუნდის შემდეგ“, - განაცხადა ჰარცელმა.

მძიმე პაციენტები

12 აპრილი 2021, 11:27

COVID19

საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტი იმყოფება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 43, იმერეთში - 63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 106 - აჭარაში. 4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 11:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების რისკი დიდია

„ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში უარესდება და ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების დიდი რისკია. შეიძლება ვთქვათ, რომ ის დაწყებულია, თუმცა ფართო მასშტაბი ჯერჯერობით არ აქვს მიღებული. ყველა ინდიკატორი, რომელიც აფასებს ეპიდსიტუაციას, სამწუხაროდ, გაუარესებულია. ეს მცირე აფეთქებები დაიწყო დიდი თავშეყრებიდან, ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ დროებით ხელი უნდა ავიღოთ ამ დიდ თავშეყრებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

12 აპრილი 2021, 11:22

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 245 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 ადამიანი გარდაიცვალა.

12 აპრილი 2021, 11:18

სამართალი

პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 385 ფაქტი გამოავლინა

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1116 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 149 ფაქტი გამოვლინდა.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

12 აპრილი 2021, 11:16

მსოფლიო

ირანმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა.

ენტონი ბლინკენი

12 აპრილი 2021, 11:02

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთმა საერთაშორისო ექსპერტებს ინფორმაციაზე წვდომა არ მისცა, რამაც კორონავირუსის პანდემია უფრო გაართულა.

12 აპრილი 2021, 10:58

COVID19

რა შემთხვევაშია აუცილებელი სამედიცინო პირბადის გამოყენება და როდის შეიძლება ნაჭრის პირბადის მოხმარება. ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

„მსოფლიოში, ძირითადად, ორი ტიპის პირბადეა გავრცელებული; ნაჭრის პირბადე და სამედიცინო, ანუ ქირურგიული პირბადე. ნებისმიერმა ადამიანმა, რომლის ასაკი 60 წელი და ზემოთაა, ასევე, მათ, ვისაც აქვთ ერთი თანმხლები დაავადება მაინც - სასუნთქი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება, დიაბეტი, ჭარბი წონა, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსივნე, აუცილებლად უნდა ატარონ სამედიცინო პირბადე. სხვა კატეგორიის ადამიანებმა, თუ პირბადე სტანდარტებს შეესაბამება, შესაძლებელია, ატაროს ნაჭრის პირბადეც“.

12 აპრილი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.

12 აპრილი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი.

დავით სერგეენკო

12 აპრილი 2021, 10:40

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები

ვფიქრობ, უახლოეს დღეებში უნდა ვიხილოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, როგორც პოზიციის, ასევე, ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, სჯერა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა - პარტიული.

BAFTA

12 აპრილი 2021, 10:40

კულტურა

BAFTA 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ცერემონია ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ოთხ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული „ნომადლენდი“ გახდა - ფილმის ავტორი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს, მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი საუკეთესო მსახიობ ქალად, ჯოშუა ჯეის რიჩარდსი კი საუკეთესო ოპერატორად. თვითონ სურათი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.