imedi /  16 აპრილი 2020, 16:45 / სანდო წყარო

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 136 000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 136 032-ს მიაღწია. ვირუსით სულ 2 099 648 ადამიანი დაინფიცირდა, 523 816 კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (28 554) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (21 645), მესამეზე კი -ესპანეთი (19 130).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

20 იანვარი 2021, 08:01

რეგიონი

რუსთავში გოგო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა

რუსთავში გვიან ღამით გოგო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა. ის ჯერ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი თბილისში იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.

ენტონი ბლინკენი

20 იანვარი 2021, 03:36

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 03:11

მსოფლიო

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

20 იანვარი 2021, 02:25

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 312 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 312 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 316 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ენტონი ბლინკენი

20 იანვარი 2021, 02:21

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

20 იანვარი 2021, 02:00

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 373 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანგელა მერკელი

20 იანვარი 2021, 01:32

COVID19

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

20 იანვარი 2021, 01:12

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს

„ძალიან მინდა, რომ არამხოლოდ დადგეს ის დრო, რომ ოპოზიციაში გაგვიხდეს საქმე წასასვლელი, არამედ საერთოდ თუ სახლში წასასვლელი გავხდებით, ეს იქნება გადასარევი. „ქართულ ოცნებაში“ არ ვართ სკამებზე ჩაბღაუჭებულები, ეს შემიძლია, გითხრათ სრული პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მტრედი ჯო

20 იანვარი 2021, 00:55

ტაბლოიდი

მტრედი ჯო, რომელიც ავსტრალიაში აშშ-დან ჩაფრენილი ეგონათ, ადგილობრივი ბინადარი აღმოჩნდა🕊️

ჩიტი „უცხოელი“ თათზე სამაჯურის გამო ეგონათ, რომლის მიხედვით ფრინველი 26 დეკემბერს აშშ-ის, ორეგონის შტატიდან გამოფრინდა, 13 ათასი კილომეტრი გაიარა და ავსტრალიაში მოხვდა. თუმცა აშშ-ის მტრედების რბოლის კავშირმა (American Racing Pigeon Union) განაცხადა, რომ ბარათი ყალბია.

20 იანვარი 2021, 00:53

ტაბლოიდი

ეგვიპტელი ქალი „უხამსი დიზაინის“ ნამცხვრების გამო დააპატიმრეს

ეგვიპტეში დააპატიმრეს ქალი, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, „უხამსი“ დიზაინის ნამცხვრები გამოაცხო. ნამცხვრების ფოტოები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფოტოები კაიროს ერთ-ერთ სპორტულ კლუბში, დაბადების დღეზე იყო გადაღებული. არსებული ინფორმაციით, საკონდიტრო ნაწარმი გენიტალიებისა და საცვლების გამოსახულებით იყო მორთული.

გოგა ხაინდრავა

20 იანვარი 2021, 00:51

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა სამუდამოდ დაამსხვრია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, პირველ რიგში, ეს დარტყმა კი არა ბიძგია იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც წლების მანძილზე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა და ამაში ბიძინას როლი ყველასთვის ნათელია, - ეს განცხადება გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2021, 00:47

მსოფლიო

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარმატებებს უსურვებს

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარმატებებს უსურვებს.

გოგა ხაინდრავა

20 იანვარი 2021, 00:39

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: არ ვიცი, ვინ და რის ფასად შეძლებდა ცილისწამების იმ ნიაღვრის გაძლებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გაუძლეს

საკადრო პრობლემა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში, ბიძინა ივანიშვილმა, ამ ეტაპზე, იმ დონემდე აიყვანა, რომ ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, აბსოლუტურად ჩამოყალიბებული პიროვნებები, თავიანთ ბეგრაუნდით, ბიოგრაფიითა და კონკრეტული საქმეებით, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

20 იანვარი 2021, 00:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციაში შემავალ არაერთ პარტიას პარლამენტში შესვლა სურს

„ქართულ პარლამენტში არის ორი პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემოვა რამდენიმე პარტია. ორი პარტია თქვენთან იყო რომლებიც ამბობენ, რომ გარკვეულ პირობას აყენებენ, მაგრამ მზად არიან შემოსასვლელად. დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოჩნდება 1-2 პარტია, რომლებიც შემოვლენ. შეიძლება არ შემოვიდნენ „ევრონაცები“ და „ნაცები“, მაგრამ „ნაცების“ კოალიციაში არის არაერთი პარტია, რომელთაც, ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ სურვილი აქვთ შემოსვლის. რამდენად დაუძვრებიან სააკაშვილის ბულინგს, ეს ცალკე საკითხია“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

20 იანვარი 2021, 00:22

COVID19

ისრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

გია ცაგარეიშვილი

20 იანვარი 2021, 00:21

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარების მისეული ხედვა, რომელიც წინა პერიოდისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო

„მათი ფილოსოფია, მათი ბუნება პოლიტიკაში ცხოვრების თანაცხოვრებას არ ითვალისწინებს. ეს გამორიცხულია. ამის ილუზია არავის ჰქონდეს. არავითარი პოლიტიკური თანაცხოვრება არცერთ ჩვენგანთან არ იქნება. ეს იქნება ძალადობა საზოგადოებაზე. არავის ვძაფრავ. უბრალოდ მე გამომივლია ეს ყველაფერი და კარგად ვიცი. არავის ვაშინებ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს რა დონის ავაზაკებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 00:10

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ბიძინა ივანიშვილის ჩართულობისა და ინიციატივის გარეშე, 2012 წლის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა

2012 წლის შემდეგ, უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სფერო არ დარჩა, რომელიც რადიკალურად არ გაუმჯობესდა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 00:06

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: უნდა გვქონდეს გონიერება, რომ პანდემია არაა პოლიტიკური თამაშის კომპონენტი, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეგნება საქართველოში არ ჩამოყალიბდა

დეზინფორმაცია რამდენად გვიშლის ხელს ეს რთული შესაფასებელია, ვინაიდან ესაა ყოველდღიური წნეხი და მოცდენილი დრო, როცა გამომდინარე ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობიდან, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ ამ დეზინფორმაციის შესახებ, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“გააკეთა .

19 იანვარი 2021, 23:56

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2021, 23:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შეზღუდვებმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს ვსაუბრობთ ეპიდვითარების სტაბილიზაციასა და ბიზნესის ეტაპობრივ, ძალიან ფრთხილ გახსნაზე

ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, მაგრამ იმ შეზღუდული რესურსებითაც, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ძალიან სწრაფად მოვიზიდეთ, საკმაოდ კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას ვახორციელებთ. ეს კრიზისი, სირთულე, რომელიც გარდაუვლად მოჰყვებოდა პანდემიას, ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით და აუცილებლად დავძლევთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.