imedi /  16 აპრილი 2020, 17:39 / სანდო წყარო

ინფექციონისტი: მოსახლოებას ვთხოვ, არ გამოგვცადონ. ჩვენ ფართომასშტაბიანი გამოცდისთვის მზად არ ვართ

მოსახლოებას ვთხოვ, არ გამოგვცადონ. ჩვენ ფართომასშტაბიანი გამოცდისთვის მზად არ ვართ. დაიცავით თქვენი და სხვისი ჯანმრთელობა, - მიმართა საქართველოს მოსახლოებას ინფექციონისტმა, რევაზ მუჭურჭლიშვილმა, რომელმაც „ქრონიკაში“ ისაუბრა.

ბოქსირებული განყოფილება უკვე ძალიან სტრესულია. ყველა ექიმი, სანიტარი, ექთანი დიდი სტრესის ქვეშ ვმუშაობთ. ინფექციურ საავადმყოფოში მსუბუქი და ძალიან მძიმე პაციენტები გვყავს. მძიმე პაციენტების გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. ამ დაავადებისგან განკურნების პერიოდი ძალიან გახანგრძლივდა, ამიტომ პაციენეტებისთვისაც უკვე რთული ვითარებაა. სიტუაცია კიდევ რომ არ გართულდეს, ამიტომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ახლა უკვე მძიმე და საშუალო პაციენტები უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მსუბუქი“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ეკატერინე მიქაბაძე

24 ოქტომბერი 2020, 18:10

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე ჩვენი რეგიონიდან არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ საქართველო მიიწვიეს, რაც ჩვენი მთავრობის ეკონომიკური ხედვის მართებულობის დასტურია

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა მაღალი დონის დისკუსია სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორსა და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

24 ოქტომბერი 2020, 18:08

საზოგადოება

2004 წლის სპეცოპერაციას შეწირული უდანაშაულო ადამიანები - კადრები არქივიდან, რომელიც გიორგი ბარამიძის მინისტრობისას ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას ასახავს

გუნდი, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ივიწყებს იმას, თავად როგორ მოქმედებდა მსგავს ვითარებაში. არქივს ახსოვს ის, რის გახსენებაც ნაციონალურ მოძრაობას არ სურს და რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიხსენა. მაგალითად, 2004 წლის სპეცოპერაცია. გიორგი ბარამიძე, რომელიც ბოლო დღეებში ზუგდიდის მოვლენების შემფასებლად იქცა, მაშინ შს მინისტრი იყო. სპეცოპერაციის დაშვებულ შეცდომებს უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ, მათ შორის ორსული ქალი.

გაერო

24 ოქტომბერი 2020, 17:55

პოლიტიკა

საგარეო უწყება: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს 75 წლის იუბილეს ეხმაურება. უწყება ორგანიზაციას Twitter-ის საშუალებით საქართველოს სახელით ულოცავს. საქართველოს სახელით გილოცავთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას გაეროს მთავარი პრინციპების მიმართ და გამოვხატავთ მზაობას, გავაგრძელოთ ორგანიზაციის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

24 ოქტომბერი 2020, 17:46

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 4,070 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 385,980 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 309,219-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,205 ადამიანი ემსხვერპლა.

24 ოქტომბერი 2020, 17:42

COVID19

კახეთში ორი პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა

კახეთში, კიდევ ორი პედაგოგი კორონავირუსით დაინფიცირდა. წნორისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მასწავლებლებს ვირუსი ლაბორატორიულად დღეს დაუდასტურდათ. COVID-19 დაუფიქსირდა საქობოში მცხოვრებ ერთ მოქალაქეს. ეპიდემიოლოგების შეფასებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ისინი მკურბალობის კურსს ბინაზე გადიან.

24 ოქტომბერი 2020, 17:27

მსოფლიო

თურქეთში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციის საქმეზე, კიდევ 40 ეჭვმიტანილი დააკავეს

თურქეთში, ალკოჰოლით მოწამვლის ათობით შემთხვევის გამო, სულ მცირე, 40 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ 100-მდე პირია დაკავებული. მხოლოდ მიმდინარე წელს, თურქეთის პოლიციამ კუსტარულად დამზადებული და სარეალიზაციოდ გამზადებული 1 მილიონ ლიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმელი ამოიღო.

კამერუნი

24 ოქტომბერი 2020, 17:04

მსოფლიო

კამერუნში, სკოლაზე თავდასხმას ბავშვები ემსხვერპლნენ

კამერუნში, სკოლაზე თავდასხმისას 5 ბავშვი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთი მდებარე რეგიონში, ქალაქ ქუმბაში მოხდა.

ლუკა ტონი

24 ოქტომბერი 2020, 17:04

სპორტი

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი დააყაჩაღეს

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ლუკა ტონი დააყაჩაღეს. Football Italia-ს ინფორმაციით, მძარცველები მის სახლში გუშინ საღამოს შეიჭრნენ, როდესაც ოჯახის ყველა წევრი შინ იყო და საბედნიეროდ თითოეული მათგანი უვნებელი გადარჩა.

24 ოქტომბერი 2020, 17:04

მსოფლიო

განაში ეკლესიის ნგრევას 22 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ განაში, ასენ-მანსოს დასახლებაში, ექვსართულიანი ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა რვა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა, ნანგრევებიდან 20-ზე მეტი ცხედრის ამოყვანა მოუწიათ, - აცხადებენ განას საგანგებო სიტუაციების ეროვნულ ორგანიზაციაში.

24 ოქტომბერი 2020, 16:45

COVID19

ევროპა გახდა მეორე რეგიონი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა

ლათინური ამერიკის შემდეგ, ევროპა გახდა მეორე რეგიონი, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 ათასს გადააჭარბა. 22 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, ევროპაში კოვიდინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 200 ათასი შეადგინა, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი მონაცემია.

24 ოქტომბერი 2020, 16:39

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 792 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 792 ადამიანს გამოუვლინდა, 8 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ივანე მაჭავარიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:30

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, წამყვანი მომხსენებელი ყოფილიყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს წილად ხვდა პატივი, ყოფილიყო წამყვანი მომხსენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან გამართულ შეხვედრაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სსფ-ის მმართველ დირექტორს, კრისტალინა გეორგიევას, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკის მმართველებს შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრის შეფასებისას.

ბექა დავითულიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:29

საზოგადოება

ბექა დავითულიანი: 2024 წლისთვის საქართველო ყველაზე სტარტაპ- და IT-მეგობრული ქვეყანა უნდა გახდეს

ახალგაზრდების ხელშეწყობის კუთხით „ქართული ოცნებას“ 3 ძირითადი პრიორიტეტი აქვს. პირველი - შეიქმნას ჯანსაღი გარემო ახალგაზრდების განვითარებისთვის; უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა; შეიქმნას ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ ახალმა თაობებმა თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შეძლონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ჯონ ბრეკეველდტი

24 ოქტომბერი 2020, 16:22

პოლიტიკა

ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან კარგი შეხვედრა შედგა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაცია მთავრობასთან, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს კარგი შეხვედრა შედგა. ევროპის ბიზნესასოციაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანია ჯეროვანი კომუნიკაციის წარმოება მთავრობასთან და კონკრეტული სფეროების ჭრილში საუბარი, რათა უკვე პოსტ-პანდემიური გეგმაც დავსახოთ, - ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნათია თურნავა

24 ოქტომბერი 2020, 16:19

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსთან დაკავშირებითრომ ცვლილებები მზადდება უკვე წაახალისა ამერიკული გლობალური კომპანია EPAM-ი, რომელიც უკვე შემოვიდა საქართველოში

სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. აღნიშნულ სექტორებში მოქმედი კომპანია, რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს, ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე - მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე. როგორც გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

24 ოქტომბერი 2020, 16:10

COVID19

კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 285 შემთხვევაა რეგისტრირებული

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის სულ 285 შემთხვევაა რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტების მიხედვით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ასეთია: ახმეტა -28, გურჯაანი -53, დედოფლისწყარო -11, ყვარელი -53, სიღნაღი - 30, ლაგოდეხი - 32, თელავი - 72 და საგარეჯო - 6.

თამარ იოსელიანი

24 ოქტომბერი 2020, 16:09

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ამ დროისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია “Stellar Navigation”. აღნიშნული კომპანია დაინტერესდა ჩვენი შეღავათებით

„წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველო მიმზიდველ საგადასახადო და საკანონმდებლო გარემოს ქმნის ქვეყანაში სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიების საქმიანობის განსახორციელებლად. განხორციელებული საგადასახადო შეღავათები საქართველოს მისცემს შესაძლებლობას მინიმალური დანახარჯარებით საზღვაო ინდუსტრიის სრულიად ახალი მიმართულება შექმნას და ძირითადი და დამხმარე საზღვაო სერვისები განავითაროს“.

24 ოქტომბერი 2020, 16:05

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდიატმა პარტიის პროგრამა და საკუთარი გეგმები წარადგინა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტშია. დეპუტატობის კანდიდატის თქმით, საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

ვიქტორ სანიკიძე

24 ოქტომბერი 2020, 16:03

სპორტი

ვიქტორ სანიკიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სპორტის დაფინანსება 2,5-ჯერ გაიზარდა და კვლავაც გაიზრდება

2023 წელს ჩვენ ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალსა და სნოუბორდში, ხოლო 2022 წელს ევროპის ჩემპიონატს „ევრობასკეტს“ საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

დავით კაჭარავა

24 ოქტომბერი 2020, 16:01

სპორტი

დავით კაჭარავა: ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, რის გარშემოც ყველა სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება და გაძლიერდება

ჩვენ უნდა შევქმნათ გუნდები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, რის გარშემო გაერთიანდება ყველა სოფლის ახალგაზრდობა გაერთიანდება და გაძლიერდება. დამერწმუნეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს გამთლიანებისკენ. საქართველოს გამთლიანება ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, დავით კაჭარავამ ქუთაისში, საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.