imedi /  16 აპრილი 2020, 21:04 / სანდო წყარო

17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად იკრძალება

ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული კარანტინის გამოცხადება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 30-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთი კვირის მონაცემით, კი 140-ით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, რაც სწრაფი ზრდის მაჩვენებელია. საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს ინფიცირების 348 დადასტურებული შემთხვევა და ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გავრცელების ეტაპი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. მთავრობამ, დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა Covid-19-ის გავრცელება. მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, გუშინ 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლაც აიკრძალა. სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციების მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური რჩება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. დღეს კი, თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ არ არსებობს, უფრო ეფექტური გზა და საშუალება ვებრძოლოთ Covid-19-ს, ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა. ამიტომ, მთავრობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში! ამ მიზნით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ. ხვალ, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ. „დილივერი სერვისი“. ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ ნომერზე - 144“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.

„პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ზედმიწევნით არ დაიცავს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება და მთავრობას მოუწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.

„იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში! ყოველი დამატებითი შეზღუდვა თუ გამკაცრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, ინფიცირებულთათვის ჯანდაცვის სერვისების სრულყოფილად მიწოდებას და რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური დანაკარგით, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას და ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით ჩვენი ეკონომიკის ხელახლა ამუშავებას. ამიტომ, მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი! დარჩით სახლში! ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა“, - მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.

ყველა სიახლე

07 მაისი 2021, 22:38

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 839 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 839 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 289 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

07 მაისი 2021, 22:29

მსოფლიო

უკრაინაში პენიტენციური დაწესებულებები იყიდება

უკრაინის მთავრობას პენიტენციური დაწესებულებები გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ლვოვში მდებარე № 48 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც 123 ჰექტარზე მდებარეობს $4,8 მილიონად იყიდება. ოდესაში მდებარე № 51 დაწესებულების გასაყიდი ფასი ამ დროისთვის უცნობია.

ვაზილ ჰუდაკი

07 მაისი 2021, 21:56

ეკონომიკა

ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობებია

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

07 მაისი 2021, 21:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.

07 მაისი 2021, 21:41

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8 186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 66 ადამიანი გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძე

07 მაისი 2021, 21:30

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯანმო-ს ავტორიზაციით „სინოფარმის“ უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება

ავტორიზაციის შემდეგ „სინოფარმი“ მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

07 მაისი 2021, 21:08

სამართალი

პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა.

07 მაისი 2021, 21:05

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია „ევროპული საქართველოს“ წევრს ლელა ქებურიას სიცრუეში ადანაშაულებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცი​ა ვეხმაურება პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის ლელა ქებურიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტისთვის 2000 ლარის დახარჯვას აპირებდა.

07 მაისი 2021, 21:03

COVID19

ჯანმო Sinopharm-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:59

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა

ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა, სამომავლოდ, ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობასა და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ არ დაადო ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს

სალომე ზურაბიშვილი

07 მაისი 2021, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ოპოზიციამ პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენება ამ საკითხზე ერთი კვირის წინ სთხოვა.

07 მაისი 2021, 20:18

პოლიტიკა

ევროპული საბჭოს წარმომადგენლობა ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე მზადყოფნას გამოთქვამს

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპულმა საბჭომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაო გადაიხადა ორგანიზაციის წარმომადგენლობაში არ ადასტურებენ.

07 მაისი 2021, 20:06

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 207 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მაისი 2021, 19:48

სპორტი

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

თასი, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის EURO 2020-ის გამარჯვებულს გადაეცემა, უკვე ბაქოშია. აზერბაიჯანის დედაქალაქში მატჩები EURO 2020 თასის რაუნდის ფარგლებში მიმდინარე წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

07 მაისი 2021, 19:33

COVID19

ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ჯანმომ გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში Sinopharm-ის ვაქცინა შეიყვანა. ის მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

სოზარ სუბარი

07 მაისი 2021, 19:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, როგორც გათვალისწინებულია

ამნისტია აუცილებლად იქნება მიღებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს არის გათვალისწინებული მიშელის დოკუმენტში. ერთადერთი განსხვავება რაც ჩავდეთ, არის ცოტათი გამკაცრება, ცოტათი მეტი შემზღუდავი ნორმები, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

07 მაისი 2021, 19:16

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მაისი 2021, 19:04

COVID19

გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა

იმუნიზაციის დაჩქარების მიზნით, გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.

07 მაისი 2021, 18:55

სპორტი

სოფიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე ორი ქართველი იასპარეზებს

8 მაისს, სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზენ. საქართველოს სახელით, დარჩენილი 2 ლიცენზიის მოპოვებას დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) და ბაკურ გოგოლი (77 კგ) შეეცდებიან. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.

07 მაისი 2021, 18:44

რეგიონი

ახალციხეში სუპერმარკეტში მანქანა შევარდა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში მსუბუქი მანქანა შევარდა, ჩამტვრეულია მარკეტის მინები. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.