imedi /  16 აპრილი 2020, 16:33 / სანდო წყარო

იაპონიის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა მთელ ქვეყანაში გამოაცხადა

იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდება და ის 7 მაისამდე იმოქმედებს. შინძო აბემ ამის შესახებ სპეციალურ ტელემიმართვაში ისაუბრა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იმ 7 პრეფექტურის საზღვრებს გასცდა, სადაც საგანგებო მდგომარეობა მანამდე გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ვირუსმა 178 ადამიანი იმსხვერპლა, 8 626 კი დაინფიცირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 13:20

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

„მხარეებმა მოლდოვაში არსებული კომპლექსური პოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები მოიძებნება და საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საერთო მიზნებისა და პროექტების განსახორციელებლად ერთობლივი მუშაობის დაწყებას შეძლებენ. საუბარი ასევე შეეხო კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციას. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრეზიდენტი სანდუ საქართველოში დაპატიჟა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

23 აპრილი 2021, 13:17

სპორტი

დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. თასის ამ სტადიაზე მყოფი 16 გუნდიდან, 7 კრისტალბეთ ლიგის, 6 კრისტალბეთ ლიგა 2-ის, 2 ლიგა 3-ის და 1 ლიგა 4-ის წარმომადგენელია. ყველა შეხვედრა 19 მაისს გაიმართება და მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდების ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირების შედეგად გაირკვევა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 აპრილი 2021, 13:16

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: სამედიცინო სექტორი გადატვირთულია

ასევე მიმდინარეობს როგორც ჟანგბადის მოცულობების სრული მობილიზაცია, ასევე მედიკამენტების. სექტორში ამ მხრივ სრული მზაობაა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იმის ჩანაცვლება და გადატვირთვა, რაც ჩვენს ექიმებს დღესდღეობით აქვთ, სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

23 აპრილი 2021, 13:12

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არავითარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რომ თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს

„ეს არც იქნებოდა სწორი, მით უმეტეს, იმ ფონზე, როგორიც არის ზოგადი შეფასებები გაკეთებული თუნდაც, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. არაფრით დასაბუთებული არ არის, რომ ვინმემ და ამ შემთხვევაში, თამარ ჟვანიამ რაიმე დაარღვია. მას როგორი ექნება განწყობა და სურვილები, ეს მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არ არსებობს არავითარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი, რომ თამარ ჟვანია გადადგეს თანამდებობიდან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

23 აპრილი 2021, 13:11

მსოფლიო

აღმოსავლეთ იერუსალიმში შეტაკებებისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაელ აქტივისტებს, პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებებში 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ნაციონალისტური და რელიგიური დაძაბულობის ფონზე მიმდინარე დაპირისპირებისას, ქუჩაში გამოსული ადამიანები ერთმანეთს ქვებსა და ბოთლებს ესროდა. პოლიციამ ხმოვანი-მანათობელი ყუმბარები (Stun Grenade) გამოიყენეს.

23 აპრილი 2021, 13:10

საზოგადოება

„ლიბერთისა“ და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.

23 აპრილი 2021, 13:02

სპორტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 39 წლის შვედი ფეხბურთელი როსონერიში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება და ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს. მიმდინარე სეზონში სერია A-ში მის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 15 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ეკატერინე ტიკარაძე

23 აპრილი 2021, 12:55

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს - სიმართლეს არ შეესაბამება

„ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ორშაბათს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

23 აპრილი 2021, 12:44

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 8,840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8,840 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 4,744,961-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 398 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 107,501-მდე გაიზარდა.

23 აპრილი 2021, 12:37

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძე ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ. ადგილზე მობილიზებულია 4 სამედიცინო ბრიგადა. გადმომსვლელთა დასაყოვნებლად, ორი მოსაცდელი კარავია, ორი სპეციალური ოთახი კი ტესტირებისთვისაა განკუთვნილი.

კეილორ ნავასი

23 აპრილი 2021, 12:26

სპორტი

კეილორ ნავასი საფრანგეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

პსჟ-ს მეკარე კეილორ ნავასი საფრანგეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 34 წლის კოსტა რიკელმა ხმათა 49 პროცენტი მიიღო და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ „ლორიანელ“ არმან ლორიანტესა (35%) და „ნიცელ“ ამინ გუირის (16%) აჯობა.

23 აპრილი 2021, 12:14

ეკონომიკა

ფოთის თიზი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ფეიკკვლევა მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას

„ანაკლიის პორტის პროექტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მისმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჩააგდო. ეს ფაქტია, ისევე, როგორც მისი და მის მიერ დაფინანსებული მედიებისა თუ ე. წ. კვლევითი“ ენჯეოების“ მცდელობები, ამ მარცხზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალონ. ამ თემაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გუშინ გამოქვეყნებული კვლევა ამის მორიგი უბადრუკი მცდელობაა“.

23 აპრილი 2021, 12:01

სპორტი

„ჰიუსტონმა“ NBA-ს პლეი-ოფში გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა

„ჰიუსტონმა“ NBA-ს პლეი-ოფში გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, როდესაც „სან ანტონიომ“, „დეტროიტი“ 106:91 დაამარცხა. „როკეტსის“ ანგარიშზე ამჟამად 15 მოგება და 44 წაგებაა და ის გახდა „მინესოტას“ შემდეგ მეორე გუნდი, რომელიც მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ვეღარ იბრძოლებს.

23 აპრილი 2021, 11:59

პოლიტიკა

ბუქარესტი რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის მინისტერიალს მასპინძლობს

რუმინეთის დედაქალქშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა თურქ კოლეგასთან გამართა. მხარეებმა რეგიონში არსებულ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ავღანეთში სამშვდობო მისიის დასრულებისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს.

23 აპრილი 2021, 11:49

სამართალი

თბილისში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და გადაზიდვის 3 ფაქტი (ჯამში, 4 კილოგრამი უაქციზო თუთუნი და 620 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი) გამოავლინეს.

23 აპრილი 2021, 11:49

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე და თამარ გაბუნია ენგურის ხიდის „გამშვებ პუნქტზე“ ტესტირების პროცესს ადგილზე გაეცნენ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ რუხში ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირების პროცესს გაეცნო. დაათვალიერა ის სამედიცინო პუნქტები, სადაც მოქალაქეებს ანტიგენზე ტესტირება უტარდებათ.

23 აპრილი 2021, 11:45

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 715 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 715 ადამიანს დაუდასტურდა, 15 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 212,114 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 192,281.

23 აპრილი 2021, 11:44

ტექნოლოგიები

დაუზიანდათ თუ არა დნმ იმ მშობლების შვილებს, რომელთაც ჩერნობილში, რადიაციული დასხივება მიიღეს. ახალი კვლევის შედეგები

ჩერნობილში, იმ მშობლების შვილებს, რომელთაც 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფისას რადიაციული დასხივება მიიღეს, დნმ არ დაზიანებიათ. კვლევის ფარგლებში, 1987-დან 2002 წლამდე დაბადებული ის ბავშვები შეისწავლეს, რომლებიც კატასტროფის შედეგად დაზარალებულ მშობლებს გაუჩნდათ.

23 აპრილი 2021, 11:42

სამართალი

არასრულწლოვნებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დ.კ.-ს ბრალდება წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.კ-მ სარგებლის მიღების მიზნით არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, ექსპლუატაციის მიზნით, მან გადაიბირა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული, მასთან მცხოვრები მეუღლის არასრულწლოვანი დისშვილები, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში შრომით ექსპლუატაციას უწევდა. დ.კ. არასრულწლოვნებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში წვრილმანი ნივთების გაყიდვას აიძულებდა.

მამუკა ხაზარაძე

23 აპრილი 2021, 11:41

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: თუ ამნისტია გამოცხადდება, ამაზე თანხმობა უნდა განაცხადონ დაზარალებულებმა

„ეს არის ნორმალური პრაქტიკა და ჩვენ მათ მაგივრად ვერ ვაიძულებთ ვინმეს, რომ ვიღაცა იყოს გათავისუფლებული პასუხისმგებლობისგან, საუბარია სამ პოლიციელზე რომელთა მიმართაც არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად მომავალში იმ ხალხზე ამნისტიის გავრცელება, რომელთა საქმეები გამოძიებული არ არის, მსგავსი რამ არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, გამოძიებული იყოს ვინ გასცა ბრძანება, გამოვლენილი იყო ის ადამიანები რომლებმაც ფორმალურად თუ არაფორმალურად ასეთი ძალადობრივი ბრძანება გასცა, რომელმაც დააზარალა უამრავი ადამიანი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.