imedi /  17 აპრილი 2020, 09:20 / სანდო წყარო

13 სასულიერო პირი და 16 თეოლოგი მიმართვას ავრცელებს

სასულიერო პირები

„ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა“, - ამ შინაარსის მიმართვას 13 სასულიერო პირი და 16 თეოლოგი ავრცელებს.

„სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა“, - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.

სააღდგომო გზავნილი ჩვენი ქრისტესმიერი დებისა და ძმებისადმი

„ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრესი კეთილი უწყება არის ადამიანში უფლის ხატისა და მსგავსების (დაბ. 1,26-27) განახლება და თავად ადამიანის გაცხადება სულიწმინდის სამკვიდრებელ ტაძრად (1კორ 6,19). ნებისმიერი რიტუალი კი სწორედ ამ ჭეშმარიტების მოფრთხილებასა და შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს.

უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა.

ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულით ქრისტემ თავი დაიმდაბლა, ნებსით შეიმოსა ჩვენი მოკვდავი ბუნება და ამგვარად შემოვიდა სიკვდილის საუფლოში, რომლის მკვიდრი არის ყოველი ჩვენგანი უკვე დაბადებიდანვე. ამ შემოსვლით უფალმა სიკვდილის წყვდიადში შემოიტანა თავისი მარადიული სიცოცხლის ნათელი, რათა ის ჩვენთვის გაეზიარებინა და ასე მოეპოვებინა ჩვენთვის სიკვდილისგან ხსნა მერმინდელ საუკუნეში.

ასე გაიღო მან საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის და ასე დასძლია სიკვდილი საკუთარი ჯვარცმით. ეს რწმენა გვანიჭებს იმედს, რომ სიკვდილი არ არის ბოლო სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. და ეს იმედი გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასოდეს, როდესაც ვხედავთ, როგორ ბოგინობს სიკვდილი მთელ მსოფლიოში პანდემიის სახით. ამ დროს უნდა შევახსენოთ ჩვენ თავსა და ერთმანეთს საგალობლით, რომ: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინა ცხოვრების მომნიჭებელი!“

იესო ქრისტე, ჩვენი პასექი (1კორ. 5,7), შეიწირება ყოველი ლიტურგიისას, რათა საკუთარ უკვდავებას გვაზიაროს, ამ უკვდავების თანაზიარი ჩვენც გაგვხადოს. ეს თანაზიარება ხდება უწმინდესი ევქარისტიის მეშვეობით და იმ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობით, რომლის კულმინაციასაც ეკლესიის ლიტურგია წარმოადგენს. ამიტომ ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის მათთვის, ვინც მოწვეულია „კრავის საქორწინო სერობაზე“ (გამოცხ. 19,9), ანუ ყველასთვის, ვინც ყოვლადწმინდა სამების სახელით არის მონათლული. ეკლესიის ლიტურგია ეკლესიის ცხოვრების უბრალო შემადგენელი ან თანმდევი კი არაა, მის სხვა ფუნქციებთან ერთად, არამედ მისი არსებობის შუაღერძსა და საძირკველს წარმოადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით უფალთან მიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულსა და გონებაზე გადის. ამ შინაგანი ფერისცვალების გამოხატულება კი ის ლიტურგიული ფორმებია, რომელთა მეშვეობითაც ეკლესია სახარებისეულ საზრისებს ასახავს. ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება.

ჩვენ სხვაგვარადაც შევიქნებით ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარნი, როგორც მისი სხეულის ნაწილნი (ეფ. 5,30) და მის წმიდა სხეულს ჭეშმარიტად თანაზიარნი. ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა.

მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება. მენელსაცხებლე დედებთანაც კი, ანგელოზი შიშის განქარვებით იწყებს საუბარს: ,,ნუ გეშინინ, თქვენ“ (მთ. 28,5). დედებთან, რომლებმაც მხნეობის და სიმამაცის გასაოცარი მაგალითი გამოავლინეს, როდესაც უფლის საფლავისკენ გაეშურნენ. ისეთი საყოველთაო გასაჭირისას, როგორც პანდემიაა, ადამიანებს ხშირად ეუფლებათ უიმედობა და შიში, რაც სავსებით ბუნებრივია. ვნების კვირა სწორედ ასეთ ამბავს ეძღვნება. სიბნელე, ტკივილი, ტანჯვა, ჯვარცმა - ეს ყოველივე უფალმა განიცადა ჩვენთვის. მაგრამ სულ ცოტაც და აღდგომის ბრწყინვალება ყოველივეს მოეფინება და განანათლებს. ეს არის ის საღმრთო სასოება, რაც იოლად გადაგვატანინებს ნებისმიერ მძიმე ჟამს: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ მხნედ იყავით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ. 16,33).

სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა.

რწმენაში ჩვენი წინაპრები, ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები, ტყვეობასა თუ თავისუფლებაში, ლხინისას თუ ავბედობისას, აღნიშნავდნენ პასექის დღესასწაულს, იხსენებდნენ ღმრთის ერთგულების საოცარ ისტორიას და ამ გახსენებას აქცევდნენ საოჯახო ლიტურგიად - იკრიბებოდნენ ერთი მაგიდის გარშემო და აკურთხებდნენ უფლის სახელს. წელს, საღმრთო განგებამ ასე განაგო, რომ მსოფლიოში მილიონობით მართლმადიდებელი ოჯახთან ერთად, ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილი აკურთხებს და განადიდებს ღმერთს, რომელიც ჩვენთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა და აღდგა, რომელიც აღდგომის შემდეგ გამოეცხადა ასევე ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილ მოციქულებს და სთხოვა, მათი ტრაპეზის ზიარი გაეხადათ (ლკ. 24,41-44).

იესო ქრისტე, ჩვენი პასექი, აუცილებლად იქნება ჩვენს სააღდგომო სუფრასთან ჩვენი ოჯახის წევრებს შორის, როდესაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დარად შევიკრიბებით საოჯახო ლიტურგიაზე ერთი მაგიდის გარშემო და გავიხსენებთ იმ საკვირველ საქმეებს, რომლებიც ღმერთმა ჩვენთვის აღასრულა.

ქრისტე აღდგა!

წერილს ხელს აწერენ:

სასულიერო პირები:

დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი
დეკანოზი ზაზა თევზაძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია
მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე
მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი
მღვდელი ალექსი აბულაშვილი
მღვდელი მირიან მესხაძე
მღვდელი გრიგოლ ჭეჟია
დიაკონი გიორგი ღიბრაძე
დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

თეოლოგები:

ნინო საყვარელიძე
ზურაბ ჯაში
თამარ გოგუაძე
ლევან ბუკია
შოთა კინწურაშვილი
გიორგი ხუბულური
ეკა ჭყოიძე
ნინო საძაგლიშვილი
ვლადიმერ წითლიძე
ვლადიმერ ნარსია
კახა კურტანიძე
გურამ ლურსმანაშვილი
დავით ჩიკვაიძე
ალექსი მესტუმრიშვილი
მირიან გამრეკელაშვილი
გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი)

ყველა სიახლე

02 დეკემბერი 2021, 08:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ძლიერი გარანტიაა, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ვულოცავ მას და მთლიანად საქართველოს ამ წარმატებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი

02 დეკემბერი 2021, 08:05

ეკონომიკა

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, 85 ხმით 26-ის წინააღმდეგ, ზურაბ პოლოლიკაშვილი უკვე მეორე ვადით დაამტკიცეს. პოლოლიკაშვილი აღნიშნულ თანამდებობას ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 01:00

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: დასავლეთში მას რეალური მხარდამჭერი აღარავინ ჰყავს

ნიკა გვარამიას სახე ნახეთ სასამართლოზე? როცა ხედავდა, რომ წამგებიანია, რასაც ბოდავდა სააკაშვილი და შემდეგ ფურცლებს უცურებდა. შემდეგ კი თქვა, არ მოგენატრათ, რომ კითხულობსო? ეს ბრეჟნევის მარაზმის სცენა იყო, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:59

საზოგადოება

პეტრე მამრაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია

ჟონავს ინფორმაცია მათი შიდა საუბრებიდან, ნეტავ ახლა ვინმემ გააგოროს სააკაშვილიო, ამოსულია ის ყელში და დიდი ტვირთია, სპეკულაცია სიკვდილზე, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ რესურსი ამოწურული აქვს, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:49

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილის შიმშილობა რეალურად ძვირადღირებული დიეტა იყო

საერთოდ არ გაინძრა დასავლეთი სააკაშვილისთვის. სააკაშვილის თანამზრახველებმა ძალიან კარგად იციან, რომ იმ დღეს, როდესაც დააპატიმრეს, როდესაც აჩვენეს მისი არაადეკვატურ მდგომარეობაში ყოფნა რუსთავის ციხეში შეყვანის დროს, როდესაც აჩვენეს მისი დაკავება ბინაში, თბილისში ვინმე გაინძრა? გულის კარნახით ვინმე გამოვიდა ქუჩაში?, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ლონდონის ბირჟაზე გაჰქონდა „საქართველოს რკინიგზა“

„ოქროს მოპოვება, სპილენისა და მანგანუმის მოპოვება და სხვა - ყველაფერი გადავიდა ექსკლუზიურად რუსული ფირმების ხელში, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ენტონი ბლინკენი

02 დეკემბერი 2021, 00:36

COVID19

ენტონი ფაუჩი: „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გაჩენა ვაქცინაციის ან გამაძლიერებელი დოზის მიღების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:28

საზოგადოება

პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს არ გააჩნია დანაშაულის შეგრძნება

ყიფშიძემ ვეღარ მოითმინა და თქვა, რომ სააკაშვილთან ფსიქოლოგიც საჭიროა და ფსიქიატრიც. ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს დაბადებიდან არ გააჩნია საერთოდ მორალური ემოცია, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: მელიას ამოშლა პოლიტიკური სპექტრიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის ნომერ პირველი ამოცანა იყო

„მელიას დაპატიმრების კადრებმა მოიარა CNN-ი, BBC-ი, „ევრონიუსი“, სააკაშვილისთვის ეს იყო ბოლო წერტილი. ნებისმიერი ადამიანი ფეხებით ჩამოკიდებას და ცეცხლის შენთებას უფრო მოითმენს, ვიdრე სააკაშვილი მის გადაფარვას საერთაშორისო მედიაში“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.ვ

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:15

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ზურაბ ჟვანია დაინიშნა პრემიერად, სინქრონულად გაჩნდა ე.წ. ღამის მთავრობა. გვიან ღამით სააკაშვილთან იკრიბებოდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი ეს იყო ე.წ. „ტროიკა“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა.

პეტრე მამრაძე

02 დეკემბერი 2021, 00:07

პოლიტიკა

პეტრე მამრაძე: სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა

სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

გიორგი მუჯირი

02 დეკემბერი 2021, 00:04

სამართალი

გიორგი მუჯირი: 26 მაისს უამრავი ადამიანის დასახიჩრებიდან მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს

2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

01 დეკემბერი 2021, 23:55

COVID19

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით სამოგზაურო აპარტეიდი მიუღებელია.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:52

სამართალი

პროკურორმა დაასახელა ის ადამიანები, ვისი საჩუქრებისთვისაც მიხეილ სააკაშვილმა ბიუჯეტის თანხები დახარჯა

„რამდენიმე შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, მარიამ საჯაიასთვის შეძენილი ოქროს ძეწკვი, თინა ბოკუჩავასთვის შეძენილი აიფონი, ივანა მელაისთვისთვის შეძენილი სამკაული. ასევე შვილისთვის შეძენილი მობილური ტელეფონი“, - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

გიორგი მუჯირი: კანონით, ლიპოსაქცია სახელმწიფო საიდუმლოება ვერ იქნება

როდესაც პრეზიდენტი მიდის ოფიციალურ შეხვედრაზე, გამოიცემა განკარგულება და ის ოფიციალური მივლინებით მიემგზავრება. ამ პროცედურები არის პროტოკოლით გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია სრულად იხდის ხარჯებს. არანაირი სამართლებრივი საბუთი არ არსებობდა და არც მონაკოში, არც ტაილანდში და არც სხვა კურორტებზე დასვენება არ ემსახურებოდა ოფიციალურ, პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ეს ხარჯები იყო ცალსახად მხოლოდ დასვენებისა და გართობის, - ამის შესახებ გაფლანგული 9 მილიონის საქმის პროკურორმა,გიორგი მუჯირმა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

01 დეკემბერი 2021, 23:46

სამართალი

პროკურორის თქმით, გიორგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის გასახდომი პროცედურისთვის 114 000 ლარი დაიხარჯა

9 მილიონი ლარიდან კოსმეტიკური ხარჯები მსხვილ ნაწილს იკავებს და წარმოდგენილია 721 ათასი ლარით არის წარმოდგენილი. კოსმეტიკურ ხარჯებში იგულისხმება: მეზოთერაპია, ლიპოსაქცია, მუცლიდან ცხიმის გამოღება, ბოტოქსის ინექცია, სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი თუ გამაჯანსაღებელი პროცედურა, რაც მიღებული აქვს ძვირადღირებულ ქალაქებში, ისეთში როგორიცაა: ნიუ-იორკი, მიუნხენი, მილანი, ბადენ-ბადენი, ლონდონი და სხვა, - ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 დეკემბერი 2021, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - „დიდი ბოდიში!“ არის ჩვენი პასუხი

გიორგი მუჯირი

01 დეკემბერი 2021, 23:33

სამართალი

პროკურორი: 9 მილიონი ლარიდან არც ერთი ლარი არ მოხმარებია სახელმწიფო ინტერესებს და ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის დაიხარჯა

„ასევე დაცვის მხარე მუდმივად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს 9 მილიონი ლარი უნდა გადახდილიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. რეალურად, ეს 9 მილიონი ლარი არც ერთი სახელმწიფო უწყების მიერ არ უნდა გახარჯულიყო, ვინაიდან ეს იყო მოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კომფორტისთვის განკუთვნილი ხარჯები“, - განაცხადა პროკურორმა.

01 დეკემბერი 2021, 23:08

COVID19

აშშ-ში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

01 დეკემბერი 2021, 22:53

მსოფლიო

OECD: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარმა ეკონომისტმა, ლორენს ბუნმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი გლობალური ეკონომიკის აღდგენისთვის საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს.