imedi /  16 აპრილი 2020, 18:21 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: თუ საგანგებო რეჟიმის ყველა წესს არ დავიცავთ, 10 მაისისთვის შესაძლოა 5-6 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ამ დღეების განმავლობაში დიდია გავრცელების რისკი, რაც შეიძლება, ხვალ-ზეგ არ გამოჩნდეს, იმიტომ რომ ინკუბაციურ პერიოდში იყოს ადამიანი, მაგრამ გამოჩნდება რამდენიმე დღის შემდეგ და ინფიცირებულთა რიცხვი სერიოზულად მოიმატებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, პირველი მოწოდება სოციალური დისტანცირება, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის ერთად თავშეყრაა.

„ეს ოთხი დღე, საქართველოში, ტრადიციულად ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაულია და მთელი ჩვენი საზოგადოება ზეიმობს. ამ დროს ტაძრებსა და სასაფლაოებზე იკრიბება ადამიანების დიდი რაოდენობა, მაგრამ დღეს დიდი საფრთხის წინაშე ვართ და ეს უნდა გავითვალისწინოთ. რთულია ამის თქმა, მაგრამ ნუ წავალთ ეკლესიაში და ვილოცოთ სახლში. თუ ჩვენ საგანგებო რეჟიმის ყველა წესს არ დავიცავთ და უფრო მეტ თავისუფლებას მივცემთ თავს, შეიძლება 10 მაისისთვის 5-6 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს და ეს უზარმაზარი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 10:38

რეგიონი

მალხაზ თორია ,,სოფლის პროგრამით“ პრიორიტეტების შერჩევას სოფელ ლიასა და პალირში გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსა და ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად დაესწრო.

26 თებერვალი 2021, 10:32

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: „ლურჯი“ ეკონომიკა საქართველოს კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის დაჩქარების საშუალება უნდა გახდეს

მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის - ამ სახელწოდების ვირტუალური ღონისძიება გაიმართა დღეს მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რომელზეც კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

26 თებერვალი 2021, 10:24

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო ბესარიონ აპლიას საეკლესიო ისტორიის უხეშად დამახინჯებაში ადანაშაულებს

დეკანოზს, რომელიც თავის დროზე მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერ არის ხელდასხმული მღვდლად და დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციაში იგულისხმება, საპატრიარქო მცირე ისტორიულ ექსკურსს უტარებს.

26 თებერვალი 2021, 10:20

სპორტი

დღეს საკალათბურთო სუპერლიგის ორი მატჩი გაიმართება

სანაკრებო ფანჯრის შემდეგ, საკალათბურთო სუპერლიგა გრძელდება. 26 თებერვალს სუპერლიგის ორი მატჩი გაიმართება. თბილისის ოლიმპიური სასახლე ​ცხუმ-აფხაზეთისა და ოლიმპის დაპირისპირებას უმასპინძლებს, რუსთავის საკალათბურთო დარბაზში კი „რუსთავი“ და „კაკტუსი“ დაუპირისპირდება ერთმანეთს.

26 თებერვალი 2021, 10:09

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 9,997 შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9,997 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 394 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,424,684 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 69,519 ადამიანი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 09:46

საზოგადოება

„სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაფუძნებულ „სოლიდარობის ფონდსა“ და „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ხელი „სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ია მაქაცარიამ და „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა თამარ ზარგინავამ მოაწერეს.

იუსტიციის სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:29

სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვა) პირველი პუნქტის დარღვევა დაადგინა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

განათლების სამინისტრო

26 თებერვალი 2021, 09:22

საზოგადოება

სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილემ ონლაინ შეხვედრა გამართა

სასწავლო პროცესის განახლებასთან და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ონლაინ შეხვედრა გამართა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

კოვიდპასპორტი

26 თებერვალი 2021, 09:13

COVID19

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთი და ავსტრია ევროკავშირის ქვეყნებს კოვიდპასპორტების დამტკიცებისკენ მოუწოდებენ, რაც მათივე განცხადებით, ტურისტული ინდუსტრიის გამოცოცხლებას შეუწყოს ხელს.

საქართველოს რკინიგზა

26 თებერვალი 2021, 08:52

ეკონომიკა

ბილეთების შეძენა რკინიგზის სალაროებში დღეიდან იქნება შესაძლებელი

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანას განაახლებს. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მგზავრობისას COVID19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება არ ექნებათ.

ამინდი

26 თებერვალი 2021, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 26 თებერვალს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სად დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +7 გრადუსს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 08:15

COVID19

ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 269 800 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის განკურნებულია 263 727, გარდაცვლილია - 3475, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1553 პაციენტი რჩება, კლინიკურ სასტუმროში 180 ადამიანი იმყოფება.

უნივერსიტეტი

26 თებერვალი 2021, 08:15

საზოგადოება

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებთან ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო სივრცეებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მონიტორინგზე იმსჯელეს.

თენგიზ ცერცვაძე

26 თებერვალი 2021, 08:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თუ გინდათ, შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე

სპეციალისტები პირბადის ტარებასა და რეკომენდაციებზე უარის თქმას ყველაზე დიდი საფრთხედ მიიჩნევენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც ზაფხულში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის რისკის ქვეშ დადგება.

ერგნეთი

26 თებერვალი 2021, 07:57

რეგიონი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას ერგნეთში გამართავს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას სოფელ ერგნეთში გამართავს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე წარადგენენ ანგარიშს. ანგარიშში განხილული იქნება საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ანგელა მერკელი

26 თებერვალი 2021, 01:15

COVID19

მერკელი: ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება.

ლოკი

26 თებერვალი 2021, 00:57

კულტურა

Disney-მ სერიალ „ლოკის“ პრემიერის თარიღი დაასახელა

სერიალი Marvel-ის ფილმის „თორი“ სპინოფი იქნება. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. სერიალის რეჟისორი კეიტ ჰერონია. ლოკის როლს ტომ ჰიდლსტონი დაუბრუნდება. მასთან ერთად სერიალში ოუენ უილსონი, გუგუ მბატა-როუ, სოფია დი მარტინო, რიჩარდ ე. გრანტი და სხვები შეასრულებენ.

26 თებერვალი 2021, 00:52

მსოფლიო

აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს

აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 00:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 261 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 00:31

ტაბლოიდი

აშშ-ში 3 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონს დაუბრუნდა

3 წლის შემდეგ ქალმა Facebook-ზე ცხოველთა ადგილობრივი თავშესაფრის ფოტოები ნახა, რომლებშიც მისი დაკარგული ძაღლი იყო აღბეჭდილი. როგორც გაირკვა, რამდენიმე კვირით ადრე უცნობმა ადამიანმა როკი ქუჩაში იპოვდა და თავშესაფარში წაიყვანა. იქ ვეტერინარებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლი ავადაა და ადგომა არ შეუძლია.